გალერეა

როგორ და რატომ იყენებს ზოგიერთი მართლმადიდებელი ესაიას 44:24-ე მუხლს „სამების“ არაბიბლიური დოგმატის მხარდასაჭერად?

როგორ და რატომ იყენებს ზოგიერთი მართლმადიდებელი ესაიას 44:24-ე მუხლს „სამების“ არაბიბლიური დოგმატის მხარდასაჭერად?

1 სამების არაბიბლიური დოქტრინის მომხრეები ბიბლიის ამ მუხლზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ უშუალოდ იეჰოვამ შექმნა დედამიწა და არანაირი ‘ოსტატი’[იგავნი 8:30] მას არ ჰყოლია გვერდითო. ამგვარი განცხადების გაკეთებით, სამების მომხრეები შეგნებულად უარყოფენ ბიბლიის წიგნში, კერძოდ კი იგავების 8-ე თავის 22-დან 31-ში ჩაწერილ სიტყვებს, სადაც სიბრძნედ წარმოდგენილი ღვთის ძე ამბობს, რომ იგი ღვთის გვერდით იყო „როგორც ოსტატი“ როცა სამყარო იქმნებოდა.

2 როდესაც სამების მომხრეები ბიბლიაში ჩაწერილ ცნობებს განზრახ უარყოფენ საკუთარი დოგმატების მხარდასაჭერად, იბადება ლოგიკური კითხვა, ნუთუ ბიბლიაში ჩაწერილის უარყოფა და მასში გაცხადებულის განზრახ გაუთვალისწინებლობა, კეთილსინდისიერი საქციელია? ცხადია არა. მიუხედავად ამისა, მოდით ერთად ვნახოთ, რაზეა საუბარი ესაიას 44-ე თავის 24-ე მუხლის წინამდებარე და მომდევნო მუხლებში, ანუ კონტექსტში.

3 კონტექსტში ღმერთი საუბრობს ცრუ ღვთაებებზე, რომლებსაც არაფრის შექმნა არ შეუძლიათ. იხილეთ ესაიას 44:620 და შემდეგ 2028 მუხლები. კონტექსტის გათვალისწინებით, მკითხველი ნათლად ხედავს, რომ 44-ე თავში იეჰოვა ღმერთი ცრუ ღმერთებზე საუბრობს და ამბობს, რომ ცა და დედამიწა მათ გარეშე შექმნა, ანუ  თვითონ, რითაც თავის უზენაესობას და ამავე დროს ცრუ ღვთებების  უუნარობას გაუსვა ხაზი. 

4 ახლა ვნახოთ, ახასიათებს თუ არა ბიბლიის ენას ანალოგიური გამოთქმები, როცა ერთი ბიბლიური პიროვნება ამბობს, რომ მარტომ, თვითონ გააკეთა რაიმე, მაგრამ სინამდვილეში სხვები მონაწილეობდნენ ამა თუ იმ საქმის გაკეთებაში? მაგალითები ქვემოთაა მოცემული.

იეჰოვა ისრაელებს დაჰპირდა, რომ ეგვიპტიდან თვითონ გამოიყვანდა:

● ღმერთმა უთხრა: „მე ვარ ჭეშმარიტი ღმერთი, მამაშენის ღმერთი. ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად.  შენთან ერთად წამოვალ ეგვიპტეში და მე თვითონ გამოგიყვან. — დაბ. 46:3,4.

● „ძლიერი ხელით გამოგიყვანათ იეჰოვამ, რომ გამოესყიდეთ მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის ხელიდან“. — გამ. 7:8.

● „უთხრა მოსემ ხალხს: „გახსოვდეთ ეს დღე, როცა გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან იეჰოვამ თავისი ძლიერი ხელით გამოგიყვანათ იქიდან; ამიტომ საფუვრიანი არაფერი ჭამოთ“.— გამოსვლა 13:3

● „თუ გკითხავს შენი ვაჟი, ეს რას ნიშნავსო, უთხარი: იეჰოვამ თავისი ძლიერი ხელით გამოგვიყვანა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან“. — გამ. 13:14.

● „ამიტომ უთხარი ისრაელის ძეებს: „მე ვარ იეჰოვა და მე გაგათავისუფლებთ ეგვიპტელთა ტვირთისგან და გიხსნით მათი მონობისგან. მე დაგაბრუნებთ გაწვდილი მკლავითა და დიდი სასჯელებით“.— გამოსვლა 6:6

უშუალოდ თვითონ მოქმედებდა იეჰოვა ეგვიპტიდან ისრაელი ძეების გამოსაყვანად? არა! იეჰოვამ ისინი სხვისი საშუალებით გამოიყვანა. მან თავისი ანგელოზი გამოიყენა დაპირებულის შესასრულებლად:

● „ახლა წადი, იქ წაიყვანე ხალხი, სადაც გითხარი. ჩემი ანგელოზი წაგიძღვება და სასჯელის დატეხვის დღეს დავსჯი მათ თავიანთი ცოდვის გამო“. (გამოსვლა 32:34)

● „ანგელოზს წაგიმძღვარებ, რომ დაგიფაროს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილზე, რომელიც მოვამზადე“. (გამოსვლა 23:20)

● „ახლა წადი, იქ წაიყვანე ხალხი, სადაც გითხარი. ჩემი ანგელოზი წაგიძღვება და სასჯელის დატეხვის დღეს დავსჯი მათ თავიანთი ცოდვის გამო“. (გამოსვლა 32:34)

● „ბოლოს შევღაღადეთ იეჰოვას, მოისმინა მან ჩვენი ხმა, გამოგზავნა ანგელოზი და ეგვიპტიდან გამოგვიყვანა. ახლა კადეშში ვართ, შენი მიწის საზღვართან მდებარე ქალაქში“.(რიცხვები 20:16)

5 ამრიგად, როცა იეჰოვამ თქვა, მე თვითონ გამოგიყვანთო, არ ნიშნავდა, რომ მას არ შეეძლო ისრაელების ეგვიპტიდან გამოყვანისას თავისი ანგელოზი გამოეყენებინა საკუთარი განზრახვების შესასრულებლად და ამავდროს ეთქვა ‘მე თვითონ გამოგიყვანთო’ .

6 სინამდვილეში, მან თავისი ანგელოზის საშუალებით განახორციელა თავისი განზრახვა. რადგან ანგელოზი იეჰოვას შექმნილი მსახურია და ღვთის ნებას აღასრულებს, ამიტომ ამბობს ბიბლია, რომ იეჰოვამ თვითონ გამოიყვა ისრაელები. იეჰოვა ღმერთი არავინ აიძულა ისრაელის სახსნელად. და რადგან მათი ხსნა იეჰოვამ მოისურვა, ამიტომ ითქმის რომ მან თვითონ გამოიყვანა და არავის კარნახით არ უმოქმედია ამგვარად. ანალოგიურად, როცა იეჰოვა ამბობს „მე თვითონ გადავჭიმე ცა და განვავრცე დედამიწა“ ეს არ ნიშნავს რომ შემოქმედებისას არავინ გამოუყენებია მას ან არავის გამოყენების უფლება ჰქონდა. თავის სიტყვაში ღმერთი გვამცნობს, რომ შემოქმედების დროს, გვერდით განკაცებამდელი იესო ჰყავდა, როგორც ოსტატი! (იგავნი 8:22—31). რადგან ღმერთია ყოველივეს შემოქმედი,  მიზეზი და წყარო, ამიტომ ითქმის რომ მან თვითონ შექმნა ყველაფერი. მისთვის არცერთ ქმნილებას ან არსებას არ უკარნახია როგორ მოქცეულიყო, შეექმნა თუ არა, ან რა შეექმნა ან რა არა. ამგვარად, მან თვითონ შექმნა ყველაფერი და თვითონ იხსნა ისრაელი!

7 საერთოდ, ბიბლიის ენას, ახასიათებს ცნობათა ამგვარი გადმოცემა. მაგალითად, იოანეს სახარებაში ნათქვამია, რომ „იესო თავის მოწაფეებთან ერთად იუდეის ქვეყანაში მივიდა, ცოტა ხანს იქ მათთან ერთად იმყოფებოდა და ხალხს ნათლავდა“. (იოანე 3:22). ერთი შეხედვით, მხოლოდ ამ მუხლში ჩაწერილის საფუძველზე, მკითხველმა შეიძლება დაასკვნას, რომ იესო თვითონ ნათლავდა ხალხს. მაგრამ ბიბლიის სხვა მონაკვეთებში ჩაწერილის გათვალისწინება, ნათელყოფს, რომ ხალხს თვითონ იესო კი არ ნათლავდა, არამედ მისი მოწაფეები. იოანეს 3:26-ში ვკითხულობთ: „მივიდნენ ისინი იოანესთან და უთხრეს: რაბი, ის, ვინც იორდანის გაღმა შენთან იყო და ვისზეც მოწმობდი, ხალხს ნათლავს და ყველა მასთან მიდის“. ხოლო იოანეს 4:1,2-ში ვკითხულობთ: „როდესაც უფალმა შეიტყო, რომ ფარისევლებს გაეგოთ, იესო უფრო მეტ მოწაფეს იძენს და ნათლავს, ვიდრე იოანეო, თუმცა, სინამდვილეში, თვითონ იესო კი არ ნათლავდა, არამედ მისი მოწაფეები“.

სხვა მაგალითი შეგვიძლია წავიკითხოთ მათეს 8:5—8 მუხლებში:

8 როცა იესო კაპერნაუმში შევიდა, ასისთავი მივიდა მასთან და შეეხვეწა: ბატონო, ჩემი მსახური დამბლადაცემული წევს სახლში და საშინლად იტანჯება. იესომ უთხრა: როცა მოვალ, განვკურნავ. ასისთავმა მიუგო: ბატონო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური“. ამ სიტყვებიდან, მკითხველმა შეიძლება დაასკვნას, რომ ასისთავი და იესო პირისპირ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს  ყოველგვარი შუამავლის გარეშე. მაგრამ ბიბლიის სხვა მონაკვეთში ჩაწერილი ცნობის გათვალიწინებით, ნათელი ხდება, რომ ასისთავს და იესოს ერთმანეთის პირისპირ არ საუბრობდნენ. ლუკას 7:1—10-დან ვგებულობთ, რომ ასისთავმი თავისი მსახურების პირით ესაუბრა იესოს: „მსმენელებთან ლაპარაკი როცა დაასრულა, კაპერნაუმში შევიდა. ერთი ასისთავის საყვარელი მონა იმ დროს ავად იყო და კვდებოდა. იესოს შესახებ რომ მოისმინა, იუდეველთა უხუცესები გაუგზავნა, რათა ეთხოვათ, მასთან მისულიყო და მონა გადაერჩინა. ისინი მივიდნენ იესოსთან და შეეხვეწნენ: იგი ღირსია, ეს რომ გაუკეთო,  რადგან უყვარს ჩვენი ერი, სინაგოგაც კი აგვიშენა. იესო გაჰყვა მათ და როცა სახლს მიუახლოვდნენ, ასისთავმა მეგობრები გაუგზავნა, რომ ეთქვათ: ბატონო, ნუ წუხდები, რადგან არა ვარ ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე. ამის გამო თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად. მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური; ვინაიდან მეც სხვისი ძალაუფლების ქვეშა ვარ და ხელქვეითადაც მყავს ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: „წადი!“ და ისიც მიდის, მეორეს — მოდი! და მოდის, ჩემს მონას — ეს გააკეთე! და აკეთებს.  იესო გაოცდა ამ სიტყვების მოსმენაზე, მიუბრუნდა ხალხს, რომელიც უკან მიჰყვებოდა, და უთხრა: გეუბნებით: ისრაელშიც კი არავის შევხვედრივარ, ასეთი დიდი რწმენა რომ ჰქონოდა. გაგზავნილებს სახლში დაბრუნებისას ის მონა გამოჯანმრთელებული დახვდათ.

9 ესაიას 44:24-ში ვკითხულობთ ღვთის სიტყვებს, რომლითან ღმერთი ადამიანებს ეკითხება შემდეგს: „აი რას ამბობს იეჰოვა, შენი გამომსყიდველი და შენი შემქმნელი მუცელში: მე, იეჰოვა, ყველაფერს ვაკეთებ, მე თვითონ გადავჭიმე ცა და განვავრცე დედამიწა. ვინ იყო ჩემთან?!  ვაუქმებ ფუჭად მოლაპარაკეთა ნიშნებს; მე ვაგიჟებ მკითხავებს. ბრძენებს უკან ვახევინებ და მათ ცოდნას უგუნურებად ვაქცევ“. ამ სიტყვებიდან, მკითხველმა შეიძლება დაასკვნას, რომ ღმერთი მარტო იყო როცა ცა და დედამიწა შექმნა და თითქოსდა არავინ იყო მასთან. მაგრამ ბიბლიის სხვა მონაკვეთებში ჩაწერილი ცნობებიდან ნათელი ხდება, რომ მანამ სანამ ის მატერიალურ სამყაროს შექმნიდა, თავისი სულიერი ქმნილებები – ანგელოზები შექმნა. (იობი 38:1—7). ამის გარდა, ბიბლია იმასაც გვამცნობს, რომ შემოქმედებისას ღმერთს გვერდით ჰყავდა თავისი პირველი ქმნილება, განკაცებამდელი იესო –  როგორც ოსტატი. (იგავნის 8:22—31).

10 ბიბლიის ერთმა მკვლევარმა ესაიას წიგნის 44:24 —28-ში ჩაწერილს „ისრაელის ღმერთის უზენაესობის პოემა“ უწოდა. მთლიანად, 44-ხე თავი და განსაკუთრებით 6-20 მუხლები და 44-3 თავის ბოლო ხუთ მუხლში ჩაწერილი სიტყვებით და მასში დასმული კითხვით: „მე თვითონ გადავჭიმე ცა და განვავრცე დედამიწა. ვინ იყო ჩემთან?!„ და სიტყვებით:„ვაუქმებ ფუჭად მოლაპარაკეთა ნიშნებს; მე ვაგიჟებ მკითხავებს. ბრძენებს უკან ვახევინებ და მათ ცოდნას უგუნურებად ვაქცევ“ — ღმერთი კერპთაყვანისმცემელ მკითხავებსა და ცრუ ღმერთებს და მათ თაყვანისმცემლებს ეკამათება; იგი მათ უცხადებს თავისი აღმატებულობისა და უზენაესი მდგომარეობის შესახებ; რითაც მათ ყურადღებას ამახვილებინებს იმ ფაქტზე, რომ მხოლოდ თვითონაა ყოვლისშემძლე ღმერთი და ყოველივეს შემოქმედი და რომ კერპთაყვანისმცემელთა ღვთაებები არარაობას წარმოადგენენ რომლებსაც არც სამყარო შეუქმნიათ და არც მომავლის გაცხადების უნარი აქვთ.

11 როდესაც სამების მომხრეები, “სამების” არაბიბლიური დოგმატის მხარდასაჭერად შეგნებულად უარყოფენ ამა თუ იმ მუხლის კონტექს და მათში გაცხადებულ ფაქტებს და კონტექსტიდან ამოგლეჯით ცალკეული ბიბლიური მუხლით მანიპულირებენ, მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ბიბლიური არგუმენტების მწვავე დეფიციტს განიცდიან.

Advertisements

3 responses to “როგორ და რატომ იყენებს ზოგიერთი მართლმადიდებელი ესაიას 44:24-ე მუხლს „სამების“ არაბიბლიური დოგმატის მხარდასაჭერად?

  1. საინტერესო იყო

  2. საინტერესო იყო, ხანდახან ტყუილიც ლოგიკური ჩანს ერთი შეხედვით, მაგრამ კარგად დალაგებული ბიბლიური არგუმენტები ამხელს სიცრუეს

  3. საბაა

    სრული სიმართლეა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s