გალერეა

ღმერთია ყოველივეზე მაღლა თუ ქრისტე? როგორ უნდა გავიგოთ რომაელების 9:5?

ღმერთია ყოველივეზე მაღლა თუ ქრისტე? როგორ უნდა გავიგოთ რომაელების 9:5?

1 ბიბლიის ქართული თარგმანები, რომელიც სამების მომხრეებმა შექმნეს, ეს მუხლი ისეთნაირად გადმოსცეს, რომ ქრისტე ყოველივეზე მაღლა მდგომად წარმოაჩინეს. საინტერესოა, სინამდვილეში როგორ უნდა აღიქმებოდეს ზემოაღნიშული მუხლი?

2 იმისათვის რომ ამაში გავერკვეთ, სამი მნიშვნელოვანი ფაქტის გაცნობა და გააზრებაა საჭირო.

  1. რა სახით არის ეს მუხლი ახალი აღთქმის ძველბერძნულ ტექსტში,
  2. როგორ არის გადათარგმნილი ეს მუხლი ბიბლიის სხვა თარგმანებში,
  3. რამდენად შეესაბამება ამ მუხლის გაგება ბიბლიის შინაარსს.

3 უნდა აღინიშნოს, რომ “ახალი აღთქმის” ძველბერძნული ტექსტი არ შეიცავს სასვენ ნიშნებს. ეს მუხლი, დედნისეულ ენაზე ასეა მოცემული:

ὧν οἱ πατέρες καὶ ἐξ ὧν χριστὸς τὸ κατὰ σάρκα, ὢν ἐπὶ πάντων θεὸς εὐλογητὸς εἰς τοὺς αἰῶνας ἀμήν

4 ცხადია ბერძნული ტექსტი უმრავლესობისთვის გაუგებარია, რადგან დღეს ცოტამ თუ იცის ძველბერძნული ენა. ამიტომ ამ ტექსტის ქართული თარგმანი მოვიშველიოთ, ოღონდ სასვენი ნიშნების გარეშე, რათა ბერძნული ტექსტის ზუსტი და სიტყვა-სიტყვითი ეკვივალენტი ვიხილოთ:

5 პირველი გახლავთ ამ მუხლის მეორე ნაწილის, ანუ სადაო ნაწილის სიტყვა-სიტყვითი თარგმანი ქართულად, სასვენი ნიშნების გარეშე:

  1. “მათგანაა ქრისტე ხორციელად ღმერთი რომელიც ყოველივეზე მაღლაა კურთხეული იყოს მარადიულად ამინ”

მეორე გახლავთ იგივე ტექსტი, სასვენი ნიშნებით, რომელიც ბიბლიის შინაარსთან სრულ თანხმობაშია:

2). “მათგანაა ქრისტე ხორციელად. ღმერთი რომელიც ყოველივეზე მაღლაა, კურთხეული იყოს მარადიულად, ამინ.”

მესამე გახლავთ სასვენი ნიშებითა და სიტყვათა ისეთნაირი გადანაცვლებით, რომელშიც ქრისტე ყოველივეზე მაღლა მდგომ ღმერთადაა გამოყვანილი, ანუ ისე, როგორც ამას სამების მომხრე ქართველი მთარგმნელები აკეთებენ ხოლმე თავიანთ თარგმანებში:

3). “მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველივეზე მაღლა, კურთხეული იყოს მარადიულად ამინ.”

6 ვინაიდან ძველბერძულ ტექსტში სასვენი ნიშნები არ გამოიყენებოდა, სამების მომხრეები დაახლოებით ისეთი შინაარსით გადმოსცემენ ამ მუხლს, როგორც ეს ნიმუშის მესამე ვარიანტშია მოცემული, მაგრამ ტექსტის ამგვარი გადმოცემა, ეწინააღმდეგება ბიბლიის შინაარსს. რატომ? იმიტომ, რომ ბიბლია ცალსახად აცხადებს, რომ მამა ღმერთი, რომლის სახელიც არის იეჰოვა, ყოველივეზე მაღლაა ანუ უზენაესია:

“რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე”. (ფსალმუნი 83:18, [ზოგ ბიბლიაში 82:19]).

7 პავლე მოციქული ბიბლიის ამ განაცხადს არ ეწინააღმდეგებოდა როცა რომაელებს 9:5-ში ჩაწერილ სიტყვებს სწერდა. საინტერესოა რომ იმავე მოციქულმა, ეფესოელებს მსგავსი შინაარსის სიტყვები მისწერა, რომელიც გვეხმარება რომ. 9:5-ში ჩაწერილი სიტყვების სწორად გაგებაში. მოციქული პავლე, ეფესოელებს რომაელებისთვის მიწერილის მსგავსად შეაგონებდა:

“ერთია ყველას ღმერთი და მამა, რომელიც ყველაზე მაღლა დგას”. ეფეს. 4:6.

8 ნამდვილად, პავლეს არ მოუტყუებია ეფესოელებისთვის, როცა დაწერა, რომ მამა დგას ყველაზე მაღლა! შეუძლებელია ბიბლიის შინაარსისა და პავლე მოციქულის სიტყვების უარყოფა და რომაელების მიმართ 9:5-ში ჩაწერილის ისეთნაირად გადმოცემა, რომ მამა კი არა, ქრისტე დავაყენოთ ყველაზე მაღლა; ასე მოქცევა, ბიბლიის მანიპულირება იქნებოდა.

9 “ახალი ქვეყნიერების თარგმანი” ზუსტია და ბიბლიის შინაარსთან სრულ თანხმობაშია როცა რომაელების 9:5-ში ჩაწერილს ასე გადმოსცემს: “მათგან არიან წინაპრები და მათგან არის ქრისტე ხორციელად; ღმერთი კი, რომელიც ყოველივეზე მაღლაა, კურთხეულ იყოს მარადიულად, ამინ.”

10 აუცილებელია აღინიშნოს, რომ ბიბლიის უცხოენოვანი მთარგმნელები, მათ შორის სამების მომხრეების მიერ თარგმნილი ბიბლიები, შინაარსობრივად, ახალი ქვეყნიერების თარგმანის მსგავსად თარგმნიან ზემოაღნიშნულ მუხლს. ასეთი თარგმანების მხოლოდ რამოდენიმე მაგალითს მოვიყვან ქვენოთ:

11 “and from whom by physical descent the Christ came. God who is over all be blessed through the ages! Amen.” („ვისგანაც ხორციელად მოვიდა ქრისტე. ღმერთი კი, რომელიც ყოველივეზე მაღლაა, კურთხეული იყოს საუკუნოდ! ამინ“.) The Riverside New Testament – 1934;

12 “and theirs too (so far as natural descent goes) is the Christ. (Blessed for evermore be the God who is over all! Amen.)” „მათივეა (წარმოშობით) ქრისტეც. კურთხეული იყოს მუდამ ღმერთი, რომელიც ყოველივეზე მაღლაა! ამინ“. A New Translation of the Bible, by James Moffatt, New York and London. – 1935;

13 “and of their race, according to the flesh, is the Christ. God who is over all be blessed for ever. Amen.” „მათი მოდგმისაა ქრისტე ხორციელად. ღმერთი, რომელიც ყოველივეზე მაღლაა, კურთხეული იყოს მარადიულად. ამინ“. Revised Standard Version– 1952 (საყურადღებოა, რომ ეს გახლავთ სამების მომხრეთა მიერ შესრულებული თარგმანი);

14 “and from them, in natural descent, sprang the Messiah. May God, supreme above all, be blessed for ever! Amen.” „მათგან წარმოიშვა მესია. დაე, კურთხეული იყოს მარადიულად ღმერთი, რომელიც უზენაესია! ამინ.“ The New English Bible, Oxford and Cambridge. – 1961;

15 “and from them, according to the flesh, is the Messiah. God who is over all be blessed forever. Amen.” (NAB) «„მათგან წარმოიშვა ხორციელად მესია. ღმერთი, რომელიც ყოველივეზე მაღლაა, კურთხეული იყოს მარადიულად. ამინ.“ »(საყურადღებოა, რომ ეს თარგმანიც სამების მომხრეთა მიერ არის შესრულებული);

16 “and of their race, according to the flesh, is the Christ. God who is over all be blessed for ever. Amen.” (RSV) «„წარმოშობით მათგან არის ქრისტე ხორციელად. ღმერთი, რომელიც ყოველივეზე მაღლაა, კურთხეული იყოს სამუდამოდ. ამინ.“ »(ესეც სამების მომხრეთა მიერ შერულებული თარგმანი გახლავთ);

17 ნათელია, რომ რომაელების მიმართ 9:5-ში ჩაწერილი სიტყვები, არ უჭერს მხარს სამების მოძღვრებას და ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანი ერთ-ერთია იმ თარგმანებს შორის, რომელიც ზედმიწევნით ზუსდტად, და ბიბლიის შინაარსთან შესაბამისად გადმოსცემს ზემოაღნიშნულ მუხლს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s