გალერეა

ღვთის ძე — პირმშო და პირველქმნილი

ღვთის ძე — პირმშო და პირველქმნილი

 ზოგჯერ სამების მომხრეები ამბობენ, რომ ბიბლიაში არსად არ გამოიყენება გამოთქმა „პირველ ქმნილი“, არამედ გამოიყენება „პირმშო“. ანუ ბიბლია არ იყენებს ბერძნულ გამოთქმას „პროტოკტიზო“ (პირველ ქმნილი) არამედ იყენებს გამოთქმას „პროტოტოკოს“(პირმშო, პირველ შობილი). ვინაიდან სიტყვა „პირმშო“ არანაირად არ უჭერს მხარს ე.წ. სამების დოგმატს, ამ სტატიაში მხოლოდ გამოთქმა „პირველ ქმნილზე“ იქნება გამახვილებული ყურადღება.

1 სამების მომხრეებს მხედველობიდან რჩებათ ის ფაქტი, რომ პირველ საუკუნეში ანუ იმ დროს როცა ქრისტეს მოწაფეები თავიანთ სახარებებსა და ბიბლიის წიგნებს წერდნენ, კოინე ბერძნულში არ გამოიყენებოდა გამოთქმა „პროტოკტიზო“ (პირველ ქმნილი) და ეს ასე იყო ქრისტეს დაბადებიდან შემდგომი 100-200 წლის განმავლობაშიც კი.

2 საინტერესოა, რომ ბერძნული გამოთქმა „პროტოკტიზო“ ანუ „პირველ-ქმნილი“, პირველად სწორედ რომ ქრისტესთან მიმართებაში გამოიყენეს ნიკეის კრებამდე [ა.წ. 325წ-მდე] მცოხვრებმა ქრისტიანმა მწერლებმა თავიანთ ნაშრომებში! ეს ფაქტი, ცხადია შეუმჩნეველი არ დარჩენიათ თანამედროვე მკვლევარებს. მაგალითად, ჯონ პატრიკი, თავის წიგნში „კლიმენტი ალექსანდრიელი“, წერს:

3 «კლიმენტი ხშირად აღნიშნავს თავის ნაწერებში, რომ სიტყვა ღვთის სიბრძნეა, და ღვთის პირველ ქმნილებად აღწერს მას; ერთ ადგილას ეპითეტად „პირველ ქმნილს“ უსადაგებს სიტყვას, ხოლო სხვა ადგილას კი „პირმშოს“.» — (Clement of Alexandria by John Patrick, გვ. 103,104, იხ. შენიშვნა 6.)  

საყურადღებოა აგრეთვე ნაშრომი „ეკლესიის მამების ფილოსოფია“, ტომი 1, [სამება, ინკარნაცია], რომელშიც ვკითხულობთ:

4 „კლიმენტი ყოველთვის მკვეთრ განსხვავებას აკეთებს ერთადერთ არაქმნილ მამა ღმერთსა და ღვთის ძეებიძეს ანუ ლოგოსს შორის, რომელიც იშვა ანუ შეიქმნა ყველა დანარჩენ ქმნილებაზე უწინარეს“. (1884 წ, გვ. 204).

5 ზემოთაღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, არასწორი და ამავდროს არაადეკვატური იქნებოდა გამოთქმა „პირველ ქმნილის“ („პროტოკტიზოს“) გამოყენებას მოველოდეთ ბიბლიაში. ეს იგივე იქნებოდა ძველქართულ ლიტერატურაში თანამედროვე ქართული ტერმინოლოგიის ძებნა დაგვეწყო.

6 ნათელია, რომ პირველი საუკუნის საყოველთაო ბერძნულ [კოინე] ენაზე დაწერილ ბიბლიაში გვიანდელი ბერძნული გამოთქმების გამოუყენებლობა, ბუნებრივია. ხოლო ამ ფაქტის გაუთვალისწინებლობა და მისით მანიპულირება „სამების“ არაბიბლიური სწავლების წინ წამოსაწევად, ცხადია არასწორი და არაკეთილსინდისიერი საქციელი იქნებოდა. 

Advertisements

One response to “ღვთის ძე — პირმშო და პირველქმნილი

  1. და აქვე იბადება მნიშვნელოვანი კითხვა: დავუშვათ იესო არ არის პირველ ქმნილი და არის შობილი. ნუთუ ის ფაქტი რომ ის შობილია, უშობელ და უქმნელ მამაზე დაბლა არ აყენებს? სადაა თანასწორობა?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s