გალერეა

ქრისტიანული სასწაულები დროებითი იყო

ქრისტიანული სასწაულები დროებითი იყო

1 იესო ქრისტემ თავისი მოწაფეების გარკვეულ ნაწილს სასწაულების მოხდენის ძალაუფლება მისცა. ბიბლიაში ვკითხულობთ: «მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა ძალაუფლება, რომ განედევნათ უწმინდური სულები და განეკურნათ ნებისმიერი ავადმყოფობა და უძლურება. იესომ გაგზავნა თორმეტივე და ასეთი მითითებები მისცა:…“განკურნეთ ავადმყოფები, აღადგინეთ მკვდრები, განწმინდეთ კეთროვნები, განდევნეთ დემონები. უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“». (მათე 10:1,5-8). ამის შემდეგ, იესომ თავის სხვა სამოცდაათ მოწაფესაც მოუხმო და ანალოგიური მითითებები მისცა: „განკურნეთ ავადმყოფები და უთხარით ყველას, ღვთის სამეფო მოგიახლოვდათ-თქო“. (ლუკა 9:1-6, 10:1-10). მას შემდეგ რაც იესო ზეცას   დაუბრუნდა, განკურნების ძალა მოციქულებთან დარჩა. უფრო მეტიც, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, განდიდებულმა იესომ გადმოღვარა ღვთის  წმინდა სული თავის ყველა ერთგულ მიმდევარზე და ზოგიერთ მათგანს განკურნების და ზოგს მათგანს  მკვდრეთით აღდგენის სასწაულებრივი ძღვენიც კი უბოძა.  (საქმეები 2:1-18; 5:16). ღვთის სულით ფიზიკური განკურნების ბოლო შემთხვევა რომელიც წმინდა წერილშია ჩაწერილი მოხდა დაახლოებით ა.წ. 59 წელს, როცა მოციქულმა პავლემ კუნძულ მალტაზე ყოფნისას ილოცა, ხელები დაადო და განკურნა მამაკაცი რომელიც სიცხისაგან და დეზინტერიისაგან იტანჯებოდა. (საქმეები 28:7,8.).

2 მიუხედავად იმისა, რომ მოციქულთა მოღვაწეობიდან თითქმის 2000 წელმა განვლო და მოციქულებთან უშუალო ურთიერთობა არ ჰქონიათ, ქრისტიანული სამყაროს ზოგიერთი  წარმომადგენელი მაინც ირმწუნება, რომ სასწაულებს ახდენენ და ავადმყოფებსაც კურნავენ. მაგალითად, მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესიის ლიტერატურაში მრავალფეროვან ლეგენდებსა თუ გადმოცემებს წაიკითხავთ, სადაც სასწაულების მოხდენის და ავადმყოფების განკურნების სხვადასხვა შემთხვევებია მოთხრობილი. ისინი ძირითადად მათივე ეკლესიის წარმომადგენლების მიერ „წმინდანებად“ გამოცხადებულ ადამიანებს მიაწერენ ხოლმე სასწაულთქმედებებს. მრევლსაც ძლიერ სწამს რომ სასწაულებრივი განკურნებები ხდებოდა და დღესაც ხდება. ბევრ მათგანს ჯერ კიდევ სჯერა, რომ სულიწმინდა მღვდლებს ხელების დადებით გადაეცათ წინამორბედი მღვდლებისგან. ამიტომ, სწამთ რომ მოძღვრის (მღვდლის) ლოცვას, ხელების დადებას დაავადებების განკურნვა შეუძლია. ქრისტიანული სამყაროს ეკლესიათა წინამძღოლებმა, მრევლი დაარწმუნეს იმაში, რომ ადრე მცხოვრები მღვდლებიც და თანამედროვე დროში მცხოვრები მღვდლებიც კი, სასწაულებს  ახდნენენ და ხალხს კურნავენ. მაგრამ იბადება  კითხვები: იყო, და არის კი ამგვარი განაცხადი მართალი, რომ თითქოსდა ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლები წმინდა სულის ძღვენით ღვთაებრივ განკურნებებს (სასწაულებს) ახდენდნენ?

3 ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში გვეხმარება ერთი დიდი ფაქტი, რომელიც გახლავთ შემდეგი: ფიზიკური განკურნების ღვთაებრივი ძღვენი და სასწაულების მოხდენის გამოვლინება გახლდათ დედამიწაზე ქრიტეს თანდასწრებისა და მისი კრების ჩამოყალიბების ადრეული პერიოდისთვის დამახასიათებელი ატრიბუტი, რომელიც მოციქულებისა და მოციქულებთან უშუალო ურთიერთობის მქონე ადამიანების  სიკვდილთან ერთად, წარსულს ჩაბარდა.

4 ბიბლიის თანახმად, ღვთის წმინდა სულის მიღების უპირატესობა ყველა ადამიანს აქვს, ვინც იესოს ჭეშმარიტი მიმდევრაი ხდება და ღვთის მცნებების დაცვას მაქსიმალურ ძალისხმევას ახმარს. ასეთ ადამიანებს იესო ქრისტე დაპირდა, რომ „ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“. (ლუკა 11:9; იოანე 9:31).

5 აქვე უნდა აღინიშნოს რომ წმინდა სულის მიღება ავტომატურად არ აქცევდა  ადამიანს სასწაულმოქმედად. არც იმას ნიშნავდა რომ ვინც ღვთის წმინდა სულს მიირებდა,  მკვდრების აღადგენას, სხვადასხვა სენისგან შეპრყრობილი ადამიანების განკურნებას  ანდა სასწაულებრივად იმწამსვე ლინგვისტად გადაიქცეოდა და უცხო ენებზე  მოსაუბრე ადამიანებს  მათივე ენაზე სახარებას ექადაგებდა. ღმერთმა წმინდა სულის ძღვენები თავისი ნებისამებრ გაუნაწილა ერთგულ თაყვანისმცემლებს. მაგრამ ალბათ იკითხავთ, რატომ ახდენდა იესო სასწაულებს?  ანდა რა მიზანს ემსახურებოდა წმინდა სულის გადასვლით  თავდაპირველი ქრისტიანებში ზოგიერთი მორმწუნის სასწაულებრივი ძღვენებით აღჭურვა, რომლითაც მკვდრებს აღადგენდნენ, სნეულებს კურნავდნენ და უცხო ტომთა ენებზე სახარებას ქადაგებდნენ?

6 ბიბლიური მაგალითები ცხადყოფს, რომ ღმერთი თავის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული ძალაუფლებით აღჭურვავდა რაც წარგზავნილის მხილველთათვის ღვთის წარმომადგენლად ყოფნის დამადასტურებელი ნიშანი იყო. მაგალითად გავიხსენოთ მოსე, რომელმაც ფარაონისა წინაშე ღვთის ძალით საოცარი სასწაულები მოახდინა. (გამოსვლა 4:1-9). მოსეს მსგავსად, მრავალი სასწაულის მოხდენით — ავადმყოფების განკურნებით, მშივრების დაპურებით, ბუნების ძალთა დამორჩილებითა და მკვდრების აღდგენითაც კი, რომლებსაც ღვთის ძალით ახდენდა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაამტკიცა, რომ ღვთის მიერ დაპირებული მესია იყო, რომელიც მოვიდოდა. იესოს გაგზავნილი მოციქულების ხელით მოხდენილი სასწაულები კი იმის უტყუარი მტკიცება იყო რომ ქრისტიანებზე ღვთის კეთილგანწყობილება იყო დავანებული. მაგრამ ღმერთს სრულიადაც არ სჭირდებოდა, რომ თავისი სიძლიერე ყველა თაობაში ასეთი მოქმედებების გამეორებით დაემტკიცებინა.

7  წმინდა სული მორწმუნეებს ბევრ სფეროში უწევდა და უწევს დახმარებას, მაგალითად ღვთის ნების შეცნობასა და შესრულებაში, მისი სახელის განდიდებასა და მტკიცე რწმენის შენარჩუნებაში, განსაკუთრებით მძიმე განსაცდელების დროს. აგრეთვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ღმერთმა წმინდა სულის მიცემისას თავისი თაყვანისმცემლების გარკვეულ ნაწილს, განსაკუთრებული ძღვენებიც  უბოძა, რომელიც მესიის დედამიწაზე თანდასწრებასა და ქრისტიანული საკრებულოების ჩამოყალიბების პერიოდს ახლდა თან. საყურადღებოა რომ მაშინაც კი, როცა სასწაულებრივი ძღვენები უბოძა მათ, ყველა არ ახდენდა ერთი და იგივე სახის სასწაულებს. მოციქულმა პავლემ ახსნა: „თქვენ ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი — სხეულის ნაწილები. ღმერთმა კრებაში სხვადასხვა წევრი დანიშნა: ჯერ მოციქულები, შემდეგ — წინასწარმეტყველები, შემდეგ — მასწავლებლები, მერე მისცა სასწაულების მოხდენის უნარი, განკურნების ძღვენი, დააწესა დახმარების აღმოჩენა, მისცა მართვის უნარი და სხვადასხვა ენა. განა ყველა მოციქულია? განა ყველა წინასწარმეტყველია? განა ყველა მასწავლებელია? განა ყველა ახდენს სასწაულებს? განა ყველას აქვს განკურნების ძღვენი? განა ყველა ლაპარაკობს უცხო ენებზე? განა ყველა მთარგმნელია? ესწრაფეთ უფრო დიდ ძღვენს და მე გაჩვენებთ აღმატებულ გზას“. ― 1 კორინთ. 12:27-31.

8 სასწაულებრივი სახით ვინმეს განკურნების ძალაუფლება, წმინდა სულის ძღვენებიდან ერთერთი იყო. წმინდა სულის ძღვენი ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის და მას შემდეგ, მხოლოდ მოციქულების მეშვეობით ან მოციქულების დასწრებისას გადაეცემოდა მორწმუნე ადამიანს. (საქმეები 2:1-4). ნახეთ რას ამობს წმინდა წერილი სამარიელ სიმონზე: „სიმონმა დაინახა, რომ მათ მოციქულთა ხელების დადებით ეძლეოდათ სული“, ამიტომ მოისურვა, რომ მოციქულებისთვის მიცემული ეს ძალაუფლება ფულით შეეძინა და  მოციქულ პეტრეს ფული შესთავაზა, მაგრამ მისდა სამწუხაროდ მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. (საქმეები 8:17,18). სიმონი ძალიან შეცდა. მისი „გამჭრიახობა“ არასაკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ ის მიეღო რაშიც ფულის გადახდა სურდა. მიუხედავად იმისა, რომ მან დაინახა, მოციქულთა ხელების დადებით ეძლეოდათ წმინდა სული ადამიანებს, როგორც ჩანს ვერ გააცნობიერა რომ ღვთიური ძღვენის ფულით ყიდვა შეუძლებელია!  [საინტერესოა, რომ სწორედ ამ შემთხვევამ განაპირობა სიტყვა „სიმონია“-ს წარმოშობა. „სიმონია“ ნიშნავს საეკლესიო თანამდებობათა ყიდვა-გაყიდვას, რაც განდგომილი ქრისტიანული სამყაროს ისტორიისთვის ნამდვილად არ არის უცხო. მაგალითად „ენციკლოპედია ბრიტანიკის“ მეცხრე გამოცემაში ნათქვამია: «„სიმონიის“ გარეშე არც ერთი პაპი არ არჩეულა».]

9 ახლა გავიხსენოთ შემთხვევა, როცა ხელების დადების გარეშე მოციქულის თანდასწრებისას, იტალიელ ასისთავ კორნელიუსზეც და მის ოჯახზეც და „ყველაზე, ვინც სიტყვას ისმენდა“ წმინდა სული ზუსტად მაშინ გადადის, როცა პეტრე მოციქული ქადაგებს; მსმენელები უეცრად ‘უცხო ენებზე იწყებენ ლაპარაკს და განადიდებდნენ ღმერთს’. (საქმეები 10:44-46). სხვა მაგალითიც გავიხსენოთ: დაახლოებით თორმეტ ეფესოელმა მამაკაცმა პავლეს მოუსმინა და იესოს სახელით მოინათლნენ, მაგრამ როდის და როგორ იღებენ ეს მამაკაცები სულიწმინდას? ღვთის სიტყვა ამბობს: „ხოლო როცა პავლემ მათ ხელები დაადო, მათზე წმინდა სული გადმოვიდა და დაიწყეს უცხო ენებზე ლაპარაკი და წინასწარმეტყველება“. ― საქმეები 19:1-7. სხვა მაგალითი მოციქულთა საქმეების 6:1-6 მუხლებშია ჩაწერილი.

10 ამგვარად, იმ მამაკაცებმა, რომლებმაც მოციქულთა თანდასწრებისას ან მოციქულთა ხელების დადებით მიიღეს სასწაულებრივი განკურნების ძღვენები, არ შეეძლოთ წმინდა სული სხვებისთვის გადაეცათ რაც იმას ნიშნავს, რომ მათ,  რომლებმაც მოციქულების ხელების დადებით მიიღეს წმინდა სული, არ ვერ აღჭურვავდნენ სხვებს სასწაულების მოხდენის უნარით. შესაბამისად, სასწაულების მოხდენა შეწყდა მაშინ, როცა მოციქულები და ის ადამიანები, რომლებსაც უშუალო კავშირი ჰქონდათ მოციქულებთან, მოკვდნენ. მათი სიკვდილის შემდეგ, ფიზიკურად აღარავინ იყო  ვინც წმინდა სულს გადასცემდა ვინმეს, და არც ისეთი ვინმე იყო ცოცხალი, ვინც მიღებული ძღვენით სასწაულებს მოახდენდა.  დღეს მცხოვრებ ადამიანებსა და მოციქულებს ცხრამეტი საუკუნე აშორებს. დროის ასეთი დიდი შუალედი, შეუძლებელს ხდის სასწაულების მოხდენის ღვთიური ძღვენი ვინმემ მოციქულების თანდასწრებით ან ხელების დადებით მიიღოს. დედამიწაზე იესოსი და მისი მოციქულების ფიზიკურად არ ყოფნა, შეუძლებელს ხდის რომ ვინმემ მხოლოდ ლოცვით ან მარხვით სულიწმინდის სასწაულებრივი ძღვენი მიიღოს, რათა საკუთარი თავის ან სხვების განკურნებისა და სასწაულების მოხდენის უნარით აღიჭურვოს, რადგან წმინდა სულის სხვებისთვის გადაცემა მხოლოდ მოციქულებს შეეძლოთ. ამგვარად, წმინდა სულის ძღვენები, როგორიც იყო სხვა ეროვნების ხალხთა ენებზე მეტყველება, სნეულებათა განკურნება, წინასწარმეტყველება, მკვდრეთით აღდგომა და ა.შ. ახლადჩამოყალიბებული ქრისტიანული საკრებულოების დამახასიათებელი ატრიბუტი იყო, რომელიც დაახლოებით მეორე საკუნის ბოლომდე შეწყდა, დამთავრდა.

„აღმატებული გზა“

11 მოციქულმა პავლემ ასეთი რამ დაწერა. „სიყვარული არასოდეს მთავრდება“. როგორც კონტექსტიდან დასტურდება, პავლე მსჯელობდა სხვადასხვაგვარ სულიერ ძღვენზე, რომლებიც პირველ ქრისტიანებს ჰქონდათ წმინდა სულის გადასვლის წყალობით. და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათთვის მიცემული სულიერი ძღვენები იმის ნიშანი იყო, რომ ახლადჩამოყალიბებული კრება ღვთის კეთილგანწყობილებას იმსახურებდა. ამავდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ  ყველა ქრისტიანს არ შეეძლო განკურნება, წინასწარმეტყველება, ან უცხო ენებზე  ლაპარაკი. ამას არც იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან საბოლოოდ სასწაულებრივი ძღვენის ბოძება შეწყდებოდა. კვლავაც იარსებებდა მხოლოდ ერთი რამ — ის, რაც თითოეულ ქრისტიანს შეეძლო ჰქონოდა; რაღაც უფრო მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი, ვიდრე ნებისმიერი სასწაულებრივი ძღვენი. პავლემ მას „აღმატებული გზა“ უწოდა (1 კორინთელთა 12:31). რა იყო ეს „აღმატებული გზა“? ეს სიყვარულის გზა იყო.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s