გალერეა

„მე ვარ, რომელიც ვარ“

„მე ვარ, რომელიც ვარ“

1 საეკლესიო ბიბლიებში გამოსვლის 3:14-ში იეჰოვა ღმერთის სიტყვები გადმოცემულია შემდეგნაირად: „მე ვარ, რომელიც ვარ“. იმის ნაცვლად რომ ეს მუხლი დედნისეული ებრაული ხელნაწერიდან ეთარგმნათ, სამების მომხრეებმა ის თარგმნეს LXX-დან, ანუ ბერძნულენოვანი თავისუფალი თარგმანიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საეკლესიო თარგმანები გახლავთ თარგმანის თარგმანები და არაა დედნისეული ხელნაწერის თარგმანი. ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ მუხლის დედნისეულ ტექსტში წერია სრულიად სხვა რამ: „אֶהְיֶה אֲשֶׁר אֶהְיֶה“ (ეჰიეჰ აშერ ეჰიეჰ) რომლის სიტყვა-სიტყვითი თარგმანია: „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“ რომელ სიტყვებსაც  ბიბლიის ავტორიტეტული მთარგმნელები აგრეთვე თარგმნიან ამგვარი შინაარსითაც: „მე გავხდები ის, რადაც მოვისურვებ, რომ გავხდე“. [თუ გსურთ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღოთ გამოსვლის 3:14-ში ჩაწერილ ფრაზაზე, მის მნიშვნელობაზე და იმაზე თუ როგორ თარგმნიან მას ბიბლიის ცნობილი მთერგმნელები, გთხოვთ გაეცნოთ სტატიას: „ღმერთი თავისი სახელის მნიშვნელობას აცხადებს].

2 ალბათ შეხვედრიხართ არაბიბლიური სწავლების —ე.წ. „სამების დოგმატის“ თავგამოდებულ მხარდამჭერებს, რომლებიც იესოს მიერ ახალ აღთქმაში გამოყენებულ გამოთქმას (‘მე ვარ’-ს, მაგალითად იოანე 18:4,5:) უკავშირებენ ბერძნულ LXX-ში ანუ სეპტუაგინტაში (გამოსვლის 3:14-ში) გამოყენებულ გამოთქმას (მე ვარ მყოფი, [ბერძნულად: „ἐγώ εἰμι ὁ ὤν“]) და ამბობენ, რომ ვინაიდან იესომ მსგავსი გამოთქმა გამოიყენა, უდავოდ იეჰოვა უნდა იყოსო. საყურადღებოა, რომ იესოს  არ გამოუყენებია ზუსტად ის გამოთქმა, რაც LXX-ში ანუ სეპტუაგინტაში გამოსვლის 3:14-შია ჩაწერილი. მეორეც, აუცილებელია დაისვას შეკითხვა: მხოლოდ იესომ გამოიყენა მსგავსი გამოთქმა ახალ აღთქმაში თუ სხვა ადამიანებმაც? იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოთქმას „მე ვარ“, მხოლოდ იესო გამოიყენებდა — ის მაინც არ აქცევდა მას ყოვლისშემძლე ღმერთად და არცერთ შემთხვევაში არც იმისთვის იქნებოდა საკმარისი მტკიცება, რომ იესო და ღმერთი არსობრივად ერთ ვინმედ წარმოგვეჩინა.

3 უფრო საინტერესო კი ის ფაქტი გახლავთ, რომ ახალ აღთქმაში იესოს გარდა, სხვა მამაკაცებიც იყენებენ იგივე გამოთქმას! ნუთუ მართებული იქნებოდა ყველა იმ პიროვნების ღმერთისთვის გატოლება და «სამების „იპოსტასებად“»  გამოცხადება, რომლებმაც თავიანთ თავზე ზუსტად ის გამოთქმა გამოიყენეს, რომელიც იესომ გამოიყენა? ცხადია არა. თუ მსგავსი გამოთქმის გამოყენების გამო სამების მომხრეები, სამების მეორე პირად წარმოაჩენენ იესოს, მაშინ ობიექტურობა მოითხოვს მათგან იმას, რომ ყველა ის პიროვნება რომელიც იმ გამოთქმას იყენებს რაც იესომ გამოიყენა, სამების პირებად მიიჩნიონ! სამების მომხრეები მიკერძოებულად იქცევიან როცა ყველა სხვა ადამიანს რომელიც იესოს მსგავსად იყენებს გამოთქმას ” მე ვარ”, არ უტოლებენ  ღმერთს!

4 ამგვარი არაობიექტურობა იმის დამადასტურებელია, რომ ბიბლია არ უჭერს მხარს სამების დოგმატის მხარდამჭერთა მრწამსს. ქვემოთ მოცემულია მხოლოდ რამდენიმე მაგალითი ახალი აღთქმიდან, სადაც ქრისტიანი მამაკაცები, თავიანთ თავზე იყენებენ ისეთივე გამოთქმას, რომელიც ღმერთმა გამოიყენა გამოსვლის 3:14-ში.

კორინთელების 15:10-ე მუხლში, მოციქული პალე, მსგავს გამოთქმას იყენებს თავის თავზე, როცა ამბობს: „ვარ, რაი-იგი ვარ“ (გ. მთაწმიდნელის თარგმანი). იგივე მუხლი „ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანში“ გადმოთარგმნილია ასე: „ისა ვარ, რაცა ვარ“. (ბერძნულად: „εἰμὶ ὅ εἰμι“, [ეიმი ჰო ეიმი], სიტყვა-სიტყვით „ვარ რომელიც ვარ!“).

►იოანეს 9:9-ში ჩაწერილია იესოს მიერ განკურნებული ბრმა მამაკაცის სიტყვები, რომელიც თავის თავზე ამბობდა: „მე ვარ“! — ბერძნულად: „Ἐγώ εἰμι“ (ეგო ეიმი). ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ მამაკაცმა, ზუსტად ის სიტყვები გამოიყენა, რომელიც იესო ქრისტემ გამოიყენა თავის თავზე —„Ἐγώ εἰμι“  („მე ვარ“).

საქმეების 10:21-ში წერია, რომ მოციქულმა პეტრემ თავის თავზე თქვა: „მე ვარ“ — ბერძნულად: „Ἐγώ εἰμι“.(ეგო ეიმი). ყურადღება მიაქციეთ, რომ აქაც ზუსტად ის სიტყვებია გამოყენებული, რომელიც იესო ქრისტემ გამოიყენა.

მოციქულების და იესოს გარდა, ანგელოზიც იყენებს გამოთქმას „მე ვარ“

5 მაგალითად, ლუკას 1:19-ში ანგელოზმა გაბრიელმა, თავის თავზე თქვა: „მე ვარ გაბრიელი“. — ბერძნულად: „Ἐγώ εἰμι“ (ეგო ეიმი). ყურადღება მიაქციეთ, რომ აქაც ზუსტად ის სიტყვებია გამოყენებული, რომელიც იესო ქრისტემ გამოიყენა.

6 აქ წარმოდგენილი ფაქტები ცალსახად ააშკარავებენ იმას, რომ სამების მომხრეები არაობიექტურები არიან და აგრეთვე იმასაც, რომ ისინი ძალადობენ ბიბლიაზე, როცა არაკეთილსინდისიერად იყენებენ მასში ჩაწერილს თავიანთი მრწამსისთვის მოსარგებად.

3 responses to “„მე ვარ, რომელიც ვარ“

  1. “მე ვარ რომელიც ვარ ” ასე იმიტომ აქვთ ნათარგმნი რომ უნდათ იოანეს 8:58 -ის სიტყვასიტყვით თარგმანს “ეგო ემის” მოარგონ და ამით ვითომდა გააპრავონ “სამება”.

  2. “ბიბლიაზე ძალადობა” საინტერესო დეფინიციაა, ანუ ეს იგივეა რაც ღმერთზე ძალადობა. ეგენი კონტრარგუმენტაციის ღირსიც კი არ არიან ბიბლიური მონოთეიზმის ხელყოფისთვის.

  3. დიდი მოოლოდინით ველოდი ახალ თემას საიტზენზალიან დიდი მადლობა კიდეევ ერთი დამაჯერებელი არგუმენტაციისთვის. კიდებ ერთი შესანიშნავი არგუმენტით შეივსო სამების შესახებ ჩემი კვლევები მადლობა ამისთვის
    მართლაც ნათელია თუ როგორი თარგმანი შეესაბამება კონტექსტს? იესო პასუხობდა 57-ე მუხლში იუდეველების მიერ დასმულ კითხვას. ამ მუხლიდან ჩანს, რომ მათ იესოს ასაკი აინტერესებდათ და არა ვინაობა. ლოგიკურია, რომ პასუხის გაცემისას იესოს მხედველობაში ჰქონდა თავისი არსებობის ხანგრძლივობა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ეგო ემი“ არსად არის დაკავშირებული წმინდა სულთან.ერთ ნაშრომში აღნიშნულია: «ეს ზმნა [„ემი“] . . . ზოგ შემთხვევაში გულისხმობს არსებობას . . . როგორც ეს „ეგო ემი“-ს შემთხვევაშია (ინ. 8:58)» („A Grammar of the Greek New Testament in the Light of Historical Research“, ა. რობერტსონი, ნეშვილი, ტენესის შტატი, 1934, გვ. 394). ნამდვილად ის უკვე არსებობდა(იყო) სანამ აბრაამი დაიბადებოდ(იოან1:15)(იოან17:5)(იოან8:23) მსგავსი გამოთქნ~მა უკვე გვხვდება8:12-ში რომელშიც არ ჩნს ის რომ ის ვითომ იეჰოვაა
    (1)მეოთხე-მეხუთე საუკუნეები „აბრაამამდე მე ვიყავი“ სირიული თარგმანი
    (2)მეხუთე საუკუნე „ვიდრე აბრაამი იქნებოდა, მე ვიყავი“ ერთ-ერთი სირიული თარგმანი
    (3)მეხუთე საუკუნე „აბრაამის არსებობამდე მე ვიყავი“ სირიული ფეშიტა
    (4)მეხუთე საუკუნე „წინა ვე აბრაამისა ყოფამდე ვიყავ მე“ ქართული თარგმანი („ადიშის ოთხთავი“).
    (5)მეექვსე საუკუნე „ვიდრე აბრაამი დაიბადებოდა, მე ვიყავი“ ეთიოპური თარგმანი
    6.(თარგმანი ავერინცევი).
    მოქმედება, რომელიც ინ. 8:58-შია მოხსენიებული, დაიწყო მანამ, „სანამ აბრაამი გაჩნდებოდა“ და კვლავაც გრძელდება. ამ შემთხვევაში εἰμί (ემი), რომელიც მოცემულია აწმყო დროში, პირველ პირში, მხოლოობით რიცხვში და ნათარგმნია როგორც „ვიყავი“. მსგავს ფორმაშია: ლკ. 2:48; 13:7; 15:29; ინ. 5:6; 14:9; 15:27; სქ. 15:21; 2კრ. 12:19; 1ინ. 3:8.

Leave a reply to საბა კომენტარის გაუქმება