გალერეა

ღვთის სახელი ძველქართულ ბიბლიაში?

ღვთის სახელი ძველქართულ ბიბლიაში?

ბევრისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ბიბლია იმ წიგნთაგან ერთერთია, რომელსაც ყოველდღე კითხულობენ ადამიანები. ზოგ მათგანს აინტერესებს, უნდა გამოიყენებოდეს თუ არა ღვთის სახელი ანუ ტეტრაგრამატონი – יהוה (ჲჰვჰ,) თანამედროვე ბიბლიის ქართულ გამოცემებში? ბიბლიის ტექსტებზე მომუშავე მეცნიერები და ბიბლიის მთარგმნელები, კარგად არიან გაცნობილი იმ ფაქტს, რომ ღვთის სახელი იეჰოვა/იაჰვე,  (ებრაულად יהוה) ბიბლიის ძველ ებრაულ და ბერძნულ ხელნაწერებში დაახლოებით 7000-ჯერ გვხვდება. ბიბლიის უმეტეს ქართულ თარგმანში ღვთის სახელი შეცვლილია სიტყვით „უფალი“. მაგრამ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ქართულ ენაზე შესრულებულ „საბას ბიბლიის“ დანართში „ებრაელთა, ქალდეველთა და იონთა სახელებთა თარგმანებანი“ სულხან-საბა ორბელიანი იესოს სახელს ასე განმარტავს:

„იესეს: ებრაელებ: იეოვა უფალი მაცხოვარი“.

სულხან-საბა ორბელიანის ბიბლიის დანართის ფოტოასლი:

საბა და ღვთის სახელი

საინტერესო და საყურადღებოა, რომ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ამა წლის 30 მარტს 13:30 სთ-ზე  ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჰერმან ლიჰტენბერგერმა  წაიკითხა ლექცია თემაზე: “ღმერთის სახელი მკვდარი ზღვის რეგიონის ტექსტებში“. ქართველ მეცნიერ მუშაკებმა და მიპატიჟებულმა სტუმრებმა, ლექციის დასრულების შემდეგ, არაერთი შეკითხვა დაუსვეს პროფესორს. ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა იმას, უნდა იყოს თუ არა გამოყენებული ღვთის სახელი ბიბლიის ქართულ თარგმანებში? პროფესორ ჰერმან ლიჰტენბერგერის თქმით, ‘ღვთის სახელი აუცილებლად უნდა გამოიყენებოდეს ბიბლიის თარგმანებში’ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედება ‘მეცნიერების ვალია, რათა დავიცვათ დედნისეული ტექსტი’.

გონივრულია ვივარაუდოთ, რომ მომავალში, კვლავაც გამოიცემა ბიბლიის განახლებული ქართული თარგმანები, რომლებშიც სრულად იქნება დაცული მეცნიერული მიდგომები თუ პრინციპები; და რომ ქართულ ბიბლიებშიც გამოჩნდება ღვთის სახელი იქ, სადაც  დედნისეულ ტექსტში გამოიყენება ტეტრაგრამატონი – יהוה (ჲჰვჰ, რომელიც მეცნიერულ წრეებში იკითხება როგორც „იაჰვე“ და „იეჰოვა“).

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მეცნიერი (მათ შორის პროფესორი ჰერმან ლიჰტენბერგერი) უპირატესობას ანიჭებს „იაჰვეს“, ეს მოსაზრება არ არის დაზუსტებული, და მეცნიერთა შორისაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. რაც შეეხება სახელს „იეჰოვა“, ის უფრო აღიარებული და ფართოდ გავრცელებული ფორმაა როგორც ქართულ ლიტერატურაში, ისე უცხოურში. გიწვევთ, გაეცნოთ ღვთის სახელს მსოფლიო ლიტერატურაში: http://www.divine-name.info/books.htm

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s