გალერეა

რატომ აირჩიეს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მთარგმნელებმა,რომ თავიანთი ვინაობა არ გამჟღავნებულიყო?

რატომ აირჩიეს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მთარგმნელებმა, რომ თავიანთი ვინაობა არ გამჟღავნებულიყო?

 1 წლებია რაც ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“* ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს დიდ დახმარებას უწევს ღვთის სიტყვის უკეთესად გაგებაში. რატომ? იმიტომ რომ ბიბლიის ეს ახალი თარგმანი, ბევრი პრაქტიკული ფაქტორებით გამოირჩევა დღემდე არსებული სხვა ქართულენოვანი თარგმანებისგან. ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ შესრულებულია თანამედროვე ქართულ ენაზე, რაც მკითხველს უადვილებს ტექსტის გაგებას და აღქმას. ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ თავდაპირველად ინგლისურ ენაზე გამოიცა და უკვე ათწლეულებია რაც მას  ფართო მკითხველი ჰყავს. ამ თარგმანის ინგლისურ გამოცემას არაერთი მეცნიერი, ლინგვისტი და თეოლოგი აქებს. როცა მკითხველი ამ ბიბლიის თარგმანს კითხულობს (იქნება ის ინგლისურენოვანი თუ სხვა ენაზე გამოცემული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“,) მადლიერების გრძნობით აღივსება. ბიბლიის ამ თარგმანის ქართული სრული გამოცემა 2006 წლიდანაა ხელმისაწვდომი ქართულენოვანი მკითხველისთვის. ბიბლიის პირველი წიგნიდან ― დაბადებიდან, ბიბლიის ბოლო წიგნის ― გამოცხადების ჩათვლით, ადვილად წასაკითხი და ადვილად გასაგებ ქართულზეა გადმოთარგმნილი. ამასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტი ის გახლავთ, რომ ბიბლიის ეს თარგმანი, დაფუძნებულია ავტორიტეტულ სამეცნიერო ტექსტებზე; უმთავრესად ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ხელნაწერთა სამეცნიერო გამოცემებზე.

2 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მომზადდა და გამოიცა იეჰოვას მოწმეების მიერ. საინტერესოა, რომ რელიგიური მრწამსიდან და საკუთარი სინდისიდან გამომდინარე, ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მთარგმნელებმა, გადაწყვიტეს, რომ თავიანთი ვინაობა არ გამჟღავნებულიყო. სამწუხაროდ, ზოგიერთი კრიტიკულად განწყობილი ადამიანი, ბოროტად სარგებლობს მთარგმნელების მიერ გაკეთებული არჩევანით. ალბათ დაგაინტერესდებოდათ და იკითხავდით, კრიტიკულად განწყობილმა ადამიანებმა როგორ და რატომ უნდა ისარგებლონ ბოროტად, მთარგმნელთა ამგვარი გადაწყვეტილებით? შეიძლება გაიკვირვოთ, მაგრამ ისინი ამბობენ რომ მთარგნელები მხდალები და არაკომპეტენტურები იყვნენ რათა თავიანთი ვინაობა გაემხილათო. მაგრამ აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ ბროშურები, ჟურნალები, წიგნები, ვიდეო ფილმები და თუნდაც საგალობლები, ანდა ნებისმიერი ნაშრომი, რასაც იეჰოვას მოწმეები გამოსცემენ, ყოველთვის ანონიმურია, რადგან ავტორები თავად ირჩევენ რომ ანონიმურებად დარჩნენ. საყურადღებოა რომ იეჰოვას მოწმეების საგამომცემლო ისტორიის თანახმად, იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაცია, ყოველთვის იცავდა ამა თუ იმ ნაშრომის ავტორთა ანონიმურობას. მიზეზი ყოველთვის ერთი იყო: ავტორებს არ სურდათ და არ სურთ, რომ კაცთაგან მიიღონ დიდება, რადგან მათ კარგად ესმით, რომ ღვთისმოსაწონი საქმისთვის დიდება არ უნდა მიეგებოდეს ადამიანებს, არამედ  ყოველგვარი დიდება მიმართული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ სამყაროს უზენაესი შემოქმედისადმი, იეჰოვა ღმერთისადმი. (რომ. 15:11; ეფეს. 5:20).

3 ქრისტიანების სახელმძღვანელო ― ბიბლია ― ნათლად ასწავლის, რომ თავმდაბლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თვისებაა ნამდვილი ქრისტიანისთვის! (მათე 18:1—6). აქედან გამომდინარე, თითოეულ იეჰოვას მოწმეს, იქნება ის ბიბლიის მთარგმნელი, რაიმე წიგნის, ჟურნალის, ან თუნდაც პატარა სტატიის ავტორი, გათავისებული აქვს, რომ ღვთის წინაშე სრული თავმდაბლობით იაროს და საკუთარი თავი წინა პლანზე არასოდეს  წამოწიოს. (ეფეს. 4:1,2; 1პეტრ. 5:5). იმ იეჰოვას მოწმეებს რომლებმაც ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“  მოამზადა და იმ მოწმეებსაც, ვინც ბიბლიის ამ თარგმანზე არ მუშაობდნენ, კარგად ესმით, რომ თითოეულ მათგანს ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალურად უნდა გამოჰქონდეთ ქრისტიანული თვისების ― თავმდაბლობის დამადასტურებელი ნაყოფები. ფაქტია, რომ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მთარგმნელობით კომიტეტში მყოფმა იეჰოვას მოწმეებმა, პრაქტიკულად გამოიღეს ქრისტიანული თვისების ― თავმდაბლობის დამადასტურებელი რეალური ნაყოფი, როცა თავიანთი ვინაობა საქვეყნოდ არ გაახმაურეს. ამგვარი მოქმედებით მათ აშკარად გამოავლინეს თავმდაბლობა და ქრისტესადმი მორჩილება. (მათე 6:1―4). აქვე აუცილებელია ისიც აღინიშნოს, რომ იეჰოვას მოწმეები არ წარმოადგენენ გამონაკლისს, რადგან ასეთი პოზიცია სხვა მთარგმნელებსაც ჰქონდათ ბიბლიის თარგმნის ისტორიაში. მაგალითად,  1971 წელს გამოცემულ ბიბლიის ერთ-ერთი თარგმანის („New American Standard Bible“-ის) ყდაზე აღნიშნულია: „ჩვენ არ მოვიხსენიეთ არც ერთი მეცნიერის სახელი . . . რადგან ვფიქრობთ, რომ მთელი ღირსება ღვთის სიტყვას უნდა ეკუთვნოდეს“. ჩემთვის, არავის არასდროს გამოუხატავს უკმაყოფილება 1971 წელს გამოცემული „ახალი ამერიკული სტანდარტული ბიბლიის“ მთარგმნელთა გადაწყვეტილების გამო, ანონიმური ყოფილიყვნენ. ზუსტად იგივე მოტივით ‘ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ კომიტეტმა საგამომცემლო უფლება იმ პირობით გადასცა „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოებას“, (სხვა სიტყვებით, იეჰოვას მოწმეების იურიდიულ წარმომადგენლობას) რომ მთარგმნელების ვინაობა ცნობილი არ გახდებოდა. მათი ეს თხოვნა დაკმაყოფილდა. საკუთარი თავის განდიდების ნაცვლად, მთარგმნელებს სურდათ, რომ პატივი მიეგოთ წმინდა წერილების ავტორისთვის, იეჰოვა ღმერთისთვის’. (კოლას. 3:23―25.) ― იხილეთ წიგნი „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“, გვ.52,53.).

4 ზემოთ აღნიშნული ფაქტორიდან გამომდინარე, საგამომცემლო უფლებების მქონე მხარეს, მთარგმნელ იეჰოვას მოწმეთა ვინაობა არასოდეს გაუმჟღავნებია, რითაც თავმდაბალი თანაქრისტიანების მოთხოვნას სათანადო პატივი სცა. (ფილიპ. 2:3,4.).

5 როდესაც კრიტიკულად განწყობილი ადამიანები მთარგმნელ იეჰოვას მოწმეებს გამოვლენილი თავმდაბლობის გამო ცილს სწამებენ და თარგმნელთა ანონიმურობას არაპატიოსან მოტივებს მიაწერენ, ავიწყდებათ, რომ ასეთი ქმედებით თავს ესხმიან და უარყოფითად განიხილავენ ყველა იმ ადამიანს, ვინც ღვთის მოსაწონი საქმე გააკეთა, მაგრამ თავმდაბლობიდან გამომდინარე აირჩია, რომ  თავისი ვინაობა გაუხმაურებელი ყოფილიყო. (მათე 6:3,4). და ბოლოს, იბადება კითხვა:

რამდენად სანდოა ეს თარგმანი მეცნიერული თვალსაზრისით?

ვინაიდან მთარგმნელებმა არ ისურვეს თავიანთი ვინაობის გამხელა, ცხადია, რომ ამ კითხვას ვერ ვუპასუხებთ მათი განათლების საფუძველზე. თარგმანი თავისთავად უნდა მეტყველებდეს თავის ღირსებებზე და ასეც არის! საინტერესოა ის ფაქტი, რომ მას შემდეგ რაც ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ინგლისური ვერსია გამოიცა, არაერთმა ცნობილმა მეცნიერმა შეაქო ის და მაღალი შეფასება მისცა, როგორც ზუსტი, სანდო და მაღალხარისხოვანი თარგმანი. ამ პატარა სტატიას დავასრულებ ლინგვისტების, წამყვანი სპეციალისტების, ბიბლიის საყოველთაოდ ცნობილი მთარგმნელების და მეცნიერების მიერ გაკეთებული  შეფასებების მხოლოდ რამდენიმეს დაციტირებით:

 1. ჯ.დ.ფილიპსი, (ლინგვისტი, ბიბლიური ენების სპეციალისტი, ეკლესიის მსახური) ზემოაღნიშნული ბიბლიის გამომცემლებს სწერდა: „გასულ კვირას, შევიძინე თქვენი გამოცემული ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმ­ანი და ვამაყობ იმით რომ ამ გამოცემის მფლობელი გავხდი. საოცარი საქმე შეგისრულებიათ! გამიხარდა სახელი იეჰოვა რომ ვნახე თქვენს ბიბლიაში. ამ მხრივ, სწორი მიმართულებისკენ გასაოცარი ნაბიჯი გადადგამთ, და ღმერთს შევევედრები, რომ ბიბლიის თქვენი თარგმანი ფართოდ გამოიყენებოდეს. ჯერ მარტო ის, რაც თქვენ გააკეთეთ ― გამოგეყენებინათ ღვთის სახელი ბიბლიაში, ყველა ძალისხმევად ღირდა!“

2. ალენ პ. ვიკგრენი, (დოქტორი, ბერძნული ენის სპეციალისტი, „ახალი გადამუშავებული სტანდარტული ბიბლიის“ მთარგმნელობითი კომიტეტის წევრი, ახალი აღთქმის ტექსტების ექსპერტი): „დამოუკიდებელი წაკითხვა, რომელიც ქებას იმსახურებს, ხშირად გვხვდება სალაპარაკო ენაზე შესრულებულ თარგმანებში, როგორიცაა იეჰოვას მოწმეების ახალი აღთქმა“. (ციტატა აღებულია წიგნიდან „მთარგმნელის ბიბლია“, ინგ., 1952წ., ტ.1, გვ. 99).  

3. ბენიამინ კედარი, (პროფესორი; ძველებრაული ენის სპეციალისტი). ‘ისრაელის ებრაული უნივერსიტეტის’ პროფესორმა ბენიამინ კედარმა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ წარმომადგენლისთვის მიცემულ ინტერვიუში „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ შესახებ აღნიშნა: «ბიბლიის ებრაული ტექსტისა და თარგმანების ლინგვისტური კვლევის დროს ხშირად მივმართავ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ინგლისურ გამოცემას. რაც დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მთარგმნელები, რომლებიც ამ ნაშრომზე მუშაობდნენ, კეთილსინდისიერად ცდილობდნენ ტექსტის რაც შეიძლება ზუსტად გაგებას. თარგმანი გასაგებია, მაქსიმალურად არის მიახლოებული ებრაულთან და მეტყველებს იმაზე, რომ ისინი კარგად ფლობდნენ დედნისეულ ენას . . . მთარგმნელს ყოველთვის აქვს ორიგინალის ინტერპრეტაციისა და თარგმნის გარკვეული თავისუფლება. ამიტომ მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს დავის საგანი. მაგრამ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ვერც ერთ მონაკვეთზე ვერ ვიტყვი, რომ მთარგმნელები შეგნებულად ცდილობდნენ იმის გადმოცემას, რაც ორიგინალში არ იყო ნაგულისხმევი».

4. ს.მაკლინ გილმორი, (ახალი აღთქმის სწავლული): „1950 წელს, იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს ახალი აღთქმის თავიანთი ახალი ქვეყნიერების თარგმანი… ახალი აღთქმის ეს თარგმანი ისეთი კომიტეტის მიერ მომზადდა, რომელიც ბერძნულ ენას არაჩვეულებრივად ფლობდა“. („ჰოლანდიური თეოლოგიური ჟურნალი“, 1984 წ., გვ. 279-280).

5. უილიამ ტაილორი, (დაამთავრა ახალი აღთქმის ენების შესწავლა სამხრეთ ბაპტისტური მსახურების სასწვალებელში). იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ ბიბლიის თარგამნთან დაკავშირებით, ტაილორმა განაცხადა: „წარჩინებული სწავლულობით გამოსცეს თავიანთი ახალი აღთქმა“. (The New Bible Pro and Con, 1955 წ., გვ. 75).

6. თეოლოგმა ჰოუტმანმა, მას შემდეგ რაც ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“  შეისწავლა, ობიექტური დამოკიდებულების მხედველობაში მიღებით განაცხადა, რომ: „იეჰოვას მოწმეების ახალი ქვეყნიერების თარგმანს, მკაცრი კრიტიკის გაძლება შეუძლია“. („ჰოლანდიური თეოლოგიური ჟურნალი“, 1984წ., გვ 279-280).

7. ჩარლზ ფრანსიზ პოტერი, (დოქტორი, თეოლოგი): „ქრისტიანულ ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი… მისმა ანონიმურმა მთარგმნელებმა, ნამდვილად საუკეთესო მანუსკრიპტებიდან თარგმნეს…სწავლულობითა და გამჭრიახობის უნარით“. (The Faith Men Live By“; 1954წ., გვ. 239).

8. ედგარ ჯ. გუდსპიდი, („ახალი აღთქმის“ მთარგმნელი, ბერძნული ენის სპეციალისტი, თეოლოგი,) ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამომცემლებს  „ახალი ქვეყნიერების თარგმანთან “ დაკავშირებით მიწერა: „დავინტერესდი თქვენი ხალხის მსოფლიო მისიონერული საქმიანობით და განსაკუთრებით ძალიან მომეწონა თქვენი თარგმანი, რომელიც თავისუფალი, გულწრფელი და ძლიერი თარგმანია. შემიძლია დავადასტურო, რომ ამ თარგმანში ფართო სპექტრის სწავლულობა ვლინდება“.

9. რობერტ მ. მაკკოი, (დაამთავრა „Andover Newton Seminary“; „Bachelor of Divinity“-ის ხარისხის მფლობელი, თეოლოგი). ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ შესახებ ამბობს: „ახალი აღთქმის ეს თარგმანი იმის დასტურია, რომ იგი კვალიფიციური  სწავლულელების მიერ მომზადდა, რომლებმაც ბიბლიის მთარგმნელობით პრობლებებს გონივრულად გაართვეს თავი“. („The Andover Newton Quarterly“ , 1963 წლის იანვრის გამოცემა, ტ.3, გვ. 31).

10. სტივენ ბაინგტონი, (საყოველთაოდ ცნობილი ბიბლიის მთარგმნელი, მის ბიბლიის თარგმანს ქვია: „ბიბლია ცოცხალ ინგლისურ ენზე“). ბაინგტონმა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანთან“ დაკავშირებით დაწერა: „თუ თქვენ საუკეთესოს ან დამაფიქრებელ თარგმანს ეძებთ, მაშინ ეს თარგმანი ამ სიმდიდრეთა საბადო გახლავთ“. («Christian Century, “Review of the New World Translation of the Christian Greek Scriptures“», 1950 წ., გვ. 1296).

11. ჯეისონ ბე დიუნი, (ჩრდილოეთ არიზონის (აშშ) უნივერსიტეტში რელიგიურ მეცნიერებათა პროფესორის თანაშემწე,) წერდა, რომ იეჰოვას მოწმეები ბიბლიას „გულწრფელი უბრალოებით უდგებიან; მათი მრწამსის და საქმეების საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიაა; ისინი ბიბლიაში იმის დანახვას არ ცდილობენ, რაც იქ არ წერია“. 2003 წელს მან გამოაქვეყნა 200-გვერდიანი ნაშრომი, რომელშიც მსჯელობს ინგლისურ ენაზე გამოცემულ ცხრა ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ბიბლიაზე. („ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გარდა ჯეისონ ბედიუნმა შეისწავლა „განზოგადოებული ახალი აღთქმა“, „ცოცხალი ბიბლია“, „ახალი ამერიკული ბიბლია ახალი აღთქმის შესწორებებით“, „ახალი ამერიკული სტანდარტული ბიბლია“, „წმინდა ბიბლია — ახალი საერთაშორისო გამოცემა“, „ახალი შესწორებული სტანდარტული გამოცემა“, „ბიბლიის თანამედროვე ინგლისური თარგმანი“ და „მეფე ჯეიმზის თარგმანი“). მან გამოიკვლია ბიბლიის ზოგი მონაკვეთი, რომლებიც მეცნიერებს შორის კამათს იწვევს, რადგან, როგორც წესი, ასეთი ადგილები „გარკვეული რელიგიური მოსაზრებითაა ნათარგმნი“. მან თითოეული თარგმანის თითოეული მონაკვეთი შეადარა ბერძნულ ტექსტს, რომ გაეგო, მთარგმნელებმა ხომ არ შეცვალეს დედნის ტექსტი თავიანთი რელიგიური მოსაზრების გამო. რა დასკვნამდე მივიდა ჯეისონ ბედიუნი? ბედიუნი აღნიშნავს, რომ საზოგადოების, მათ შორის ბიბლიის მკვლევარების აზრით, „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ სხვაობები მთარგმნელთა რელიგიური მოსაზრებით არის განპირობებული. თუმცა ხსნის, რომ: «სხვაობების უმეტესობა იმით არის გამოწვეული, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ყველაზე ზუსტი და სიტყვასიტყვითი თარგმანია». ბედიუნი თვლის, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ „სხვა თარგმანებთან შედარებით ზუსტია“. ის ამ თარგმანს „საოცრად კარგ“ თარგმანს უწოდებს და ამატებს: „როცა მაღალხარისხიან პუბლიკაციას ვხვდები, ვცნობ მას, და თქვენი ახალი ქვეყნიერების ბიბლიის თარგმანის კომიტეტმა სამუშაო კარგად შეასრულა… ახალი ქვეყნიერების თარგმანი მაღალხარისხიანი თარგმანია და  სიტყვასიტყვითია, რომელიც ბერძნული ტექსტის ერთგულად მიყოლით, ერიდება ტრადიციულ შელამაზებებს. იგი მრავალმხრივ აღემატება სხვა ყველაზე წარმატებულ თანამედროვე ბიბლიის თარგმანებს“.―(The Orthodox Corruption of Scripture).

12. ალექანდრე ტომსონი, (ცნობილი კრიტიკოსი და მკვლევარი): «ებრაული წერილების ინგლისური თარგმანებიდან თითებზე ჩამოსათვლელია ორიგინალური თარგმანები. ამიტომ მისასალმებელია, რომ გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ [ებრაული წერილების] პირველი ნაწილი, „დაბადებიდან“ „რუთამდე“ . . . როგორც ჩანს, დიდი შრომა დასჭირდა იმას, რომ ის ადვილი წასაკითხი ყოფილიყო. ვერავინ იტყვის, რომ ეს თარგმანი მოკლებულია ორიგინალურობას. მის ლექსიკაში არანაირად არ შეიმჩნევა აქამდე გამოცემული თარგმანების გავლენა». (The Differentiator, ივნისი, 1954 წ., გვ. 131).

______________________

*ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის თარგმანი“

(გადიდებისთვის სურათებზე დააწკაპუნეთ)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s