გალერეა

ბიბლიური ფაქტები

ბიბლიური ფაქტები

იცოდით რომ:

— ფსალმუნის 118-ე თავი, ბიბლიის შუაგულშია მოთავსებული?
— ფსალმუნის 117-ე თავი, რომელიც 118-ე თავის წინ მდებარეობს, ბიბლიაში ყველაზე მოკლე თავს წარმოადგენს?
— ფსალმუნის 119-ე თავი, რომელიც 118-ე თავის შემდეგაა, ბიბლიაში ყველაზე გრძელ თავს წარმოადგენს?
— ფსალმუნის 118-ე თავის წინ ბიბლიის 594 თავია და ფსალმუნის 118-ე თავის შემდაგაც 594 თავი?
— ფსალმუნის 118-ე თავის გარდა, ბიბლიის ყველა წიგნის თავებს ერთმანეთს თუ მიამტებთ 1188 თავი გამოდის?
— 1188 ანუ 118-ის 8 მუხლი ბიბლიის შუაგულ მუხლს წარმოადგენს?

გაინტერესებთ, რა წერია ბიბლიის გულში მოთავსებულ მუხლში? მასში ვკითხულობთ: „იეჰოვასთან თავის შეფარება სჯობია ადამიანზე მინდობას“. — ფს. 118:8.

_____________________________________________________________

იცოდით რომ:

● თავებად ბიბლიის დაყოფა, ახ.წ. 1238 წელს, კარდინალ ჰუგო კაროს მიერ იქნა წამოწყებული, ხოლო მუხლებად დაყოფა კი 1551 წელს რობერტ ეტიენის (იგივე სტეფანიუსის) მიერ მოხდა

● გოთინგენის უნივერსიტეტში არის ბიბლია, რომელიც დაწერილია პალმის 2370 ფოთოლზე

● ბიბლიის პირველი გამოცემა, რომელიც დაიბეჭდა საბეჭდ დაზგაზე, გამოვიდა გერმანელი გამომგონებლის იოჰან გუტენბერგის სტამბიდან დაახლოებით 1455 წელს

● ბიბლია ყველაზე გავრცელებული წიგნია დედამიწაზე

● ყოველწლიურად მთლიანი ბიბლიის ან ბიბლიის ნაწილების დაახლოებით 60 მილიონი ეგზემპლარი ვრცელდება მთელ დედამიწაზე

● ბიბლია ნათარგმნია 2200-ზე მეტ ენასა და დიალექტზე

● კაცობრიობის 90 პროცენტზე მეტს შეუძლია ბიბლიის წაკითხვა საკუთარ ენაზე, თუ მთლიანად არა, მისი რომელიმე ნაწილის მაინც

● უიკლიფის საერთაშორისო, გედეონის საზოგადოების და ბიბლიის საერთაშორისო საზოგადოების მონაცემების (სტატისტიკის) თანახმად, აშშ-ში დღეში 168 000 ბიბლია ვცრელდება, იყიდება ან გაიჩუქება

● ყველაზე ვრცელი ტელეგრაფი რაც კი ოდესმე გადაგზავნილა, გახლავთ ბიბლიის ახალი საერთაშორისო თარგმანი, რომელიც ჟენევადან (სადაც ითარგმნა) ნიუ იორკში გადაიცა დასაბეჭდად

● ბიბლიის ხმამაღლა წაკითხვა შესაძლებელია 70 საათში

● ბიბლიაში არსებობს 8674 ერთმანეთისგან განსხვავებული ებრაული სიტყვა და 5624 ბერძნული სიტყვა, ხოლო ყველაზე ცნობილ ინგლისურ ბიბლიაში, მეფე ჯეიმზის თარგმანში კი 12143 ერთმანეთისგან განსხვავებული ინგლისური სიტყვაა

ბიბლიის [შიდა] ფაქტები:

მთლიანი ბიბლიის წიგნების რაოდენობაა: 66
თავები: 1,189
მუხლები: 31,101
სიტყვები: 783,137
ასოები: 3,566,480
ბიბლიაში ჩაწერილი დანაპირები: 1,260
მითითებები: 6,468
წინასწარმეტყველებები, სულ ცოტა: 8,000

შეკითხვების რაოდენობაა: 3,294
ყველაზე ვრცელი სახელი: მაჰერშალალხაშბაზი (ესაია 8:1)
ყველაზე ვრცელი მუხლია: ესთერი 8:9 (42 სიტყვაა)
ყველაზე მოკლე მუხლია: იოანე 11:35 (2 სიტყვაა: „იესო აცრემლდა“)
შუაგული წიგნებია: მიქა და ნაუმი
შუაგული მუხლია: ფსალმუნი 118:8
ყველაზე ვრცელი წიგნია: ფსალმუნები (სულ 150 თავია)
ყველაზე მოკლე წიგნია: 3 იოანე
ყველაზე ვრცელი თავია: ფსალმუნი 119 (სულ 176 მუხლია)

სიტყვა „ღმერთი“ გვხვდება 3358-ჯერ
სიტყვა „უფალი“ გვხვდება 7736

10 ყველაზე მეტჯერ გამოყენებული სახელი ბიბლიაში:

იეჰოვა, יהוה, ჲჰვჰ – 6,823-ჯერ*

დავითი -1,064-ჯერ

იესო – 984-ჯერ

მოსე – 847-ჯერ

იაკობი – 377-ჯერ

აარონი – 352-ჯერ

სოლომონი – 293-ჯერ

იოსები – 250-ჯერ

აბრაამი – 250-ჯერ

ეფრემი – 183-ჯერ

*― ეფუძნება ბიბლიის ებრაულ ხელნაწერს და მის ზუსტ ბიბლიის თარგმანებს, რომლებიც ღვთის სახელს არ ცვლიან საზოგადო წოდებებით როგორიცაა „უფალი“, „ღმერთი“.

10 ყველაზე ხშირად მოხსენიებული ცხოველები ბიბლიაში:

ცხვარი

ბატკანი

ლომი

ხარი

ვერძი

ცხენი

ვირი

თხა

მოზვერი

აქლემი

_____________________________________________________________

და ბოლოს, განწყობისათვის რეალო―რელიგიური იუმორი

ფატალიზმი—უცნაური რაღაცეები ხდება.
ოპტიმიზმი——ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება.
პესიმიზმი—-ყველაფერი იმის საპირისპიროდ ხდება, რისთვისაც ბრძოლობ რომ არ მოხდეს.

ათეიზმი——-რაღაცეები ხდება მიზეზების გარეშე.                                                        აგნოსტიციზმი—არავის შეუძლია დაამტკიცოს რაც რამე ხდება თუ ხდება.
ინდუიზმი—ყველაფერი მანამდეც მომხდარა; ყველაფერი ისევ მოხდება.
ისლამი——–ყველაფერი იმიტომ [მო]ხდება, რომ ასეა დაწერილი.
იუდაიზმი—-ყველაფერი მაინც და მაინც ჩვენ რატომ უნდა გადაგვხვდეს?
კათოლიციზმი—თუ რამე [გადაგ]ხდება, დამსახურებისამებრ [გადაგ]ხდება. მართლმადიდებლობა—უფალო შეგვიწყალენ,უფალო შეგვიწყალენ,უფალო.. ჰარე კრიშნა——–რაღაცეები ხდება, რაღაცეები ხდება, რაღაცეები ხდება. ტაოიზმი————–კარგი რაღაცეები მაშინ ხდება, თუკი დინებას მისდევ.
კონფუციანელობა—–ამის მსგავსი რაღაცეები, შენს მსგავს ადამიანს ემართება.
ბუდიზმი————–განწყობა მოვლენების გამომწვევია.
სინტოიზმი———–თუ იმპერატორი იტყვის რომ მოხდეს, მოხდება.
პროტესტანტიზმი—-ყველა გზა იქ[ამდე] მიდის, სადაც იგივე რამ ხდება.
იეჰოვას მოწმეები—-თუ გსურთ, გიქადაგებთ რატომ ხდება ეს ყველაფერი.

Advertisements

2 responses to “ბიბლიური ფაქტები

  1. აქ ეწერა რომ სიტყვა უფალი მთელ ბიბლიაში 7736-ჯერ გვხვდება, რომელ ბიბლიას გულისხმობთ აქ?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s