გალერეა

სანდოა გიორგი მთაწმინდელის თარგმანი?

სანდოა გიორგი მთაწმინდელის თარგმანი?

1 მიუკერძოებელი მკითხველი დაეთანხმება იმ აზრს, რომ ბიბლიის ზუსტი თარგმანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის, რომლებიც ღვთისა და მისი ძის შესახებ შემეცნებას, ბიბლიიდან იღებს. ბიბლია წარმოადგენს მარადიულ საცოხლესთან მისასვლელ სულიერ რუკას. ის აგრეთვე შეიძლება სასმელ წყალსაც კი  შევადაროთ რადგან ღვთის სიტყვა ისევე მნიშვნელოვანია სასიცოხლოდ, როგორც სასმელი წყალი; როგორც სუფთა წყალია სიცოცლისთვის აუცილებელი, ისე სუფთა და ზუსტი ბიბლიის თარგმანია აუცილებელი ქრისტიანის სულიერობისათვის.

2 არაა გასაკვირი, თუ რატომ უწოდა იესო ქრისტემ სულიერ საზრდოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ‘წყალი’, როცა ჭასთან მისულ სამარიელ ქალს უთხრა: „ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება, არამედ წყალი, რომელსაც მე მივცემ, მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყაროდ გადაიქცევა მასში“ (იოან. 4:14). ეს არაჩვეულებრივი წყალი, მარადიული სიცოცხლის მომცემი შემეცნებაა! თავისი მამისადმი ლოცვისას, იესომ ასეთი სიტყვები წარმოთქვა: მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს. (იოანე 17:3). მაგრამ როგორ გაეცნობა ადამიანი ღმერთს და მის ძეს, თუკი ეს შემეცნება ბიბლიის ფურცლებზე დამახინჯებულადაა გადმოცემული?

3 სამწუხაროდ, მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლიებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტექსტები — შეგნებულად თუ უნებლიედ — სახეცვლილი და ამღვრეული სახითაა მოცემული. ეს კი სუფთა „წყლის“ ანუ ზუსტი შემეცნების მიღების საშუალებას არ აძლევს ბიბლიის გულწრფელ მკითხველს.  

4 მოდით ერთად გავეცნოთ კონკრეტულ ფაქტებს. კერძოდ კი, გიორგი მთაწმინდელის რედაქციით გამოცემულ ძველქართულ ახალ აღთქმასგ.მთაწმინდელის თარგმანირომელიც ყველაზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს დღეს, მრევლსა თუ ბერს შორის. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ გ. მთაწმინდელის თარგმანი, არ შეესებამება დღემდე მოღწეულ ავტორიტეტულ მანუსკრიპტებს. ამიტომ, გ. მთაწმინდელის  თარგმანის სანდოობის დასადგენად, აუცილებელი გახდა ავტორიტეტული მეცნიერების მიერ გამოცემული სამეცნიერო ახალი აღთქმის ტექსტების მოხმობა და მათთან შედარება.

5 ქვემოთ განთავსებული იქნება მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემული გ. მთაწმინდელის ‘ახალი აღთქმიდან’ იმ მრავალი მუხლებიდან მხოლოდ ზოგიერთი მუხლი, რომლებიც არაზუსტი და არათანმიმდევრული სახითაა გადათარგმნილი. საყურადღებოა, რომ საეკლესიო თარგმანებიდან გ. მთაწმინდელის ამ თარგმანს, მართლმადიდებლები ერთერთ ყველაზე ავტორიტეტულ და ზუსტ თარგმანად მიიჩნევენ. არადა ეს სწორედ ის თარგმანი გახლავთ, რომელ თარგმანშიც, მრავალი უზუსტობა და თვითნებური ცვლილებებია შეტანილი, რითაც ახალი აღთქმის ტექსტს დაკარგული აქვს პირველსახე. ქვემოთ ჩამოწერილ მუხლებში, ნათლად იქნება წარმოდგენილი კონკრეტული ფაქტები, რომლებიც ნათლად დაანახვებს მკითხველს, რომ გ. მთაწმნდელის თარგმანში არამარტო თვითნებურადაა ჩამატებული სიტყვები, არამედ, ზოგ შემთხვევებში ვრცელი ფრაზებიც კია ამოკლებული. მაგალითად:

1. იუდას 25-ე მუხლში, ‘გიორგი მთაწმინდელის თარგმანში’, სიტყვები „იესო ქრისტე“, საერთოდ ამოღებულია, მაშინ როცა ახალი აღთქმის ისეთი ცნობილი სამენიცერო ტექსტები, როგორიცაა ‘უესტკოტი-ჰორტი და ‘ნესტლე-ალანდი’, ამ სიტყვებს შეიცავენ. ხოლო გ. მთაწმინდელის ახალ აღთქმაში, ეს სიტყვები გაუჩინარებულია.

   

2. რომაელთა მიმართ წერილის 14:10-ში სიტყვა ‘ღმერთი’ შეცვლილია სიტყვით ‘ქრსიტეთი’ რაც იმას გვაფიქრებინებს, რომ ტექსტის ეს მონაკვეთი სამების დოგმატისთვის იქნა მორგებული.

3. გამოცხადების 14:5-ში თვითნებურად არის ჩამატებული სიტყვები „ღვთის ტაძრის წინაშე“.

4. გამოცხადების 15:3-ში ნაცვლად  „ერების მეფე“ (ან მარადიულობის მეფე) შეცვლილია „წმინდა მეუფეთი“.

5. იოანეს 1:31,33-ში ნაცვლად ‘წყალში მონათვლისა’ ცვლის ‘წყლით ნათლობით’. თარგმანი არაზუსტია.

6. იოანეს 1:17-ში წერია, რომ სჯული ‘მოსეს მეშვეობით’ მიეცათ ადამიანებს და არა ‘მოსესგან’. ხოლო გ. მთაწმინდელის თარგმანში ვკითხულობთ რომ სჯული „მოსესგან“ მიეცათ. თარგმანი არაზუსტი და არათანმიმდევრულია.

7. საქმეების 12:4-ში და მათეს 26:17-ში გამოყენებულია ერთი და იგივე ბერძნული სიტყვა „პასხა“. ხოლო გ. მთაწმინდელის თარგმანში ერთგან  ‘ზატიკი წერია, მეორეგან კი „პასექი“.  თარგმანი არათანმიმდევრულია. 

8. მათეს 26:2-ში, (ისევე როგორც ზემოთ აღნიშნულ საქმეების 12:4-ში და მათეს 26:17-ში), გამოყენებულია ერთი და იგივე ბერძნული სიტყვა „პასხა“. გ. მთაწმინდელის სიტყვა ‘პასექის’  ნაცვლად, ამჯერად წერს ‘ვნებას’. თარგმანი არაზუსტი და არათანმიმდევრულია.

9. საქმის 17:22-ში გ. მთაწმინდელი, ნაცვლად იმისა მუხლი ასე ეთარგმნა: „პავლე არეოპაგის შუაში დადგა და თქვა: ათენელებო, ყველაფერში გეტყობათ, რომ სხვებზე მეტად გეშინიათ ღვთაებებისა“. მუხლს ამახინჯებს ამ სიტყვებით: მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ძმანო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ“. ტექსტის ამ სახით თარგმნით, გ. მთაწმინდელმა ორი არასასურველი სიტუაცია შეუქმნა თავის თარგმანს: პირველი ისაა, რომ სიტყვა ეშმაკეული” ამ მუხლში საერთოდ არ გამოიყენება; ხოლო მეორე კი ის, რომ მოციქული პავლე არ მიიჩნევდა ათენელებს  ეშმაკეულად, და რომც მიეჩნია ასეთებად, ასე უტაქტოდ არ მიმართავდა მათ; სინამდვილეში პავლეს ეს ქადაგება სწორედ მისი ტაქტიანობითაა ყველასთვის კარგადა ცნობილი. ამგვარად, გიორგი მთაწმინდელმა ტექსტი არასწორად თარგმნა და ამავდროს, მოციქული პავლე უტაქტო პიროვნებად გამოიყვანა.

10.  საქმეების 25:19-ში ვკითხულობთ: „ისინი მას რაღაცას ედავებოდნენ თავიანთ სარწმუნოებასა და ვიღაც მკვდარ იესოზე, რომელზეც პავლე ირწმუნებოდა, ცოცხალიაო.“ მთაწმინდელი კი მას ასე თარგმნის: „ძიებანი რაჲმე თჳსისა ეშმაკეულებისანი აქუნდეს მისა მიმართ“. ამ შემთხვევაშიც, ტექსტის უხეშ დამახინჯებას აქვს ადგილი.

11.  გამოცხადების 22:2-ე მუხლში სიტყვა (ეთნონ) ანუ „ხალხები’ წერია, ხოლო იოანეს 7:35-ში კი (ელლინ) ანუ ბერძნები წერია. გ. მთაწმინდელი ორივე მუხლში გამოყენებულ სხვადასხვა სიტყვას სრულიად არაშესაბამისი ერთი და იგივე სიტყვითწარმართებად’ თარგმნის, ამ შემთხვევაშიც ტექსტის უხეშ დამახინჯებას აქვს ადგილი.

12.  რომაელთა 1:14-ში სიტყვა „ბერძნებს“ ცვლის სიტყვით  „წარმართები”. (შესადარებლად იხილეთ იოველის 3:6-ე მუხლი).

13.  რომაელთა 1:16-ში სიტყვა „ბერძენის“ ნაცვლად  სიტყვა „წარმართს“ წერს.

14.  1იოანეს 5:7,8-ში მთელი ფრაზაა ჩამატებული ე.წ. სამების დოგმატის მხარდასაჭერად და ტექსტი ასე გამოიყურება: რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაი, სიტყვაი და სული წმინდაო; ესე სამნი ერთ არიან“. მაშინ როცა სინამდვილეში ბერძნული ტექსტის უძველეს და სანდო ხელნაწერებში ეს მუხლი, ასე იკითხება: „რადგან მოწმე სამია: სული, წყალი და სისხლი, და ეს სამი ერთმანეთთან თანხმობაშია“. ამრიგად, ტექსტში თვითნებურ ჩამატებას აქვს ადგილი.

15.   რომაელთა 1:8-ე მუხლს, გ. მთაწმინდელი შემდეგნაირად თარგმნის: „პირველად ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა ქრისტე იესუჲს მიერ  თქუენ ყოველთათჳს“, მაშინ როცა ბერძნულ ტექსტში ვკითხულობთ: „უპირველეს ყოვლისა, იესო ქრისტეს მეშვეობით მადლობას ვუხდი ჩემს ღმერთს“. ტექსტი არაზუსტადაა ნათარგმნი. (შესადარებლად იხილეთ რომაელების 5:12, სადაც მთაწმინდელი “მეშვეობით“-ის ეკვივალენტად იყენებს სიტყვას “ძლით“.)

16.  რომაელთა 1:27-ში სიტყვა „კაცების“ ნაცვლად წერს „მამებს“.  ხოლო „ქალების“ ნაცვლად წერს „დედებს“. მაშინ როცა ამ მუხლში ერთხელაც არ გვხვდება ბერძნული სიტყვები „პატერას“ და „მეტერას“. ამგვარად, ამ მუხლშიც, ტექსტის უხეშ დამახინჯებას და არაზუსტ თარგნას აქვს ადგილი.

17.   რომაელთა 2:1,3-ში სიტყვა „ადამიანი“ სიტყვა „კაცო“-თი  ჩაანაცვლა. ანუ ბერძნულ სიტყვას ‘ანთროპე’-ს (ნიშნავს  ადამიანს) ნაცვლად წერს „ანერ“-ს (კაცს). ამ მუხლშიც უხეშ, თვითნებურ ცვლილებას და არაზუსტ თარგმნას აქვს ადგილი. 

18.  რომაელთა 10:17-ში გ. მთაწმინდელის თარგმანში სიტყვა “ქრისტე“ ამოღებულია და მის ნაცვლად წერია „ღმერთი“. ამ მუხლშიც უხეშ, თვითნებურ ცვლილებას და არაზუსტ თარგმნას აქვს ადგილი. 

19.  1 პეტრეს 3:1-ში გამოიყენება ბერძნული სიტყვა: „γυναικῶν“-ს (გუნაიკონ) და ნაცვლად იმისა რომ თარგმნოს სიტყვით „ცოლი“ ან „ქალი“ ცვლის სიტყვით „დედით“. მაშინ როცა ბერძნული სიტყვა “μήτηρ“ (დედა) არ წერია ამ მუხლში. ამ მუხლშიც უხეშ თვითნებურ ცვლილებას და არაზუსტ თარგმნას აქვს ადგილი. 

20.  1 პეტრეს 3:5-ში, გ. მთაწმინდელი  „წმინდა ქალების“ ნაცვლად,  “წმინდა დედებს”  წერს. მაშინ როცა ბერძნული სიტყვა “μήτηρ“ (დედა) არ გამოიყენება ამ მუხლში. კვლავ არაზუსტ და არათანმიმდევრულ თარგმანთან გვაქვს საქმე.

21.  მსგავსადვე, 1პეტრეს 3:7-ში გ. მთაწმინდელი სიტყვა „ქალებს“ ცვლის და წერს „დედებს“, მაშინ როცა ბერძნული სიტყვა “μήτηρ“ (დედა) არ წერია ამ მუხლში.

23.  1 იოანეს 2:7-ში, გ. მთაწმინდელი მუხლის დასაწყისში სიტყვას „საყვარელნო“-ს, ცვლის სიტყვით „ძმანო“-თი. თარგმანი არაზუსტი და არათანმიმდევრულია.

24.  1 იოანეს 2:20-ში სიტყვა „ცხების“ (ბერძ.“ქრისმა“) ნაცვლად წერს „ცხოვრებას“ (‘ცხორებაი’-ს). ამ დროს, იგივე ბერძ. სიტყვას „ქრისმა“-ს ოდნავ ქვემოთ, 2:27-ში სწორად, ანუ „ცხებულებაჲ“-თ თარგმნის. ამგვარად, 2:20-ე მუხლს არათანმიმდევრულად და არაზუსტად თარგმნის.

25.  საქმის 8:18-ში გ. მთაწმინდელი სიტყვა „სულს“ (პერძნულად: „πνεμα“-ს) სიტყვა „წმინდას“ ამატებს და ასეთ არაერთ შემთხვევას ვაწყდებით მის თარგმანში.

26.  საქმის 8:39-ში სიტყვა „სულს“ ამატებს სიტყვას „წმინდა“. სინამდვილეში ხელნაწერში კი წერია: „πνεῦμακυρίου“. ამის გარდა, ამ მუხლში მთაწმინდელი ამატებს სიტყვებს: „სული წმინდაი მოვიდა საჭურისსა მას ზედა“.

27.  საქმის 19:12-ში იგი სიტყვა „ბოროტს“ (ბერძნ: „πονηρὰ) სიტყვით „არაწმინდით“ ცვლის. რაც არაზუსტი და არათანმიმდევრული თარგმანია. 

28.  გიორგი მთაწმინდელი, არასწორად თარგნის მოციქულთა საქმეების 1:1-ში ჩაწერილს. ამ მუხლში გამოყენებულია ბერძნული სიტყვა „πρηνής“ (პრენეს) რაც უნდა ითარგმნებოდეს შემდეგ ნაირად: „ამ კაცმა უმართლობის საზღაურით შეიძინა მინდორი. ბოლოს მიწაზე თავით დაენარცხა, შუაზე გასკდა და ნაწლავები გადმოსცვივდა“.  მთაწმინდელის თარგმანში კი ის შემდეგ ნაირადაა ნათარგმნი: „ამან მოიგო დაბაჲ იგი სასყიდლითა მით სიცრუვისაჲთა და განსივნა და განსთქდა შორის, და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი. სიტყვა „პრენეს“ (ბერძ: „πρηνής) საერთოდ ამოგდებული აქვს ტექსტიდან. ანუ, ბერძნულ ხელნაწერში ჩადებულ აზრს, ზუსტად არ გადმოსცემს. თარგმანი არაზუსტი და არათანმიმდევრულია.

29.   გ. მთაწმინდელი საქმეების 3:13, 26-ე და 4:27-ე მუხლებიდან, სიტყვა „მსახური“ თვითნებურად ამოიღო და მის ნაცვლად სიტყა „ძე“ ჩასვა, რათა ტექსტის ეს მონაკვეთი, სამების დოგმატისთვის მოსარგები გამხდარიყო. მაშინ როცა ამ მუხლებში სიტყვა ძე (ბერძ. υἱός) ერთხელაც კი არაა გამოყენებული. ამგვარად, ამ მუხლებშიც უხეშ, თვითნებურ ცვლილებას აქვს ადგილი. 

30.  1 ტიმოთეს 3:16-ში ნაცვლად „ის გამოცხადდა ხორცში“, წერს „ღმერთი გამოჩნდა ხორცითა“. სამების დოგმატის მოსარგებად ტექსტში ჩასვა სიტყვა „ღმერთი“.

31.  ებრაელების 1:8-ე მუხლში, ნაცვლად იმისა ეთარგმნა: ღმერთია შენი ტახტი“, სამების დოგმატის მხარდასაჭერად, ცდილობს წარმოაჩინოს იესო ქრისტე ღმერთად და ტექსტი გადმოაქვს ასე: საყდარი შენი, ღმერთო.“  ტექსტის ტენდენციურ გადმოტანას აქვს ადგილი.

ახლა ჰკითხეთ საკუთარ თავს:

◊  ისურვებდით ისეთი თარგმანით გესარგებლათ, რომელიც ვერ უძლებს ჯანსაღ კრიტიკას?

◊ ისურვებდით ახალი აღთქმის ისეთი თარგმანით გესარგებლათ, რომელი თარგმანიც, არ შეესაბამება დღემდე მოღწეულ ყველაზე უძველეს, სანდო და ავტორიტეტულ მანუსკრიპტებს?

◊ ისურვებდით ისეთი თარგმანით გესარგებლათ, რომლის სანდოობა საეჭვოა?

◊  ისურვებდით ისეთი თარგმანით გესარგებლათ, რომლის წარმომავლობის დადგენა ფაქტიურად შეუძლებელია?

◊  ისურვებდით ისეთი თარგმანით გესარგებლათ, რომელიც უამრავ თვითნებურ ცვლილებებს შეიცავს და არ შეესაბამება ახალი აღთქმის სამეცნიერო ტექსტებს?

◊  ისურვებდით ისეთი თარგმანით გესარგებლათ, რომელიც კაციშვილმა არ იცის, რომელი მანუსკრიპტიდან ითარგმნა?  

თუ არა, მაშინ იბადება ბუნებრივი კითხვა: რა მიზეზ[ებ]ი არსებობს იმისთვის, რომ გიორგი მთაწმინდელის თარგმანით გვესარგებლა?

Advertisements

One response to “სანდოა გიორგი მთაწმინდელის თარგმანი?

  1. გამოდის, რომ რადგან მართლმადიდებლური და მით უმეტეს ქართულია არ ვარგა? ამ თარგმანით გამოვიდნენ უდიდესი წმინდანები საქართველოდან და ახლა არ ვარგა ხომ?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s