გალერეა

ანუგეშებს დამწუხრებულ სულებს მართლმადიდებელი ეკლესია? სად ვპოვოთ ნუგეში?

ანუგეშებს დამწუხრებულ სულებს მართლმადიდებელი ეკლესია? სად ვპოვოთ ნუგეში?

 

დღეს ისე როგორც არასდროს სჭირდება ადამიანს ნუგეში. წარუმატებლობა ბიზნესში, ოჯახურ ურთიერთობებში; უკურნებელი დაავადებები, საყვარელი ადამიანის დაკარგვა და ა.შ. ვინ ჩამოთვლის ამ გრძელ სიას, რომელთა გამოც ჩვენი ყოველდღიურობა აუტანელი და ხშირად გაუსაძლისი ხდება ხოლმე. ბუნებრივია, ამ დროს რელიგიაში ვეძებთ ნუგეშს, ღმერთთან, და ვცდილობთ ავხსნათ, რატომ შეგვემთხვა ესა თუ ის უბედურება.

▪▪▪▪▪▪

1 არც  თუ ისე დიდი ხნის წინ martlmadidebluri nugeshiხელში ჩამივარდა წიგნი, რომელშიც მართლმადიდებელი სასულიერო პირების სანუგეშო სიტყვებია თავმოყრილი და როომელიც დაიბეჭდა თიანეთისა და ფშავ- ხევსურეთის მთავარეპისკოპოსის თადეოზის (იორამაშვილი) ლოცვა-კურთხევით; წიგნს ქვია „სანუგეშო“. გთავაზობთ რამოდენიმე ამონარიდს ამ წიგნიდან:

†„როდესაც განსაცდელები დაგატყდება თავს და მტერი მდინარესავით მოგადგება, მე მინდა იცოდე რომ ეს ჩემგან იყო.[ავტორი აქ ღმერთს გულისხმობს].

მე ვარ უფალი, ყველანაირი გარემოების მეუფე, შენ შემთხვევით არ აღმოჩნდი იმ ადგილას, რომელიც მე მიგიჩინე.

თუ შენ იმყოფები მძიმე გარემოებაში, იმ ადამიანებს შორის, რომელთაც არ ესმით შენი, ანგარიშს არ უწევენ იმას რაც შენს სულს სჭირდება და რომლებიც გთრგუნავენ შენ, გახსოვდეს ეს ჩემგან იყო.

გაჭირვებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს? გახსოვდეს ყოველთვის-ეს ჩემგან იყო…

ღამ-ღამობით განიცდი ტანჯვას? განშორებული ხარ შენს ახლობლებს?

გახსოვდეს ეს ჩემგან იყო.

მოტყუვდი შენს მეგობარში ან ვინმეში, რომლისთვისაც გული გქონდა ნაბოძები? გახსოვდეს ეს ჩემგან იყო…

დაინგრა შენი გეგმები? დაეცი სულით და დაიღალე? გახსოვდეს, ეს ჩემგან იყო..

დიდი ხნის მანძილზე არ იღებ შენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისაგან ცნობებს და სულმოკლეობის გამო უნუგეშობასა და დრტვინვაში ვარდები? იცოდე ეს ჩემგან იყო.

მოგიხილა მძიმე ავადმყოფობამ-დროებითმა ან უკურნებელმა-და შენ აღმოჩნდი მიჯაჭვული შენს სარეცელზე? იცოდე ეს ჩემგან იყო

შენ ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, უძვირფასესი, და მე შეგიყვარე შენ, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა.“   (მღვდელმონაზონი სერაფიმე ვირიცელი)

 

წიგნში ასევე ნათქვამია: “ნუ იქნები სულმოკლე ამჟამინდელი ტანჯვისას და გიხაროდეს, რადგან უფალი გეწვია შენ.“

შემდეგ გრძელდება:

მამას რომელიც გლოვობს უბედური შემთხვევით გარდაცვლილ შვილს: ღვთის ნებით მოხდა ეს ყოველივე თუ თქვენი გაუფრთხილებლობით? ამის ფიქრი გკლავთ და მუსრავს თქვენ გულს, ამიტომ ჩემი აზრი გაინტერესებთ: როგორ უნდა უცქერდეთ ამ მოვლენას რომ ცოდვის ტვირთი კიდევ უფრო არ დამძიმდეს, როდესაც ამ სამწუხარო მტკივნეულ შემთხვევაზე ვფიქრობთ, შეუძლებელია დავუშვათ რომ ის ღვთის უნებურად მოხდა. თუკი უფლის სიტყვის მიხედვით: „თმაი თავისა თქუენისაი არა წარწყმდეს“(ლკ. 21:18), მაშინ ასეთი რამ ღვთის ნების გარეშე მოხდებოდა?„

„მამას რომელიც გლოვობს თვითმკვლელობით გარდაცვლილ შვილს: რა თქმა უნდა, მართლაც ძალიან ძნელია, ასეთი მოულოდნელი და საზარელი სიკვდილით დაკარგო შვილი,  მაგრამ უკან ვეღარაფერს დაიბრუნებთ და ნუგეშისცემა ღვთისგან უნდა მიიღოთ. მას შეწევს ძალა მოგმადლოთ ის. თქვენი ვაჟის მომავალი ბედიც, რომელიც ჩვენთვის გაურკვეველი და მიუწვდომელია, ღვთის ნებას მიანდეთ…(ეკლესიის სწავლებით თვითმკვლელი განწირულია საუკუნო ტანჯვისთვის ჯოჯოხეთში.)“

შემდეგ წიგნში გრძელდება:

დედას რომელიც შვილის სიკვდილითაა  დამწუხრებული:

თქვენ რა თქმა უნდა გჯერათ რომ ჩვენი მოსვლა და წასვლა, სიცოცხლე და სიკვდილი ღვთის ნებაა… მისი ნებით მოხდა გირჩევთ ეს შემთხვევა ღვთის ნებას მიაწეროთ.“

  „ქრისტიანებო უნდა გვახსოვდეს რომ, მხოლოდ ჩვენი აზრია ის, თითქოს სიკვდილი შეიძლება უდროო იყოს. ღვთის განგებულობით ყველა თავის დროს კვდება.“(ვამთავრებ ციტირებას).

2 ერთი წუთით წარმოიდგინეთ შეძლებული მამა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს  თავის შვილს ჭკუა ასწავლოს, უქმნის პრობლემებს სამსახურში, რის გამოც იქედან აგდებენ, უცვლის სამეგობრო წრეს, ის აღმოჩნდება ქუჩაში, შემდეგ ციხეში და  ეს იმიტომ რომ არ ცდუნებულიყო კარიერით და მაღალი ხელფასით და მას განსაკუთრებულ სიხარულს ანიჭებს ამ მეთოდით მისი აღზრდა.

3 ციხიდან გათავისუფლების შემდეგ  ქირაობს თაღლითებს და მიუგზავნის რომ ვითომცდა წარმატებული ბიზნეს გეგმით გამოატანინონ   სესხი და ბინა ბანკში ჩაადებინონ, რის შემდეგაც ის ეფლობა დიდ ვალებში და ბინაც ეკარგება და მას განსაკუთრებულ სიხარულს ანიჭებს მისი აღზრდა. შემდეგ ართმევს შვილს და სიცოცხლის ბოლომდე უკრძალავს მის ნახვას და ატირებულ დედ-მამას უხსნის მიზეზს, არეულ ცხოვრებაში რაიმე ხიფათს არ გადაეყაროსო და რომ ეს საჭიროა მისი საბოლოო ბედნიერებისთვის და მას დიდ სიხარულს ანიჭებს მისი აღზრდა. „შემდეგ ასნეულებს უკურნებელი დაავადებით იმ მიზეზით რომ პაპამისმა რაღაც  დააშავა და მან როგორც შვილიშვილმა უნდა აგოს პასუხი, ასევე მოზარდობის ასაკში ხშირად აწვალებდა და ამაზეც უნდა აგოს პასუხი და მას განსაკუთრებულ სიხარულს ანიჭებს მისი აღზრდა. და ბოლოს საწოლზე მიჯაჭვული გადაწყვეტს თავის მოკვლას, რისთვისაც ღებულობს შეუქცევად სასჯელს, ათავსებს კრემატორიუმში და დაქირავებულ ჯალათებს ავალებს მის ნელ ცეცხლზე წვას, სიცოცხლის ბოლომდე და მას უდუდეს სიხარულს ანიჭებს მისი აღზრდა.

4 საინტერესოა ღმერთის ამგვარმა აღწერამ თუ პოვა გამოძახილი  ხალხურ აზროვნებაში. მივმართოთ ივანე ჯავახიშვილს და გავარჩიოთ სვანური თქმულება ღმერთზე და წმინდა გიორგიზე. გიორგისაინტერესოა რომ ამ თქმულებაში ღმერთი წარმოდგენილია სასტიკ და ულმობელო არსებად, წმინდა გიორგი კი კეთილ და ადამიანის მფარველ არსებად:

5 მას შემდეგ რაც გიორგი დაარიგებს კაცს, რომ ღმერთს გამოსთხოვოს ცოლი, შემდეგ კი შვილები ღმერთი ეტყვის: „კარგი ორი შვილი მივცეთ, მაგრამ სიცოცხლის ნახევარგზას რომ მოიჭამენ, მერე დაიხოცნონო“. გიორგიმ უპასუხა: “ეჰ, თუ მიცემაა საბოლოოდ მივცეთ, თორემ ტყუილად რისთვის ვაწვალოთო?“ შემდეგ როცა ღმერთმა ბრძანა: „ისეთ სეტყვას დაუშვებთ დედემიწაზე რომ  ჩვენი დასახლებული კაცის ყანა მიწასთან გავასწოროთო“- გიორგი მაშინვე დაეშვა დედამიწაზე და კაცს უთხრა: „რაც გაქვს სულ მოიმკე, , თორემ ისეთი სეტყვა მოვა, რომ ერთი დღისაც არ შეგრჩებაო.“კაცმა მომკა ყანა და პური დააბინავა…მერე გულში თქვა ღმერთმა:“მაშ თუ ეგრეა დასახლებულ კაცს გადავწვავთო.“ დაეშვა გიორგი დედამიწაზე , დაარიგა კაცი და უბედურება აარიდა.

6 ამ თქმულებაში ავტორის თქმით ღმერთი „იმდენად გულქვაა, რომ მშობლებს შვილებს აძლევს და ჭაბუკად რომ მოღერდებიან სწორედ მაშინ უნდა როგორმე დაუხოცოს; მისთვის ადამიანის ჭირნახულის განადგურება, სახლის გადაწვა, სულის ამორთმევა ჩვეულებრივ საქმეს შეადგენს.“(ივანე ჯავახიშვილი. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტ.1 გვ.87-88)  შეიძლება აქ წმინდა გიორგის ჰუმანურობა (ღმერთთან შედარებით) სვანურ ტრადიციებს მივაწეროთ, მაგრამ მსგავსადვეა ღმერთი აღწერილი სხვა ქართულ თქმულებებშიც რომელიც ავტორს ამავე ტომში აქვს აღწერილი(გვ.81-86).

7 ხედავთ თუ არა აქ კავშირს იდეოლოგიასა და აზროვნებას შორის? „ღმერთი დაგსჯის!“— ეს სიტყვები ხომ ბავშვობიდან გვესმის, ნაცვლად იმისა რომ გვესმოდეს: „ღმერთი სიყვარულია“. თუმცა, რომც გვესმოდეს ამდენი უბედურების ფონზე აბსოლიტურად გაუგებარი სიტყვებია თუ ვინმემ არ აგვიხსნა.

8 იესო ქრისტეს შესახებ წინასწარმეტყველებაში ნათქვამი იყო, რომ ის მოვიდოდა  „გულგატეხილთათვის ჭრილობების შესახვევად… და ყველა მგლოვიარის სანუგეშებლად“ (ესაია 61:1,2). ასევე ნათქვამი იყო:“გადატეხილ ლერწამს არ დაამტვრევს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს.“ (ესაია 42:3). პრობლემებით დამძიმებული, ტრგედიით სასოწარკვეთილი ადამიანი მართლაც გადატეხილი ლერწამივით და მბჟუტავი პატრუქივითაა, რომელიც სადაცაა ჩაქრება. როგორ ეპყრობოდა იესო ასეთ ადამიანებს, როდესაც შეხვდა სამგლოვიარო პროცესიას, ატირებულ ქვრივს ქალაქ ნაინიდან, რომელსაც ერთადერთი ვაჟი დაეღუპა? ან სინგოგის წინამძღვარს იაიროსს, რომელსაც თორმეტი წლის ერთადერთი გოგონა დაეღუპა? ან ლაზარეს ოჯახის წევრებს, როცა ის მკვდრეთით აღადგინა?  მიმართა მან მსგავს დამახინჯებულ რელიგიურ რიტორიკას, როგორც დღეს მიმართავენ მავანნი მისი სახელით?(ლუკა 7:11-17, 8:40-56, იოანე11:17-44)

9 რელიგიის მიზანია შეარიგოს ადამიანი ღმერთთან, გაამთელოს ედემში ჩატეხილი ხიდი და პასუხი გასცეს ადამიანის ყველაზე მტკივნეულ კითხვას, თუ მოსიყვარულე ღმერთი რატომ უშვებს ამდენ ტანჯვას და უბედურებას;  ნაცვლად ამისა, ხედავთ, რომ პირიქით, მართლმადიდებლური „ნუგეში“, აშორებს ადამიანს ღმერთს და ნუგეშისცემის ნაცვლად სასოწარკვეთილებაში აგდებს და თან ეუბნება, რომ სასოწარკვეთილება მომაკვდინებელი ცოდვაა. სინამდვილეში, ზემოთხსენებულ წიგნში, არც ერთი ბიბლიური აზრი არ არის გამოყენებული სანუგეშოდ. პირიქით, მართლმადიდებლური სახელმძღვანელო „სანუგეშო“, რომელსაც ეს სტატია ეძღვნება, სრულიად არაადეკვატურად იყენებს ბიბლიურ მუხლს:“თმის ერთი ღერიც კი არ დაგეკარგებათ თავიდან“ ( ლუკა 21:18), რომელიც სინამდვილეში, დევნის დროს თავისი მოწაფეების სანუგეშებლად წარმოთქვა იესომ; ხოლო ზემოაღნიშნული წიგნი კი, იესოს სიტყვებს იმისთვის იყენებს, რომ ადამიანებს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას ღმერთზე და ყოველივე მწუხარების და ტრაგედიის გამომწვევად, ღმერთს უსახელებს, თითქოსდა ღვთის განგებითა და ნებით ხდება ყოველივე უბედურება.

ისმება ლოგიკური კითხვა: რელიგია, რომელიც დამწუხრებულ ადამიანს უფრო უმძიმებს მდგომარეობას, ღმერთს კი სასტიკ და დაუნდობელ პიროვნებად აღუწერს, შეიძლება მანუგეშებელ რელიგიად მიიჩნეოდეს?

Advertisements

One response to “ანუგეშებს დამწუხრებულ სულებს მართლმადიდებელი ეკლესია? სად ვპოვოთ ნუგეში?

  1. საინტერესოა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s