გალერეა

ღვთის სახელის მომავალი წარსულის ფონზე

ღვთის სახელის მომავალი წარსულის ფონზე

1 წარსულისგან განსხვავებით, დღეს უკვე თითქმის ყველას სმენია ღვთის სახელი „იეჰოვა“, მაგრამ რატომ იყო მიჩქმალული და მივიწყებული ეს სახელი წარსულში? მარტივად რომ ვთქვათ, ბიბლიის საეკლესიო გამოცემებში ეს სახელი მთარგმნელებმა ამოიღეს ეკლესიის უფლებამოსილთა ზეგავლენით. ნაცვლად იმისა ქრისტიანებს ღვთის სახელი ამოეკითხათ თავიანთ ბიბლიაში, კითხულობდნენ ტიტულებს „უფალი“ და „ღმერთი“.
2 გავიდა საუკუნეები, და ბიბლიის წინასწარმეტყველების თანახმად, ღვთის სახელი სახალხოდ გახდა ცნობილი. (ესაია 65:1; იერემია 16:21; აგრეთვე იხილეთ ესაია 52:6,7). იეჰოვას მოწმეებმა ყველა ერში იქადაგეს [მათე 24:14] ბიბლიური ღმერთის სახელი იმდენად, რომ შეიძლება თამამად ითქვას — ბიბლიის საეკლესიო თარგმანებში, მთარგმნელებმა და გამომცემლებმა, ღვთის სახელის ბიბლიაში დაბრუნება დაიწყეს. ასეთ მაგალითს წარმოადგენს მსოფლიოში კარგად ცნობილი ინგლისურ ენოვანი ბიბლიის თარგმანი “King James Version” (მეფე ჯეიმზის თარგმანი). წაიკითხეთ ქვემოთ და მეტი გაიგეთ ამის შესახებ:
3 “King James Version ” (მეფე ჯეიმზის თარგმანი) პირველად 1611 წელს გამოიცა. მასში ღვთის სახელი „იეჰოვა“, მხოლოდ 4-ჯერ იყო გამოყენებული (კერძოდ, გმ. 6:3; ფს. 83:18; ეს. 12:2; 26:4-ში).
4 პირველ რიგში, ალბათ დაგაინტერესებდათ, რატომ დაერქვა ბიბლიის ამ თარგმანს ‘მეფე ჯეიმზის თარგმანი’. მეფე ჯეიმზმა (რომელიც ინგლისის სამეფო ტახტზე 1603 წელს ავიდა), ხელი შეუწყო ბიბლიის ახალი თარგმანის გამოცემას. თუმცა თვითონაც ბიბლიის მკვლევარი იყო, უშუალოდ არ მონაწილეობდა ბიბლიის თარგმანის მომზადებაში. ბიბლიის ეს თარგმანი მომზადდა 6 ჯგუფად შექმნილი 47 მკვლევარის მიერ და მას, ჯეიმზის საპატივცემულოდ „მეფე ჯეიმზის თარგმანი“ დაარქვეს.
5 ამ ბიბლიის წინასიტყვაობაში ეწერა, რომ ეს თარგმანი „უაღმატებულეს და ძლევამოსილ პრინც ჯეიმზს“ ეძღვნებოდა. ხალხი ფიქრობდა, რომ ჯეიმზს, რომელიც ინგლისის ეკლესიის მეთაური იყო, ერის გაერთიანების ძალა შესწევდა. „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ წინასიტყვაობიდან კარგად ჩანს, რომ მთარგმნელები შიშობდნენ, როგორ შეხვდებოდა ბიბლიის ამ ახალ თარგმანს ხალხი. საყურადღებოა ისიც, რომ მთარგმნელები სამღვდელოებისა და ეკლესიის სწავლებების ზეგავლენის ქვეშაც იყვნენ. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, თუ რატომ ამოიღეს ბიბლიის ათასობით მუხლიდან ღვთის პირადი სახელი „იეჰოვა“.
6 ბიბლიის „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ გამოცემიდან 400 წელზე მეტი გავიდა. ბრიტანეთის ბიბლიოთეკის მონაცემით, «„მეფე ჯეიმზის თარგმანი“ იგივე „ოფიციალური თარგმანი“ დღემდე ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ინგლისურ ბიბლიად რჩება». ფიქრობენ, რომ მთელ მსოფლიოში „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ 1 მილიარდზე მეტი ეგზემპლარია დაბეჭდილი. ბიბლია მსოფლიოში დღემდე ბესტსელერად რჩება. ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთათვის, „მეფე ჯეიმზის თარგმანი“ ყველაზე პოპულარული თარგმანია. მას უნიკალურ ლიტერატურულ შედევრად მიიჩნევენ და დიდად აფასებენ შეუდარებლად ლამაზი ენის გამო. მაგრამ ამ ბოლო დროს, მეფე ჯეიმზის ბიბლიის თარგმანმა კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიიპყრო. რატომ?
7 ბევრისთვის ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა ამ თარგმანის ხელახლა გამოცემა ისე, რომ მასში პირვანდელი ტექსტი უცვლელად დარჩენილიყო, მაგრამ მხოლოდ ერთი მნიშნელოვანი დეტალი შეცვლილიყო. ახლად გამოცემულ „მეფე ჯეიმზის თარგმანში“ დააბრუნეს ღვთის სახელი „იეჰოვა“ არა მარტო „ძველ აღთქმაში“, „ახალ აღთქმაშიც“ კი!
მეფე ჯეიმზის თარგმანში ღვთის სახელი ‘იეჰოვა’ აღადგინეს!g11 12-GE
8 თითქმის 400 წლის თავზე, 1611 წელს გამოცემული „მეფე ჯეიმზის თარგმანი“, სულ ახლახანს ხელახლა დაიბეჭდა!  http://www.dnkjb.net/ მასში ზუსტად ის ტექსტია მოცემული, რომელიც 1611 წელს მომზადდა 47 მთარგმნელის მიერ მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ ტექსტში აღდგენილია ღვთის სახელი „იეჰოვა“ ათასობით მუხლში!
9 ალბათ გახსოვთ, რომ 1611 წლის მაისში გამოცემული „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ ტექსტში მხოლოდ 4-ჯერ იყო სახელი „იეჰოვა“ გამოყენებული, მაგრამ ახლახანს ხელახლა დაბეჭდილი ტექსტის ამ გამოცემაში https://dnkjb.com/read-online.htm, ღვთის სახელი აღდგენილია ყველა იმ მუხლში, რომლებშიც ის თავიდანვე უნდა წერებულიყო როცა 1611 წელს პირველად გამოსცეს ეს თარგმანი.
● ღვთის პირადი სახელი „იეჰოვა“ აღადგინეს 6973 ადგილას.
● ამ სახელის შემოკლებული ფორმა „იაჰი“ აღადგინეს დაახლოებით 50 ადგილას.
● „ახალ აღთქმაში“ კი 128 ადგილას დააციტირეს.
ნახეთ თქვენი თვალით, მაგალითად მათეს სახარების 4:10-ე მუხლი: „Then saith Jesus unto him, Get thee hence, Satan: for it is written, Thou shalt worship the LORD,Jehovah Deu 10:20) thy God, and him only shalt thou serve.“

აგრეთვე წაიკითხეთ, რას წერენ „მეფე ჯეიმსის თარგმანის“ გამომცემლები თავიანთ ვებგვერდზე:

10 „დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იესოს სურს და მის მოწაფეებს სწამთ, რომ ღვთის პირადი სახელი უნდა გამოიყენონ მისმა მიმდევრებმა“.
გამომცემლები აგრეთვე წერენ:
11 „მნიშვნელოვანია, ყოვლისშემძლე ღმერთის სახელს ვუხმობდეთ, რადგან ასე ვიქცევით მათ მიმართ, რომლებიც გვიყვარს. ნუთუ სწორი იქნებოდა ვიცნობდეთ ვინმეს და ამავე დროს გავურბოდეთ მისი სახელის ხსენებას?“
12 „იესო იყო ის, ვინც ღვთის სახელს აცხადებდა დედამიწაზე ცხოვრებისას. რადგან ძველი აღთქმა ღვთის სახელს 6972-ჯერ წარმოგვიდგენს — იბადება კითხვა, რატომ იყო იმის აუცილებლობა, რომ იესოს ემცნო ღვთის სახელი? ქრისტეს შობამდე 3-ე საუკუნიდან მოყოლებული, ორგული იუდეველი წინამძღოლები იეჰოვას სახელის ხსენებას ცოდვად თვლიდნენ. თუმცა უმრავლესობისთვის დღეს ცოდვად არ მიიჩნევა ღვთის სახელის ხსენება, ქრისტიანები ნაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ იეჰოვას სახელის ცოდნას. ქრისტეს მოციქულთა სიკვდილის შემდეგ, ბიბლიის გადამწერებმა კვლავ ამოიღეს ღვთის სახელი ყველა იმ მანუსკრიპტიდან, რომლებიც მათ მფლობელობაში იყო.
13 მას შემდეგ 1900 წელი გავიდა. ამიტომ დღეს ვკითხულობთ, რა შეიძლება ითქვას მათზე ვინც დღეს იესოს შესახებ ამოწმებს? ჰყოფნიდათ გაბედულება ღვთის სახელი გაეცხადებინათ ისევე, როგორც ამას უფალი იესო აკეთებდა და კვლავაც აკეთებს? ყველა ქრისტიანი იესოს თავის უფლად მიიჩნევს და ამ სიტყვის [ქრისტიანის] მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნუთუ იმას არ უნდა აკეთებდეს რასაც იესო აკეთებდა? თუ ვიცოდით, რომ ღვთის სახელი იეჰოვაა, მაშინ მართებულია ითქვას, რომ ჩვენზეა იმის პასუხისმგებლობა, რომ ღვთის სახელი დავიწყებას მიეცა რადგან არ ვუთხრობდით სხვებს მის შესახებ. ჩვენ ყველანი „დასჯილები“ ვართ იმ ფაქტის გამო, რომ ჩვენმა მამა-პაპამ ღვთის სახელი ამოიღო ბიბლიიდან და ამის გამო ის დავიწყებას მიეცა. ეს სახელი დავიწყებას მიეცა მილიონების მიერ რომლებიც თავს უფალ იესოს მიმდევრებად მიიჩნევენ“. — დაციტირებული ტექსტი თარგმნილია მეფე ჯეიმზის ბიბლია — ღვთის სახელით) ანუ DNKJB or Divine Name King James Bible-ის ვეგბერდიდან.
14 აშკარაა, მთარგმნელებმა გააცნობიერეს, რომ არასწორი იყო ღვთის სახელის ბიბლიიდან ამოღება. მას შემდეგ რაც „მეფე ჯეიმზის თარგმანი“ გამოვიდა, 4-მა საუკუნემ განვლო. იბადება მარტივი შეკითხვა: რამდენი ხანი დასჭირდება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემული ბიბლიების მთარგმნელებს ამ ფაქტის გასაცნობიერებლად და სწორი ნაბიჯების გადასადგმელად, რათა თავის ადგილას დააბრუნონ ღვთის სახელი, რომელიც ერთხელაც კი არ გამოიყენეს ქართულ ენაზე გამოცემული ბიბლიის თარგმანებში?
15 ბიბლიაში ვკითხულობთ: «მოდით და მოვაგვაროთ საქმეები, — ამბობს იეჰოვა. — ალისფერიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გათეთრდება; შინდისფერი ქსოვილივითაც რომ იყოს, მატყლს დაემსგავსება. თუ მოინდომებთ და მოისმენთ, მიწის დოვლათს შეჭამთ, მაგრამ თუ არ მოისმენთ და იურჩებთ, მახვილი შეგჭამთ; იეჰოვას ბაგეები ლაპარაკობს ამას“».— ესაია 1:18,19.
16 წარსულის ფონზე თუ ვიმსჯელებთ ღვთის სახელის მომავალზე, მაშინ უნდა მოველოდეთ იმას, რომ სამღვდელოება ადრე თუ გვიან, ნებას დართავს ბიბლიის მთარგმნელებს, დააბრუნონ იეჰოვას სახელი ეკლესიურ ბიბლიებში. მაგრამ თუ როდის მოხვდება ასეთი ძვრები ქართული ეკლესიის წიაღში — ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

წაიკითხეთ 1611 წელს გამოცემული „მეფე ჯეიმზის თარგმანიდან“ იერემიას 16:21-ე მუხლი, რომელშიც ღვთის სახელი ამოღებული იყო:

►„Therefore, behold, I will this once cause them to know, I will cause them to know mine hand and my might; and they shall know that my name is The LORD.“ —King James Versian.

ნახეთ, ახლახანს ხელახლა დაბეჭდილი „მეფე ჯეიმზის თარგმანიდან“ იერემიას 16:21-ე მუხლი, რომელშიც აღდგენილია ღვთის სახელი:
►„Therefore, behold, I will this once cause them to know, I will cause them to know mine hand and my might; and they shall know that my name is Jehovah“. — The Divine Name King James Bible © 2011-2015

ქვემოთ ციტირებულია იგივე მუხლი (იერემია 16:21), ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლიიდან, რომელშიც ღვთის სახელი „იეჰოვა“ ამოღებულია და რომელიც შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს აღადგინონ და თავის ადგილას დააბრუნონ:

►„ამიტომ, აჰა, ჭკუას ვასწავლი მათ ამჯერად: დავანახვებ ჩემს მკლავსა და ძლიერებას, და ეცოდინებათ, რომ უფალია ჩემი სახელი“. — საპატრიარქოს გამოცემა.

17 ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (რომელიც იეჰოვას მოწმეების მიერ პირველად 1950-1961 წლებში გამოიცა ინგლისურ ენაზე, ხოლო ქართულ ენაზე 2006 წელს), ზემოთ დაციტირებული „მეფე ჯეიმზის თარგმანისგან“ და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემული “საპატრიარქოს თარგმანისგან“ იმითაც გამოირჩევა, რომ გამოცემის დღიდან, ღირსეულ პატივს მიაგებს ბიბლიის ავტორს — იეჰოვა ღმერთს, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ფეხდაფეხ მისდევს დედნისეულ ხელნაწერებს და ერთგულად გადმოაქვს ღვთის სახელი  ბიბლიაში. იხილეთ იგივე მუხლის ზუსტი თარგმანი:

►„ამიტომ, გავაგებინებ მათ, ერთხელ და სამუდამოდ დავანახვებ მათ ჩემს ხელსა და ჩემს ძლევამოსილებას და გაიგებენ, რომ იეჰოვაა ჩემი სახელი“. — იერემია 16:21.

Advertisements

3 responses to “ღვთის სახელის მომავალი წარსულის ფონზე

  1. დიდი მადლობაბესეთი ღირებული ინფორმაციისთვის.

  2. Bevrjer momismenia pretenziaro iehova ererti saxelia gvtisoda ARA ertadertio gmerti imdenad didia erti saxelit ver warmoaceno ver gamoxatavo da tuseizleba amaze raime tema momzaddes zalian kargi iqneba

  3. ვიცოდი, რომ მეფე ჯეიმსის თარგმანში, რამოდენიმეჯერ იყო გამოყენებული იეჰოვა, მაგრამ ეს სიახლე არ ვიცოდი. ძალიან გამიხარდა!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s