გალერეა

მართლმდიდებლებმა დაადგინეს ბიბლიის კანონიკური წიგნები?

მართლმდიდებლებმა დაადგინეს ბიბლიის კანონიკური წიგნები?

1 მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესიის სასულიერო პირები თავიანთ მრევლს ასწავლიან, რომ ბიბლიის კანონიკური წიგნები ჩვენ ჩამოვაყალიბეთ და სხვები ჩვენი დადგენილი კანონიკური წიგნებით სარგებლობენო. მართლმადიდებელი სასულიერო პირებისგან ან მრევლისგან ასეთი ფრაზებიც კი შეიძლება მოისმინოთ: „თუ არა ჩვენი ეკლესია და მწინდა მამები, ბიბლია არ გექნებოდათ! ჩვენ რომ არ შემოგვენახა ბიბლია, არ გექნებოდათ ის! ჩვენმა საეკლესიო კრებამ გამოარჩია კანონიკური წიგნები არაკანონიკურისგან!“ მარტივად და მოკლედ თუ ვიტყოდით, სასულიერო პირთა და მათი მრევლის მიერ ამგვარი განაცხადი მტკნარი სიცრუეა. ალბათ ობიექტურ მკითხველს აინტერესებს: რა ცხადყოფს რომ ზემოაღნიშნული განცხადებები სიცრუეა.

2 როცა ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები თავიანთ მრევლს ზემოაღნიშნულ სიცრუეს სინამდვილედ წარუდგენენ და როცა ამ საკითხზე თავდაჯერებული ტონით ელაპარაკებიან თავიანთ მათ, ისინი, ნაწილობრივ ლაოდიკიის კრებისკე და საბოლოოდ კი 397 წელს შემდგარ კართაგენის კრებისკენ იშვერენ ხოლმე ხელს და ამბობენ, რომ ჩვენ, ჩვენმა ეკლესიამ დაადგინა რომელია კანონიკური წიგნი და რომელი არაო. შეიძლება გაოცდეთ, მაგრამ ზოგი სასულიერო პირისგან იმასაც კი მოისმენთ, რომ კართაგენის კრებაზე დამსწრე მღვდლებმა (ე.წ. „წმ. მამებმა“) ილოცესო და ლოცვის შედეგად კანონიკური წიგნები თავისით გამოეყო არაკანონიკურ წიგნებს და თავისით დალაგდა ერთადო.

3 სამწუხაროდ, მრევლის დიდი ნაწილი, რომლებმაც არ იციან ბიბლიის კანონის ისტორია, ენდობიან „სასულიერო პირებს“ და „მოძღვრებს“. მათ ნაამბობს, იმწამსვე ფაქტად აღიქვამენ, იჯერებენ და შემდეგ განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანებითან კამათისას, ნამდვილ ისტორიად წარადგენენ „მოძღვრის“ ნაამბობს ისეთი ფორმით, თითქოს ისტორიულ ფაქტებზე მიუთითებდნენ. სინამდვილეში, ფაქტები სრულიად სხვა სურათს წარმოგვიდგენენ. კერძოდ კი იმას, რომ კანონიკური წიგნები კართაგენისა და ლაოდიკიის საეკლესიო კრებამდე გაცილებით ადრე იყო დადგენილიც, აღიარებულიც და ცნობილიც, ანუ ის, თუ რომელი წიგნები წარმოადგენდნენ ბიბლიის კანონიკურ წიგნებს.

4 ამის მიუხედავად, უაცილებელია განვიხილოთ ქრისტიანული სამყაროს ისტორიული ფონიც. მართლა ისე რომ ყოფილიყო როგორც სტატიის დასაწყისში მოიხსენიება ანუ ბიბლიის კანონიკური წიგნების ნუსხა მხოლოდ მართლმადიდებელ და კათოლიკე ეკლესიას რომ შემოენახა, ნუთუ პატიოსან ქმედებად ჩაითვლებოდა ზემოაღნიშნული განცხადებების გაკეთება, როცა ვიცით თუ როგორ სასტიკად ეპყრობოდნენ მართლმადიდებლები და კათოლიკები განსხვავებული მრწამსის მქონე ქრისტიანებს?! ისტორია გვამცნობს იმ ფაქტების შესახებ, რომ გაბატონებული ქრისტიანული სამყარო (კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა) საუკუნეების მანძილზე ცეცხლითა და მახვილით ემტერებოდა, ეომებოდა და სასტიკად დევნიდა სხვა რწმენის ადაიანებს, რომლებსაც გაბატონებული ეკლესიის წარმომადგენლები ე.წ. „ერეტიკოსებად“ აცხადებდნენ მათ და სასტიკი ძალადობით უმკლავდებოდნენ! „ქრისტიანული“ ეკლესია დევნიდა სხვა ქრისტიანებს, უნადგურებდა ნივთებს (წიგნებს, ჩანაწერებს, რელიგიურ ლიტერატურას), ზოგს სიკვდილით სჯიდა და ზოგს გადასახლებითა და სხვადასხვა სასჯელებით. ამგვარი ქმდების შემდეგ, რამდენად პატიოსანია იმის თქმა, რომ ჩვენ მოვიტანეთ ბიბლია და ჩვენ შემოვინახეთ კანონიკური წიგნების ნუსხა სხვამ არაო. ამგვარი განაცხადი, სულ ცოტა არაეთიკურია და ამავდროს ყოველგვარ ცივილურ, ადამიანურ და კეთილსინდისიერ პრინციპებს სცდება. ახლა კი ერთად გავეცნოთ, რას გვთავაზობენ ფაქტები.

ბიბლიის კანონიკური წიგნების ნუსხები „მართლმადიდებელი“ და „კათოლიკე“ ეკლესიის კრებათა არსებობამდე, გაცილებით ადრე არსებობდა

5 ბიბლიის კანონიკური წიგნების უძველესი ნუსხები. დღეისთვის საყოველთაოდ ცნობილია ახ.წ-ით II―IV საუკუნეებით დათარიღებული „ახალი აღთქმის“ რამდენიმე ნუსხა, რომლებიც ზემოხსენებულ (ლაოდიკიის და კართაგენის) კრებათა არსებობამდე იყო შედგენილი და ზუსტად შეესაბამება ბიბლიის დღევანდელ კანონს, ანუ კანონიკური წიგნების სიას.

6 „ახალი აღთქმის“ 10-ზე მეტი ცნობილი კატალოგებიდან მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებ:

ა) მურატორის ფრაგმენტად ცნობილი კატალოგი (ახ.წ. 170 წელი);

ბ) ირინეოსის სახელით ცნობილი კატალოგი, (ახ.წ. 180 წელი);

გ) კლიმენტი ალექსანდრიელის სახელით ცნობილი კატალოგი (ახ.წ. 190 წელი);

დ) ტერტულიანეს სახელით ცნობილი კატალოგი (ახ.წ. 207 წელი);

ე) ევსების სახელით ცნობილი კატალოგი (ახ.წ. 320 წელი);

ვ) ჩელტნემის სახელით ცნობილი სია (ახ.წ. 365 წელი).

7 ჩამონათვალის გაგრძელება და ყოველი მათგანის განხილვა, ცხადია შორს წაგვიყვანდა. ამიტომ მკითხველის ყურადღებას ზემოაღნიშნული კატალოგებიდან, მხოლოდ ერთზე და ყველაზე ადრეულ კატალოგზე გავამახვილებ.

ბიბლიის კანონიკურობის დამადასტურებელი ყველაზე ძველი დოკუმენტი

8 მოდით ერთად წავიკითხოთ და ვნახოთ თუ რას გვამცნობს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო უძველესი ნუსხა, რომელიც მურატორის ფრაგმანეტის სახელითაა ცნობილი. მურატორის დოკუმენტი ლათინური მანუსკრიპტის ნაწილია. თავიდან ტექსტი ახ. წ. მე-2 საუკუნის ბოლოს შეადგინეს ბერძნულ ენაზე. ის შეიცავს „ახალი აღთქმის“ უძველეს სიას, რომელიც ავტორიტეტულად არის მიჩნეული. ასევე ამ ფრაგმენტის წინასიტყვაობაში მოცემულია ინფორმაცია „ახალი აღთქმის“ დამწერების შესახებაც. მურატორის ფრაგმენტი არის 76 პერგამენტის ფურცლისგან შემდგარი კოდექსის ნაწილი; თითოეული ფურცლის ზომაა 27×17 სანტიმეტრი. ეს დოკუმენტი ამბროსის ბიბლიოთეკაში (მილანი, იტალია) აღმოაჩინა ცნობილმა იტალიელმა ისტორიკოსმა ლუდოვიკო ანტონიო მურატორიმ. მან თავისი აღმოჩენა, რომელიც მურატორის ფრაგმენტის სახელწოდებით არის ცნობილი, 1740 წელს გამოაქვეყნა. მენციერთა უმრავლესობა ერთხმად აღიარებს, რომ კოდექსის ლათინური ვერსია პიაჩენცაში (ჩრდილოეთ იტალიაში) დაიწერა. ხოლო XVII საუკუნის დასაწყისში იგი ამბროსის ბიბლიოთეკაში გადაიტანეს. შეიძლება დაგაინტერესოთ, როდის დაიწერა თავდაპირველად მურატორის ფრაგმენტში მოცემული ინფორმაცია. ფაქტები მიუთითებენ, რომ ამ ტექსტის დედანი დაიწერა ბერძნულ ენაზე მრავალი საუკუნით ადრე, ვიდრე პერგამენტზე გადმოიტანდნენ მის ლათინურ თარგმანს. აი საიდან ვიგებთ, თუ როდის დაიწერა დედანი: მურატორის ფრაგმენტში მოხსენიებულია არაბიბლიური წიგნი „მწყემსი“ და აღნიშნულია, რომ ერთმა კაცმა, სახელად ჰერმასმა, დაწერა იგი „სულ ახლახან, ჩვენს დროში, ქალაქ რომში“. მეცნიერები ჰერმასის ბოლო ნაწერებს ახ. წ. 140—155 წლებით ათარიღებენ. ამგვარად, ადვილად შეგიძლიათ დაინახოთ, თუ რატომ არის დათარიღებული ლათინურ ენაზე შესრულებული მურატორის ფრაგმენტის ბერძნული ორიგინალი ახ. წ. 170—200 წლებით.

მურატორის კატალოგი გვამცნობს:

„სახარების მესამე წიგნი დაწერა ლუკამ . . . ცნობილმა ექიმმა . . . სახარების მეოთხე წიგნი ეკუთვნის იოანეს, იესოს მოწაფეს . . . მიუხედავად იმისა, რომ სახარების დამწერებმა სხვადასხვა მონაკვეთები აღწერეს, მორწმუნეთა შორის არ არის განხეთქილება, რადგან თითოეულ სახარებაში ერთი და იმავე სულის ხელმძღვანელობითაა გადმოცემული ყოველივე, რაც ეხება იესოს წარმომავლობას, ვნებას, მკვდრეთით აღდგომას, მოციქულებთან საუბარს და მის ორჯერ გამოჩენას — პირველად დამცირებაში, რაც უკვე მოხდა, ხოლო მეორედ დიდებასა და მეფურ ძალაუფლებაში, რაც მომავალში მოხდება. მაშ, რა გასაკვირია, რომ იოანე ასე თანმიმდევრულად აღწერს თავის ეპისტოლეებში ამას და ამბობს: ‘რაც ჩვენი თვალით გვინახავს, რაც ჩვენი ყურით მოგვისმენია, რასაც ჩვენი ხელით შევხებივართ, იმის შესახებ დავწერეთ’. ამგვარად, ის აცხადებს, რომ მხოლოდ თვითმხილველი კი არ არის, არამედ მომსმენი და მთხრობელი უფლის ყველა საოცარი საქმისა. გარდა ამისა, ყველა მოციქულის საქმიანობა ერთ წიგნშია აღწერილი. ლუკამ ის შეადგინა ღრმად პატივცემული თეოფილესთვის. . . რაც შეეხება პავლეს ეპისტოლეებს, მკითხველი თავისთავად დაინახავს მათ რაობას, დამწერის ვინაობასა და დაწერის მიზანს. კორინთელებისთვის მიწერილ წერილში მან დაგმო ერესი, გალატელებს მისწერა წინადაცვეთის წინააღმდეგ, ხოლო რომაელებს — წერილების თანმიმდევრულობაზე და იმაზე, რომ მათში ყურადღება ქრისტეზე მახვილდებოდა. თითოეულის განხილვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვხედავთ, რომ კურთხეული პავლე მოციქული იოანეს მსგავსად მხოლოდ შვიდ ეკლესიას სწერს შემდეგი თანმიმდევრობით: კორინთელებს (პირველი), ეფესოელებს (მეორე), ფილიპელებს (მესამე), კოლოსელებს (მეოთხე), გალატელებს (მეხუთე), თესალონიკელებს (მეექვსე) და რომაელებს (მეშვიდე). თუმცა პავლემ მეორედაც მისწერა შესაგონებელი წერილი კორინთელებსა და თესალონიკელებს [? ამ შვიდი წერილის დაწერით] ცხადყო, რომ მთელ დედამიწაზე ერთი ეკლესიაა; იოანეც აპოკალიფსში შვიდ ეკლესიას სწერს, მაგრამ გულისხმობს ყველა კრებას. მან აგრეთვე სიყვარულით მისწერა ერთი წერილი ფილიმონს, ერთი — ტიტეს და ორიც — ტიმოთეს. ესენი წმინდადაა მიჩნეული ეკლესიის მიერ . . . გარდა ამისა, წმინდად ითვლება იუდას წერილი და იოანეს ორი წერილი . . . ჩვენ აგრეთვე ვცნობთ იოანეს აპოკალიფსს და პეტრეს, თუმცა ზოგიერთ ჩვენგანს არ სურს, რომ ეს [უკანასკნელი] ეკლესიაში იკითხებოდეს“.(The New Schaff-Herzog Encyclopedia of Religious Knowledge, 1956, ტ. VIII, გვ. 56).

9 როგორც ხედავთ, მურატორის სახელით ცნობილი ეს კატალოგი, რომელიც მეცნიერთა უმრავლესობის მიერ ერთხმად დათარიღდა ახ.წ-ით მეორე საუკუნით (170-200), სრულფასოვნად გვაწვდის იმ დროისთვის უკვე კარგად ცნობილი კანინიკური წიგნების ნუსხას! ზემოთ მითითებულ ენციკლოპედიაში მურატორის ფრაგმენტის საფუძველზე გაკეთებულია შემდეგი მნიშვნელოვანი დასკვნა: „ახალ აღთქმაში უდავოდ შედიოდა ოთხი სახარება, საქმეები, პავლეს ცამეტი ეპისტოლე, იოანეს აპოკალიფსი, სავარაუდოდ მისი სამი ეპისტოლე, იუდა და შესაძლოა 1 პეტრე; რაც შეეხება პეტრეს მეორე წერილს, მისი უტყუარობის თაობაზე დავა ჯერაც არ დამცხრალა“. ეს რაც შეეხება მურატორის სახელით ცნობილ კატალოგს. მაგრამ საყურადღებოდა, რომ მურატორის კატალოგიდან მოყოლებული, კართაგენის კრებამდე, სულ ცოტა 16 კატალოგი არსებობს, რომელიც „ახალი აღთქმის“ კანონიკური წიგნების სრულყოფილ ნუსხას გვთავაზობს, ნუსხას ანუ კანონიკურ წიგნთა სახელწოდებებს, რომელებიც წარმოდგენილია ჩვენს თანამედროვე ბიბლიებში. თუ მხედველობაში მივიღებთ კართაგენის კრებამდე არსებულ კატალოგებს, მაშინ ნათელია, რომ კართაგენისა თუ სხვა საეკლესიო კრებებისა და სასულიერო პირების გარეშე, ბრწყინვალედ იყო (და არის) ცნობილი, თუ რომელი წიგნები წარმოადგენდნენ „ახალი აღთქმის“ კანონიკურ წიგნებს. „ახალი აღთქმის“ სწავლულის, პროფესორ ლიი მარტინის წიგნი „The Integrity of the Biblical Canon in Light of Its Historical Development“, მეცნიერულ წრეებში ფართოდ აღიარებული კვლევების შედეგებს მოიხსნეიებს: (1) ებრაული წერილების კანონიკურობის აღიარება სამ საფეხურად იყოფა იუდეველებში. წინასწარმეტყველური წიგნებსა ძვ.წ. 400 წლიდან ძვ.წ. 200 წლამდე; ხოლო დანარჩენი წერილების ახ. წ. 90-100 წლეში; (2) ადრეულ ქრისტიანებმა იესოსგან მიიღეს დასრულებული ძ[ველი]ა[აღთქმის] კანონი; (3) ა[ხალი] ა[ღთქმის] კანონის უმეტესობა აღიარებული იყო ახ.წ-ით მეორე საუკუნის დასასრულისთვის. და (4) ამას ადასტურებს ახ.წ. მეორე საუკუნის ბოლოსთვის მურატორის ფრაგმენტში წარმოდგენილი კანონიკური წიგნების ნუსხა“.

10 შეუძლებელია აგრეთვე არ აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მეორე, მესამე და მეოთხე საუკუნეებში მოღვაწე მწერლების, ლინგვისტების და განსხვავებული რელიგიური შეხედულებების მქონე თეოლოგების ნაშრომები, კანონიკური ბიბლიის წიგნებიდან დაციტირებულ მხულებსაც შეიცავენ და ზოგიერთი მათგანი კანონიკური წიგნების ნუსხასაც შეიცავენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მწერლების თითქმის უმეტესობა არ წამროადგენდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის „სასულიერო პირებსა“ და „წმინდანებს“. ასეთებს შორის იყვნენ, მაგალითად ტატიანე, ირინეოსი, კლემენტი ალექსანდრიელი, ტერტულიანე, ორიგენე და სხვები; (მოგვიანებით, იერონიმეც).

11 ის ფაქტი, რომ მეოთხე საუკუნეში შემდგარი კართაგენის კრებამდე გაცილებით ადრე, კარგად იყო ცნობილი თუ რომელი წიგნები წარმოადგენდა კანონიკურს და რომელი არა, იმის უდაო ფაქტია, რომ წარსულში მცხოვრებმა ადამიანებმა ბრწყინვალედ იცოდნენ თუ რომელი იყო ბიბლიის კანონიკური წიგნები მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესიის მიერ გამართული საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებებისა თუ აღიარებათა გარეშეც, ანუ ის, თუ რომელი წიგნები წარმოადგენდნენ კანონიკურს და რომელი არა, კართაგენისა და ლაოდიკიის კრებების არსებობამდე საუკუნეებით ადრე იყო დადგენილიც, ცნობილიც და აღიარებულიც.

12 არაკანონიკიკური (აპოკრიფული) წიგნები. რაც შეეხება არაკანონიკურ და აპოკრიფულ წიგნებს. აპოკრიფული წიგნები იგივე არაკანონიკური წიგნებია. მიუხედავად იმისა რომ ასეთ წიგნებს კანონიკური წიგნების გვერდით საპატიო ადგილს უძებნიან ხოლმე მართლმადიდებლები ტავიანთ ბიბლიებში, აღსანიშნავია რომ არაკანონიკური (აპოკრიფული) წიგნები არ წარმოადგენენ ღვთის შთაგონებით დაწერილ წიგნებს და აქედან გამომდინარე, არ მიეკუთვნებიან ღვთის სიტყვას ბიბლიას; შესაბამისად, მათი ადგილი არაა ბიბლიაში. არაკანონიკური (აპოკრიფული) წიგნები ძალიან განსხვავდება კანონიკური წიგნებისგან. მათში მრავლად არის გამოგონილი ფაქტები და არალოგიკური აზრები, ხშირია უზუსტობებიც. აი, რას ამბობენ მეცნიერები არაკანონიკური წიგნების შესახებ:

არავის ამოუღია ისინი ახალი აღთქმიდან. მათ, უბრალოდ, ვერ დაიმკვიდრეს ადგილი მასში“ ― (The Apocryphal New Testament, მ. ჯეიმსი, გვ. 11, 12).

„საკმარისია შევადაროთ ახალი აღთქმის წიგნები აპოკრიფულ წიგნებს და მაშინვე დავინახავთ მათ შორის არსებულ უდიდეს სხვაობას. როგორც ამბობენ, არაკანონიკური სახარებები საუკეთესო არგუმენტია ახალი აღთქმის წიგნების კანონიკურობის დასამტკიცებლად“ ― (The New Testament Documents, გ. მილიგანი, გვ. 228).

„ახალი აღთქმის წიგნების გარდა, ადრინდელი ეკლესიის დროიდან ჩვენამდე მოღწეულ არც ერთ წიგნზე არ შეიძლება იმის თქმა, რომ კანონს უნდა მიეკუთვნებოდეს“ ― (The Problem of the New Testament Canon, კ. ალანდი, გვ. 24).

13კანონიკურობის განსაზღვრა. ალბათ ობიექტურ მკითხველს სურს იცოდეს, თუ რა განსაზღვრავს და რა ადასტურებს ბიბლიის 66 წიგნის კანონიკურობას? რომელიმე რელიგიის სასულიეროპირთა დადგენილება? რომელიმე ეკლესიის წინამძღვრის გადაწყვეტილება? რომელიმე რელიგიის საეკლესიო კრება? თუ რა? და საერთოდ, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კანონიკური წიგნი?

14 უპირველეს ყოვლისა, კანონიკური წიგნი 1) უნდა მოგვითხრობდეს იმის შესახებ, რასაც სამყაროს უზენაესი უფალი, ბიბლიის ღმერთი იეჰოვა აკეთებს ადამიანებისთვის, 2) უნდა აღგვძრავდეს ღვთის თაყვანისმცემლობისკენ და 3) გვეხმარებოდეს მისდამი სათანადო დამოკიდებულების განვითარებაში. წიგნიდან 4) აშკარად უნდა ჩანდეს, რომ ის ღვთის შთაგონებით, წმინდა სულის მოქმედების შედეგად არის დაწერილი (2 პეტ. 1:21). ის ადამიანს 5) უნდა მოუწოდებდეს სიყვარულისკენ, ღვთის მსახურებისკენ და არა ცრურწმენისა და ქმნილებების თაყვანისცემისკენ. ის 6) არ უნდა არღვევდეს ბიბლიის საერთო ჰარმონიას, 7) უნდა ეთანხმებოდეს სხვა წიგნებს და 8) ცხადყოფდეს, რომ მთელ ბიბლიას ერთი ავტორი, იეჰოვა ღმერთი, ჰყავს. კანონიკური წიგნი 9) უნდა გამოირჩეოდეს სიზუსტით, თვით წვრილმანებშიც კი. გარდა ამისა, 10) არსებობს ფაქტორები, რომლებიც წიგნის შინაარსის ამა თუ იმ თავისებურებას უკავშირდება და მოხსენიებული იყო ამ წიგნში, ბიბლიის თითოეული წიგნის განხილვისას. ბიბლიის კანონის დადგენაში ებრაულ და ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებთან დაკავშირებული სხვა ფაქტებიც გვეხმარება.

15 ის, რასაც ფაქტები ადასტურებენ, აშკარაა: კანონიკური წიგნები არ დადგენილა ე.წ. „ქრისტიანული“ სამყაროს რომელიმე საეკლესიო კრების განჩინებითა თუ გადაწყვეტილებით არც მართლმადიდებლების და არც კათოლიკების მიერ, არამედ ის დადგინდა ღვთის წმინდა სულის ხელმძღვანელობით, რომლის ძალითაც დაიწერა კანონიკური წიგნები. ხოლო იმ ადამიანებმა, რომლებმაც ღვთის შთაგონების გარეშე მომდოვნე საუკუნეებში თავიანთ კრებებზე თავიანთთვის შეადგინეს ბიბლიის კანონიკური წიგნების ნუსხა, მხოლოდ და მხოლოდ აღიარეს ის, ანუ გაიმეორეს ის, რაც ღვთის სულით, ჯერ კიდევ მათ დაბადებამდე იყო დადგენილი და აღიარებული. ასე რომ ის განაცხადი, თითქოსდა ბიბლიის კანონიკური წიგნები მართლმადიდებელმა ანდა კათოლიკე სასულიერო პირებმა დაადგინეს, გახლავთ მტკნარი სიცრუე, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s