გალერეა

ვისი სისხლით შეიძინა ღმერთმა ეკლესია?

თუ გადავშლით საქმეების 20:28 მუხლს ბევრისთვის საყვარელ გ. მთაწმიდნელის თარგმანში, წავიკითხავთ შემდეგ წინადადებას:
„ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თჳსითა“.
ამ მუხლიდან ისე ჩანს, თითქოს სახეზეა „სამება“ (ან, სულ ცოტა, „ორება“), რადგან ამ თარგმანის მიხედვით, აქ საუბარია სისხლზე და ღმერთის სიკვდილზე. მაგრამ თუ ვნახავთ ბერძნულ დედნისეულ ტექსტს, დავინახავთ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არაა. საქმეების 20:28-ში ჩაწერილი სიტყვები (τοῦ αἵματος τοῦ ἰδίου) სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება: „…სისხლით საკუთარი…“. ასე მთავრდება წინადადება. ნათელია, რომ წინადადება აზრობრივად აშკარად არაა დასრულებული. საკუთარი ვისი? წინადადებას ბოლოში აკლია არსებითი სახელი. ქართულად ასე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ძველ ბერძნულში ასეთი კონსტრუქცია შესაძლებელია. ანუ წინადადებაში რომელიმე სიტყვა მხოლოდ იგულისხმევა მაგრამ ტექსტში გამოტოვებულია. (ლინგვისტიკაში ამგვარად აგებულ ფრაზას იმპლიკაცია, ნაგულისხმევი ფრაზა ქვია). ამგვარი წყობის ფრაზები, ამა თუ იმ ფორმით მრავალ ენაში გვხვდება. მაგალითად, ქართულ ენაში ნაცვლად იმისა ვთქვათ „ის ოცდახუთი წლისაა“, შეგვიძლია ვთქვათ: „ის ოცდახუთისაა“. აქ გამოტოვებულია სიტყვა „წლის“, მაგრამ ამის და მიუხედავად, ყველა ხვდება თუ რა არის ნაგულისხმევი წინადადებაში.
მაშ, რომელი არსებითი სახელია გამოტოვებული საქ.20:28-ის ბოლოში? მთელი ახალი აღთქმის კონტექსტი საუბრობს იმაზე, რომ სისხლი დაღვარა ღმერთის ძემ იესო ქრისტემ (მაგალითად იხილეთ იოანე 3:16) და არსადაა საუბარი რომ ეს გააკეთა უშუალოდ [მამა] ღმერთმა. შესაბამისად მოციქულ პავლეს, ანუ ამ ფრაზის ავტორს, საქმეების 20:28 დაწერისას, მხოლოდ იესო ქრისტე შეეძლო რომ ეგულისხმა. ამიტომ მრავალი თარგმანი ამ მუხლში იყენებს სიტყვა „ძეს“, რათა ტექსტის შინაარსი მკითხველისთვის ნათელი გახადოს. ლინგვისტიკაში ამ წესს ქვია ექსპლიკაცია. ქვემოთ მოცემულია იმ თარგმანებიდან მხოლოდ რამდენიმე თარგმანი, რომელიც ექსპლიკაციას მიმართავს და სიტყვა „ძეს“ იყენებს ზემოაღნიშნულ მუხლში:

● „…საკუთარი ძის სისხლის ფასად“. (კუზნეცოვას თარგმანი/перевод Кузнецовой).
● „…სისხლით საკუთარი ძისა“. (ზაოკსკის ინსტიტუტის თარგმანი/перевод Заокского института).
● „… with the blood of his own Son“. [სისხლით თავისი საკუთარი ძის] (Revised Standard Version)
● „… with the blood of His own Son“. [სისხლით თავისი საკუთარი ძის] (The Holy Bible in Modern English).
● „… through the death of his own Son“. [ თავისი საკუთარი ძის სიკვდილის საფუძველზე](Today’s English Version).
● „…with the blood of his own [Son]*. [საკუთარი ძის სისხლით შეიძინა].

 

ბიბლიის “ახალი ქვეყნიერების თარგმანის 1984 წლის ინგლისურ ენოვან გამოცემაში“, სიტყვა „ძე“ კვადრატულ ფრჩხილებშია ჩასმული, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ეს სიტყვა აზრის ზუსტად გადმოსაცემადაა ჩასმული, ხოლო სქოლიოში მითითებულია თუ რის საფუძველზე მოიქცნენ ასე მთარგმნელები. მთარგმნელთა ამგვარი პოზიცია, მკითხველის ინტერესების მაქსიმალურად დაცულობაზე მიგვანიშნებს. რატომ? იმიტომ რომ მკითხველმა ზუსტად იცის, რომ სიტყვა ჩასმულია მთარგმნელების მიერ აზრის ზუსტად გამოდმოსაცემად და ამავდროულად, სურვილის შემთხვევაში, მკითხველს შეუძლია დაწვრილებით გაეცნოს მთარგმნელების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი გრამატიკული წესების საფუძველზე ჩაისვა ეს სიტყვა მოცემულ მუხლში.
(შენიშვნა: სტატიაში მოცემული მასალა უმთავრესად დაფუძნებულია ანტონ ჩივჩალოვის ბლოგზე და რუსულიდან გადმოაქართულა ანა აფხაზავამ).

Advertisements

One response to “ვისი სისხლით შეიძინა ღმერთმა ეკლესია?

  1. ჭეშმარიტად კარგი ინფორმაციაა ! )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s