გალერეა

მართლმადიდებელი ეკლესია და ინკვიზიცია? (ნაწილი პირველი)

მართლმადიდებელი ეკლესია და ინკვიზიცია? (ნაწილი პირველი)

1 მეთექვსვემტე საუკუნეში მცხოვრები ინგლისელი ისტორიკოსისა და პარტოლოლოგის წიგნი აღნიშნავს ინგლისის პარლამენტის მიერ გამოცემულ დადგენილებას, რომელშიც ნათქვამი იყო: „ყველას, ვინც ინგლისურ ენაზე ბიბლიას წაიკითხავს, ჩამოერთვას მამული, უძრავ-მოძრავი ქონება და სიკვდილით დაისაჯოს. . . ხოლო თუ შეწყალებულ იქნება და კვლავ განაგრძობს ამის კეთებას, ჯერ მეფის ღალატისთვის ჩამოხრჩობა მიესაჯოს, ხოლო შემდეგ კი ცეცხლით დაიწვას, როგორც ღვთის მოწინააღმდეგე მწვალებელი“. (ჯონ ფოქსი, წიგნი „Acts and Monuments“).

2 ევროპის კონტინენტზე კათოლიკური ინკვიზიცია გააფთრებით ნადირობდა ქრისტიანულ დაჯგუფებებზე, რომლებსაც „მწვალებლურ“ სექტებად მიიჩნევდნენ და განსაკუთრებით იმის გამო დევნიდნენ, რომ „ქადაგებდნენ სახარებებიდან, ეპისტოლეებიდან და წმინდა წერილების სხვა ადგილებიდან. . . ქადაგება და წმინდა წერილების ახსნა [კი] არასასულიერო პირისთვის სასტიკად აკრძალული იყო“. ბიბლიისა და ღვთისადმი სიყვარულისთვის უამრავი კაცი თუ ქალი წამებულ და მოკლულ იქნა. თანამედროვე დროში მცხოვრებ ზოგ ადამიანს სიტყვა ინკვიზიციის გაგონებისას, მხოლოდ კათოლიკური ინკვიზიცია ახსენდება. მაგრამ იბადება კითხვა: ადამიანთა წამებით სიკვდილი მხოლოდ კათოლიკების სახელით ხორციელდებოდა? ახსოვს თუ არა ისტორიას ისეთი შემთხვევები, როცა განსხვავებული რელიგიური თვალსაზრისის მქონე ადამიანები ტანჯვა-წამებით მოუკლავთ მართლმადიდებელ მორწმუნეებს?

3 ბევრისთვის, უცნობია მართლმადიდებელ მორწმუნეთა მიერ ადამიანებზე განხორციელებული სასტიკი ძალადობის ამსახველი შემთხვევები, რომელსაც ისტორია არ ივიწყებს.

4 ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე, რომ მკითხველისთვის ცნობილი ყოფილიყო ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ, რომელიც ისტორიამ შემოგვინახა, რათა ყველა კეთილსინდისიერ მკვლევარს და მკითხველს, რეალური წარმოდგენა ჰქონდეს მართლმადიდებლების მიერ წარსულში მრავალჯერ განხორციელებულ დანაშაულზე. ისტორიის მიერ შემონახული ფაქტებიდან მცირედს მაინც თუ გავიხსენებდით, გარკვეული სახის დახმარებას გაუწევდა მკითხველს სწორი შეფასებების გაკეთებაში.

5 საყოველთაოდ ცნობილია, რომ ახ.წ. 1054 წელს (ბერძენმა) მართლმადიდებელმა პატრიარქმა და კათოლიკური რომის პაპმა თეოლოგიურ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო ერთმანეთი შეაჩვენეს, რამაც მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის უდიდესი კედელი აღმართა, რომელიც დღემდე შემორჩა და რომელიც დღემდე წარმოადგენს გარკვეული სახის ბარიერს კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. შედეგად იმავე წელს, ახ.წ. 1054 წელს, მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესია ოფიციალურად გამოეყო ერთმანეთს; მანამდე ისინი ოფიციალურად ერთად იყვნენ და როგორც თვითონ განმარტავენ, ‘ერთ სამოციქულო ეკლესიას წარმოადგენდნენ’.

6 ამ სტატიაში მკითხველთან ერთად მცირე ექსკურს გავაკეთებ თუ როგორ ავლენდნენ ადამიანებზე სასტიკ ძალადობას მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და მართლმადიდებელი მორწმუნეები ახ.წ. 1054 წლამდე, ანუ იმ დრომდე, ვიდრე მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი ერთმანეთს გამოეყოფოდა; და რა მოვლენებმა ნათელყო, რომ არა მარტო კათოლიკებმა, არამედ მართლმადიდებლებმაც გამოავლინეს სასტიკი ძალადობა ადამიანებზე მანამდე და მას შემდეგაც, რაც ახ.წ. 1054 წელს კათოლიკებისა და მართლმადიდებლების ერთმანეთისგან გამოყოფა მოხდა, რომელზეც ამ თემის მეორე ნაწილში იქნება საუბარი.

7 ცხადია რთულია ერთ ან ორ სტატიაში ყველა ისტორიული ფაქტის თავმოყრა და დეტალური განხილვა, მაგრამ ისტორიის ფურცლებიდან მხოლოდ რამოდენიმე ფაქტის გახსენება, აუცილებლობად მივიჩნიე, რათა მართლმადიდებელი ეკლესიის წარსულით დაინტერესებულ ადამიანებს, სწორი, მიუკერძოებელი და რეალური წარმოდგენა შეექმნას აღნიშნული საკითხის შესახებ, რაც ცალკეულ ინდივიდებს ობიექტური და კათილსინდისიერი შეფასებების გაკეთებაში დახმარებას გაუწევს.

8 ზოგ ადამიანში სიტყვა „ბიზანტიელი“ და „ბიზანტია“ ინტრიგანის, იდუმალებით მოცულისა და ვერაგის ასოციაციას იწვევს. მაგრამ ბევრისთვის უცნობია, რომ ეს ზედსართავი სახელი იმ ვრცელი სამფლობელოს სახელწოდება იყო, სადაც მართლმადიდებელი ეკლესია დაახლოებით 12 საუკუნის განმავლობაში ყვაოდა.

9 ბიზანტიის იმპერია დიდების მწვერვალზე ყოფნისას, გადაჭიმული იყო კავკასიიდან ატლანტის ოკეანემდე, ყირიმიდან სინაის ნახევარკუნძულამდე და დუნაიდან საჰარამდე. ბიზანტიის იმპერია, მრავალი ისტორიკოსის მტკიცების თანახმად, ახალი წელთაღრიცხვით IV საუკუნიდან XV საუკუნემდე არსებობდა. ის იყო იმპერია, რომელმაც არა მარტო ბერძნულ-რომაული კულტურა შემოინახა, არამედ დიდი როლი შეასრულა მართლმადიდებელი „ქრისტიანობის“ გავრცელებაში. (უნდა აღინიშნოს, რომ არც იმპერატორები და არც ამ იმპერიის მოქალაქეები, საკუთარ თავს ბიზანტიელებს არასოდეს უწოდებდნენ. ისინი თავს, უბრალოდ, რომაელებად, ანუ „რომეებად“, მიიჩნევდნენ. სიტყვა „ბიზანტიელის“ გამოყენება მხოლოდ XIV საუკუნის შემდეგ დაიწყეს).

10 მაგრამ რატომ იწვევს (ზოგ ადამიანში ვინც მართლმადიდებელი ბიზანიტიის ისტორია კარგად იცის,) სიტყვა „ბიზანტიელი“ ინტრიგანის, იდუმალებით მოცულისა და ვერაგის ასოციაციას? ისტორიკოს უილიამ ლეკის სიტყვების თანახმად, ბიზანტიის მთავრობის გარეგნულად ბრწყინვალე ფასადს მიღმა „მღვდლების, საჭურისების, ქალებისა და სხვათა მოწამვლების, შეთქმულებების მოწყობის, გაუთავებელი უმადურობის გამოვლენის, დედმამიშვილების მიერ ერთმანეთის დაუსრულებელი ხოცვის შესახებ“ ჩახლართული ამბები იმალებოდა.

11 მწერალი მერლ სევერი აღნიშნავს: „უზურპატორებითა და დაქირავებული მკვლელებით გარემოცული ვერც ერთი მოუქნელი იმპერატორი დიდ ხანს ვერ რჩებოდა ღვთის წარმომადგენლად დედამიწაზე. კონსტანტინე I-დან კონსტანტინე XI-მდე 88 იმპერატორს შორის 13-მა მონასტერს შეაფარა თავი. სხვა 30-ის მკვლელობა საშინელი სისასტიკით გამოირჩეოდა; ამაში შედიოდა: ა) შიმშილით სიკვდილი, ბ) მოწამლვა, გ) დაბრმავება, დ) ხელკეტით ცემა, ე) დახრჩობა, ვ) ხანჯლით განგმირვა, ზ) აკუწვა და თ) თავის მოკვეთა.

12 მაგალითად, ნიკიფორე I-ის თავის ქალა ვერცხლით დაფერეს, საიდანაც ბულგარელი ხანი კრუმი თავისი ბოიარინების სადღეგრძელოს სვამდა“. „წმინდა“ კონსტანტინე დიდმა, თავისი უფროსი ვაჟი მოკლა და ცოლი აბანოში ცხელი ორთქლით მოაშთო. მიუხედავად ამ და მსგავსი სისაძაგლეებისა, მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე წმინდანად და მოციქულის თანასწორად[აც კი] მიიჩნევს კონსტანტინეს. იმპერატორ ირინეს (დაახლოებით ახ. წ. 752—803 წლები) იმდენად სწყუროდა ძალაუფლების შენარჩუნება, რომ საკუთარი შვილი დააბრმავა და ერთპიროვნული მმართველი გახდა. იბადება კითხვა: რა როლი ეკავა მართლმადიდებელ ეკლესიას, ანუ „ქრისტიანულ“ რელიგიას ბიზანტიის იმპერიაში? (იმპერიაში სადაც მართლმადიდებლობა ყვაოდა).

13 ცნობილი ისტორიკოსი, ნორმან დევისი, როდესაც აღნიშნავს თუ რა მჭიდრო ურთიერთობა არსებობდა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, თავის წიგნში „ევროპის ისტორია“, 246-ე გვერდზე წერს:„სახელმწიფო და ეკლესია ერთ სხეულად იყო შენივთული. იმპერატორსა. . . და პატრიარქს ღვთიური ხელისუფლების საერო და სასულიერო სვეტებად მიიჩნევდნენ. იმპერია იცავდა მართლმადიდებელ ეკლესიას, ხოლო ეკლესია განადიდებდა იმპერიას. ეკლესიასა და მთავრობას შორის ასეთ დამოკიდებულებას ანალოგი მთელ დასავლეთში არ მოიძებნებოდა“.

14 რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დღეს მცხოვრები მართლმადიდებელი მორწმუნეების საკმაოდ დიდი ნაწილი არ იცნობს საკუთარი რელიგიის ისტორიას, ხოლო იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც კარგად იციან მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამ ეკლესიის წარმომადგენელთა წარსული (ისტორია), სამარცხვინო ქმედებების გამართლებას ზოგიერთები იმით ცდილობენ ხოლმე, რომ ყველაფერი წარსულში მცხოვრებ მმართველ იმპერატორებს გადააბრალონ და ეკლესია კი უმწიკვლოდ გამოიყვანონ; მაგრამ, ნუთუ მართლა იმპერატორები არიან დამნაშავეები, ხოლო ეკლესია უდანაშაულო? რთული მისახვედრი არაა, თუ რატომ უხერხდებოდათ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ადამიანებზე ძალადობის განხორციელება ― მორწმუნეებს, რომლებიც სინამდვილეში ბიზანტიის იმპერიას და იმპერატორებს განადიდებდნენ.

15 მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ალექსანდრე შმემანი აღიარებს, რომ ეკლესიისთვის არ იყო უცხო არამართლმადიდებლებზე ძალადობა. როგორ აღწერს დეკანოზი შმემანი იმ დროინდელი ეკლესიის ქმედებას?

16 შმემანი წერს: ‘უნდა ვაღიაროთ, რომ სწორედ ეკლესია ითხოვდა სახელმწიფოსგან წარმართებთან ბრძოლას, რითაც იგი ცალსახად უგულებელყოფდა შემწყნარებლობის პრინციპს. ეკლესიამ დაივიწყა ტერტულიანეს სიტყვები, რომელიც მიმართული იყო ქრისტიანთა მდევნელებისადმი: «საზოგადო სამართალიც და ბუნებრივი რჯულიც იმას ითხოვს, რომ თითოეული თაყვან სცემდეს ღმერთს იმგვარად, როგორადაც მას ეს სწამს… ერთმა რელიგიამ არ უნდა იძალადოს მეორეზე»’. – „Исторический путь Православия.

17 იმისათვის, რომ არამართლადიდებელი ადამიანების მიმართ ძალადობა განეხორციელებინა, ეკლლესია მოხერხებულად სარგებლობდა სახელმწიფოსთან დამყარებული „კარგი“ ურთიერთობებით.

მოდით ერთად გავიხსენოთ მხოლოდ რამოდენიმე კონკრეტული ფაქტი:

მართლმადიდებელ ქრისტიანთა მიერ ახ.წ. 1054 წლამდე განხორციელებული ძალადობის ზოგიერთი ფაქტი

18 ისტორია გვამცნობს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის, ეპისკოპოს თეოფილეს ბრძანებით, ახ.წ. 391 წელს ალექსანდრიის უძვირფასესი ბიბლიოთეკის ვანდალური განადგურების შესახებ, ბიბლიოთეკის, რომელიც მრავალი ადამიანისთვის განათლების მიღების უბრწყინვალეს საშუალებას წარმოადგენდა. ცნობილი ისტორიკოსი ედუარდ გიბონი მართლმადიდებელ პატრიარქს, თეოფილეს, აღწერს როგორც „მშვიდობისა და სიკეთს მტრად, შეუპოვარ და ცუდ ადამიანად, რომლის ხელებს ოქრო და სისხლი ენაცვლებოდა“ (იხილეთ ედუარდ გიბონის ნაშრომი: „რომის იმპერიის აღზევებისა და დაცემის ისტორია“, ტომი 2, გვ. 57.)

19 ისტოიკოსებისთვის აგრეთვე კარგადაა ცნობილი მეოთხე საუკუნეში მცხოვრები მეცნიერი და ფილოსოფოსი ქალის, ჰიპატიას მიმართ განხორციელებული ვანდალიზმის შესახებ. ისტორიკოსები ამ ქალის სასტიკ კვლელობას მიაწერენ მართლმადიდებელი წმინდანის თეოლფილეს ძმისშვილს „წმინდა კირილე ალექსანდრიელს“ (ახ. წ. 375—444; რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული), რომელსაც ქრისტიანი ბერების ხელით, მხეცურად მოუსწრაფებია ჰიპატია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალს, ჰიპატიას, ალექსანდრიაში წამყვანი მეცნიერის სახელი ჰქონდა, წმინდა კირილეს აღიზიანებდა მისი ზოგიერთი შეხედულება. ამიტომ, მართლმადიდებელმა პატრიარქმა კირილემ, ჰიპატია სასტიკი მკვლელობით მოაკვლევინა ბერებს, რომელი მკვლელობაც, ქრისტიანი ბერის, პეტრეს მეთაურობით განახორციელა; ზოგი ისტორიული წყაროებით, (მაგალითად ედუარდ გიბონის თანახმად) ჰიპატია ჯერ გააშიშვლეს, შემდეგ ხორცები ააგლიჯეს, ნარჩენები კი ცეცხლში დაწვეს. ამ ცნობის შესახებ ედუარდ გიბონის გარდა, არაერთი ისტორიკოსი იუწყება თავის ნაშრომებში. (მაგალითად იხილეთ, Maria Dzielska, Hypatia of Alexandria, Cambridge: Harvard University Press, 1995. (Revealing Antiquity, 8), p. xi, 157. და „Smith, Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology“: http://www.ancientlibrary.com/smith-bio/1645.html). [ყველაზე უძველესი ჩანაწერები ჰიპატიას სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით, გვხვდება მეხუთე საუკუნის სქოლასტიკოს სოკრატესთან, და კოპტელ ეპისკოპოს იოანე ნიკიუსთანაც].

20 ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე, საეკლესიო ისტორიკოსი ჰანს ფონ კამპენჰაუზენის აღწერა მართლმადიდებელი წმინდანის, პატრიარქ კირილე ალექსანდრიელის შესახებ, რომელიც (ყურადღება მიაქციეთ, რომ) მართლმადიდებელ ეკლესიას არასდროს არ უარყვია და რომელიც დღემდე მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სამაგალითო ‘წმინდანადაა’ გამოცხადებული. ისტორიკოსი კამპენჰაუზენი, მართლმადიდებელ წმინდანს, პატრიარქ კირილეს აღწერს „დოგმატურ, მძვინვარე და გაქნილ ადამიანად, რომელიც მოხიბლულია თავისი მოწოდებისა და სამსახურის დიდებულებით“, და დასძენს: „ის არასოდეს არაფერს მიიჩნევდა სწორად და მართებულად, თუ ეს მისი ძალაუფლებისა და ავტორიტეტის წინ წაწევას არ უწყობდა ხელს. . . თავისი სისასტიკე და არაკეთილსინდისიერი მეთოდები მას არასოდეს ადარდებდა“.

21 „წმინდა“ პატრიარქის კირილე ალექსანდრიელის მძვინვარე და მოძალადე ქმედებები, მხოლოდ ჰიპატიას სივკდილის დაკვეთით არ შემოფარგლულა. მან თავისი ეპისკოპოსობის პირველივე წლებიდან დაიწყო ბრძოლა ალექსანდრიაში მცხოვრები განსხვავებული მრწამსის მქონე ადმაიანების წინაღმდეგ, როგორებიც იყვნენ მაგალითად, ნოვატიანელები და ებრაელები. კირილემ ნოვატიანელთა ეკლესიების დახურვა და მათი წმინდა ჭურჭელის განადგურება განახორციელა. ისტორია იუწყება, რომ ქრისტიანებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობა წმინდა კირილეს დროსაც არ იყო მაინც და მაინც სახარბიელო. ერთხელ, როცა ებრაელებმა საპასუხო თავდასხმა მოაწყეს „ქრისტიანებზე“, წმინდა კირილე იმდენად გამწარდა, რომ თავისი თანაქრისტიანები იუდეველთა სინაგოგებს მიუსია, დაარბევინა ისინი, ქალაქიდან გაადევნინა და მათი ქონება კი გასაძარცვად გადააცემინა. (იხილეთ სოკრატე სქოლასტიკოსი კირილეს შესახებ, თავი მესამე.

22 მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული მსგავსი და უფრო ძლიერი ძალადობა, მომდევნო საუკუნეებშიც გრძელდებოდა. მართლმადიდებელი ეკლესიის (ოფიციალური პირების) მხრიდან ადამიანებზე ძალადობა, მხოლოდ ბიზანტიაში როდი ხდებოდა. ის თითქმის ყველგან ხორციელდებოდა, სადაც ‘მართლმადიდებელი’ ქრისტიანობა ადგამდა ფეხს. მათ, ვინც საქართველოს ისტორიას გაცნობია, კარგად იცის რომ „ქრისტიანობა“ საქართველოს გარკვეულ ნაწილებში (ტერიტორიებზე), განსაკუთრებით მთიან მხარეში ცეცხლითა და მახვილით მიაღებინეს ჩვენს ქართველ წინაპრებს. (მაგალითისთვის იხილეთ ივანე ჯავახიშვილის ფუძემდებლური ნაშრომები, „ქართლის ცხოვრება“ და სხვები…)

23 ცხადია აქ ფაქტების მხოლოდ ნაწილია მოხსენიებული; ისტორია გაცილებით მეტს მოგვითხრობს აღნიშნულ საკითხზე, რომლის გახსენებაც, ძალიან შორს წაგვიყვანდა.

24 ამ თემის მეორე ნაწილში, მკითხველს შეუძლია გაეცნოს მართლმადიდებელი ეკლესიის [სასულიერო პირებისა და მართლმადიდებელი მორწმუნეების] მიერ ადამიანებზე განხორციელებული ძალადობის სხვა ფაქტებსაც, რომელი ძალადობაც ახ.წ. 1054 წლის შემდეგ განხორციელდა.

Advertisements

8 responses to “მართლმადიდებელი ეკლესია და ინკვიზიცია? (ნაწილი პირველი)

  1. . . . “ქადაგება და წმინდა წერილების ახსნა [კი] არასასულიერო პირისთვის სასტიკად აკრძალული იყო“. ეს აზრი დღესაც გამართლებულად მიაჩნია ბევრ სასულიერო პირს, მათი აზრით, მხოლოდ 20 საუკუნოვანი ისტორიის მქონე ეკლესიას შეუძლია სწორად განმარტოს წმინდა წერილი…

    • edo dinua, მართალი ხართ! მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სასულიერო პირს დღესაც მასე ჰგონია, არ ნიშნავს რომ მასეა. უფრო მეტიც, საბედნიეროდ დღეს ის დრო აღარაა როცა ხალხზე ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან ერთად, ფიზიკურ ძალადობას ახდენდა ეკლესია და ძალაუფლება აღჭურვილი სამღვდელოება. დღეს უმთავრესად ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ ადამიანებზე რაც ფსიქოლოგიურ ძალადობად კლასიფიცირდება. თუმცა ამგვარი ძალადობა მხოლოდ მათზე ვრცელდება, ვისაც სურს რომ მსგავსი ზეგავლენისა და ძალადობის მსხვერპლი იყოს…

  2. Grego Barginidis

    სისატიკე, რომელიც რელიგიის სახელით ხორციელდება და მართლდება, ყველაზე ამაზრზენ ფორმებს აღწევს. ხშირად მრჩება შთაბეჭდილება რომ, ამ ადამიანებს ფსიკიქის პათოლოგიური გადახრები ჰქონდათ (აქვთ). პარადოქსია როცა ასეთი ადამიანები წმინდანებად ირაცხებიან, და უფრო მეტ პარადოქსად მიმაჩნია როცა ვიღაც ცდილობს მათ გამართლებას. რა ჰქვია ამას, უგუნურება, უცოდინრობა, ფანატიზმი თუ, სულის გარყვნილება???

  3. Pingback: მართლმდიდებლებმა დაადგენეს ბიბლიის კანონიკური წიგნები? | რწმენა და თქვენი მომავალი

  4. Pingback: მართლმდიდებლებმა დაადგინეს ბიბლიის კანონიკური წიგნები? | რწმენა და თქვენი მომავალი

  5. დიდი მადლობა საინტერესო სტატიებისთვის. გთხოვთ დამეხმაროთ ამ სტატიის(” მართლმადიდებელი ეკლესია და ინკვიზიცია”)მეორე ნაწილის მოძიებაში.გმადლობთ.

  6. მეორე ნაწილი სადშეიძლება რო წავიკოთხო ვერვიპოვეე
    ზალიან მაიტერესებს 1054 წლოს შემდეგ მომხდარი ფაქტები

  7. ან თუშეგიძლიათ კომენტარებში მოიხსენიოთ მეორე ნაწილის შინაარსი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s