გალერეა

ღმერთკაცი თუ კაცი? ვინ იყო იესო სინამდვილეში? კოლ. 1:15

ღმერთკაცი თუ კაცი?

ვინ იყო იესო სინამდვილეში?

(ნაწილი პირველი)

1 როგორც ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, პირველი საუკუნის ქრისტიანული სარწმუნოებიდან  განდგომილი ადამიანებისგან წარმოიშვა ისეთი სწავლებები, რომელსაც არც იესო ასწავლიდა და არც მისი დაფუძნებული ეკლესიის ბურჯები. მიუხედავად ამისა, დღევანდელი ქრისტიანული სამყარო, მტკიცედ ებღაუჭება არაბიბლიურ სწავლებას   ̶ “სამებას”. სამების შესახებ სწავლება გულისხმობს იმას, რომ ღვთის ძე იესო ქმნილება კი არა, თავად არის ღმერთიო. თუმცა ეს სწავლება ბიბლიიდან არ მომდინარეობს, სამების სწავლების მომხრეები, წარუმატებლად, მაგრამ მაინც ცდილობენ ხოლმე ბიბლიური მუხლებისთვის ისეთნაირი ახსნა-განმარტებების მონახვას, რომ ბიბლიაში გაცხადებული სწავლება, როგორმე თავიანთ მრწამსს მოარგონ. კოლასელების 1:15 იმ მუხლებს მიეკუთვნება, რომელსაც არასწორად განმარტავენ სამების მომხრეები. მოდით, ერთად გამოვიკვლიოთ ბიბლიის ფონზე, თუ რა წერია ამ მუხლში.

2 კოლასელების 1:15-ე მუხლის სიტყვასიტყვითი თარმანია:  ὅς[ვინც] ἐστιν[არის] εἰκὼν[ანარეკლი, მსგავსება, ხატება] τοῦ θεοῦ[ღვთისა] τοῦ[THE] ἀοράτου[უხილავის], πρωτότοκος[პირმშო] πάσης[ყოველივე] κτίσεως[ქმნილის].

3 ამ მუხლის შინაარსობრივი თარგმანი ასეთია: „ის უხილავი ღვთის ანარეკლია, პირმშო ყველა ქმნილებას შორის“ ანუ „პირმშო ყოველი ქმნილებისა“. ღვთის ძეები, ღვთის ანგელოზებიდიახ, ის ვისზეც ამ მუხლშია საუბარი, ქმნილებათა ჯგუფს მიეკუთვნება. ის არის პირველი ქმნილებებში, ანუ პირველია ქმნილებებს შორის.

4 ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ წყარო, საიდანაც ყველა ქმნილებები წარმოიშვნენ არის მამა ღმერთი. თვითონ წოდება მამაც ამაზე მიანიშნებს. ბერძნული სიტყვა პროტოტოკოს [πρωτότοκος] ანუ პირმშოც იმას ნიშნავს, რაზეც თვითონ სიტყვა მიუთითებს: პირმშო, პირველშობილი. რიგითობის თვალსაზრისით პირველი,შობილთა შორის ნუმერაციულად პირველი, რომლითაც დაიწყო შობილთა შობა. ამგვარად, კოლასელების 1:15 საუბრობს პიროვნებაზე, რომელიც არის პირველი, დასაწყისი (არხე), ანუ როგორც ამას იოანე ადასტურებს ბიბლიის ბოლო წიგნში: „ღვთის შემოქმედების დასაწყისი [ბერძ. არხე]“.  ̶  გამოცხ 3:14.

5 სიტყვა ‘დასაბამი/დასაწყისი’ (ბერძ. არხე) ბიბლიაში ხშირად არის გამოყენებული  პირმშოსთან მიმართებაში. მაგალითად, ბერძნულ სეპტუაგინტაში, დაბ. 49:3-ში რეუბენის შესახებ ვკითხულობთ:

პირმშოჲ (პროტოტოკოს) ჩემი, ძალი ჩემი და დასაბამი(არხე) შჳლთაი ჩემი“. რეუბენი იყო იაკობის პირმშო, 12 შვილიდან პირველი, ანუ 12 ძეს შორის პირველი ძე. რეუბენი იაკობის ძეების ჯგუფს მიეკუთვნებოდა (დასაბამი შვილთაი) და არა სხვა რომელიმე ჯგუფს ან იაკობის შვილთა დასაბამის მიმცემი. ანალოგიურად, როცა კოლასელების 1:15 საუბრობს ღვთის ძეზე როგორც ქმნილების პირმშოზე, ნიშნავს იმას, რომ ღვთის ძე არის პირველი ქმნილებებს შორის და მიეკუთვნება ქმნილებათა ჯგუფს და არც სხვა რომელიმე ჯგუფს ანდა მას, ვინც ქმნილებებს აძლევს დასაბამს.

6 სამეცნიერო ნაშრომები Young’s Analytical Concordance და Strong’s Exhaustive Concordance  სიტყვა „პირმშოს“ შესახებ ასეთ განმარტებას იძლევიან: «პროტოტოკოს.  ძირითადად მიანიშნებს იმაზე, ვინც „პირველი იშვა“».

7 სამების მომხრეების მიერ ბიბლიის მიკერძოებული ინტერპრეტაცია არის ღვთის სიტყვის გამრუდებულად ახსნა, რაც სინამდვილეში არაბიბლიური სწავლებების მიზეზს წარმოადგენს. ბიბლიის არასწორი განმმარტებლები, მოციქულთა დროსაც ცხოვრობდნენ.  ასეთი ადამიანები მოციქულმა პეტრემ ბიბლიის რთულად გასაგებ მონაკვეთებთან მიმართებაში მოიხსენია: „ზოგიერთი რამ ძნელად გასაგებია, რასაც, წმინდა წერილების სხვა ადგილების მსგავსად, უმეცარნი და არამტკიცენი თავიანთ დასაღუპავად ამახინჯებენ“. ̶ 2 პეტრე 3:15,16.

Advertisements

One response to “ღმერთკაცი თუ კაცი? ვინ იყო იესო სინამდვილეში? კოლ. 1:15

  1. კარგი თემააა ველი მეორე ნაწილს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s