გალერეა

რატომაა რომ დაბადების 1:2-ში „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ სიტყვების „ღვთის სულის“ ნაცვლად, „ღვთის მოქმედი ძალა“ წერია?

რატომაა რომ დაბადების 1:2-ში „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ სიტყვების „ღვთის სულის“ ნაცვლად, „ღვთის მოქმედი ძალა“ წერია?

ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“, დაბადების 1:2-ში ვკითხულობთ: „დედამიწა იყო უფორმო და უდაბური. სიბნელე იყო ღრმა წყლის ზედაპირზე და [ებრ. „რუახ“] ღვთის მოქმედი ძალა იძვროდა წყლის ზევით“.

სხვა ქართულენოვან ბიბლიებში ვკითხულობთ:

„მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და ღმერთის სული იძვროდა წყლებს ზემოთ“. – ახალი გადამუშავებული გამოცემა.

„მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.“ – საქ. საპატრ. გამოცემა

„ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა“. –მცხეთური ხელნაწერიის მიხედვით

სამების მომხრეები ზოგჯერ თავს ესხმიან ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ იმ ბრალდებით, რომ თითქოს იეჰოვას მოწმეებმა არასწორად თარგმნეს დაბადების 1:2-ში გამოყენებული ებრაული სიტყვა „რუახ“-ი. მოდით ერთად გავეცნოთ რას ამბობენ ამაზე სწავლულები, რათა გავიგოთ, შეიძლებოდა თუ არა ამ სახით გადაითარგნილიყო ეს სიტყვა დაბადების 1:2-ში?

1გეზენიუსის  ავტორიტეტული ნაშრომი, „ძველი აღთქმის ებრაულ-ქალდეური ლექსიკონი“ [Gesenius Hebrew Chaldee Lexicon Old Testament Scriptures.Tregelles.1857), 761-ე გვერდზე ებრაული სიტყვა „რუახ“-ის ნიშვნელობებს განმარტავს:

«(4) אֱלֹהִיםהָ רוּחַ,  יְהוָה רוּחַ სული ღვთისა, იშვიათად קָּדְשֵׁי רוּחַ სული წმინდა (ყოველთვის ბოლოვდება קָדְשְׁךָ רוּחַ ფს. 51:13; ეს. 63:11,12) ზოგჯერ ბოლოვდება רוּחַדָּ რიცხ. 27:18; ოსია 9:7; ღვთიური ძალაა, devine-powerრომელსაც ქარისა და სუნთქვის მსგავსად, შეუძლებელია რომ შეეხო, და რომლის მეშვეობითაც ცოცხალი არსებები ცოცხლობენ, იობი 27:3; 33:4; ფს. 104:29; შეადარე დაბადება 6:3; რომლითაც მთელი სამყარო ცოცხლობს, სიცოცხლით ივსება და იმართება, დაბადება 1:2; ფს. 33:6; იობი 26:13; ეს. 34:16;»

2სამების მომხრეებში დიდი ავტორიტეტით მოსარგებლე ნაშრომი და ამავდროს სამების მომხრეების მიერ შედგენილი „ახალი აღთქმის თეოლოგიის საერთაშორისო ლექსიკონი“ 692 გვერდზე ამტკიცებს, რომ:
„როგორც ადრეულ იუდეველებში მოიაზრებოდა, პნეუმა [სული] ნიშნავს იმ ძალას, რომელსაც ადამიანი განიცდის სულიერ სამყაროსთან ურთიერთობისას, რომელიც ადამიანის დაქვემდებარებისა და ჩვეულებრივი დაკვირვების მიღმაა. ამ გაგებით, სიტყვა „პნეუმა“ ფართო გაგებისაა და ბევრ მნიშვნელობას ატარებს. ახალ აღთქმაში სიტყვა „პნეუმა“ ყველაზე მეტჯერ (250-ზე მეტად) გამოიყენება ღვთის სულთან დაკავშირებით, სულიწმიდაზე, როგორც ძალაზე რომელიც თავისი ბუნებით უშუალოდ ღმერთისაა და მისგან მომდინარეობს. — New International Dictionary of New Testament Theology.

3ბიბლიის ენციკლოპედია განმარტავს:  «სული, სულიწმიდა. ძვ.აღთქმაში, ებრ. „რუახ“ 378-ჯერაა…; ახ. აღთქმაში პნეუმა 379-ჯერ. და ღვთაებრივი ძალა, სადაც რუახი-ა გამოყენებული აღწერს…ზეადამიანურ ძალას. და მისით [რუახი  ძველი აღთქმისეული გაგებით, ღვთის სული] გამოიხატება საიდუმლო, საოცარი ძალა,  ქარის უხილავი ძლიერი ძალა, მისი ძლიერების საიდუმლოება, ძალა, რომლითაც გამოიხატება სრული რუახი, ღვთაებრივი ენერგია .»  მასში აგრეთვე განიმარტება, რომ „ის  ადრეულ ეტაპზე არსებული [ქრისტიანობამდე] გაგებით, ღვთის რუახი მოიაზრებოდა (ღვთის ძალაუფლებაში არსებულ) ზებუნებრივ ძალად რომელიც გარკვეული მიმართულებით გამოიყენებოდა“.  — The New Bible Dictionary, Tyndale House Publishers, 1984, pp. 1136,1137.

4სამების მომხდრე სუიტი, რომელიც გახლავთ ნაშრომის ავტორი „სულიწმიდა ახალ აღთქმაში“, ბიბლიის მუხლებზე [დაბადება 1:2; Jიობი 33:4 და ფსალმუნის 33:6] დაყრდნობით, ძველ აღთქმაში გამოყენებული „სულის“ შესახებ წერს: „სული ღვთისა უმთვარესი ძალაა, რომელიც ღვთაებრივ არსებას ეკუთვნის, ის ქვეყნიერებაში და ადამიანებში მოქმედია. ის ღვთაებრივი ენერგიაა, რომელიც ყოველი ცოცხალი ქმნილების წყაროა, განსაკუთრებით ადამიანების არსებობისა და მისი ბუნების“. —  The Holy Spirit in the New Testament (1909), p2.

5მაკკენზის ცნობილი „ბიბლიის ლექსიკონი“ განმარტავს: „არსებობს გარკვეული სახის შეხედულებები სულის ჰიპოსტატიზაციასთან დაკავშირებით, არა იმ გაგებით როგორც პიროვნება, არამედ როგორც ძალისა და მოქმედების არსებითი წყარო. ესაა იაჰვეს შემოქმედებითი ძალა. დაბ. 1:2; იობ 33:5“. —  Dictionary of the Bible, McKenzie (1965), p. 841.
ერთერთ ცონობილ ნაშრომში „რუახ“-ის შესახებ ნათქვამია, რომ “აზრი საუკეთესოდ გამოიხატება სიტყვებით ღვთის ძალა“.— A Bible Commentary for Today, General Editor G. C. D. Howley (1973), p.135.

6სხვა ავტორიტეტულ ლექსიკონში ვკითხულობთ: “სული ღრმა წყლებზე იყო (დაბ. 1:2) და ადამიანს ქმნიდა (დაბ. 2:7), სული რომელიც ასწორებს ცას (იობ. 26:13), ცხოველებს სიცოცხლეს უნარჩუნებს და დედამიწის პირს ანახლებს (ფს. 54:30), ეს არის რუახი (სუთქვა, ქარი) ღვთისა, მისგან გამოსული ღვთაებრივი ენერგია და ძალა“. —  The New Bible Dictionary, J. D. Douglas (1962), page 531.

7ბიბლიური თეოლოგიის ახალი ლექსიკონი“ განმარტავს: „აგრეთვე მისი ძირითადი მნიშვნელობაა „ენერგია“„უხილავი“.. ფართო გაგებით, ღვთის რუახი წამროდგენილია შემდეგნაირად 1. ღვთის ძალა ფიზიკური სამყაროს შექმნისას (დაბ. 1:2, ფს. 33:6 და ა.შ.)“. — The New Dictionary of Biblical Theology, Edited by T. D. Alexander (2000), p. 551.

8ნაშრომში „კემბრიჯის ბიბლიის კომენტარები“, დაბადების 1:2-ში მოცემულ წინადადებაზე ნათქვამია, რომ: „ეს ფრაზა, ქაოსს კი არა, ღვთის შემოქმედებითი ძალის მოქმედებას აღწერს. ქარი, რომელიც ძალის სიმბოლოა,  ძველ აღთქმაში თეოლოგიური თვალსაზრისით გამოიყენება, რაც სამყაროში მისი სულის — ღვთის ძლევამოსილ მოქმედებასა და მყოფადობაზე მიანიშნებს“. — Genesis 1-11 Cambridge Bible Commentary, Robert Davidson (1973), p. 16.

როგორც ზემოთ მოყვანილი სამენციერო ნაშრომებიდან დავინახეთ, დაბადების 1:2-ში გამოყენებული ებრაული სიტყვა (רוּחַ) „რუახ“-ის ძირითადი მნიშვნელობაა ‘ღვთისგან გამომავალი მოქმედი ენერგია, ძალა’. ამიტომ, იეჰოვას მოწმეების ბიბლიაში გამოყენებული სიტყვები: „ღთის მოქმედი ძალა“, სრულყოფილად  გადმოსცემს დაბადების 1:2-ში გამოყენებული ებრაული სიტყვის „რუახ“-ის მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე, სულაც არაა გასაკვირი თუ რატომ აკეთებენ ქვემოთ მოცემული ავტორიტეტული ნაშრომები ასეთ დასკვნებს:

9კათოლიკური ენციკლოპედია:  „ძველ აღთქმაში სულიწმიდა ღვთაებრივ ძალას ნიშნავს“. — The Catholic Encyclopedia, p. 269, 1976.

10რელიგიის ენციკლოპედია: „ახალ აღთქმაში არაა პირდაპირი მითითება სამებაზე. სული წარმოდგენილია უპიროვნო ძალად, რომელსაც ღმერთი თავისი ნების შესასრულებლად იყენებს ქრისტეს მეშვეობით.“ An Encyclopedia of Religion, p. 344, Virgilius Ferm, 1945 ed.

ქართველ მკითხველს ალბათ აინტერესებს, როგორაა გადათარგმნილი ბიბლიის ინგლისურენოვან თარგმანებში დაბადების 1:2-ე მუხლი. თუმცა თარგმანების უმრავლესობაში ისეა ეს მუხლი გადატანილი როგორც ქართულ ბიბლიებშია, არსებობს ინგლისურ ენაზე შესრულებული ბიბლიის ისეთი თარგმანებიც, რომლებიც კონტექსტში ჩადებულ შინაარსს ითვალისწინებენ და შესაბამისად, უფრო ზუსტად და ადვილად გასაგები ენით თარგმნიან ამ მუხლს. მაგალითად:

• „And the earth was invisible and unfurnished and there was darkness over this abyss; and a breath of God [სუნთქვა ღვთისა]  was brought on above the water“. — Charles Thomson’s Translation of the Holy Bible

• „But the earthen-land was featureless and empty. There was darkness upon the oceanic abyss. God’s Breath [ღვთის სუნთქვა] exerted a force as it moved back and forth over the oceanic abyss“. — 21st Century Version

• „Now the earth was a formless void, there was darkness over the deep, with a divine wind [ღვთიური ქარი] sweeping over the waters“. — The New Jerusalem Bible

• „However, the land was unsightly and unfinished, darkness covered its depths, and God’s Breath [ღვთის სუნთქვა] moved over its waters“. — An American English Bible

• „The earth was a formless void and darkness covered the face of the deep, while a wind from God [ქარი ღვთისაგან] swept over the face of the waters“. — New Revised Standard Version

• „And darkness hung over the deep; but already, over its waters, stirred the breath of God [სუნთქვა ღვთისა]“. — Knox

• „With darkness over the surface of the deep and a wind from God [ქარი ღვთისაგან]  sweeping over the water“. — Jewish Publication Society

• „The raging ocean that covered everything was engulfed in total darkness, and the power of God [ძალა ღვთისა] was moving over the water“. — Good News Bible, (TEV, 1976 Ed.) — http://tyndalearchive.com/scriptures/tev.htm

მტკიცებულებების მხედველობაში მიღებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი, რომლებიც იეჰოვას მოწმეების ბიბლიას აკრიტიკებენ, ან არ გამოუკვლევიათ ეს საკითხი და ისე წარმოთქვამენ უსაფუძვლო ბრალდებებს, ან მიზანმიმართულად ცდილობენ მოწმეების რეპუტაციის შელახვას. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, ამ სტატიაში მოყვანილმა სამეცნიერო ნაშრომებმა მკითხველს დაანახა, რომ იეჰოვას მოწმეებმა ზუსტად და სრულფასოვნად თარგმნეს ზემოთ განხილული მუხლი. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ უშუალოდ იეჰოვას მოწმეების ვებგვერდს ეწვიოთ:

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s