გალერეა

იოანე 3:13 — ბიბლიის ტექსტის დამახინჯების კლასიკური მაგალითი

იოანე 3:13 — ბიბლიის ტექსტის დამახინჯების კლასიკური მაგალითი

1 “სამების” დოგმატის მომხრეთა მცდელობა, ბიბლია საკუთარი დოგმატებისთვის მოერგოთ, ყოველგვარ საზღვრებს სცდება! მიუხედავად ძლიერი ფაქტობრივი მტკიცებულებებისა, აგერ უკვე საუკუნეებია, რაც “სამების” მომხრეები „ახალი აღთქმის“ ტექსტზე ძალადობენ. ერთერთ ასეთ კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს იოანეს 3:13-ე მუხლში ჩაწერილი სიტყვები, რომლის ზუსტი თარგმანი გახლავთ შემდეგი ტექსტი: „ზეცაში არავინ ასულა ზეციდან ჩამოსული კაცის ძის გარდა“. მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემულ საეკლესიო ბიბლიებში განზრახაა დამახინჯებული ეს მუხლი. მაგალითად, „წმინდა გიორგი მთამწინდელის“ რედაქციით გამოცემულ თარგმანში (რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მიმდევრები რატომღაც უპირატესობას ანიჭებენ), ჩამატებულია ის სიტყვები, რომელიც ქვემოთ წითლადაა დაწერილი:

2იოანე 3:13 — „და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით – ძე კაცისაჲ, რომელი არს ზეცათა შინა“. მსგავსადვეა ეს სიტყვები ჩამატებული ბაჩანა ბრეგვაძის „ახალ აღთქმაშიც“: „არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში“. ეს სიტყვები ბატონ ზურაბ კიკნაძის თარგმანშიც ჩამატებულია.

3იმაში დასარწმუნებლად, წითლად აღნიშნული სიტყვები ჩამატებულია თუ არა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლიებში, მოდით ერთად გადავამოწმოთ ა) ‘ახალი აღთქმის’ უძველესი, სანდო და ავტორიტეტული ხელნაწერები, ბ) სამეცნიერო წყაროები და გ) ბიბლიის ცნობილი თარგმანები.

ახალი აღთქმის ძველი ბერძნული ხელნაწერები სამების მომხრეთა არაკეთილსინდისიერებას ააშკარავებენ

4უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე სანდო და ავტორიტეტული ძველბერძნული ხელნაწერები, როგორიცაა სინური და ვატიკანური მანუსკრიპტები, არ შეიცავენ მოგვიანებით ჩამატებულ სიტყვებს “რომელი არს ზეცათა შინა“.

ეს გახლავთ იოანეს 3:13-ე მუხლი, სინური ხელნაწერიდან

Ioane 3 135ამასთან ერთად, ახალი აღთქმის სამეცნიერო კრიტიკული გამოცემები, როგორიცაა უესტკოტი-ჰორტი და ნესტლე ალანდის კრიტიკული ტექსტები, არ შეიცავენ ჩამატებულ სიტყვებს.

►  უესტკოტი-ჰორტის სამეცნიერო კრიტიკული ტექსტი არ შეიცავს სიტყვებს „რომელიც არის ზეცაში“: καὶ οὐδεὶς ἀναβέβηκεν εἰς τὸν οὐρανὸν εἰ μὴ ὁ ἐκ τοῦ οὐρανοῦ καταβάς, ὁ υἱὸς τοῦ ἀνθρώπου.

►  ნესტლე-ალანდის სამეცნიერო კრიტიკული ტექსტი არ შეიცავს სიტყვებს „რომელიც არის ზეცაში“: καὶ οὐδεὶς ἀναβέβηκεν εἰς τὸν οὐρανὸν εἰ μὴ ὁ ἐκ τοῦ οὐρανοῦ καταβάς, ὁ υἱὸς τοῦ ἀνθρώπου.

6უფრო მეტიც, ცნობილი მეცნიერ-ტექსტოლოგი, დოქტორი ბრუს მეცგერი, აღნიშნავს, რომ „კომიტეტის წევრთა უმრავლესობა განცვიფრებულია მაღალხარისხიანი გარე მტკიცებულებების არსებობით, რომელიც მხარს უჭერს მუხლის მოკლე წაკითხვას, რომელიც არ შეიცავს სიტყვებს [რომელიც არის ზეცაში], რადგან ეს სიტყვები ინტერპრეტაციული ხასიათისაა და გვიანდელი  ქრისტოლოგიური განვითარების ნაწილია“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორიგინალი „ახალი აღთქმის“ დაწერიდან საუკუნეების შემდეგ ზემოაღნიშნული სიტყვების ტექსტში მოხდა ჩამატება გადამწერების მიერ და როგორც ჩანს, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გაბატონებულმა „ქრისტიანულმა“ რელიგიებმა წარმართული (ტრიადების/სამსახოვან) ღმერთთა სახეცვლილი დოქტრინა — „სამების“ არაბიბლიური დოგმატი ჩამოაყალიბეს და შეისისხლხორცეს.

7ფერარ ფენტონმა — „The Bible in modern English“-ის ცნობილმა მთარგნელმა, იოანეს 3:13-ე მუხლში ჩამატებულ სიტყვებთან დაკავშირებით, თავისი თარგმანის სქოლიოში აღნიშნა: „ეს სიტყვები [რომელიც არის ზეცაში,] ყველაზე საუკეთესო და ყველაზე უძველეს ხელნაწერებში გამოტოვებულია“.

8საბედნიეროდ, დღეს ბიბლიის მრავალი ისეთი თარგმანიც არსებობს, რომელიც არ ამატებს სიტყვებს „რომელი არს ზეცათა შინა“ (ანუ „რომელიც არის ზეცაში“). ასეთ თარგმანებს შორისაა შემდეგი ცნობილი თარგმანები:

◊ — The New Jerusalem Bible (‘ახალი იერუსალიმური ბიბლია’, კათოლიკური თარგმანი),
◊ — The Riverside New Testament (გადამუშავებული ახალი აღთქმა),
◊ — New American Standard (‘ახალი ამერიკული სტანდარტული’ თარგმანი),
◊ — Revised Standard (‘გადამუშავებული სტანდარტული’ თარგმანი),
◊ — James Moffatt (ჯაიმს მოფატის თარგმანი),
◊ — Edgar J. Goodspeed (‘ედგარ გუდსპიდის’ თარგმანი),
◊ — R. A. Knox (ნოქსის ბიბლია),
◊ — J. B. Phillips (ფილიპსის),
◊ — Rotherham Emphasized Bible (როდერემის თარგმანი),
◊ — New Simplified Bible (‘ახალი გამარტივებული ბიბლიის’ თარგმანი),
◊ — Revised King James New Testament (‘გადამუშავებული მეფე ჯეიმსის თარგმანი’),
◊ — Twentieth Century New Testament (‘მეოცე საუკუნის ახალი აღთქმა’),
◊ — 2001 Translation – An American English Bible (2001 — ამერიკული ინგლ. ბიბლია),
◊ — Новый Завет, современный перевод (ახალი აღთქმა, თანამედროვე თარგმანი),
◊ — Подстрочный перевод Ветхого и Нового Заветов на русский язык (‘ძველი და ახალი აღთქმის სტრიქონქვეშა თარგმანი რუსულ ენაზე’) და სხვა მრავალი.

9ქართველ მკითხველებს, ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სახით, საუკეთესო თარგმანი გვაქვს, რომელშიც არაა ჩამატებული ზემოაღნიშნული სიტყვები რადგან ის ზუსტად და თანმიმდევრულად მისდევს ‘ახალი აღთქმის’ ძველბერძნულ ხელნაწერებს. ამ თარგმანის წაკითხვა და ჩამოტვირთვა შეგიძლიათ იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებგვერდიდან: http://www.jw.org/ka/

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s