გალერეა

როგორ შეიძლება ერთ დროს უწყინარი მორწმუნე, მკაცრს რელიგიურ ფანატიკოსად იქცეს?

1 ისურვებდით ისეთი ცხოვრებით გეცხოვრათ, რომელიც დაგღლიდათ და სიხარულს წაგართმევდათ? სწორედ მაშინ ხდება მორწმუნის ცხოვრება დამღლელი და უხალისო, როცა ან თვითონ ხდება ფანატიკოსი ანდა მაშინ, როცა ფანატიკოსის ხელმძღვანელობის ქვეშაა.

2 დამეთანხმებით, რომ სრულიად საკმარისია ჩართოთ ტელევიზორი ან მოუსმინოთ რადიოს და უმალვე გაიგებთ დამნაშავეობის, უთანხმოებების, ომებისა თუ ტერორისტული აქტების შესახებ რომლებსაც „მორწმუნე“ ადამიანები დიდი სისასტიკით ახორციელებენ. ბრიტანეთში გამომავალ გაზეთმა გარდიანმა (The Guardian), ტონი ბლერის სიტყვები დააციტირა, რომელიც თავიდან ‘Observer“-ში დაიწერა, რომელშიც ყოფილი მინისტრი ასეთ რამეს წერდა:  ‘ტერორისტულ აქტებს რელიგიური მოტივებით აღძრული ადამაინები ახორციელებენ. რაც დამახინჯებული რწმენის გამოვლენაა’.

3 მოგვწონს თუ არ მოგვწონს, რელიგიური ფანატიზმი (ისევე როგორც წარსულში) დღესაც  მოქმედებს ადამიანებზე. შეიძლება ადამიანი არ აფეთქებდეს უდანაშაულო ხალხით სავსე საზოგადოებრივ ადგილებს, აეროპორტს, ავტობუსსა თუ კონცერტებს, სამაგიეროდ, ფანატიკური აზროვნების გამო, ვიწრო თვალსაწიერის მქონე მორწმუნედ ჩამოყალიბდეს და გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრება, უღიმღამო გახადოს და ზოგ შემთხვევაში, გააუბედუროს და ღვთისადმი თაყვანისცემაში დააბრკოლოს კიდეც. მორწმუნე ფანატიკოსებს, მტკიცედ სწამთ, რომ „კეთილი“ მოტივები ამოძრავებთ, და ისიც, რომ ღმერთს ემსახურებიან და მყარად სწამთ, რომ რაც მეტად წვრილმანებში დაიცავენ არასაჭირო, არააუცილებელ, არაგონივრულ და დამღლელ წესებს, და ამავე დროს რაც მეტად მიანიშნებენ მის დაცვას სხვებს, მით უფრო მეტად მოსაწონები იქნებიან ღვთის თვალში. ზოგჯერ გაუცნობიერებლადაც კი იქცევიან ხოლმე ასე.

4 ისინი თავიანთი შეთხზული რელიგიური აკრძალვებითა და ე.წ. ‘სავალდებულო” მითითებებით გარშემომყოფი ადამიანების ცხოვრებას ისევე ამძიმებენ, როგორც ეს პირველ საუკუნეში იყო, რაზეც იესო ქრისტემ თქვა, რომ ‘ძნელად სატარებელ ტვირთს ჰკიდებენ  ადამიანებსო’. (ლუკა 11:46). ეს ადამიანები, ცდილობდნენ გაუცდენლად დასწრებოდნენ თავიანთი დროის რელიგიურ შეხვედრებს და მონაწილეობას ღებულოდბენენ რელიგიურ ღონისძიებებში. ისინი ცდილობდნენ ღვთის მცნებებისა და თვითნებურად დადგენილი წესების თანახმად ეცხოვრათ და სხვებსაც ამისკენ მოუთითებდნენ. ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილოდნენ არ დამსგავსებულიყვნენ „ქვეყნიერებას“ არამედ თავს სხვებისგან „გამოყოფილად“ მიიჩნევდნენ. ზოგჯერ ისინი სიძულვილით ტერმინ „ამ ჰა არეც“-ს (“მიწის ხალხი”) იყენებდნენ უბრალო ხალხის მიმართ რომლებსაც უწიგნურ და უმეცარ ადამიანებად მიიჩნევდნენ და ზემოდან დაჰყურებდნენ. ერთხელ იესომ ამ ‘მორწმუნეებზე’, ხალხსა და თავის მოწაფეებს ასეთი რამ უთხრა: „იმ საქმეებს ნუ გააკეთებთ, რასაც ისინი აკეთებენ, რადგან ისინი ამბობენ და არ აკეთებენ“-ო. იესოს სიტყვებიდან ნათელია, რომ ღმერთი, რომელიც მათგან ადამიანების სიყვარულით ხელმძღვანელობას მოელოდა, არ იწონებდა ასეთ ქედმაღლობას და უბრალო ადამიანების დამცირებას. ამ ყველაფერთან ერთად, ისინი თავიანთი ავტორიტეტითაც სარგებლობდნენ და შესაბამისად, ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენდნენ გარშემო მყოფ მორწმუნეებზე.

5 საყურადღებოა, რომ ისინი ღვინოს ქსოვილის საცრით ფილტრავდნენ, რათა ქინქლა არ გადაჰყოლოდა ღვინოს. მართალია ღმერთი უკრძალავდა მათ ამგვარი ქმნილებები კვების რაციონში შეეტანათ, მაგრამ არ ავალდებულებდა მათ, რომ ასეთი უკიდურესი ზემები მიეღოთ და ასე დაწვრილმანებულიყვნენ რათა cloth sieveლევიანების 11:42-ში ჩაწერილი შეესრულებინათ. მაშ, რატომ იქცეოდნენ ასე? რამ მიეყვანა ისინი აქამდე? ღვთის მცნებებისადმი ზედმიწევნით დაცვის ძლიერმა სურვილმა? თუ დიდმა რწმენამ? ხომ არ თვლიდნენ, რომ რიგ საკითხებს თვითონ უკეთ წვდებოდნენ ვიდრე სხვები და ამიტომ დაემართათ ასე?ცხადია რთულია 21-ე საუკუნეში იმის ზუსტად დადგენა, თუ რამ მიიყვანა 20 საუკუნის წინ მცხოვრები მორწმუნეები ასეთ უკიდურეს, სულიერად სავალალო მდგომარეობამდე, მაგრამ ბევრი რამის სწავლას შევძლებდით, და ასევე თავსაც დავიცავდით, თუ დავფიქრდებოდით მათ შეცოდმებზე და ამასთან ერთად, შევეცდებოდით ის ადამიანები ამოგვეცნო, რომლებიც მათ მსგავსად იქცევიან დღეს.

მეწვრილმანეობა ღვთისადმი ერთგულებას არ ნიშნავს  

6 იესომ ამ მორწმუნეებზე თქვა, რომ ისინი ზედმიწევნით იცავდნენ ღვთის მცნებების უმცირეს მოთხოვნებსაც კი, მაგრამ არ ანაღვლებდათ ყველაზე მნიშვნელოვანი — „სამართალი, გულმოწყალება და ერთგულება“. (მათე 23:23). აშკარაა, რომ მეწვრილმანეობა ღვთისადმი ერთგულებას არ ნიშნავს, და ამას, იესოს დროინდელი ფარისეველების ცხოვრების წესი ბრწყინვალედ მოწმობს. მათეს სახარებაში ჩაწერილია იესოს სიტყვები, რომლებიც კარგად აღწერს ამ მორწმუნეების დამოკიდებულებას ღვთის მიმართ, ასევე ღვთის კანონების მიმართ, და მათ დამოკიდებულებას გარშემომყოფი მორწმუნეებისადმი. ფანატიკოსი, თვალთმაქცი და უგულო ადამაინები, რომლებსაც იესოს დროს ღვთის ხალხის ხელმძღვანელობა ეკისრათ, შემდეგი ნიშნებით გამოირჩეოდნენ, რომლებიც თანამედროვე თვალთმაქცი და ფანატიკოსი რელიგიური პირების ამოცნობაში დაგვეხმარებოდა:

  • ასეთი ადამიანები, პედანტები ანუ მეწვრილმანე მოწესეები არიან. (მათე 23:16-23);
  • ადამიანურ დადგენილებებს ისე ასწავლიან, როგორც ღვთის კანონებსა და მოთხოვნებს; (მათე 15:3-9)
  • უბრალო ადამიანებისგან მორჩილებას ითხოვენ, ხოლო თავად არ აკეთებენ იმას, რასაც ღმერთი ითხოვს მათგან და რისკენაც სხვებს მოუწოდებენ; (მათე 23:4; შეადარეთ ლუკა 11:46);
  • ისინი უფრო მეტ ყურადღებას გარეგნულობას აქცევენ, ვიდრე გულის მდგომარეობას, შინაგან მოტივებსა და პატიოსნებას. (მათე 23:25-27);
  • ისინი გარეგნულად პატიოსანი და მართალი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, შინაგანად კი გახრწნილი და უვარგისი ადამიანები არიან. (მათე 23:28);
  • ისინი დიდ ძალისხმევას ახმარენ იმას, რომ ადამიანი თავიანთ შეხედულებებზე მოაქციონ, ხოლო წარმატების შემდეგ, მას ისეთივეს ან უარესს ხდიან, როგორებიც თვითონ არიან. (მათე 23:15)

7 იმისათვის რომ ადამიანი არ მოექცეს რელიგიური ფანატიკოსის ხელმძღვანელობისა და  ზეგავლენის ქვეშ ან თვითონ არ იქცეს რელიგიურ ფანატიკოსად, პირველ რიგში მართებს გონიერება და გაბედულება! მან უნდა შეძლოს, ბიბლია ზუსტად იმავენაირად გამოიყენოს, როგორც მას ბერეელები იყენებდნენ, რომლებიც არ ღებულობდნენ და არ ემორჩილებოდნენ ისეთ სწავლებებს, რომლებიც არ მომდინარეობდა უშუალოდ ღვთის სიტყვისგან, ბიბლიისგან და რომლებიც ეწინააღმდეგება ბიბლიაში მოცემულ პრინციპებს. (1 კორინთ. 3:6,7; მიქა 6:8). პირველი საუკუნის რელიგიური ფანატიკოსებისგან და თვალთმაქცებისგან განსხვავებით, იესო ქრისტეს მოციქულებმა ბევრი ადამიანის ნდობა დაიმსახურეს თავიანთი კეთილსინდისიერი ცხოვრებით (საქმეები 15:27—29); დიახ, ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც სინამდვილეში ღვთის შთაგონებით წერდნენ ბიბლიის წერილებს და სახელმძღვანელო მითითებებსაც ღვთის შთაგონებით იძლეოდნენ; შესაბამისად, დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობდნენ, მაგრამ ბიბლია არაფერს ამბობს იმაზე, რომ ისინი განაწყენდნენ ან სულიერად სუსტებად მიიჩნიეს ბერეელი მორწმუნეები, რომლებმაც მოციქულების ნათქვამი, ბიბლიაში გადაამოწმეს ჰქონდა თუ არა ბიბლიური საფუძველი იმას, რასაც ისმენდნენ. საყურადღებოა, რომ ასეთი მოქმედების გამო, ამ ბერეელებზე მოწაფე ლუკამ, [იხ. საქმეები 17:10,11] ღვთის შთაგონებით დაწერა, რომ „კეთილშობილი“ მორწმუნეები იყვნენ; აშკარაა, რომ ბერეელები მკვეთრად განსხვავდებოდნენ იმ მორწმუნეებისგან, რომლებიც ბრმად ენდობოდნენ და ბრმად ემორჩილებოდნენ იმ მამაკაცებს, რომლებსაც ღვთის ხალხის ხელმძღვანელობა ეკისრათ და თვალდახუჭული ღებულობდნენ ადამიანურ წესებს როგორც ღვთის დადგენილ მოთხოვნებს. ზოგიერთ მათგანზე, იესო ამბობდა: „ბრმა მეგზურებო, ქინქლის მწურავებო და აქლემის მყლაპავებო!“ და აგრეთვე: „თავი დაანებეთ მათ, ბრმა მეგზურები არიან. თუ ბრმას ბრმა მიუძღვის, ორივე ორმოში ჩავარდება“. აშკარაა, რომ ავტომატური მორჩილება და ბრმა მორწმუნეობა, მავნებელი აღმოჩნდა როგორც იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც საკუთარ წესებს ღვთის დადგენილებად ასაღებდნენ, ისე იმ მორწმუნისთვისაც, რომლებიც თვალდახუჭული ენდობოდა მათ ხელმძღვანელობასა და მითითებებს. (მათე 23:24; 15:14).

8 დღეს იმაზე მეტი რელიგია არსებობს დედამიწაზე, ვიდრე მაშინ, როცა იესო ქრისტე ფანატიკოს და თვალთმაქც ფარისეველებს კიცხავდა. ალბათ გინახავთ ან გსმენიათ მაინც, რომ დღეს, ზოგი რელიგიური პირი, არაგონივრულ, უკიდურეს ან უბრალოდ თვითნებურ წესებს უდგენს თავისი ხელმძღვაბელობის ქვეშ მყოფ მორწმუნეებს. world-religions2მაგალითად, ზოგი სუნამოების გამოყენებას უკრძალავს თვის მრევლს, ზოგი ბიბლიის წაკითხვისთვის ე.წ. „კურთხევის აღების“ აუცილებლობაზე მიუთითებს, სხვა რელიგიებსა თუ მიმდინარეობებში, თვითნებური წესების სხვებისთვის თავზე მოხვევის განსხვავებულ, უფრო შერბილებულ ფორმებს ვხვდებით. ცხადია რთულია და შეუძლებელიც, ყველა მათგანის შესახებ, დაწვრილებითი სია ჩამოიწეროს ამ სტატიაში, მაგრამ ვფიქრობ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეულმა მორწმუნემ, საკუთარ თავს ჰკითხოს:

9 მითითებების შესრულებისას, ღვთის ნებას ვასრულებ, თუ ადამიანისას? არავინაა დაზღვეული ისე მოეჩვენოს მითითება, თითქოს მას ღვთისგან ღებულობდეს. (შეადარე საქმეები 12:22). ეს დამოკიდბეულია იმაზე, თვალდახუჭული ვენდობით და ვაკეთებთ იმას, რასაც გვეუბნებიან ისინი, ვისი ხელმძღვანელობის ქვეშაც ვართ, თუ იმდენი გამბედაობა და გონიერება გვაქვს, რომ „ყოველთვის ვამოწმებთ“ მას (ეფეს. 5:10; 1იოანე 4:1იგავები 14:15).

10 არც ღმერთი და არც ღვთის მსახურები, ადამიანებს დიქტატორივით არ ექცევიან, რომლებიც მხოლოდ ბრძანებებს იძლევიან. ღმერთს არ სურს, რომ ან თავად მას, ან რომელიმე ადამიანს, ისე ვემორჩილებოდეთ, როგორც ლაგამამოდებული ცხენი თავის პატრონს! გვახსოვდეს, რომ როდესაც ღმერთი თავის ნებასა და განზრახვას გვაცნობს, ყოველთვის სიმართლისა და სამართლიანობის განცდა გვეუფლება, და მათში სიყვარულს, სიკეთეს, გონიერებას და სიბრძნეს ვხედავთ (იოანე 6:66,67; ლუკა 1:17; რომ. 12:1, 2) და ღვთის მსახურიც ამ განწყობასა და დამოკიდებულებას უნდა ავლენდეს ქვეშევრდომებთა ხელმძღვანელობისას და მათთვის მითითებების მიცემისას რადგან ამგვარი ქცევით უნდა აღძრავდეს მსმენელებს მორჩილებისკენ — და იქნება ის პირდაპირ თუ ირიბად — არავის უნდა აიძულებდეს მორჩილებას. ძალდატანებასა და იძულებით მორჩილებას არც ღმერთი ითხოვს ადამიანებისგან და არც მისი ნამდვილი მსახურები. — წაიკითხეთ 2 კორ. 5: 20; იგავები 27:11. იძულება ძალადობაა და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მითითება რომელშიც პირდაპირი ან ირიბი ძალადობა იგრძნობა — არ მომდინარეობს  ღვთისგან!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s