გალერეა

იყო იესო ღვთის თანასწორი? რას ამბობს სინამდვილეში ფილიპელების 2:6?

იყო იესო ღვთის თანასწორი?
რას ამბობს სინამდვილეში ფილიპელების 2:6?

1ბიბლიის იმ მთარგმნელთა გარკვეული ნაწილი, რომლებსაც „სამების“ არაბიბლიური დოგმატი მყარად სწამთ, ფილიპელების 2:6-ე მუხლს, „სამების“ დოგმატის მხარდასაჭერად თარგმნის. რატომ იქცევიან სამების მომხრე მთარგმნელები ასე? იმიტომ ხომ არა, რომ თავადაც კარგად გააცნობიერეს ის ფაქტი, რომ ბიბლიაში სამების დოგმატის მხარდამჭერი სწავლებები არ მოიპოვება? ბიბლიის მუხლების გადაკეთებით ხომ არ შეეცადნენ სამების დოგმატისთვის ბიბლიის მორგებას? აქვთ კი მათ ბიბლიის სათავისოდ თარგმნის ლინგვისტური უფლება? რა შინაარსს გადმოგვცემენ სინამდვილეში ძველბერძნული ხელნაწერები ამ მუხლში? ეს ის კითხვებია, რომლის პასუხები ობიექტურ მკითხველს სინამდვილის დანახვაში დაეხმარება ხოლო ამასთან ერთად, სააშკარაოზე გამოიტანს სამების არაბიბლიური დოგმატის მხარდამჭერ მთარგმნელთა არაკეთილსინდისიერ საქციელს.

2„სამების“ დოგმატის მხარდამჭერი არგუმენტების მწვავე დეფიციტი, „სამების“ არაბიბლიური დოგმატის მორწმუნეებს საუკუნეების მანძლზე უქმნიდა სერიოზულ პრობლემებს, და დღესაც ასეა. წმინდა წერილებში გაჟღერებული ქრისტიანული მოძღვრების უარმყოფელი „ეკლესიის მამები“ (ახ.წ. 2—5-ე საუკუნეებში მოღვაწე მწერლებს, ღვთისმეტყველებს, ფილოსოფოსებს და საეკლესიო პირებს — „ეკლესიის მამებსა“ და „წმინდა მამებს“ უწოდებენ) ძალღონეს არ იშურებდნენ, რომ თვითნებური ინტერპრეტაციით ბიბლიის მუხლები ისე აეხსნათ, რომ მათ მიერ შეთხზულ საეკლესიო დოგმატებამდე მიეყვანათ ადამიანები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ბიბლიურ ენებს არ ფლობდნენ და არც ბიბლიის ცოდნით გამოირჩეოდნენ.

3„სამების“ დოგმატის მხარდამჭერნი დღესაც მანიპულირებენ ფილიპელების 2:6-ე მუხლის დამახინჯებული თარგმანებით. საბედნიეროდ, დღეს ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელშიც არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს:

◊ — ბიბლიის უძველესი და სანდო ხელნაწერების გადამოწმება,
◊ — ბიბლიის სხვადასხვა თარგმანების ერთმანეთთან შედარება,
◊ — ბიბლიის ავტორიტეტული თარგმანების შემსრულებელთა ნაშრომებისა და ამ სფეროში მოღვაწე მაღალკვალიფიციური ლინგვისტების თვალსაზრისის გაცნობა და
◊ — ბერძნული ტექსტის გრამატიკული წესი, რომელიც ზემოაღნიშნულ მუხლზე ვრცელდება . წინამდებარე სტატიაში სწორედ ამ ოთხ საკითხზე იქნება მკითხველის ყურადღება მიპყრობილი.

მოდით ერთად ვნახოთ, რა სურათს წარმოგვიდგენენ ბიბლიის ყველაზე უძველესი და სანდო ხელნაწერები ფილიპელების 2:6-ე მუხლთან დაკავშირებით.

4საყურადღებოა, რომ სინური და ვატიკანური კოდექსები არ უჭერენ მხარს ტექსტის იმგვარად თარგმნას, როგორც მას სამების მომხრეები წარმოაჩენენ თავიანთ ბიბლიებში. სინური კოდექსი, რომელიც დათარიღებულია IV საუკუნით და მეცნიერების Codex Sinaiticusმიერ სანდო ხელნაწერად მიიჩნევა, სამების დოგმატის მომხრეთა სახეცვლილ თარგმანებს არ უჭერს მხარს.

საყურადღებოა, რომ ვატიკანური კოდექსიც (რომელიც დაახლოებით მეოთხე-მეხუთე საუკუნით თარიღდება), არ უჭერს მხარს სამების მომხრეთა სახეცვლილ თარგმანებს.

ბერძნული ტექსტის სწორად თარგმნა

5პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ფილიპელების 2:6-ე მუხლის ძველბერძნული ტექსტი სულაც არ ამბობს, რომ იესოს აზრით, მართებული იყო ღვთის თანასწორად ყოფნა; ტექსტის მიუკერძოებელი წაკითხვა მხოლოდ საპირისპიროს აჩვენებს, კერძოდ კი იმას, რომ იესო ღვთის თანასწორად ყოფნას მართებულად არ თვლიდა. სინამდვილეში, სანდო და ზუსტი თარგმანების თანახმად, ფილიპელების 2:6-ში წერია: „თუმცა ის ისე არსებობდა, როგორც ღმერთი, ფიქრადაც არ მოსვლია მიტაცება, ანუ ღვთის თანასწორად ყოფნა“.

6ახალი აღთქმის ძველბერძნული ხელნაწერების, როგორიცაა, სინური და ვატიკანური, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ხელნაწერების შეჯერებული, სამეცნიერო კრიტიკული გამოცემები, ზემოაღნიშნული მუხლის გადასათარგმნად, მთარგმნელებს ზუსტ, სანდო და მზა ტექსტს სთავაზობს. ასეთ სამეცნიერო გამოცემებს შორისაა უესტკოტი-ჰორტის სამეცნიერო კრიტიკული გამოცემა და ნესტლე ალანდის სამეცნიერო კრიტიკული გამოცემები.

7ეს გახლავთ ფილიპელების 2:6-ე მუხლის ძველბერძნული ტექსტის სიტყვა-სიტყვითი ქართული თარგმანი:

filip

ὃς(ვინ)    ἐν(ში)    μορφῇ(ფორმა)    θεοῦ(ღვთის)    ὑπάρχων(არსებობა) οὐχ(არ)    ἁρπαγμὸν(მიტაცება)    ἡγήσατο(ფიქრად მოსვლა, ჩათვლა)    τὸ([ეს გახლავთ განსაზღვრული არტიკლი, რომელსაც არ აქვს შესატყვისი ქართულ ენაში]) εἶναι(ყოფნა)    ἴσα(თანასწორად)    θεῷ(ღვთის)

8აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში მკაცრი სიზუსტით შესრულებული სიტყვა-სიტყვითი თარგმანი მკითხველისთვის გაუგებარია რადგან ამგვარი თარგმანი ვერ გადმოსცემს ტექსტში ჩადებულ შინაარსს, და ეს ასეა ბიბლიის თითქმის დანარჩენ მუხლებთან დაკავშირებითაც. მიზეზი, თუ რატომ ვერ გადმოსცემს სიტყვა-სიტყვითი თარგმანი ტექსტის შინაარს, გახლავთ ის, რომ არ არსებობს ერთნაირი გრამატიკის, ლექსიკისა და წინადადების წყობის მქონე ორი ენა. ამასთან ერთად, სიტყვის ან გამოთქმის მნიშვნელობა შეიძლება იცვლებოდეს იმისდა მიხედვით, რა კონტექსტში გამოიყენება ესა თუ ის სიტყვა. მაგალითად, სიტყვა ‘ხელი’ ბიბლიის თარგმანებში სხვადასხვა მნიშვნელობით ითარგმნება. ის ზოგჯერ ‘ძალაუფლებადაა’ თარგმნილი, ზოგჯერ პირდაპირ ‘ხელად’, ზოგჯერ ‘ხელგაშლილობად’, ზოგჯერ კი უბრალოდ ‘ძალად’. (2 სამუელი 8:3; 1 მეფეები 10:13; ფსალმუნი 63:10).

9ამ ფაქტიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ბიბლიური მუხლების თარგმნა უფრო მეტ რამეს მოიცავს, ვიდრე სიტყვების ყოველთვის ერთნაირად გადმოტანას. მთარგმნელებს გონიერება და პროფესიონალიზმი ესაჭიროებათ, რათა დედნისეული სიტყვები სიტყვა-სიტყვით, მექანიკურად კი არ გადმოიტანონ თავიანთ ენაზე, არამედ სათანადო სიტყვები შეარჩიონ და ტექსტში ჩადებული აზრები ზუსტად და გასაგებად თარგმნონ. ამასთან ერთად, სიტყვები და წინადადებები თავიანთი ენის გრამატიკის წესების დაცვით უნდა შეაჯგუფონ ისე, რომ დედნისეული ენის გრამატიკის წესებიც დაიცვან.

10მაშ, იბადება კითხვა, საიდან უნდა იცოდეს ჩვეულებრივმა ადამიანმა ბიბლიის რომელი თარგმანია ზუსტი და სანდო? ბიბლიური ენების შესწავლაა აუცილებელი დედნისეული ტექსტის გასაგებად? იქნებ საკმარისია ისეთი თარგმანების გამოყენება, რომლებშიც ზუსტადაა გადმოცემული ტექსტში ჩადებული შინაარსი ისე, რომ დედნისეული ენის გრამატიკული წესებია გათვალისწინებული? შეესაბამება კი სამების მომხრეთა მიერ ზემოაღნიშნული მუხლის სახეცვლილი თარგმანები ბიბლიის საერთო სწავლებას?

11სამწუხაროდ, სამების მომხრეები ფილიპელების 2:6-ე მუხლს, ბერძნული გრამატიკის წესის დარღვევით თარგმნიან, ისე რომ აღნიშნული მუხლი თავიანთ დოგმატებს მოარგონ; ტექსტი ისე გადმოაქვთ, თითქოს მასში ნათქვამი იყოს, რომ იესო ღვთის თანასწორი იყო და ამგვარად ყოფნას, ანუ თანასწორად ყოფნას არ თვლიდა მიტაცებად: „რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა“. მოდით ერთად ვნახოთ, როგორაა თარგმნილი ფილიპელების 2:6-ე მუხლი ბიბლიის იმ თარგმანებში, როლებშიც არაა გრამატიკული წესი უარყოფილი და ტექსტში ჩადებული შინაარსი, ზუსტადაა გადმოთარგმნილი:

„პიროვნება, რომელიც ღვთის ხატება იყო, მიტაცებად მიიჩნევდა მის თანასწორად ყოფნას“ („ახალი აღთქმა‘‘, ნოიზის მიერ [“The New Testament” by G. R. Noyes]). 1869 წ.

ის — ჭეშმარიტად ღვთიური ბუნების! — თავდაჯერებულად თავს არასდროს ხდიდა ღვთის თანასწორად‘‘ („ახალი აღთქმა“, გადამუშავებული გამოცემა [Das Neue Testament, revised edition, by Friedrich Pfäfflin]).

ვინც, თუმცა ღვთის ხატება იყო, ღვთის თანასწორად ყოფნას არ მიიჩნევდა იმად, რასაც ხარბად თავის საკუთრებად აქცევდა‘‘ (La Bibbia Concordata).

მას ყოველთვის ჰქონდა ღვთის ბუნება, მაგრამ არ ფიქრობდა, რომ ძალით უნდა ეცადა, გამხდარიყო ღვთის თანასწორი‘‘ („დღევანდელი ინგლისური თარგმანი‘‘ [Today’s English Version]).

ვინც, ღვთის ხატება იყო, ღმერთთან თანასწორობას არ თვლიდა მისატაცებელ რამედ‘‘ („ახალი იერუსალიმური ბიბლია‘‘).

კათოლიკე დოქტორი რალფ მარტინი თავის ავტორიტეტულ ნაშრომში „პავლეს ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ‘‘ (The Epistle of Paul to the Philippians) არ უჭერს მხარს სამების მომხრეთა თარგმანებს ფილიპელების 2:6-ე მუხლთან დაკავშირებით და ამბობს: «მაინც საკითხავია შეიძლება თუ არა გვერდი აუარო ამ ზმნის ნამდვილ მნიშვნელობას, „მიტაცებას“, „ძალით წაგლეჯას“, და მიაწერო ისეთი მნიშვნელობა, როგორიცაა „მტკიცედ პყრობა‘‘».

● სხვა ავტორიტეტული სამეცნიერო ნაშრომი (The Expositor’s Greek Testament) ამბობს: «არ შეგვიძლია, ვიპოვოთ რამე მტკიცება, სადაც თვით ამ სიტყვას ἁρπάζω [ჰარ•პა΄ზო] ან მისგან ნაწარმოებ სიტყვას აქვს მნიშვნელობა — „მფლობელობაში ქონა“ ან „ფლობა“. როგორც ჩანს, ის ყოველთვის „მიტაცებას“, „ძალით წაგლეჯას“ ნიშნავს. მაშასადამე, შეუძლებელია გვერდი აუარო „მიტაცების“ ნამდვილ მნიშვნელობას და შეჩერდე იმაზე, რასაც სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა აქვს — „მტკიცედ პყრობა“».

● აგრეთვე იხილეთ აბოთ სმიტის ნაშრომის „Manual Greek Lexicon of the New Testament“-ის 3-ე გამოცემა, გვ. 60.

● საყურადღებოა აგრეთვე „ახალი აღთქმის თეოლოგიის ახალი საერთაშორისო ლექსიკონი“, რომელშიც ფილ. 2:5,6-ე მუხლებთან დაკავშირებით ვკითხულობთ: „იესო არ მიიტაცებს ღვთის ადგილს. მამასთან მისი ერთობა, არ მოიაზრებს არსით აბსოლუტურ ერთობას. თუმცა განკაცებამდე ღვთის ძე ხატად ღვთისად არსებობდა, გაურბოდა ღვთის თანასწორად ყოფნის ცდუნებას“. (The New International Dictionary of New Testament Theology, ტომი 2, გვ. 80).

ჯეისონ ბე დიუნი გახლავთ რელიგიურ მეცნიერებათა პროფესორი, რომელმაც „ახალი აღთქმის“ რამოდენიმე თარგმანის სიზუსტე საგულდაგულოდ შეამოწმა. თავის წიგნში მან ფილიპელების 2:5,6-ე მუხლებზეც იმსჯელა. მას შემდეგ რაც მთარგმნელთა ორი საპირისპირო მხარის საფუძვლები გააშუქა, აღნიშნა, რომ ‘ლექსიკური გამოკვლევის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ . . . მთარგმნელები, რომლებიც თავიანთ თარგმანში იმდაგვარი შინაარსით გადმოსცეს სიტყვა ἁρπάζω [ჰარ•პა΄ზო] თითქოს ის იმის პყრობას ნიშნავს, რაც უკვე აქვს პიროვნებას, არის არაკეთილსინდისიერი ქმედება’ და დაამატა: „ხოლო მეორეს მხრივ, ა[ხალი] ქ[ვეყნიერების] მთარგმნელებმა სიტყვა ἁρπάζω [ჰარ•პა΄ზო] სწორად გაიგეს… ქრისტეს ფიქრადაც კი არ მოსვლია ღვთის თანასწორად ყოფნა“. — „Truth In Translation: Accuracy and Bias in English Translations of the New Testament“, გვ. 61.

12სამეცნიერო ნაშრომები ცხადყოფენ, რომ ისეთი თარგმანები, როგორიცაა მაგალითად „წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქციით გამოცემული ახალი აღთქმა“ და „საქართველოს საპატრიარქოს თარგმანი“, განზრახ უარყოფს ძველბერძნული გრამატიკის წესს და ისე აქვს გადმოტანილი ზემოაღნიშნული მუხლი, რომ სამების დოგმატზეა მორგებული.

13მკითხველს აგრეთვე დაეხმარება იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ ზემოაღნიშნული მუხლის საეკლესიო, სახეშეცვლილი თარგმანი წინააღმდეგობაში მოდის არა მარტო დედნისეულ ტექსტთან, არამედ მთლიანად წმინდა წერილთან, რომლის თანახმადაც იესო ქრისტე ღვთის პირველი ქმნილება და მორჩილი მსახურია. (იგავები 8:22; კოლ. 1:15-17; საქმ. 3:13; გამოცხ. 1:1; 3:14).

14სწორი თარგმანის ამოსაცნობად მკითხველს აგრეთვე დაეხმარება ამ მუხლის კონტექსტი (3–5, 7, 8-ე მუხლები) რაც ნათელს ხდის, თუ როგორ უნდა იყოს აღქმული ფილიპელების 2:6-ე მუხლი. მოციქული პავლე, თანაქრისტიანებს მოუწოდებს, რომ ‘თავმდაბლობით, საკუთარ თავზე მეტად შეერაცხათ ერთმანეთი’. ამ სიტყვების შემდეგ, პავლე ასეთი პოზიციის თვალსაჩინო მაგალითად იესო ქრისტეს ასახელებს და ამბობს: „ის აზრები, რაც ქრისტეშია, იყოს თქვენს შორისაც‘‘. რა „აზრები‘‘? ‘ღვთის თანასწორად ყოფნას მიტაცებად რომ არ თვლიდა’? ნუთუ მოუწოდებდა მოციქული პავლე თანაქრისტიანებს ღვთის თანასწორად ყოფნისკენ? ბუნებრივია, ამგვარი აზრები ქრისტიანებს ცოდვაში ჩაეთვლებოდათ! სინამდვილეში, პავლე მოციქული საპირისპიროზე მიუთითებდა. იესოს, რომელიც ‘საკუთარ თავზე მეტად ღმერთს შერაცხავდა’, ‘ფიქრადაც არ მოსვლია მიტაცება, ანუ ღვთის თანასწორად ყოფნა’ არამედ „დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე‘‘. კონტექსტი არაორაზროვნად ადასტურებს, რომ სამების მომხრეთა მიერ შესრულებული ქართული თარგმანი დამახინჯებულია და არ შეესაბამება ახალი აღთქმის დედნისეულ ტექსტს.

15იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, დღემდე გამოცემული ბიბლიის ქართული თარგმანებიდან, საუკეთესოა, რადგან ის, დედნისეულ ტექსტს ზედმიწევნით და ზუსტად მიჰყვება*. სწორედ ამიტომაა, რომ ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანმა მრავალი ცნობილი მეცნიერის, ლინგვისტისა და ავტორიტეტული ბიბლიების მთარგმნელთა შექება დაიმსახურა: რამდენად ზუსტია „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“?

— * აგრეთვე შეგიძლიათ იხილოთ სტატია «რომელია „ახალი აღთქმის“ საუკეთესო თარგმანი მეცნიერ კოლველის მეთოდის თანახმად?»

15 responses to “იყო იესო ღვთის თანასწორი? რას ამბობს სინამდვილეში ფილიპელების 2:6?

  1. კონსტანტინე მღვდლიშვილი

    ვფიქრობ ეს სტატია ამომწურავია ფილიპელების 2:6-თან დაკავშირებით. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო კონტექსტი, რამაც ყოველგვარი ეჭვები გამიქარწყლა. შეიძლება ბერძნულ გრამატიკაზე იყოს სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ სწორედ კონტექსტია მთავარი განმსაზღვრელი, თუ როგორ უნდა ითარგმნოს ეს მუხლი.
    დიდი მადლობა. უფალმა აკურთხოს შენი შრომა.

  2. ძალიან კარგი სტატიაა! ობიექტური მკითხველისთვის სრულიად თვალსაჩინოა ყველაფერი. მეც კონტექსტს აღვნიშნავდი, რომ ძალიან ამყარებს გრამატიკული მიდგომის იმ ვარიანტს, რასაც კვალიფიციური მეცნიერები იყენებენ :)

  3. ნათელია რომ იესოს გატოლებას ღმერთთან არც გრამატიკა უჭერს მხარს არც კონტექსტი, არაა საჭირო ბერძნულის ცოდნა რომ დაადგინო რომელია სწორი თარგმანი.
    ის თარგმნები რომლებიც კონტექსტის გათვალისწინებაზე თვალს ხუჭავენ და იესოს ისეთ აზრებს მიაწერენ “როგორიცაა ღვთის თანასწორობა” , უბრალოდ სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს.
    კარგი მასალაა!

  4. მართლაც დამაჯერებლადაა ახსნილი.სუფთა ლინგვისტიკური თვალსაზრისით გამართლებულია ეს ახსნა და ბუნებრივია კონტექსტის განზრახ იგნორირება თუ არ მოახდინე ისე ჩათვალო როგორც იესოს ღვთაევრიობის დამამტკიცებელ არგუმენტად. პავლე საუბრობს თავმდაბლობაზე და არა იესოს ბუნებაზეე. გაიხარეთ ეგეთი არგუმენტაციისთვის.

  5. 1. „თქვენ ისე არსებობთ როგორც იეჰოვას მოწმეები და ფიქრადაც არ მოგდით მიტაცება, ანუ იეჰოვას მოწმეთა თანასწორად ყოფნა.“ არის თუ არა ეს აზრი გამართული და ამის მიხედვით გამოდიხართ თუ არა იეჰოვას მოწმეები იეჰოვას მოწმეებად?
    2. როგორ გესმით სიტყვა „ანუ“, გრამატიკული თვალსაზრისით რა დროს გამოიყენება იგი? და რომელი ბერძნული სიტყვიდან ან ხელნაწერიდან თარგმნეს ახალი ქვეყნიერების მთარგმნელებმა?

    • გიორგი,

      ფილიპელები 2:6-შუ წერია: “თუმცა ის ისე არსებობდა, როგორც ღმერთი”. აი ამას ჩაუკვირდით.

    • გიორგი,

      რაც შეეხება გრამატიკას, აქ არაა გრამატიკის გაკვეთილების ადგილი.
      მესამე შეკითხვას რაც შეეხება: ამავე ბლოგზეა მაგ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაცემული და გთხოვთ გულდასმით გაეცნოთ ამ ბლოგზე განთავსებულ მასალას.

  6. “თუმცა” რომელი სიტყვიდან არის ნათარგმნი?

    • აქთ არის შინაარსობრივი თარგმანი და არა სიტყვა-სიტყვითი. ამ შემთხვევაში სიტყვა “თუმცა” გამოყენებული არის დედნისეულ ტექსტში მოცემული აზრის ზუსტად გადმოსაცემად. თქვენ თუ გსურთ დედნისეული ტექსტის სიტყვა-სიტყვით თარგმანს გაეცნოთ, მაშინ უნდა გითხრათ რომ შინაარსობრივ თარგმანში ვერ ნახავთ სიტყვა-სიტყვითობას. მაგისთვის სხვა გამოცემას უნდა მიმართოთ. თუ გულწრფელად გსურთ გაეცნოთ, შემიძლია რეკომენდაცია გაგიწიოთ სანდო და ზუსტი სიტყვა-სიტყვითი თარგმანი რომელ სახელმძღვანელოშია მოცემული.

  7. გმადლობთ შემოთავაზებისთვის, ბუნებრივია სიტყვასიტყვით ბევრ შემთხვევაში არ ითარგმნება ბერძნული ტექსტები და შესაბამისად არც მაქვს იმის მოთხოვნა ან მოლოდინი რომ ზუსტად სიტყვასიტყვისეულად უნდა სრულდებოდეს თარგმანი. ამ შემტხვევაში ჩემთვის ისაა საყორადღებო, რომ აზრის შინაარსი არ იცვლებოდეს. როგორც თქვენ აღნიშნეთ ამ მუხლის გაგებაში სი აზრი გვეხმარება რომ თუ ამას წავიკითხავთ, როგორც “თიმცა ის ისე არსებობდათ”. ამდენად ეს მნიშვნელოვანია შინაარსობრივი თვალსაზრისიდ ხომ ასეა? მართალი გითხრათ გავეცანი თქვნე ზოგიერთ სტატიას და ვერ ვიტყვი რომ გრამატიკულად არ განიყილავთ, პირიქით ისეთი აზრი მრჩება, რომ მას თქვენთვის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ამგვარად იმედია არ მიწყენთ თუ კითევ ერთხელ გთხოვთ სიტყვა “ანუს” მნიშვნელობის განმარტებსა. როგორც ვიცი ეს სიტყვა გამოიყენება მაშინ როდესაც წინა, დასრულებულ აზრი მეორდება იმავე შინაარსის, მაგრამ განსხვავებული ფორმით გადმოცებისას მაგანითად: მე თქვენ გისვავთ კითხვას ა ნ უ თქვენი აზრი საინტერესოა ჩემთვის. ამგვარად თუ დავუბრუნდებით არსებულ მუხლზე გამოყენებულ მაგალითს, შეიძლება ასეთი აზრი გამოვიტანოთ: წინადადება არის ორ ნაწილად გაყოფილი: 1თქვენ ისე რსეებობთ როგორც იეჰოვას მოწმეები და ფიქრადაც არ მოგდით მიტაცება, ანუ 2. იეჰოვას მოწმეთა თანასწორად ყოფნა. ამრიგად პირველი ნაწილი “თქვენ ისე არსებობთ როგორც იეჰოვას მოწმეები, და ფიქრადაც არ მოგდით მიტაცება” ეს თავის თავში უნდა მოიარზებდეს მეორე ნაწილს, რომ თქვენ არ ხართ იეჰოვას მოწმეთა თანსაწორი, ასეა?
    p.s. მაპატიეთ ცოტა, როგორც წესი არ ვცდილობ კითხვები გავწელო, თუ არ დაიზარებთ გამიხარდება თუ მიპასუხებთ

    • გიორგი,
      იქნებ გამართოთ წინადადებები და ისე დააკომემტაროთ. გაუგებარია რის გარკვევას ცდილობთ.

      • გეთანხმებით, ბევრი შეცდომა დავინახე მეც :) მოკლედ რომ გითხრათ ისევ სიტყვა “ანუს” მნიშვნელობაზე გთხოვთ განმარტებას. ვიცი რომ ამ ბლოგის მთავარი მიზანი არ არის გრამატიკის გაკვეთილები, მაგრამ როგორც ვხედავ თქვენთვის მნიშვნელოვანია გრამატიკა, მაშინ როდესაც ღვთის სიტყვის სწორად გაგებას ეხება. შესაბამისად თუ მე მეცოდინება როგორ განმარტავთ თქენ ამ სიტყვას ჩემთვის ადვილი გახდება უკვე თქვენი აზრის გაგება.

  8. გიორგი,

    ეს საკითხი ძალიან კარგადაა ახსნილი იმ სტატიაში რომლის ქვემოთაც [ვ]წერთ. სტატიაში დაწვრილებითაა ახსნილი თითოეული ნიუანსი და მოყვანილია ბიბლიის მეცნიერთა ნაშრომებიდან ამონარიდები რომლებზე დაფიქრებაც დაგეხმარებოდათ ამ მარტივი საკითხის სწორად გაგებაში და სრულად აღქმაში.
    მარტივად და მოკლედ მაინც აგიხსნით: იესოს, რომელიც ‘საკუთარ თავზე მეტად ღმერთს შერაცხავდა’, ‘ფიქრადაც არ მოსვლია მიტაცება, ანუ ღვთის თანასწორად ყოფნა’.
    მაგალითისთვის: დავუშვათ ხართ პარლამენტარი. თქვენზე შეიძლება ითქვას რომ პარლამენტის თავმჯდომარესავით ხართ, მაგრამ ფიქრადაც არ მოგდით მიტაცება, ანუ თავმჯდომარის თანასწორად ყოფნა. მსგავსადვე, მიუხედავად იმისა რომ ღვთის პირველი ქმნილება ისე იყო ზეცაში როგორც ღმერთი, ანუ გარკვეულ ძალაუფლებას ფლობდა და მაღალი მდგომარეობა ეკავა, სატანისგან განსხვავებით, რომელმაც ღმერთობა მოისურვ, ღვთის ძეს აზრადაც კი არ მოსვლია მიტაცება, ანუ შემოქმედის თანასწორად ყოფნა. მოციქული სწორედ ამიტომ მოუწოდებდა თანაქრისტიანებს მსგავსი აზროვნება ჰქონოდათ როგორც ღვთის ძეს ჰქონდა და თავმდაბლობით შემოსილიყვნენ.
    თქვენ თუ არ გსურთ ამ მარტივი და ადვილად გასაგები და ამასთან ერთად ბიბლიასთან სრულ თანხმობაში მყოფი ახსნის განზრახ გაგება, თქვენი არჩევანია. უბრალოდ გთხოვთ, გაითვალოსწინოთ, რომ ეს ის ადგილი არაა, სადაც კამათისთვის ვიკამათებდით.

  9. ძალიან საინტერესოა და გთხოვთ კვალვ დადოთ ასეთი გამოკვლევები, გთხოვთ დადეთ სულის მოკვდავებასა და უკვდავებასთან დაკავშირებით, თავისი ისტორიული მხარეებითა

Leave a reply to Mari Khachishvili კომენტარის გაუქმება