გალერეა

შეესაბამება თუ არა წმინდა წერილს „სამების“ დოგმატი?

შეესაბამება თუ არა წმინდა წერილს „სამების“ დოგმატი?

კაცი, რომელიც შესანიშნავად ერკვეოდა ბევრ სფეროში, ერთმა ისტორიკოსმა მას უწოდა „ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კაცობრიობის ცოდნის საგანძურში“. ეს მოაზროვნე მიგელ სერვეტი გახლავთ. 1908 წელს სერვეტს ძეგლი დაუდგეს ქალაქ ანმასში (საფრანგეთი), მისი სიკვდილის ადგილიდან დაახლოებით 5 კილომეტრში. იქვე გაკეთებულია წარწერა: „მიგელ სერვეტი . . . გეოგრაფი, ექიმი, ფიზიოლოგი. მან საზოგადოების კეთილდღეობას დიდად შეუწყო ხელი მეცნიერული აღმოჩენებით, ავადმყოფებისა და ღარიბების დახმარებით და მტკიცე პოზიციით, არ მოქცეულიყო სხვების გავლენაში . . . მას მრწამსი ვერაფერმა შეურყია. მან საკუთარი სიცოცხლე ჭეშმარიტების დასაცავად გაიღო“. თავის ნაშრომში „სიტყვა იესო ქრისტეს შესახებ“ სერვეტმა სამების დოგმატს რთული და დამაბნეველი უწოდა, და აღნიშნა, რომ ბიბლიაში მის მხარდასაჭერად „ერთი სიტყვაც კი არ არის“. მისი ნაშრომების გამოკვლევამ მრავალი დაარწმუნა იმაში, რომ ეკლესიის დოგმატი სამების შესახებ სერვეტს  ბრწყინვალედ ჰქონდა შესწავლილი და ბიბლიასთანაც საგულდაგულოდ გადამოწმებული. თქვენც ხომ არ შეამოწმებდით, შეესაბამება თუ არა წმინდა წერილს „სამების“ დოგმატი?

1 ის ვინც მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებებს იცნობს, ან ოდესმე მართლმადიდებელი იყო და მიატოვა ანდა ამჟამადაა მართლმადიდებელი, კარგად იცის თუ როგორ ცდილობენ სასულიერო პირები თავიანთი მრევლის აზროვნების ჩარჩოებში მოთავსებას არაბიბლიური წესების, არასაჭირო თუ არააუცილებელი შეზღუდვების დაწესებით. შეიძლება ბევრისთვის წარმოუდგენელიც კია ის ფაქტი, რომ  მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს, ბიბლიის კითხვის ნებართვის (ე.წ. კურთხევის) მიღებაც კი ესაჭიროება თავისი მოძღვრისგან. ასეთი მართლმადიდებელი მორწმუნეები დაარწმუნეს, რომ ბიბლიის წაკითხვა არ შეიძლება მოძღვრის ნებართვის (ე.წ. კურთხევის) გარეშე. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მართლმადიდებელი მორწმუნე, მაინც აცნობიერებს რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა ამგვარი დამოკიდბეულება, სწავლება და შეზღუდვები, გარდა იმისა რომ დამქანცველია და გამომფიტველი, მკვეთრად ეწინააღმდეგება ქრისტიანთა სახელმძღვანელოში ― ბიბლიაში ჩაწერილ სწავლებებსა და მოთხოვნებს. (მათე 23:4).

2 იმ ადამიანთა დასახმარებლად, რომლებსაც ჯერ კიდევ „სამება“ ჰგონიათ ღმერთი, მაგრამ არ ეშინიათ საღი აზროვნების და შესაბამისად საკითარი თავისთვის ლოგიკური კითხვების დასმასაც არ ერიდებიან, ქვემოთ ჩამოვწერილია სააზროვნო და საფიქრებელი კითხვები; ამ კითხვების გაანალიზების შედეგად, საღად და ობიექტურად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება, რომ „სამება“ არაბიბლიური სწავლებაა და საერთო არაფერი აქვს ბიბლიის ღმერთთან და პირველ ქრისტიანთა მონოთეისტურ სწვალებასთან.

3 ქვემოთ ჩამოწერილ საფიქრებელ კითხვებს ხშირ შემთხვევაში მიწერილი აქვს ბიბლიური მუხლები, რომელთა ყურადღებით წაკითხვა, მოაზროვნე მკითხველს სწორი ანალიზის გაკეთებაში დაეხმარება:

  1. „სამების“ სწავლების თანახმად, ღვთის ძე იესო ქრისტე ღვთის თანასწორია ყველაფერში. თუ ასეა, იბადება შემდეგი ლოგიკური კითხვები. ნუთუ  სწავლება რომელსაც ქრისტე ასწავლიდა, ისევე არ უნდა ყოფილიყო ქრისტესთვისაც, როგორც ის ღვთისა  იყო? მაშ რაღატომ ამბობდა ღვთის ძე, რომ ეს სწავლება მისი არაა, არამედ ღვთისაა? (იოანე 7:16).
  2. იესო რომ „სამების“ ‘მეორე იპოსტასი’ (მეორე პირი) ყოფილიყო, ნუთუ ამის შესახებ ერთხელ მაინც არ იტყოდა? (მარკოზი 13:23; იოანე 6:36; 14:28).
  3. ღვთის ძე და ღმერთი თუ ყველაფერში თანასწორნი არიან, მაშინ მხოლოდ ღვთის ძე რატომ ასრულებს გამომგზავნელის საქმეს და არა პირიქით? (იოანე 17:4; 1 იოანე 4:9). ნუთუ ღვთისადმი თანასწორობას ნიშნავს ღვთისადმი მორჩილება და მსახურება? (1კორინთელთა 11:3).
  4. ღმერთი და ღვთის ძე თუ სამების პირველი ორი იპოსტასია და ყველაფერში თანასწორები არიან (როგორიცაა მაგალითად ცოდნა და მდგომარეობა), და სამების ამ სწავლებიდან გამომდინარე რაც ღმერთს აქვს ძესაც აქვს, მაშინ როგორ შეიძლება ღმერთმა თავის ძეს რაიმე მისცეს? ის ხომ ორივეს ყოველთვის უნდა ჰქონოდა?! როცა ერთი პიროვნება მეორესგან რაიმეს იღებს, ნუთუ ლოგიკა არ გკარნახობთ, რომ იმას რასაც მიღების შემდეგ დაეუფლა მიმღები, მიღებამდე არ გააჩნდა? (იოანე 3:35; 5:22; საქმეები 2:33; ფილიპ. 2:9; გამოცხადება 1:1).
  5. თუ ქრისტე ღვთისგანაა შობილი, როგორღა გამოდის იმის თანასწორი ანდა იმის ერთარსი, ვისგანაც იშვა? (საქმეები 13:33; 1 იოანე 5:1; ებრაელთა 5:5).
  6. თუ იესო ქროსტე ღვთის თანასწორი, ერთარსია და განუყოფელია, სად იყო ის ქვეყნად შემოყვანამდე? თუ ქრისტე ყოველთვის სამპიროვანი ღმერთის თანასწორია, როგორღა შემოჰყავს ის ქვეყნად ღმერთს? (ებრაელთა 1:6).
  7. შეიძლება ერთი და იგივე ბუნება ჰქონოდა არშობილ-ღმერთსა და შობილ ღმერთს?
  8. თუ ღმერთი სამპიროვანი ღვთაებაა და ასეთი იყო ყოველთვის, მაშინ როგორ შეიძლებოდა სამების ერთ იპოსტასს (პირს), ამ შემთხვევაში „მამას“, ეცხო სამების მეორე იპოსტასი ანუ „ძე“, სამების მესამე იპოსტასით „სულიწმინდით“? (საქმეები 10:38; ლუკა 4:18). ისინი ხომ განუყოფელ, ერთარსებად მიჩნევიან სამების მომხრეების მიერ?
  9. მათეს 3:16,17-ში ჩაწერილს ისე თუ განვიხილავთ, როგორც „სამების“ დოგმატით ისწავლება, მაშინ გამოდის, რომ „სამების“ (სამპიროვანი ღმერთის) ერთმა იპოსტასმა (პირმა) თავისი ბუნების ე.წ. „განუყოფელი“, “ერთარსი”, „თანასწორი“ და “თანაარსი” მესამე იპოსტასი გააგზავნა მეორე იპოსტასთან.  თუ ასეა და თუ ეს სამი იპოსტასი  ერთარსნი, თანასწორნი, თანაარსნი და განუყოფელნი არიან, როგორღა და რატომღა გააგზავნა ერთმა (მამამ) მესამე (სულიწმინდა), მეორესთან (ძესთან)? თუ ერთი მესამეს აგზავნის მეორესთან, როგორღა არიან ერთნი?
  10. რატომაა რომ სამების მესამე იპოსტასი, [რომელსაც სამების მომხრეები ყოვლისშემძლე ღმერთად მიიჩნევენ და სამების დანარჩენი იპოსტასების თანასწორადაც,] ყოველთვის სამების პირველი ორი იპოსტასისგან იგზავნება და არა პირიქით?  (მათე 3:16; იოანე 14:26; 16:7; საქმეები 2:17,33; 8:18; ებრაელთა 2:4).
  11. შეიძლება რომ ღვთის ძმა იყო? (მათე 28:10).
  12. სამების მომხრეები ქრისტეს სამების ნაწილად მიიჩნევენ, რადგან ქრისტეს ბიბლიაში „ღმერთი“ ეწოდება. ბიბლიის ზოგ მუხლებში, „ღმერთი“ მოსესაც ეწოდება და სხვა ადამიანებსაც. (გამოსვლა 7:1; ფსალმუნები 81:6;[82:6]; იოანე 10:34,35). ნუთუ ისინი, ვისაც ბიბლიაში ღმერთი ეწოდება, სამების იპოსტასებად უნდა მივიჩნიოთ?
  13. რატომაა რომ სამების მეორე იპოსტასმა (პირმა), რომელიც სამების დოგმატის თანახმად ყოვლისმცოდნე ღმერთად მიიჩნევა, ღვთისგან განსხვავებით რაღაც-რაღაცეები არ იცის? როგორღა ღმერთი, თუკი რაღაცეები არ იცის? (მარკოზი 13:32; მათე 24:36).
  14. თუ ქრისტე ღვთის ძე არაა, არამედ ღმერთია და ღვთის თანასწორი, თანაარსი და ამავდროს განუყოფელი, რაღატომ „აჩვენებს“ მას ღმერთი იმას, რასაც აკეთებს რათა ძემაც შეძლოს იმივეს გაკეთება? ნუთუ ისედაც არ უნდა იცოდეს და ხედავდეს ძე, თუ რას აკეთებს ღმერთი? რაღატომ უნდა დასჭირვებოდა ღმერთისგან რაიმეს „ჩვენება“, თუკი თავად იყო ღმერთი? (იოანე 5:20; გამოცხადება 1:1).
  15. თუ იესო ქრისტე ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლეა, რატომაა დამოკიდებული მამაზე? რატომაა, რომ „ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს“? (იოანე 5:19, ციტატა აღებულია ბ.ბრეგვაძის თარგმანიდან).
  16. რატომ ასრულებს ძე მამის ნებას და არა მამა ძის ნებას? (ლუკა 22:42; იოანე 6:38). როგორ შეიძლება ყოვლისშემძლე ღმერთი ვინმეს ნებას  ასრულებდეს?
  17. მხოლოდ ღმერთი რატომ წყვეტს რა თქვას იესო ქრისტემ, რა ილაპარაკოს და რა ასწავლოს? (იოანე 12:49).
  18. რატომ არ მოიძებდნება ბიბლიაში ერთი მუხლი მაინც, რომელშიც ეწერებოდა, რომ ქრისტე დავალებებს და განკარგულებებს აძლევს მამას და არა პირიქით?
  19. ესაჭიროება კი ყოვლისშემძლე ღმერთს ვინმესგან უფლებამოსილების მიღება რათა ვინმე განსაჯოს? (იოანე 5:22).
  20. შეიძლება რომ ყოვლისშემძლე ღმერთი, „უფლის შიშით სულდგმულობდეს“? (ესაია 11:3,საქართველოს საპატრიარქოს თარგმანი.)
  21. შეიძლება ყოვლისშემძლე ღმერთი მსახურად იწოდებოდეს? (საქმეები 3:13, ბ.ბრეგვაძის თარგმანი).
  22. შესაძლებელია  რომ ყოვლისშემძლე ღმერთი ოდესმე ვინმემ მოკლას? (საქმეები 5:30).
  23. ნუთუ ეს სიტყვები ყოვლისშემძლე ღმერთის დამახასიათებელი სიტყვებია: „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?“ (მათე 27:46).
  24. ბიბლიის თანახმად, იესო ქრისტე ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავლობს (1 ტიმ. 2:5),  როგორღა შეიძლება იყოს შუამავალი ქრისტე ან ერთი მხარის წარმომადგენელი ან მეორის? შეიძლება შუამავალი პირი, შუამავალიც იყოს და ისიც, რომლებსაც შუამავლობს?
  25. თუ სამების პირველი ორი იპოსტასი, ანუ „მამა“ და „ძე“ თანასწორნი არიან, მაშინ რატომ გამოიყენება მათ აღსაწერად „მამა და ძე“ და არა „ძმები“? ნუთუ სიტყვა „ძმები“ უფრო შესაბამისად არ აღწერდა თანასწორობას,  ვიდრე „მამა და ძე“?
  26. თუ იესო ქრისტე სამების ნაწილია, ხომ არ ნიშნავს, რომ სიკვდილის დროს, ღმერთის რაღაც ნაწილი, დამცირებასა და ცვალებადობას დაექვემდებარა?
  27.  თუკი ზეცაში მყოფი ქრისტე, მამის მორჩილებაში არაა, მაშ რაღას ნიშნავს მოციქულ პავლეს სიტყვები ―„ქრისტეს თავი ღმერთია“ ―  რომელიც მან ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ დაწერა? (1კორინთელები 11:3).
  28. ნუთუ სამი ცალკეული სუბიექტის ერთად მოხსენიება (მათე 28:19), მაინც და მაინც თანასწორობაზე და ერთარსობაზე მეტყველებს? (1 ტიმოთე 5:21).
  29. თუ იესო ქრისე ყოველთვის იყო და არის ღვთის თანასწორი, მაშინ როგორღა გავიგოთ სიტყვები: ‘ღმერთმა „აამაღლა“ იგი’? (საქმეები 5:31). თუ ღმერთმა აამაღლა იგი, ამაღლებამდე  ღმერთთან შედარებით დაბალი მდგომარეობა ხომ არ ეკევა? ან იქნებ ახლა უკავია ღმერთზე ამაღლებული  მდგომარეობა? ასეა თუ ისე, ფაქტია რომ ღვთის თანასწორი არც ამაღლებამდე გამოდის და არც ამაღლების შემდეგ.
  30. ღმერთი და იესო ქრისტე თუ თანასწორნი არიან, როგორღაა შესაძლებელი რომ ღმერთმა იესო რაიმედ შექმნას? ის ხომ ღვთის თანასწორი აღარ გამოდის? ― საქმეები 2:36, ბ.ბრეგვაძის თარგმანი; აგრეთვე იხილე ებრაელთა 3:2, გ.მთაწმინდელის თარგმანი.
  31. თუ იესო ქრისტე ღვთის თანასწორია, როგორღაა ღვთის მიერ  „ყოვლის მემკვიდრედ დადგენილი“? (ებრაელთა 1:2).
  32. რომაელთა 8:17-ის თანახმად, ქრისტიანები ღვთის მემკვიდრეები არიან და ქრისტეს თანამემკვიდრეები. ნიშნავს, რომ ქრისტიანებიც ღვთის თანასწორნი არიან და სამების ნაწილს წარმოადგენენ?
  33. თუ ქრისტე ყოვლისშემძლე ღმერთია, მამის მსგავსად მასზე რატომ არაა  დამოკიდებული თუ ვინ დაჯდება მის მარჯვნივ ზეციერ სამეფოში? (მათე 20:23).  ნუთუ შეიძლება ყოვლისშემძლე ღმერთს შეზღუდული უფლებამოსილება ჰქონდეს?
  34. თუ ქრისტე ღვთის თანასწორია და ღმერთია, ზეცად ამაღლების შემდეგ რატომ უწოდებს მამას „ჩემ ღმერთს“? (გამოცხადება 3:12).
  35. შეიძლება ყოვლისშემძლე ღმერთი უბრალო ანგელოზის მითითებებს ასრულებდეს? (გამოცხადება 14:14-16).
  36. ქრისტე თუ სამუდამოდ ღვთის თანასწორი უნდა იყოს, როგორღა უნდა გავიგოთ 1კორინთელთა 15:28, სადაც პირდაპირ წერია რომ მოვა დრო, როცა ძე, ღმერთს დაემორჩილება?
  37. რატომაა ღმერთთან მისვლა მხოლოდ იესოს მეშვეობით და არა  ქრისტესთან მისვლა ღმერთის მეშვეობით? (იოანე 14:6).
  38. რატომ მოითხოვება ქრისტიანისთვის ღმერთის მიმართ ქრისტეს სახელით ლოცვა და არა ქრისტესთ მიმართ ღვთის სახელით ლოცვა? (ეფესელები 5:20; კოლ. 3:17).
  39. რატომ არასდროს არ მიუმართავს იეჰოვას იესო ქრისტესთვის როგორც თავისი ღმერთისთვის? (გამოცხადება 3:12).
  40. ნუთუ სატანა იმდენად სულელი იყო ვერ გაეთვალა, რომ ღმერთი მას არ სცემდა თაყვანს? (მათე 4:9).
  41. იესო რომ ყოვლისშემძლე და ყოვლისმფლობელი ღმერთი ყოფილიყო, ნუთუ მისი საკუთრება და კუთვნილება არ იქნებოდა ყველაფერი? მაშ რაღატომ შეეცდებოდა სატანა მის შეცდენას ამ წუთისოფლის სამეფოების შეთავაზებით? (მათე 4:8,9).
  42. რადგან ღმერთზე და ქრისტეზე სახარებაში ნათქვამია რომ „ერთი“ არიან (იოანე 10:30) და ამიტომ მათ სამების თანაარსად მიიჩნევენ სამების მომხრეები, მაშინ იბადება ლოგიკური კითხვა: ქრისტეს მოწაფეებიც სამების თანაარსად ხომ არ უნდა მივიჩნიოთ, რადგან წმინდა წერილში ნათქვამია, რომ მოწაფეებიც „ერთი არიან ქრისტეში“. (გალატ. 3:28; რომ. 12:5).
  43. თუ სულიწმინდა ყოვლისშემძლე ღმერთია, იეჰოვა (მამა ღმერთი) და იესო (ღვთის ძე) რატომ არ მიმართავენ მას ლოცვით?
  44. რატომ არსად არასდროს არ აგზავნის სულიწმინდა ღმერთს ან იესო ქრისტეს?
  45. თუ სამებაა ღმერთი და ეს სამება სამსახოვანი განუყოფელი არსებაა, რატომ იხილა სტეფანემ მხოლოდ ღმერთი და ქრისტე, ხოლო სულიწმინდა კი არა? (საქმეები 7:55). ის ხომ სამსახოვანი (სამპიროვანი) ღმერთის განუყოფელი ნაწილი და თანაარსია სამების დოგმატის თანახმად.
  46. ღვთის სახელის იეჰოვასი და მისი ძის იესოს სახელისგან განსხვავებით, ბიბლიაში ერთხელ მაინც რატომ არსად არაა სულიწმინდის სახელი მოხსენიებული, თუკი სულიწმინდა პიროვნებაა და მითუმეტეს ღმერთი?
  47. სულიწმინდა თუ ისევე წარმოადგენს ღმერთს, როგორც სამების დანარჩენი ორი იპოსტასი, ბიბლიაში რატომ არ მოიხსნეიება ერთი მორწმუნე მაინც, რომელიც სულიწმინდას ლოცვით მიმართავდა?
  48. სულიწმინდა, რომელზეც სამების მომხრეები ამბობენ, პიროვნებაა და ამავდროს ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთია, თან სამების მესამე იპოსტასია, მაშინ რატომ არ იცის სულიწმინდამ ვინაა ძე? (ლუკა 10:22).
  49. რატომაა რომ ღმერთს შეუძლია სულიწმინდა მისცეს ვინმეს, ხოლო სულიწმინდას კი არავისთვის შეუძლია ღმერთის მიცემა? (1 თესალონიკელები 4:8).
  50. სამების მომხრეები ამბობენ რომ სულიწმინდა ყველაფერში ღვთის თანასწორიაო; თუ ასეა, მაშინ რატომ ამბობს იესო რომ როცა სულიწმინდა მოვა, თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იტყვის იმას რასაც მოისმენსო? (იოანე 16:13).
  51. სამების მომხრეები ამბობენ რომ სამპიროვანი ღმერთი განუყოფელია. შეიძლება ღვთის განყოფა-დანაწევრება? (რიცხვთა 11:17; საქმეები 1:16,2:3).
  52. რატომაა ბიბლიაში სულიწმინდა ძალასთან გაიგივებული? (ლუკა 1:35; საქმეები 1:8; 10:38; რომ. 15:13; 1 თესალონიკელები 1:5).
  53. რატომაა რომ ბიბლიაში სულიწმინდა არასოდეს არ განსახიერებულა ადამიანების წინაშე მოაზროვნე პიროვნებად, როგორც მაგალითად ქრისტე, ანდა ანგელოზები, არამედ სულიწმინდა ყოველთვის განსახიერდება არამოაზროვნე პიროვნებად, როგორიცაა მაგალითად მტრედად, ცეცხლად და ა.შ.
  54. ეფესელების 1:17-ში ნათქვამია, რომ ღმერთმა ქრისტიანებს „სიბრძნისა და გამოცხადების სული“ მისცა, ხოლო 2 ტიმოთეს 1:7-ში ნათქვამია რომ ქრისტიანებს „ძლიერებისა და სიყვარულის სული“ მისცა. ნუთუ აქ მოხსენიებული ორივე სული სამების იპოსტასებად უნდა მიიჩნეოდეს, რადგან ისინიც ღვთის სულად არიან აღწერილი წმინდა წერილში?
  55. შესაძლებელია თუ არა ვინმესთვის ღვთის მიცემა ანდა განაწილება? (საქმეები 8:18; ებრაელთა 2:4).
  56. შესაძლებელია ვინმე ღმერთით იყოს ცხებული? (საქმეები 10:38).
  57. „სამება“ თუ ღმერთია, უნდა ყოფილიყო თუ არა ის ერთხელ  მაინც მოხსენიებული იმ სახელმძღვანელოში, რომელიც ღმერთმა კაცობრიობას თვითონ უბოძა? (2 ტიმოთე 3:16).
  58. ერთხელმაინც თუ არის ბიბლიაში მოხსენიებული ისეთი სიტყვები, როგორიცაა:  „სამება“,  „ერთარსება“, „სამსახოვანი“, „სამპიროვანი“ „სამიპოსტასოვანი“, „ძე-ღმერთი“ ანდა „სულიწმინდა ღმერთი“? თუ არა, ნუთუ გამორჩა მის ავტორს თავისი ვინაობა და რაობა ერთხელ მაინც რომ მოეხსენებინა კაცობრიობის დამმოძღვრავ სახელმძღვანელოში? (2 ტიმ. 3:16).
  59. ჭეშმარიტი ღმერთის აღსაწერად, რატომ უნდა გამოიყენებოდეს ისეთი სიტყვები ან აღწერილობა, რომელიც ერთხელაც კი არ გვხვდება ბიბლიაში? ღმერთი ხომ თვითონვე ამბობს ბიბლიაზე რომ ბიბლია „ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად,  რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“? (2 ტიმოთე 3:16).
  60. მოცქული პავლე, რომელმაც ახალი აღთქმის წერილების ყველაზე დიდი ნაწილი დაწერა, რომელიც დიდი განათლებულობით გამოირჩეოდა როგორც იუდეველ ისე ქრისტიან მორწმუნეთა შორის და როემლიც ღვთისმეტყველების უდიდეს ცოდნას ფლობდა, თავის წერილებში მრავალ საჭირბოროტო, საკამათო და რთულ გასაგებ საკითხებს შეეხო და განმარტა კიდეც, მაგრამ რატომღაც სამიპოსტასოვანი ღვთაება სამების ვინაობა-რაობაზე კი არანაირი განმარტება არ დაწერა. რატომ? ნუთუ უძლიერეს ღვთისმეტყველს მხედველობიდან გამორჩა ყველაზე მთავარი საკითხის შესახებ რომ დაეწერა? ნუთუ მოციქული პავლე მათზე უკეთ ვერ განმარტავდა იპოსტასების ვინაობა-რაობას, ვიდრე ბასილი კესარიელი, გრიგოლ ნოსელი, გრიგოლ ნაზიანზელი, იოანე დამასკელი ან იოანე ოქროპირი? ნუთუ ამ „ეკლესიის მამებმა“ უკეთ იცოდნენ ღვთის ვინაობა ვიდრე მოციქულმა პავლემ?
  61. ნუთუ მოციქულებზე უკეთ შეიძლება ვინმემ გადმოგვცეს ქრისტიანული სწავლებები? (გალატელები 1:8,9).
Advertisements

One response to “შეესაბამება თუ არა წმინდა წერილს „სამების“ დოგმატი?

  1. აი ბრწყინვალე მაგალითი, ღვთის ჭეშმარიტი სიტყვის, ბიბლიის არამოტივირებული და სწორი გამოკვლევისა.
    არაბიბლიური სწავლება ე.წ. სამების შესახებ არის მიზანმიმართული ადამიანთა იმ ნაწილის, რომელთაც საკუთარი მომავალი სვებს მიანდეს, ჩიხში შემყვანი, ამოუხსნელი სწავლება.
    ამ, არაბიბლიურ, არაქრისტიანულ ცრუ სწავლებას მხოლოდ თვინიერი ადამიანები აღწევენ თავს.
    გამოიჩინეთ თვინიერება.
    ეს თვისება მემკვიდრეობით არ გადადის და არც ჭკვიანთა და ბრძენთა ხვედრია. მისი შეძენა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის გულწრფელი ძიების შედეგად. ღმერთი იკვლევს ადამიანთა გულებს და ამ თვისებით მხოლოდ ღმერთი აჯილდოვებს ადამიანს თავისი გულწრფელობისთვის.
    დიდი მადლობა ავტორს გაწეული დიდი შრომისთვის.

    ირაკლი ხოსიტაშვილი.
    8.06.2016 წელი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s