გალერეა

როგორ დაჩრდილა „ქრისტიანობამ“ ნამდვილი ქრისტიაობა?

როგორ დაჩრდილა „ქრისტიანობამ“ ნამდვილი ქრისტიაობა?

1საყურადღებოა, რომ „ქრისტიანობის“ მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თვითონ იესო ქრისტემ და მისმა პირველმა მიმდევრებმა, პირველ საუკუნეშივე იწინასწარმეტყველეს. ‘ახალი აღთქმის’ მწერლებმა, ზუსტად აღწერეს, თუ რა დაემართებოდა  ქრისტეს მიერ დაფუძნებულ კრებას (ბერძნულად: ეკკლესია, „εκκλησια“).

2მოდით, ერთად გადავხედოთ ქრისტიანობის დაბადებას და განსაკუთრებით იმ მოვლენებს, რაც მას შემდეგ განვითარდა, რადგან განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა «მრავალსაუკუნოვანი „ქრისტიანული“ ეკლესიის» ყოფიარებასა და ცნობიერებაზე.

იესო ქრისტე  ჭეშმარიტ სარწმუნოებას აფუძნებს

3იესო ქრისტე ქადაგებდა, რომ ჭეშმარიტებამდე და სიცოცხლემდე ადამიანების მისაყვანად ღმერთი სარგებლობდა მხოლოდ ერთი საშუალებით! მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი საშუალება მან გზას შეადარა და თქვა: „შედით ვიწრო ჭიშკრით, რადგან განიერი და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს, და მრავალი დადის ამ გზით; ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს, და ცოტანი პოვებენ მას“. (მათე 7:13, 14; იოანე 14:6; საქმეები 4:11, 12).

4ქრისტიანული კრების („ეკლესიის“) თავი იესო, მკვდრეთით აღდგომიდან მალევე ტოვებს წუთისოფელს და უბრუნდება თავის  ზეციერ ადყილსამყოფელს (იოანე 14:19). ლუკა მახარობელი იუწყება, რომ იესომ თავისი მოწაფეები „ბეთანიაში მიიყვანა, ხელები აღმართა და აკურთხა ისინი. კურთხევისას გაშორდა მათ და ცაში იქნა აყვანილი. მათ კი მდაბლად თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში. (ლუკა 24:50,51; საქმეები 1:9).

5მოწაფეები, რომლებსაც სასიხარულო ცნობის ყველასთვის ქადაგება დაევალათ, ახლა თავიანთი წინამძღოლის გარეშე დარჩნენ [მათე 28:19,20], მაგრამ ზეცად ამაღლებამდე, იესო დაჰპირდა თავის მოწაფეებს, რომ ამ საქმის შესრულებისას მათ „გვერდზე“ იქნებოდა. jw-08მაგრამ რა გაგებით? მიუხედავად იმისა, რომ იესომ თავის მოწაფეებს შრომატევადი საქმის შესრულება დაავალა, მხარდაჭერაც აღუთქვა. მან უთხრა თავის მოწაფეებს: „ასწავლეთ მათ  [ხალხებს]ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ. და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“. ამაღლებიდან მალევე გახდა ნათელი, რომ ახლა უკვე იესო ზეციდან დაუჭერდა მხარს  ამ სამქადაგებლო საქმიანობას, და სწორედ ამ გაგებით იყო ის თავისი მოწაფეების „გვერდით“, როგორც ამას ლუკა მახარობელისგანაც ვგებულობთ: «უფალმა ღამით ხილვაში უთხრა პავლეს: „ნუ გეშინია, ილაპარაკე და არ გაჩუმდე, შენთანა ვარ“»(საქმეები 18:9—11). იესო მათთან იყო, მხარს უჭერდა, ამაგრებდა, იცავდა და ამხნევებდა მათ. (საქმეები 23:11).

6იესო ქრისტემ მხოლოდ ერთი კრება დააფუძნა. ეს კრება (ეკლესია) წარმოადგენდა ერთ მთლიან სულიერ სხეულს ანუ სულიერ ოჯახს. ლაპარაკია ღვთის სულიწმიდით ამორჩეულ ადამიანთა ჯგუფზე.(რომაელთა 8:16, 17; გალატელთა 3:26).jw-07 ასე დაიბადა ნამდვილი ქრისტიანული სარწმუნოება პირველ საუკუნეში! ქრისტიანული სარწმუნოების დაფუძნებიდან მალევე, მოციქულ პეტრეს თამამად შეეძლო ეთქვა, რომ იესო ჭეშმარიტი თაყვანისცემისა და ჭეშმარიტი ეკლესიის „თავად იქცა“ და დაამატა: „სხვა არავისში არ არის ხსნა, რადგან არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“. ქრისტიანული სარწმუნოება, ადამიანების გადარჩენის ერთადერთ გზა იქცა, რომელსაც ქირტსე მიმდევრების ქადაგების მეშვეობით, მრავალი ადამიანი ეზიარა. (საქმეები 2:41,42; 8:12,13;18:8,9). მაგრამ გააგრძელებდა მისი დაფუძნებული კრება არსებობას? იქცა კი ის ძლევამოსილ გაბატონებულ მართლმადიდებელ ეკლესიად? ან იქნებ სულაც სხვა რამ მოხდა?

7ამ კითხვებზე პასუხი რომ მიიღოთ, აუცილებელია ქრისტიანული ელესიის დამფუძნებლის, იესო ქრისტეს წინასწარმეტყველებას გაეცნოთ, რომელმაც ზუსტად იცოდა თუ რა დაემართებოდა მის მიერ დაფუძნებულ ეკლესიას. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ მათე 13:24—30 მუხლები.

8იესომ თავადვე განმარტა ეს წინასწარმეტყველება, რომ „მთესველი“ თვითონ იყო; ხოლო „კარგი თესლით“ მისი ნამდვილი მოწაფეები იყვნენ წარმოდგენილნი. „მტერი“ სატანა ეშმაკი იყო და „ღვარძლს“ ე.წ. ქრისტიანები განასახიერებდნენ, რომლებიც თანდათანობით გახდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ნაწილი. იესომ თქვა, რომ „ხორბალსა“ და „ღვარძლს“ ერთად გაზრდის საშუალებას მისცემდა „მკის დრომდე“. მკის დრო კი „წუთისოფლის დასასრულს“ დადგებოდა (მათე 13:37—43). ალბათ იკითხავთ, რას უნდა ნიშნავდეს ყოველივე ეს? მოციქულმა პავლემ ახსნა: „ჩემი წასვლის შემდეგ შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები და არ დაინდობენ სამწყსოს; თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“.(საქმეები 20:29,30). ისტორიული ცნობების თანახმად, ბოლო მოციქული დაახლოებით 1 საუკუნის მიწურულს გარდაიცვალა. მოციქულების სიკვდილიდან ცოტა ხანში განდგომილმა მასწავლებლებმა ქრისტიანულ კრებებში ძალაუფლება მოიპოვეს და მისი მართვა დაიწყეს. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ისინი ‘უკუღმართად ლაპარაკობდნენ, რათა მოწაფეები გადაებირებინათ’. orthodox-church-fathers-01ამგვარად, ახ. წ. 2-ე საუკუნიდან მოყოლებული ე.წ. „ქრისტიანი“ მოაზროვნეები რომლებიც დღეს „ეკლესიის მამებად“ არიან ცნობილნი, წარმართ სწავლულებზე შთაბეჭდილების მოხდენა დაიწყეს. ‘ამქვეყნიური ლაყბობისა და ეგრეთწოდებული მოძღვრების უკუღმართი დებულებების’ წინააღმდეგ პავლე მოციქულის ნათელი გაფრთხილების მიუხედავად [1 ტიმოთე 6:20], ეკლესიის მამები თავიანთ სწავლებებში ირგვლივ არსებული ელინისტური კულტურის ფილოსოფიურ ელემენტებს რთავდნენ. შედეგი?

ეკლესიის მამების უარყოფითი როლი ქრისტიანობის ისტორიაში

9ეკლესიის მამები ძალღონეს არ იშურებდნენ ქრისტეს სწავლებები, რომლებიც ღარიბი, უბრალო და უსწავლელი ადამიანებისთვის ადვილი გასაგები იყო, ისეთი ფილოსოფიური ტერმინოლოგიებით გაეჟღინთათ და ისეთი დამაბნეველი და ბუნდოვანი სწავლებებით ჩაენაცვლებინათ, რომელზეც მოგვიანებით თავადვე აღიარეს, რომ მისი სრულად გათავისება და გაგება შეუძლებელია. ფაქტიურად, ეკლესიის მამებმა, მარტივი და ადვილად გასაგები სახარებისეული სწავლებები, ბუნდოვან, რთულად აღსაქმელ  ფილოსოფიად აქციეს. რა თქმა უნდა, ეკლესიის მამების ფილოსოფიის ნამდვილი მსხვერპლი ბიბლიაში გაცხადებული სწავლებები აღმოჩნდა. მოციქულები პავლე და პეტრე აფრთხილებდნენ ქრისტიანებს, რომ მრავალი აჰყვებოდა ცდუნებას, რის შედეგადაც დიდი განდგომილება დაიწყებოდა (საქმეები 20:29, 30; 2 პეტრე 2:1—3). იესოს სიტყვებიდან, რომლებითაც მან პირველ საუკუნეში არსებულ კრებებს მიმართა, ჩანს, რომ იოანეს სიცოცხლის ბოლო პერიოდში „დიდი ბაბილონი“ ანუ ცრუ რელიგია, ამ მხრივ გარკვეულ წარმატებას აღწევდა (გამოცხადება 2:6, 14, 15, 20—23).

10ქრისტეს სწავლებების ვითომ „დამცველი“ ეკლესიის მამები, სინამდვილეში ცდილობდნენ დაენახვებინათ, რომ ქრისტიანობასა და ბერძნულ-რომაულ ჰუმანიზმს შორის კავშირი არსებობდა. კლიმენტი ალექსანდრიელმა და ორიგენემ (ახ. წ. II—III საუკუნეები) ნეოპლატონიზმი „ქრისტიანული ფილოსოფიის“ საძირკვლად აქციეს. მილანის ეპისკოპოსმა ამბროსმა (ახ. წ. 339—397) „შეისისხლხორცა იმ დროისთვის არსებული ბერძნული სწავლება, ქრისტიანული და წარმართული მოძღვრებების ნაზავი, უმეტესწილად კი . . . პლოტინეს წარმართული ნეოპლატონისტური ნაშრომები“. ის ცდილობდა, განათლებული რომაელებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა კლასიკური ქრისტიანული სწავლება. ავგუსტინე ნეტარიც მის მაგალითს მიჰყვა.

11მომდევნო საუკუნეში დიონისე არეოპაგელი (რომელსაც ფსევდო-დიონისესაც უწოდებდნენ), რომელიც, როგორც ვარაუდობენ, სირიელი ბერი იყო, ნეოპლატონისტური ფილოსოფიის „ქრისტიანულ“ თეოლოგიასთან გაერთიანებას შეეცადა. ერთი ენციკლოპედიის თანახმად, მისმა „ნაშრომებმა გზა გაუხსნა ნეოპლატონიზმის იდეებს შუა საუკუნეების ქრისტიანული სამყაროს დოქტრინების უმეტეს ნაწილში . . . რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ ეს გავლენა დღემდე მოქმედებს ქრისტიანული დოქტრინების რელიგიურ ხასიათზე“. ამ ხალხმა, ძალიან საზიზღრულად უგულებელყო ‘ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, ადამიანური გადმოცემით’ გატაცების წინააღმდეგ პავლე მოციქულის გაფრთხილება! (კოლასელთა 2:8).

12რაც დრო გადიოდა, ეკლესიის მამები სულ უფრო და უფრო ექცეოდნენ ნეოპლატონიზმის გავლენის ქვეშ, რაც სამების მომხრეებს ნოყიერ ნიადაგს უქმნიდა. მესამე საუკუნის ნეოპლატონისტურმა ფილოსოფიამ ვითომ შეაძლებინა მათ ერთმანეთთან შეეთავსებინათ ურთიერთშეუთავსებადი რამ — შეექმნათ სამპიროვნული ღმერთი, რომელსაც ერთ ღმერთად წარმოადგენდნენ. ფილოსოფიური მსჯელობის საფუძველზე ისინი აცხადებდნენ, რომ სამი პიროვნება შეიძლებოდა ერთი ღმერთი ყოფილიყო და, ამასთანავე, თითოეულს საკუთარი ინდივიდუალობაც შეენარჩუნებინა.

ისტორიული ფონი

13ახ. წ. 2-ე საუკუნის შუა პერიოდში ყველა, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანად აცხადებდა, თავის რწმენას მდევნელებისა და ერეტიკოსებისგან იცავდა. განსხვავებული შეხედულებების მქონეები ერთმანეთს ერეტიკოსებს უწოდებდნენ. სინამდვილეში ეს პერიოდი, ძალიან ბევრი თეოლოგიური შეხედულების ჩამოყალიბების ხანა იყო. იესოს „ღვთაებრიობისა“ და სულიწმიდის ბუნებისა და მოქმედების შესახებ რელიგიური დებატები მაშინ მხოლოდ ინტელექტუალურ დაყოფებს როდი იწვევდა. „ქრისტიანულ“ დოგმატებთან დაკავშირებით დიდი უთანხმოებები და განხეთქილებები პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებშიც გადავიდა და ზოგჯერ არეულობის, აჯანყების, მოქალაქეებს შორის კონფლიქტებისა და ომის მიზეზიც კი ხდებოდა. წიგნი „ქრისტიანობის ისტორია“ იუწყება: „[განდგომილმა] ქრისტიანობამ თავისი არსებობა არეულობით, დაპირისპირებულობითა და განხეთქილებით დაიწყო და ასევე განაგრძო. . . ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილისკენ ახ. წ. I და II საუკუნეებში რელიგიური იდეების უწყვეტი ნაკადი მიედინებოდა და ყველა თავისი იდეის დასაცავად იბრძოდა. . . იმ დროს თავიდანვე არსებობდა მრავალგვარი ქრისტიანობა, რომლებსაც ერთმანეთთან ძალიან ცოტა რამ თუ ჰქონდათ  საერთო“.

14იმ დროიდან აყვავება იწყო იმ მწერლებისა და მოაზროვნეების იდეებმა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ „ქრისტიანული“ სწავლებების ასახსნელად ფილოსოფიური ტერმინების გამოყენება იყო აუცილებელი. „ქრისტიანობაზე“ ახლად მოქცეული განათლებული წარმართების დასაკმაყოფილებლად ასეთი რელიგიური მწერლები უმეტესწილად ადრეულ ბერძნულ ან იუდაურ ლიტერატურას ეყრდნობოდნენ. ამგვარი ზეგავლენისგან არც „ეკლესიის მამებად“ წოდებული მწერლები იყვნენ დაცული. „ეკლესიის მამებმაც“ დაიწყეს „ქრისტიანული“ თეოლოგიის ძირითადი დოგმატები ბერძნული ფილოსოფიის ტერმინებით აეხსნათ. შედეგმა არ დააყოვნა. „ქრისტოლოგიაში“ შემოიჭრა ისეთი უცხო ფილოსოფიური ტერმინები და შეხედულებები, რომელსაც არც ქრისტე იყენებდა და არც მისი მოციქულები! ამის შედეგად, ქრისტიანული სწავლებები ღვთის ვინაობაზე, ნელნელა დამახინჯდა. რადგან ეკლესიის მამების შეხედულებები ძლიერ განსხვავდებოდა ბიბლიური შეხედულებებისგან და იმ დროინდელი ქრისტიანებისგან რომლებიც ახლად შემოჭრილ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიებში ჩადებულ მოსაზრებებს არ იზიარებდნენ, ეკლესიის მამები შეეცადნენ ნიკეის კრებაზე ქრისტეს „ღვთაებრიობის“ ახსნასა და დადგენას, რომელმაც ბიბლიისთვის უცხო — სამების დოგმატის ინტერპრეტაციას ახალი იმპულსი შესძინა. ნიკეის კრებით (ახ.წ. 325წ) დაიწყო ხანა, რომლის განმავლობაშიც საყოველთაო საეკლესიო კრებები ახლად შეთხზული და შემუშავებული დოგმატების სულ უფრო კონკრეტულად განსაზღვრას ცდილობდა. ეკლესიის მამების აზროვნების სტილის ჩამოყალიბება განაპირობა ბერძნულმა კულტურამ და ფილოსოფიამ. ერთი ცნობილი მართლმადიდებელი მიტროპოლიტი აღიარებს: „ეკლესიის თითქმის ყველა გამოჩენილი მამა  ბერძნულ ელემენტებს ყველაზე სასარგებლოდ მიიჩნევდა და სესხულობდა კიდეც მათ კლასიკური ბერძნულიდან იმ მიზნით, რომ მათი საშუალებით ქრისტიანული ჭეშმარიტებანი გაეგოთ და სწორად გადმოეცათ“.

15სამების არაბიბლიური დოგმატის დამცველებად ქრისტიანული სწავლებებიდან განდგომილი, ეკლესიის მამებს შორის გამოირჩეოდნენ ალექსანდრიის თავდაჯერებული ეპისკოპოსი ათანასე და სამი კაბადოკიელი ეკლესიის მამა: ბასილი დიდი, მისი ძმა გრიგოლ ნოსელი და მათი მეგობარი გრიგოლ ნაზიანზელი. ffffffffffffსამების არაბიბლიურ სწავლებას აგრეთვე იზიარებდნენ იოანე ქრისოსტომი (იგივე ოქროპირი), იოანე დამასკელი და სხვები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც თავიანთი სწავლებებით მარტივი ჭეშმარიტება „დაამლაშეს“ თავიანთი არაბიბლიური სწავლებებით; როგორც ოკეანის წყალი განსხვავდება დასალევი წყლისგან, ისე განსხვავდებოდა ეკლესიის მამების სწავლებები მოციქულთა სწავლებებისგან. ცხადია ეკლესიის მამების მიზანი არ იყო ღვთის ვინაობის დამახინჯება, მაგრამ ისინი ბიბლიურ ღმერთს ბიბლიაში კი არა, წარმართულ ფილოსოფიაში ეძებდნენ. ეკლესიის მამები თავიანთ მიმდევრებს საუკუნეებია ნეოპლატონური იდეებით კვებავენ. მათი შრომები, საუკუნეებია რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს მილიონობით ადამიანზე და იმდენად ძლიერ ზეგავლენას, რომ ეკლესიის მრევლს, ადვილად გასაგები ბიბლიური ჭეშმარიტება, ეკლესიის მამების ფილოსოფიური სწავლებების ფონზე, ძალიან მარტივ და პრიმიტიულ სწავლებად მიაჩნია. წიგნი „პირველი სამი საუკუნის ეკლესია“ განმარტავს: „სამების შესახებ დოგმატი . . . სათავეს ებრაული და ქრისტიანული წერილებიდან კი არ იღებს, არამედ მათგან სრულიად განსხვავებული წყაროდან“ (The Church of the First Three Centuries).

16მართლმადიდებელი წინამძღოლები აცხადებენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესიაა. თავიანთი განაცხადის მხარდასაჭერად კი ამბობენ, რომ მათ ეპისკოპოსებს „პირველ მოციქულთა მემკვიდრეებად ის თანამიმდევრული ჯაჭვი ხდის, რომელსაც ქრისტიანობის საწყისამდე მივყავართ“. სინამდვილეში, ამ განაცხადს ისტორიული ან ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია. აგრეთვე არც იმის არანაირი საფუძვლიანი მტკიცება არსებობს, რომ იესოს მოციქულების სიკვდილის შემდეგ შექმნილ მდიდარ, დაუნაყრებელ და გაბატონებულ საეკლესიო სისტემას როდისმე ღვთის სულიწმინდა ხელმძღვანელობდა (რომაელთა 8:9; გალატელთა 5:19—21). იესომ თქვა: „მათივე ნაყოფით იცნობთ“. (მათე 7:15-19).

17ბიბლიაში გაცხადებული ჭეშმარიტება ნათელყოფს, რომ მხოლოდ იეჰოვაა ყოვლისშემძლე ღმერთი, იესო ქრისტე — მის მიერ შექმნილი, მასზე დაბლა მდგომი ძეა, ხოლო წმინდა სული მისი მოქმედი ძალაა (მეორე რჯული 6:4; ესაია 42:8; 45:5; საქმეები 2:4; კოლასელთა 1:15; გამოცხადება 3:14). სინამდვილეში, დოგმატი სამების შესახებ შეურაცხყოფს ბიბლიაში გაცხადებულ ღმერთს, აბნევს ხალხს და აშორებს ღმერთს; ასეთებისთვის ღმერთი იდუმალებითა მოცული და მიუწვდომელია, ანუ როგორც სამების მომხრე მიქაელ პომაზანსკი ამბობს, მისი “შინაარსის გაგება ჩვენთვის მიუწვდომელია“.

ჭეშმარიტი სარწმუნოება არ დაკარგულა!

18ვერც ერთმა ზემოთ მოყვანილმა ეკლესიის მამამ და მათმა მსოფლმხედველობამ ჭეშმარიტებას ვერაფერი დააკლო. ჭეშმარიტება არის ქრისტიანული მოძღვრება, რომელიც ბიბლიაშია მოცემული და არა ბუნდოვნებითა და იდუმალებით მოცულ ეკლესიის მამათა ნეოპლატონურ „შრომებში“. (2 კორინთელთა 4:2; ტიტე 1:1, 14; 2 იოანე 1–4). ქრისტიანობის ფუძემდებლის სიტყვების თანახმად, ღვთის სიტყვაა ჭეშმარიტების ერთადერთი წყარო (იოანე 17:17; 2 ტიმოთე 3:16).

19მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული მოძღვრების ბერძნულ ფილოსოფიასთან შერწყმა (რაც თავისთავად არაბუნებრივია), ბიბლიური ჭეშმარიტებისთვის ძალის გამოცლისა და მისი თავმდაბალი, გულწრფელი, მაძიებლების გადაბირების მცდელობას წარმოადგენს (1 კორინთელთა 3:1, 2, 19, 20). ეს სრულიად ნათელი ბიბლიური მოძღვრების სიწმინდის შებღალვის მცდელობაცაა, რათა ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის გავლებული საზღვარი ბუნდოვანი გახდეს.

20თავის მაგალითში ხორბალსა და სარეველაზე, იესო საუბრობდა კაცზე, რომელმაც კარგი თესლი დათესა მინდორში. „როცა ხალხს ეძინა“, მტერი მოვიდა და სარეველა ჩათესა ხორბალში. ასე რომ, ხორბალი სარეველაში ჩაიკარგა. იესომ ასე ახსნა ეს მაგალითი: „კარგი თესლის მთესველი კაცის ძეა, მინდორი ქვეყნიერებაა, კარგი თესლი სამეფოს ძეები არიან, სარეველა — ბოროტის ძეები, მტერი, რომელმაც ის დათესა, ეშმაკია“. მან ახსნა, რომ ხორბალი და სარეველა ერთად გაიზრდებოდა, ვიდრე დადგებოდა „ქვეყნიერების წყობის აღსასრული“, როცა ანგელოზები სიმბოლურ სარეველას მოაგროვებდნენ (მათე 13:24—30, 36—43).

21გაიხსენეთ ბიბლიური წინასწარმეტყველებები: ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც იესო და მოციქულები, პავლე და პეტრე, ამბობდნენ. „როცა ხალხს ეძინა“ — მოციქულების სიკვდილის შემდეგ და მაშინ, როცა ქრისტიანმა ზედამხედველებმა ჩათვლიმეს და უყურადღებოდ დატოვეს ღვთის ფარა —  ცრუ რელიგიური შეხედულებების მქონე ურჩი ადამიანებისგან  წამოსულმა განდგომილებამ თავი იჩინა კრებაში (საქმეები 20:31). მალე სარეველა ისე გაიზარდა, რომ ხორბალი სულ დაიჩრდილა. საუკუნეების განმავლობაში ისე ჩანდა, თითქოს მთლიანად ჩაიკარგა ცრუ რელიგიის კალთებში. მსგავსი საშიშროება მოციქულთა დღეებშიც არსებობდა, რაც თვალნათლივ ჩანს მოციქულ პავლეს სიტყვებიდან: „გაფრთხილდით, არავინ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, ადამიანური გადმოცემისა და სამყაროს სტიქიათა მიხედვით, და არა ქრისტეს მიხედვით“ (კოლასელთა 2:8).

22დღეს კრების თავის, იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით, ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლებები საქვეყნოდაა გამოტანილი. აგრეთვე, ჭეშმარიტების გულწრფელ მაძიებლებს ნაყოფის საშუალებით ძალიან ადვილად შეუძლიათ ჭეშმარიტი ქრისტიანული კრების ამოცნობა (მათე 7:16, 20). იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში, სამეფოს სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოში ექადაგებოდა. (მათე 24:14). jw-03ერთადერთი ქრისტიანული ჯფუგი, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში ქადაგებს სამეფოს ცნობას, იეჰოვას მოწმეები არიან. ეს ის ხალხია, რომლებიც პირველი საუკუნის ქრისტიანთა მსგავსად (მრ. 1:39; 6:56; ლკ. 8:1; 13:26; ინ. 18:20), დაუღალავად ასრულებენ დაკისრებულ დავალებას (მათე 28:19,20; საქმეები 24:14). მათი ამოცნობა რთული არაა, ისინი ყველგან არიან და ყველგან ქადაგებენ სასიხარულო ცნობას. თუმცა არ ჰქონდათ მაღალიერარქიული პოზოციები, ჭეშმარიტი ქრისტიანები თავმდაბლები და უწყინარი ადამიანები იყვნენ; ისინი ყველა საუკუნეში ცხოვრობდნენ! მათ არსებობა არ შეუწყვეტიათ! მიუხედავად იმისა, გაბატონებული, მდიდარი და ამაყი „ქრისტიანული“ ეკლესიის მიერ დაჩრდილულები იყვნენ, ისინი მაინც ასრულებდნენ ქრისტეს დავალებულ სამქადაგებლო საქმიანობას თავთავიანთ მხარეში. ეს რომ ასე იყო, ამის აღიარება 4-ე საუკუნეში მოღვაწე გრიგოლ ნოსელსაც მოუწია! მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული გრიგოლ ნოსელი ირონიულად ამბობდა: jw-02ტანსაცმლის გამყიდველები, ფულის გადამცვლელები თუ ვაჭრები — ყველა თეოლოგი გახდა. თუ ფულის გადამცვლელთან მიხვალთ, ზოგი ფილოსოფოსი აგიხსნით, რა განსხვავებაა მამასა და ძეს შორის. თუ პურის ფასით დაინტერესდებით, გიპასუხებენ, რომ მამა ძეზე დიდია. და თუ იკითხავთ, მზად არის თუ არა თქვენი სააბაზანო, გეტყვიან, რომ ძე ქმნილებაა“. დიახ, მაღალიერარქებისგან და მრევლისთვის ავტოტირეტული „ეკლესიის მამებისგან“ განსხვავებით, მრავალი უბრალო ადამიანი დასკვნებს ღვთის სიტყვის საფუძველზე აკეთებდა და ბიბლიაში აღწერილ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს იეჰოვას, სამების დოგმატში არ ურევდა! კარგი იქნებოდა, გრიგორ ნოსელსა და მის თანამოაზრეებს მათთვის მოესმინათ და მათ მაგალითს მიჰყოლოდნენ! ანაფორაში გამოწყობილი მდიდარი სამღვდელოების წარმომადგენლები დღესაც ირონიულად დაჰყურებენ ქუჩებში მქადაგებელ იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც ბიბლიაზე დაფუძნებულ რწენასა და ღვთის სამეფოს იმედს, თავ-თავიანთ მხარეში ავრცელებენ.

23იეჰოვას მოწმეები აგრეთვე ყველგან არიან ცნობილი თავიანთი პატიოსნებით. ისინი ბაძავენ პავლე მოციქულს, რომელმაც დაწერა: „დარწმუნებულნი ვართ, რომ გვაქვს კეთილი სინდისი და გვსურს ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ“ (ებრაელთა 13:18; 1 კორინთელთა 11:1). jw-01მოწმეებს ესმით, რომ მათი საქციელი იეჰოვა ღმერთს განადიდებს, რაც იესომაც თქვა: „ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“ (მათე 5:16).

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s