გალერეა

მართლა ტურინის სუდარაში იყო გახვეული იესოს ცხედარი?

მართლა ტურინის სუდარაში იყო გახვეული იესოს ცხედარი?

1 ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოზე ასახულია სელის დიდი ქსოვილი (სუდარა), რომელი სუდარაც მილიონობით ადამიანისთვის განსაკუთრებულია. ბევრს სწამს რომ იესოს ცხედარი ამ სუდარაში უნდა ყოფილიყო გახვეული. სუდარა ანუ ქსოვილი, რომელშიც, როგორც ამბობენ, სიკვდილის შემდეგ იესოს ცხედარი იყო გახვეული, 1998 წლის 18 აპრილიდან 14 ივნისამდე გამოფენაზე იყო გამოტანილი ქალაქ ტურინის (იტალია) სან-ჯოვანის ბატესტას ტაძარში. ის მოთავსებული იყო ჰერმეტულ, ტყვიაგაუმტარ ვიტრინაში, სადაც დაცული იყო სტაბილური კლიმატური პირობები. ექსპონატისთვის გამოყოფილი ადგილი დამთვალიერებელს კარგად დანახვის საშუალებას აძლევდა. ექსპონატის დათვალიერება მხოლოდ ორი წუთით შემოიფარგლებოდა და ისიც მხოლოდ წინასწარი შეკვეთით შეიძლებოდა. სუდარა დამთვალიერებლებში განსხვავებულ ემოციებს აღძრავდა: აღტაცებას, ცნობისმოყვარეობას და ა.შ. მიუხედავად იმისა რომ ბევრმა სუდარის ნახვა სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოახერხა, სანდო ცნობების თანახმად, ცნობილია რომ სუდარას დაახლოებით 2,5 მილიონი სტუმარი მაინც ჰყავდა.

2 ადამიანთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა, სასულიერო პირების მიერ გაკეთებული განცხადებები უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნია და იმის სურვილიც კი არ გამოუხატავთ, გარკვეულიყვნენ და დარწმუნებულიყვნენ, მართლა იყო თუ არა გახვეული იესოს ცხედარი ტურინის სუდარაში.

3 თქვენ თუ იმ ადამიანების ჯგუფს არ მიეკუთვნებით, რომლებიც ბრმად იჯერებენ სასულიერო პირების სიტყვებს, შეგიძლიათ ამ სტატიაში განხილულ მცირე, მაგრამ უტყუარ მტკიცებებს გაეცნოთ, რაც ადასტურებს რომ ტურუნის სუდარა არ გახლავთ ის, რაშიც იესოს ცხედარი იყო გახვეული.

● ტურინის სუდარა რადიონახშირბადის მეთოდით შემოწმდა რათა მისი ასაკი დადგენილიყო. შემოწმებებმა, რომლებიც შვეიცარიის, ინგლისისა და შეერთებული შტატების სამ პრესტიჟულ ლაბორატორიაში ჩატარდა, ტურინის სუდარა შუა საუკუნეებით დაათარიღა.

● ჯოვან სალდარინმა, რომელიც გახლდათ ტურინის (იტალია) მთავარეპისკოპოსი და კარდინალი, განაცხადა, რომ „ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გამოსახულება ქრისტესია, რომელიც ჯვრიდან ჩამოხსნეს“.

4 მეცნიერების მიერ სუდარის დათარიღება ზოგისთვის არ წარმოადგენს ავტორიტეტულსა და სანდოს. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არც იმ რელიგიური პირების სიტყვებს აქცევენ ყურადღებას, რომლებიც რეალურ ფაქტზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ ქრისტეს ცხედარი არ ყოფილა გახვეული ტურინის სუდარად ცნობილ სელის ქსოვილში.

5 მათთვის ვინც ქრისტიანია და ღვთის მართლა სწამს, ღვთის სიტყვას ბიბლიას ყველაზე სანდო, ავტორიტეტულ და უტყუარ წყაროდ მიიჩნევს და მასში ჩაწერილ ცნობებს, ეჭვქვეშ არ აყენებს. აქვე იბადება კითხვა: რას გვამცნობს ბიბლია იესოს დაკრძალვის დეტალებზე? შეიძლეა თუ არა ობიექტური თვალსაზრისი ვიქონიოთ ტურინის სუდარასთან დაკავშირებით იმის საფუძველზე, რასაც ბიბლია იუწყება?

სუდარა და სახარებაში ჩაწერილი ცნობები

6 ვიდრე სახარებაში ჩაწერილ ცნობებზე გადავიდოდეთ, აუცილებელია გავიხსენოთ ტურინის სუდარის ზოგიერთი დეტალი. ისინი რომლებიც იმის დამტკიცებას ცდილობენ რომ თითქოსდა ტურინის სუდარაში ნაწამები ცხედარი იყო გახვეული და ეს ცხედარი იესო ქრისტეს ეკუთვნოდა, წარმოგვიდგენენ სუდარას, რომელიც 436 სანტიმეტრი სიგრძისა და 110 სანტიმეტრი სიგანის სელის ერთი მთლიანი ქსოვილია.

7 სახარებაში ჩაწერილი ცნობები მარტივად და სრულფასოვნად ადასტურებენ, რომ ტურინის სუდარა არ წარმოადგენს იმას, რაშიც იესოს ცხედარი იყო გახვეული.

● სახარებები იუწყებიან რომ იესო ებრაული ტრადიციისამებრ დაიკრძალა ებრაელების მიერ. (მათე 27:57–61; მარკოზი 15:42–47; ლუკა 23:50–56).

● და იოანეს სახარების 20-ე თავის 6 და 7 მუხლებში ჩაწერილია ის, თუ რაში იყო გახვეული იესოს ცხედარი. მასში ვკითხულობთ: „დაინახა დაწყობილი ტილოები. სუდარა, თავზე რომ ჰქონდა შემოხვეული, იმ ტილოებთან კი არ იდო, არამედ ცალკე იდო, ერთ ადგილას, დახვეული“.

8ყურადღება მიაქციეთ, რომ სამარხში შესული პეტრე იმის თვითნხილველი იყო, რაშიც ცხედარი იყო გახვეული. რა დაინახა პეტრემ? ერთი მთლიანი სელის სუდარა თუ ტილოები? ყურადღება მიაქციეთ, რომ ქრისტეს ცხედარი ერთ მთლიან სელის ქსოვილში კი არ იყო გახვეული, არამედ ტილოებში და ამასთან ერთად, კიდევ ცალკე სუდარა ჰქონდა თავზე შემოხვეული. ამგვარად, იოანემ დააკონკრეტა: „ტილოები“ და „სუდარა, თავზე რომ ჰქონდა შემოხვეული“. წმინდა წერილის თანახმად, იესო არ ყოფილა გახვეული ერთ მთლიან სუდარაში როგორც ზოგიერთები ცდილობენ დაამტკიცონ. თუკი ტურინის სუდარაში იესოს ცხედარი იქნებოდა გახვეული, განა ტილოების ნაცვლად ერთი მთლიანი სუდარა არ უნდა მოეხსენიებინა იოანეს თავის სახარებაში? მაგრამ არა. იოანემ დაწერა ის, რაშიც სინამდვილეში იყო გახვეული იესოს ცხედარი: „ტილოები“ და „სუდარა, რომელიც თავზე ჰქონდა შემოქვეული“. სახარების თანახმად, ნაზარეველი იესოს ცხედარი ტილოებში იყო გახვეული, თავზე ერთი სუდარა (ნაჭერი) იყო შემოხვეული. ფაქტია, რომ იესოს ცხედარი არ ყოფილა ტურინის სუდარის სახელით ცნობილ ერთ მთლიან ქსოვილში გახვეული.

9 ესოს ცხედარის მსგავსად, ლაზარეს ცხედარიც ტილოებში იყო შეხვეული. იოანეს 11-ე თავის 43-44მუხლებში ვკითხულობთ: «ეს თქვა და ხმამაღლა დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“ კაცი, რომელიც მკვდარი იყო, სახვევებით ხელფეხშეკრული გამოვიდა, სახე კი ნაჭრით ჰქონდა შეხვეული. იესომ უთხრა მათ: „გახსენით, იაროს“».

10 ორივე, იესოც და ლაზარეც ებრაული წესით იყვნენ დაკრძალული. ორივე შემთხვევაში ცხედართა თავი ცალკე სუდარით იყო შეხვეული და სხეული ცალკე ნაჭრებით. იესოს ცხედარი არ იყო ერთ მთლიან ქსოვილში შეხვეული.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s