გალერეა

ებრაელების 1:8 — „ტახტი შენი, ღმერთო“ თუ „ღმერთია შენი ტახტი“? რომელი თარგმანია სოწრი?

ებრაელების 1:8 — „ტახტი შენი, ღმერთო“ თუ „ღმერთია შენი ტახტი“? (რომელი თარგმანია სოწრი?)

ეს მუხლი ისეთ ბიბლიურ მუხლებს მიეკუთვნება, რომლებსაც ‘სამების მომხრეები’ თავიანთი შეხედულებების მხარდასაჭერად იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ სამების დოგმატურ სწავლებას ბიბლიური საფუძველი არ აქვს, ზოგიერთები მაინც ცდილობენ, რომ სხვა ე.წ. „საკამათო“ მუხლების მსგავსად, ზემოაღნიშნული მუხლიც ისე თარგმნონ და ისე განმარტონ, რომ ბიბლია თავიანთი მრწამსის მგარდამჭერად გამოიყენონ. როგორც ჩანს ისინი ან არ ცდილობენ ობიექტურად გამოიკვლიონ ეს მუხლი, ან გააზრებულად უარყოფენ და ამახინჯებენ არსებულ ფაქტებს. მოდით, ერთად გამოვიკვლიოთ ეს მუხლი.

ებრაელების მიმართ 1 თავის 8-ე მუხლში, ძველბერძნულ ხელნაწერში წერია: „πρὸς δὲ τὸν υἱόν Ὁ θρόνος σου ὁ θεὸς εἰς τὸν αἰῶνα τοῦ αἰῶνος, καὶ ἡ ῥάβδος τῆς εὐθύτητος ῥάβδος τῆς βασιλείας αὐτοῦ“, რომლის სწორი თარგმანია: «თავის ძეზე კი ამბობს: „ღმერთია შენი ტახტი სამარადისოდ და შენი სამეფოს კვერთხი სამართლიანობის კვერთხია“». (ციტატა მოყვანილია ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან“).

Codex Sinaiticus (სინაის კოდექსი)

HEBREW 1

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გარდა,  ქართული ბიბლიები ამ მუხლს ისეთი შინაარსით თარგმნიან, როგორც ეს (სსგ) „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაშია“ მოცემული: «ძეზე კი: „ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, და კვერთხი სიმართლისა – შენი სუფევის კვერთხი“». ალბათ გაინტერესებთ, რომელი თარგმანია სწორი“: „ტახტი შენი, ღმერთო“ თუ „ღმერთია შენი ტახტი“? ამის დადგენაში დაგვეხმარება ქვემოთ მოცემული 3 ფაქტორის გათვალისწინება:

  1. რაზეა საუბარი კონტექსტში.
  2. როგორ უნდა გაიგებოდეს სიტყვა „ღმერთი“.
  3. რას ამბობენ ბიბლიის (თუნდაც სამების დოგმატის მომხრე) მთარგმნელები და სწავლულები ამ მუხლის შესახებ.

კონტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ მოციქული პავლე ციტირებს ფსამუნის 45-ე [ქართულ ბიბლიებში 44-ე] თავის 6,7-ე მუხლებს. ამასთან ერთად, სამების მომხრე ეგზეგეტებიც აღიარებენ, რომ ფსალმუნის 45:6,7-ე მუხლებში  საუბარია მეფე სოლომონზე. მაგალითისთვის იხილეთ მართლმადიდებელი სწავლულის ა. ლოპუხინის „ტალკოვაია ბიბლია“ (ანუ განმარტებები წმ. წერილზე]:  (комментарий Ветхого и Нового Завета под редакцией А. П. Лопухина).

თუ ამ მუხლის იმ თარგმანს მივიჩნევდით სწორ თარგმანად, რომელსაც ‘სამების მომხრეები’ გვთავაზობენ თავიანთი ბიბლიის ქართულენოვან თარგმანებში (ანუ „ტახტი შენი, ღმერთო“), მაშინ გამოდის რომ მეფე სოლომონიც პირდაპირი გაგებით ღმერთია რადგან სამების მომხრეთა განმარტებით, ფსალმუნის ეს სიტყვები: „ტახტი შენი, ღმერთო“ სოლომონს ეხება.(მაგალითის სახით იხილეთ ზედა აბზაცში მითითებული მართლმადიდებელი სწავლულის ა. ლოპუხინის განმარტებება).უდაოა, რომ ფსალმუნის დამწერისთვის — რომლის სიტყვებიც მოგვიანებით მოციქულმა პავლემ დააციტირა ებრაელთა 1:8-ში — დედამიწაზე მცხოვრები ისრაელის მეფე ყოვლისშემძლე ღმერთი არ იყო. ფსალმუნის 45:6,7  და ებრაელთა 1:8-ე მუხლების მართლმადიდებლური გაგება, წინააღმდეგობაში მოდის ბიბლიის მონოთეისტურ სწავლებასთან, რომლის თანახმად, ჭეშმარიტი ღმერთი არის ერთი და არა რამოდენიმე. (იხ. მარკოზი 12:28-30). საყურადღებოა აგრეთვე ის ფაქტიც, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ქართულენოვანი ბიბლიის მთარგმნელთა ვარიანტს სწორ ვარიანტად მივიჩნევდით და ებრაელთა 1:8-ე მუხლს ასე ვთარგმნიდით „შენი ტახტი, ღმერთო“, მაშინაც კი ვერ წარმოჩინდებოდა იესო ქრისტე ყოვლისშემლე ღმერთად, რადგან სიტყვა „ღმერთი“ (ებრ. „ელოჰიმ“ და ბერძ. „თეოს“) ბიბლიაში ღვთის ქმნილებების მიმართაც გამოიყენება ოღონდ პირობითად, და ამ შემთხვევაში იესოზეც პირობითად შეიძლება გამოიყენებულიყო. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ‘სამების მომხრეთა’ თარგმანი სწორ თარგმანად ჩაითვალოს. არც ის იქნებოდა მართებული რომ ქრისტესთან მიმართებაში პირდაპირი გაგებით გაგვეგო ფსალმუნის სიტყვები, ხოლო სოლომონთან მიმართებაში კი პირობითად, რადგან ორმაგი სტანდარტები მიუღებელია ღმერთისთვის.

ამგვარად, ეს მუხლი, არანაირად არ უჭერს მხარს სამების მომხრეთა შეხედულებებს.

მოდით ახლა ვნახოთ, რა კომენტარს აკეთებენ და როგორ თარგმნიან ამ მუხლს სამების მოხმრე უცხოენოვანი ბიბლიის მთარგმნელები:

  1. „ადვილად საკითხავი ბიბლიის“ (Easy-to-read-Version-ის) თარგმანში, ფსალმუნის 45:6,7-ე მუხლების სქოლიოში ნათქვამია: „ამ მონაკვეთის დამწერი სიტყვა ‘ღმერთს’ ტიტულის სახით იყენებს მეფეზე“. (Cf. NIV Study Bible, Pss. 45:6 and 82:1, 6.).

2. ოქსფორდის ცნობილი პროფესორი, დოქტორი ჯეიმს მოფატი, რომელიც სამების დოგმატის მომხრეა და რომელსაც სამეცნიერო წრეებში ‘ერთერთ უდიდეს სწავლულად’ მიიჩნევენ, ებრაელების 1:8-ე მუხლს თავის თარგმანში შემდეგნაირად თარგმნის:„ღმერთია შენი ტახტი მარადიულად და სამუდამოდ“. (James Moffatt New Testament, 1922 ed.).

     3. ახალი აღთქმის ბერძნულის სპეციალისტი, ბიბლიის ცნობილი მთარგმნელი ედგარ ს. გუდსპიდი თავის ამერიკულ თარგმანში (An American Translation, “Goodspeed”) ებრაელთა 1:8-ე მუხლს ასე თარგმნის:„ღმერთია შენი ტახტი“.

    4. სტივენ ტ. ბაინგტონის ცნობილი თარგმანი „ბიბლია ცოცხალ ინგლისურზე“ (The Bible in Living English —Byington), მსგავსად თარგმნის:„ღმერთია შენი ტახტი“.

5. დოქტორი ევგენი პატერსონი ბიბლიის თარგმანში „The Message: The Bible in Contemporary Language“, ზემოაღნიშნულ მუხლს ასე გადმოსცემს: „შენი ტახტი ღმერთის ტახტია“.

6. „ახალი გადამუშავებული სტანდარტული ბიბლიის თარგმანი“ (New Revised Standard Version Bible, copyright 1989) ებრაელთა 1:8-ე მუხლის სქოლიოში აღნიშნავს: „ღმერთია შენი ტახტი“.

7. ახალი აღთქმის ტექსტების სწავლული, დანიელ მეისის ბერძნულ-ინგლისური ახალი აღთქმა, ასე გადმოსცემს ებრაელთა 1:8-ე მუხლს: „ღმერთია შენი ტახტი მარადიულად და სამუდამოდ“. (Daniel Mace New Testament,1729 წლის გამოცემა.)

8. ახალი აღთქმის „მეოცე საუკუნის თარგმანი“ (Twentieth Century Translation, 1904) ამ მუხლს ასე თარგმნის: „ღმერთია შენი ტახტი“.

9. „ახალი გამარტივებული ბიბლია“ (New Simplified Bible): „ღმერთია შენი ტახტი მარადიულად და სამუდამოდ“.

10. ყველასათვის კარგად ცნობილი დოქტორი უილიამ ბარკლი, რომელიც დიდი პატიივსცემითა და რეპუტაციით სარგებლობს მეცნიერულ წრეებში (Translated with an Introduction and Interpretation by WILLIAM BARCLAY), თავისი ახალი აღთქმის თარგმანში და კომენტარებში, ებრაელთა 1:8-ე მუხლს ასე გადმოსცემს: „ღმერთია შენი ტახტი მარადიულად და სამუდამოდ“.

    11. „2001 თარგმანი“, იგივე „ამერიკული ინგლისური თარგმანი“ (2001 Translation – An American English Bible): „ღმერთია შენი ტახტი“.

    12. „21-ე საუკუნის ბიბლიის თარგმანი“ (21st Century Version of the Christian Scriptures©): „ღმერთია შენი ტახტი სამუდამოდ“.

როცა ხელთ გვაქვს ამდენი ბიბლიის სამეცნიერო თარგმანები, რომელთა უმრავლესობა  შესრულებულია სამების დოგმატის მორწმუნე მთარგნელების მიერ და ამ დროს ზუსტად იმ შინაარსით გადმოსცემენ ებრაელთა 1:8-ე მუხლს, როგორც ის „ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანშია“, იბადება კითხვა: რა აღძრავთ სამების დოგმატის იმ მორწმუნეებს, რომლებიც გამალებით ებრძვიან და თავს ესხმიან „ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანს“? პასუხი ნათელია, რომ ბრალდება, თითქოს და ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ტენდენციურია, გახლავთ უსაფუძვლო, არამეცნიერული და არაობიექტური. ბიბლიის თარგმანზე და მთარგმნელებზე ამგვარი „თავდასხმა“, მხოლოდ აგრესიისა და არაპატიოსნების მაჩვენებელია, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს სამების მოხმრეების მხრიდან მტკიცებულებების მწვავე დეფიციტზე.

აქვე იბადება რიტორიკული კითხვები: ნუთუ  გადათარგმნიდნენ ზემოაღნიშნულ მუხლს უცხოენოვანი ბიბლიის მთარგმნელები თავიანთ ბიბლიებში ზუსტად იმ შნაარსით, როგორც ეს „ახალი ქვეყნიერების თარგმანშია“, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ არასწორი თარგმანი რომ ყოფილიყო? სამების დოგმატის მომხრე უცხოენოვანი ბიბლიის მთარგმნელებმა თუ შესძლეს ზუსტად იმ შინაარსით გადმოეცათ ებრაელების 1:8-ე მუხლი, როგორც „ახალი ქვეყნიერების თარგმანშია“ მოცემული, რატომ ვერ შეძლეს იგივეს გაკეთება ქართულენოვანი ბიბლიის მთარგმნელებმა, რომლებსაც ისევე სწამთ სამების დოგმატის, როგორც ზემოთ ჩამოწერილი უცხოენოვანი  ბიბლიის მთარგმნელებს? ნუთუ მართებულია ბიბლიის სიტყვების შეცვლა ქართულენოვანი ბიბლიის მთარგმნელების მხრიდან მხოლოდ იმიტომ, რომ სამების დოგმატი ბიბლიურ სწავლებად წარმოაჩინონ?

ერთი რამ ნათელია: მთარგმნელი არ უნდა ცდილობდეს ღვთის სიტყვის გადაკეთებას, მითუმეტეს, საკუთარი მრწამსისთვის მორგების მიზნით. მსგავსი ქმედება, სულ ცოტა, არაპროფესიონალურია და ამავდროულად, ქრისტიანისთვის შეუფერებელი. (იგავი 16:13; კოლ. 3: 23-25).

Advertisements

One response to “ებრაელების 1:8 — „ტახტი შენი, ღმერთო“ თუ „ღმერთია შენი ტახტი“? რომელი თარგმანია სოწრი?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s