გალერეა

მასშია დამკვიდრებული მთელი სისავსე?

მასშია დამკვიდრებული მთელი სისავსე?

       1რა დიდებული არჩევანი გააკეთა ღმერთმა პირმშო ძის სახით! იმ დროს, როცა ღმერთმა ამ ძის სიცოცხლე დედამიწაზე მოავლინა, მარიამის საშვილოსნოში ჩასახა და სრულყოფილ ადამიანად დაბადა ― ღვთისთვის მას უკვე შეუდარებელი რაოდენობით ჰქონდა ნამსახურები მილიარდობით წლის განმავლობაში! შემოქმედების დასაწყისიდანვე, ის მამამისთან იყო, როგორც „ქმნილების პირმშო“ (კოლ. 1:15; იოანე 1:1,2.) სიცოცხლეყველა სხვა ქმნილება სამყაროში — ანგელოზები, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, მზე, მთვარე, დედამიწა, ზღვები, ხმელეთი, ხე-ტყე, პლანტაციები, ყვავილები, წყალში მცხოვრები არსებები, ფრინველები, მიწის გარეული და შინაური ცხოველები და თვითონ ადამიანი — მისი მონაწილეობით შეიქმნა. როგორც პავლემ დაწერა: „ის არის ყველაფერზე უწინ, მისი მონაწილეობით გაჩნდა ყველაფერი. . . ის არის დასაწყისი, პირმშო მკვდრებს შორის, რათა პირველი გამხდარიყო ყველაფერში, რადგან ღმერთმა მოისურვა, რომ მასში დამკვიდრებულიყო ყოველი სისავსე და მისი მეშვეობით შეერიგებინა თავისთან ყოველივე დედამიწაზე თუ ზეცაში (კოლ. 1:16-20). მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ სიტყვები „ღმერთმა მოისურვა, რომ მასში დამკვიდრებულიყო ყოველი სისავსე“? რა „სისავსე“ დამკვიდრდა ღვთის ძეში?

2მოგვიანებით დაწერილი სიტყვებით, მოციქული თვითონვე აკონკრეტებს ამ საკითხს და ამბობს, რომ „მასშია სხეულებრივად დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე“.(კოლ. 2:9).  მოციქული იოანეს სიტყვები ამ საკითხის სწორად გაგებაში გვეხმარება, რადგან წერს, რომ „სიტყვა [განკაცებამდელი იესო] ხორცი გახდა და ჩვენ შორის დამკვიდრდა. ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, მამისგან მხოლოდშობილი ძის დიდება. ის სავსე იყო წყალობითა და ჭეშმარიტებით. ჩვენ ყველამ მისი სისავსიდან მივიღეთ წყალობა წყალობაზე. კანონი მოსეს მეშვეობით იყო მოცემული, წყალობა და ჭეშმარიტება კი იესო ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა.იოანე 1:14, 16, 17

3დიახ, იესო იმდენად იყო ღვთის წმინდა სულის ნაყოფებით, ღვთის შემეცნებითა და თვისებებით სავსე, რომ მას მართლებულად შეეძლო ეთქვა:  „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“. (იოანე 14:9). მაგრამ ეს უფრო მეტსაც მოიცავს. ვინაიდან ღმერთმა ისურვა, რომ იესოს მეშვეობით განხორციელებულიყო თავისი განზრახვები, მან ღრმა მნიშვნელობა შესძინა ბიბლიაში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას ქრისტეში, იმით, რომ ‘მასში საგულდაგულოდ დამალა სიბრძნისა და ცოდნის მთელი განძი’. (კოლ. 2:2,3). ???? ?? ?????????ღვთის სიტყვაში ძის შესახებ ჩაწერილის შესწავლის გარეშე, სრულად ვერასდროს ვერ შევიმეცნებდით და გავიგებდით წმინდა წეირლებს და იმას, თუ რა არის ღვთის ნება, და ღვთის განზრახვები.

4ღვთის დაპირებებმა სწორედ რომ იესოს მეშვეობით შეისხა ხორცი და აშკარა გახდა; იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრებით, ღვთის განზრახვები და აღთქმები, არა მხოლოდ სიტყვიერი, არამედ რეალური გახდა. ამგვარად ‘მასში დამკვიდრდა სხეულებრივად ღვთაებრიობის მთელი სისავსე’! იესო ქრისტე სიმბოლოზე გაცილებით მეტი იყო და იმაზე მეტი, რაც მომავალში მოსასვლელ აჩრდილად ჩაითვლებოდა. ის არ იყოს მესიის აჩრდილი, არამედ იყო ნამდვილი მესია. ის არ იყო მღვდელმთავრის აჩრდილი, არამედ იყო სინამდვილე, ჭეშმარიტი ფიგურა რომელსაც დიდი ხნის წინ ელოდებოდნენ. როგორც მოციქულმა განაცხადა, მოსეს მეშვეობით გადაცემული კანონები „მომავლის ჩრდილია, სინამდვილე კი — ქრისტესი. (კოლ. 2:16,17). ?????? ????????????? ??????? ???????? ???????? (GE)დიახ! მასში იმ გაგებითაცაა „მთელი სისავსე“, რომ ღმერთმა სრულად აღჭურვა თავისი ძე იმით, რაც ღვთაებრივი განზრახვების შესასრულებლადაა საჭირო. მკვდრეთით აღმდგარ იესოს თავისი მოწაფებისთვის ასეთი რამის თქმა შეეძლო: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული“. (მათე 28:18). ღმერთმა თავისი ძე, „ყველა მმართველობისა და ძალაუფლების“ თავად აქცია რათა როგორც მეფემ, ახალი, ღვთის სამართლიანი სამეფო მართოს. (კოლ. 2:10). ის არის ღვთის დანიშნული „სიცოცხლის მეთაური“, რომლის სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვა, ერთადერთი საშუალებაა რათა მარადიული სიცოხლე მიიღოს ნებისმიერმა [მორჩილმა] ადამიანბმა. ― საქმე 3:15

5რადგანაც ღვთის განზრახვაში იესო ქრისტეს როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იესოს მიერ გაკეთებული ეს განაცხადი სრულფასოვნად გადმოსცემს ღვთაებრივ სინამდვილეს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა. (იოანე 14:6). ჰკითხეთ საკუთარ თავს: მთელი შესაძლებლობებით შევისწავლე ყველაფერი ღვთის ძის შესახებ? მაქსიმალურ ძალისხმევას ვახმარ იმას, რომ სრული სარგებელი ამოვიღო იქიდან, რა როლსაც იესო ასრულებს ღვთის განზრახვაში? მივაგებ მას სათანადო პატივს იმით, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ნებაყოფლობით ვემორჩილები მის მეთაურობას? სრულად ვამყარებ ჩემს იმედებს მომავალთან დაკავშირებით ღვთის ღონისძიებაზე, რომელსაც სიცოცხლის მთავრის მეშვეობით იძლევა ღმერთი? ასე მოიქეცით, და მიიღეთ მისი სისავსიდან წყალობა წყალობაზე“ რომელსაც იეჰოვა ღმერთი, ქრისტე იესოს მამა იძლევა. ― იოანე 1:16.

Advertisements

8 responses to “მასშია დამკვიდრებული მთელი სისავსე?

  1. კოლასელების 1:15,18 ზე თუშეგიძლიათ რომ დადოთ სტატია საკამათოდაა ქცეული ეს მიხლები

  2. როდესაც პავლე ამ სიტყვებს წერდა მაგ დროისთვის ქრისტეს ჰქონდა თუ არა სხეული?

    • გიორგი,
      ბიბლიის თანახმად, იესოს ყოვრლთვის ჰქონდა სხეული. მას ზოგჯერ მატერიალური (ხილული) სხეული ჰწონდა, ზოგჯერ კი სულიერი (უხილავი).

  3. არ ვარ დარწმუნებული თუ სწორად გავიგე თქვენი სტატიის აზრი, როდესაც პავლე საუბრობს სხეულზე/სომაზე, და როდესაც თქვენ ამის განმარტებისათვის იყენებთ იოანეს სახარების სიტყვებს: “სიტყვა ხორცი გახდა,” ამაში როგორ სხეულს გულისხმობთ? და ასევე მაინტერესებს არსებობს თუ არა იეჰოვას მოწმეთათვის ღვთაებრივი სისავსის ისეთი ნაწილი ან თვისება რომელიც იესოს არ აქვს?

    • გიორგი,

      იოანეს 1:14-ში ჩაწერილ სიტყვებში “სიტყვა ხორცი გახდა”, გულისხმობს მატერიალურ სხეულს ანუ იმას, რომ ღვთის ძე ადამიანის სახით მოავლინა თავისმა შემქმნელმა, მამამ, და შესაბამისად ღვთის ძე “ჩვენ შორის დამკვიდრდა. ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, მამისგან მხოლოდშობილი ძის დიდება.” მეორე კითხვა უნდა განავრცოთ რომ ისეთი პასუხი გაგცეთ რაც თქვენს ინტერესებს დააკმაყოფილებდა.

  4. ანუ “მასშია სხეულებრივად დამკვიდრებული მთელი ღვთაებრიობის სისავსე,” თუ ამ სიტყვებში მოვიაზრებთ სისევსეს, ყველა იმ თვისებისას რაც ღვთაებას/ღმერთს აქვს, ასეთ შემთხვევაში კითხხაზე: “მასშია სხეულებრივად დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე”? პასუხი დადებითი იქნება?

  5. გიორგი,

    ზემოთ განთავსებულ სტატიაში საკმაოდ ნათლად არის ახსნილი თუ რას ნიშნავს ქმნილებაში ღვთაბერიობის დამკვიდრება. ის ფაქტი, რომ კაცი იესო ღვთაებრივ თვისებებს ავლენდა ანუ მასში დამკვიდრებული იყო „ღვთაებრიობა”, ღვთის ძეს არ ხდის თავისი შემოქმედის, ანუ მამის თანასწორს ან დაუსაბამოს. “ადამიანობა” ყველას გვაქვს და ადამიანურ თვისებებს ყველანი ვავლენთ, მაგრამ ამის გამო ყველას არ ვაიგივებთ ერთმანეთთან და არ ვთვლით, რომ ყველა ერთი ასაკისანი ვართ ან ყველა თანასწორნი ვართ. როგორც ჩანს თქვენში არსებული დაბნეულობა, არაბიბლიური დოქტრინის, სამების სწავლებებითაა გამოწვეული.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s