გალერეა

კვლავ ღვთის სიტყვას წარმოადგენს ბიბლია?

კვლავ ღვთის სიტყვას წარმოადგენს ბიბლია?

1 ზოგიერთი მუსლიმი ამბობს, რომ ძველი ბიბლია ‘ბიბლია ერთ დროს, ღვთის სიტყვა იყო, მაგრამ ის განადგურდა და ადამიანების მიერ მასში ცვლილებები შევიდა, რის გამოც, ისინი მეტად აღარ ენდობიან ამ წიგნს’.  ნუთუ მართლა ასე მოხდა?

2 მოდით გადავხედოთ ყურანს:

„(50) შემდეგ მათ (ამ მოციქულებს)კვალში ჩავუყენეთ ‘ისა იბნ მარიამი [მარიამის ვაჟი იესო], დამადასტურებლად თავრათისა [თორის, ანუ მოსეს ხუთწიგნეულის], რაც იყო მასზე უწინ, მივუბოძეთ მას ინჯილი [სახარება] რომელშიც ჭეშმარიტი გზაა და სინათლე, დამადასტურებლად იმ თავრათისა [თორისა, ანუ მოსეს ხუთწიგნეული] რაც იყო მასზე უწინ, ჭეშმარიტ გზად და შეგონებად – ღვთისმოშიშთათვის. (51) ინჯილის [სახარების] მქონეთ, უნდა განსაჯონ იმის მიხედვით, რაც ალაჰმა მასში გარდმოუვლინათ, ხოლო ისინი, ვინც არ განსჯის იმის მიხედვით, რაც ალაჰმა გარმოუვლინათ, სწორედაც რომ არიან ბილწნი!“ — სურა 5, ალმაიდა [მაგიდა], აია [მუხლები] 50,51. [46, 47].

3 თუ ამ სიტყვების დაწერისას, ბიბლია უკვე გადაკეთებული და დამახინჯებული იყო, როგოღა შესძლებდნენ მორწმუნეები იმის მიხედვით განსჯას, რაც ალაჰმა სახარებაში [ანუ ინჯილში]  გარდმოუვლინა? ყურანის გულწრფელი მორწმუნეები, აღიარებენ რომ იმ დროს, როცა ყურანი იწერებოდა (დაახლოებით 1300 წლის წინ), ბიბლია ჯერ კიდევ სანდო იყო და არ იყო გადაკეთებული.  თუმცა,  არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ის ფაქტი, რომ არსებობს ისეთი მანუსკრიპტები, როლებიც ოთხასი და ხუთასი წლით ადრინდელია მათზე, რომლებიც დღეს მუზეუმებშია გამოფენილი.  როდესაც ამ ყძველეს მანუსკრიპტებს ვადარებთ, ჩვენს თანამედროვე ბიბლიებს, ადვილად დასტურდება რომ ჩვენს თანამედროვე ბიბლიებში და უძველეს მანუსკრიპტებში, არ მოიპოვება მნიშვნელოვანი განსხვავება. ბიბლია არსობითად  უცვლელია. უდაოა რომ მას შემდეგ, რაც ყურანმა სახარებაში ჩაწერილის შესახებ თქვა „მასშია ჭეშმარიტი გზა და სინათლე“-ო,  ბიბლია არ  შეცვლილა.

4 ის ადამიანებს, რომლებსაც ყურანში ჩაწერილი სიტყვების სწამთ, დათანხმდებიან, რომ ბიბლია არ ყოფილა გადაკეთებული და რომ კვლავ ღვთის სიტყვას წარმოადგენს. ისინიც კი, რომლებსაც არ სწამთ ყურანის, შეუძლიათ უამრავ მტკიცებულებას გაეცნონ, რაც ბიბლიის სანდოობას ადასტურებს და არ წარმოადგენს ადმაიანების მიერ გადაკეთებულ წიგნს და რომ ბიბლიის თანამედროვე გამოცემები არსებითად ზუსტად შეესაბამება ორიგინალს. რა ფაქტები  ადასტურებს ამას? წინა პარაგრაფში  მოხსენიებული მანუსკრიპტები.

5 იმის შესახებ რომ ბერძნულ ენაზე  დაწერილი (ინჯილი)  დღევანდელ დღემდეა შემონახული, ერთერთი სწავლული იტყობინება შემდეგს:

„დედნისეული ტექსტებისა და დღემდე მოღწეული უძველესი ხელნაწერების თარიღებს შორის დროის ძალიან მცირე მონაკვეთია. ამიტომ, აღარ რჩება ეჭვის არანაირი საფუძველი, რომ წმინდა წერილებმა ჩვენამდე უცვლელი სახით  მოაღწია“.  – (The Bible and Archaeology, by Sir Frederic Kenyon) ამ სიტყვებით, პროფესორი სერ ფრედერიკ კენიონი აღნიშნავს საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტს,  რომ არსობრივად, ბერძნულ ენაზე დაწერილ წერილებში (ინჯილში, [სახარებებში]) შეგვიძლია წავიკითხოთ  ის, რაც ღვთის შთაგონებით გადმოსცეს  თავდაპირველმა დამწერებმა.  უხეშ დამახინჯებას დგილი არ ჰქონია.

6 ანალოგიურად, ებრაეულ ენაზე დაწერილ წერილებთან (თევრათთან) დაკავშირებით,  ძლიერი გარე მტკიცებულებები არსებობს, რაც იმას უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ ისინი შეუცვლელი სახით იქნენ შემონახული. ძველ დროში მცხოვრები წმინდა წერილის გადამწერები, ცნობილნი იყვნენთავიანთი საქმის დახელონებულობაში და სიზუსტეში. დღესდღეობით, ბიბლიის პირველი ნაწილის, ებრაული წერილების სულ ცოტა ათას შვიდასზე მეტი ხელნაწერი არსებობს და ერთმანეთთან შედარებამ დაადასტურა რომ არსებოთად ისინი ერთი და იგივეა. 1947 წელს, მკვდარი ზღვის რეგიონში, აღმოჩენილ იქნა უძველესი მანუსკრიპტები. აღმოჩენილი მანუსკრიპტები შეიცავნე ათას წელზე მეტი ხნის ხელნაწერებს, რომლებიც აქამდე არსებულ ხელნაწერებზე გაცილებით უფრო ძველია. ამ უძველესი ხელნაწერების თანამედროვე ბიბლიებთან შედარებამ მხოლოდ უმცირესი და უმნიშვნელო განსხვავება გვაჩვენა. ამ ახლად აღმოჩენილი უძველესი დოკუმენტების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, პროფესორმა მილარ ბუროუზმა, აღნიშნა:

„არსებული მრავალი განსხვავება შეიძლება აიხსნას როგორც გადაწერის დროს დაშვებული შეცდომები. თუ ამას არ ჩავთვლით, მთლიანობაში საოცარი თანხმობა ჩანს შუა საუკუნეებში ნაპოვნი ხელნაწერის ტექსტთან. ასეთი თანხმობა შედარებით ძველ ხელნაწერთან * იმის დამარწმუნებელ მტკიცებას იძლევა, რომ სახეზეა ტრადიციული ტექსტის საერთო სიზუსტე . . . ბიბლიის საერთო  მკითხველები და მკვლევარები, ალბათ კმაყოფილები იქნებიან  იმის ცნოდით, რომ არსებული ამ ცვლილებების მიუხედავად, ჩვენი ცოდნა რელიგიურ საკითხებზე კვლავ უცვლელია . . . ღვთის ნება და სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება, იქიდან გამომდინარე გამჟღავნდა  ბიბლიაში, რომ ყოველნაირი ცვალებადობის მიუხედავად, ბიბლიის ტექსტი  საუკუნეების მანძილზე, უცვლელად იქნა შემონახული“ —The Dead Sea Scrolls, by Millar Burrows. („შავი ზღვის ხელნაწერები“, ავტორი მილარ ბუროუზი).

7 გონივრულია თუ არა ზემოთქმული? ნუთუ არ უნდა მოველოდეთ ყოვლისშემძლე ღვთისაგან, რომ ის იზრუნებდა იმაზე რომ თავისი სიტყვა უცვლელად შემონახულიყო? ბიბლია თავადვე პასუხობს:  „მწვანე ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება, ჩვენი ღვთის სიტყვა კი მარადიულად დარჩება“ — ესაია 40:8.

8 თავის ნაშრომში ემანუელ ტოვი ამბობს: „დღესდღეობით კარბონ 14-ის დახმარებით ჩატარებული შემოწმებით 1QIsaa [მკვდარი ზღვის ესაიას გრაგნილი] დათარიღებულია ძვ. წ. 202-დან 107 წლამდე პერიოდით (პალეოგრაფიული თარიღი: ძვ. წ. 125—100 წლებით). . . ზემოხსენებულმა პალეოგრაფიულმა მეთოდმა, რომელიც გაუმჯობესებულ იქნა ბოლო წლებში და რომელიც ზუსტი დათარიღების საშუალებას იძლევა გარეშე წყაროებთან, მაგალითად, თარიღიან მონეტებსა და წარწერებთან, ასოების ფორმისა და განლაგების შედარების საფუძველზე, შედარებით სანდო მეთოდის რეპუტაცია მოიხვეჭა“. –  (Textual Criticism of the Hebrew Bible).

9 ფაქტები მხოლოდ იმაზე მიუთითებენ, რომ ბიბლია სანდოა და სრულყოფილად ასრულებს იმ დანიშნულებას, რისთვისაც შექმნა ღმერთმა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s