გალერეა

ეწერა ღვთის სახელი „ახალი აღთქმის“ ორიგინალში? (ნაწილი მეორე)

ეწერა ღვთის სახელი თავდაპირველიახალი აღთქმისხელნაწერებში? (ნაწილი მეორე)

1 ეს გახლავთ მეორე ნაწილი იმ თემისა, რომელიც თავდაპირველი  „ახალი აღთქმის“ ხელნაწერებში ღვთის სახელის არსებობის დამადასტურებელი ფაქტების მიმოხილვას  მიეძღვნა. მკითხველმა სრული სარგებელი რომ ამოიღოს ამ სტატიიდან, აუცილებელია გაეცნოს პირველ ნაწილს, რომელშიც ყურადღება გამახვილდა ორ ძალიან მნიშვნელოვან  საკითხზე:

  • მათესთვის, რომელიც არ იყო უფლებამოსილი გადაეკეთებინა ღვთის სიტყვა, ვალდებული იყო ღვთის სახელი გადმოეტანა ებრაულ ენაზე დაწერილ თავის სახარებაში, განსაკუთრებით იმ მუხლებში, რომელშიც ებრაულ ენაზე დაწერილი „ძველი აღთქმის“ სიტყვებს ციტირებდა.
  • „ახალი აღთქმის“ მწერელები, რომლებიც როგორც ცნობილია, ციტირებისას   უმთავესად ებრაული „ძველი აღთქმის“ ბერძნულ თარგმანს LXX, ანუ „სეპტუაგინტას იყენებდნენ, და თუ თავიანთ წერილებში ებრაული ხელნაწერების ნაცვლად, ციტირებას LXX-დან ანუ „ძველი აღთქმის“ ბერძნული თარგმანიდან მოახდენდნენ, აუცილებლად მოუწევდათ ღვთის სახელის გადმოტანა თავიანთ სახარებასა თუ წერილებში, რადგან „ახალი აღთქმის“ დაწერამდე, დაწერის დროს და მას შემდეგ, ფართოდ გამოიყენებოდა ებრაული „ძველი აღთქმის“ ბერძნული თარგმანი LXX, რომელიც ღვთის სახელს ისევე შეიცავდა, როგორც „ძველი აღთქმის“ ებრაული ხელნაწერები და „ახალი აღთქმის“ არცერთი მწერალი, არ იყო წმინდა წერილში ჩაწერილი სიტყვების გადაკეთებით უფლებამოსილი (მეორე რჯ. 4:2; 12:32; გამოცხადება 22:18,19).

2 ეს იმას ნიშნავს, რომ „ახალი აღთქმის“ მწერლები, ციტირების დროს ებრაულ ენაზე დაწერილ „ძველ აღთქმას“ გამოიყენებდნენ თუ მის ბერძნულ თარგმანს „სეპტუაგინტას“ (LXX), ყველა შემთხვევაში იძულებული იყვნენ, ღვთის სახელის ციტირება მოეხდინათ თავიანთ სახარებაში თუ „ახალი აღთქმის“ წერილებში. მიზეზი, თუ რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ რომ მათ აუცლებლად მოუწევდათ ღვთის სახელის ციტირება „ახალ აღთქმაში“, გახლავთ ორი გარდაუვალი ფაქტი, რომელსაც მოციქულები გვერდს ვერ აუვლიდნენ. ესენია:

  1. პირველ საუკუნეში არსებული „ძველი აღთქმის“ ებრაული და ბერძნული ხელნაწერები, რომელსაც „ახალ აღთქმაში“ ციტირებდნენ, ორივე შეიცავდა ღვთის სახელს და იმ მუხლების ციტირებისას რომელშიც ღვთის სახელი იყო გამოყენებული, თავის კანონიერ ადგილს იკავებდა „ახალი აღთქმის“ გვერდებზე.
  2. მოციქულებს უფლება არ ჰქონდათ „ძველი აღთქმიდან“ ციტირებისას, ღვთის სიტყვიდან თვითნებურად ამოეკლოთ რაიმე ანდა დაემატებინათ, რადგან ღმერთი თავისი სიტყვის მეშვეობით ცალსახად მიუთითებდა მათ: „არაფერი დაუმატოთ იმ სიტყვას, რომელსაც გიბრძანებთ, და არაფერი მოაკლოთ, რათა დაიცვათ იეჰოვას, თქვენი ღვთის ბრძანებები, რასაც გიბრძანებთ“. ― მეორე რჯ. 4:2; აგრეთვე იხილეთ იგავები 30:5,6.

3 ამგვარად, იმ მტკიცებულებების თანახმად, რომელსაც ბიბლია წამროგვიდგენს,  ქრისტიანულ წერილებში ანუ „ახალ აღთქმაში“ ღვთის სახელი ეწერა და განსაკუთრებით იმ მუხლებში, რომლებიც „ძველი აღთღქმიდან“ იყო დაციტირებული და ღვთის სახელს შეიცავდა.

4 მიუხედავად იმისა, დღემდე მართლა მოაღწია „ახალი აღთქმის“ ათასობით ასლმა, უნდა ვაღიაროთ, რომ არცერთი ასლი არ წარმოადგენს ორიგინალი „ახალი აღთქმის“ ხელნაწერებს და რომ ამ ასლების უმრავლესობა გაკეთდა ახალი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნეში, ან მეოთხე საუკუნის შემდეგ. აქედან გამომდინარე, იბადება ლოგიკური კითხვები: როცა „ახალ აღთქმაში“ ჩაწერილი ფაქტებიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ იესოც და მისი მოციქულებიც მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ ღვთის სახელის ხსენებას [წაიკითხეთ იოანე 17:6,26; მათე 6:9; საქმეები 2:14-21; 15:12-18], გასაკვირი და ალოგიკურია „ახალი აღთქმის“ ასლებში ღვთის სახელის გაუჩინარების უეცარი და უცნაური ფაქტი. რა მოხდა?  რატომ ქრება ღვთის სახელი „ახალ აღთქმაში“ მაშინ, როცა „ძველ აღთქმაში“ ათასობით მუხლშია გამოყენებული?  რატომ უჩინარდება „ახალი აღთქმის“ ასლებში ღვთის სახელი, მაშინ როცა იესო ქრისტე ამცნობდა ღვთის სახელს ადამიანებს და ასწავლიდა რომ ღვთის სახელის განსაწმენდად ელოცათ? ორიგინალი „ახალი აღთქმის“ დაწერიდან (I საუკუნიდან) IV-ე საუკუნემდე, რა შეიძლება მომხდარიყო ან რა მოხდა ისეთი რამაც „ახალი აღთქმის“ ასლებიდან ღვთის სახელის ამოღება გამოიწვია? წარმოადგენს კი დღემდე მოღწეული „ახალი აღთქმის“ ათასობით ასლი ერთმანეთის ზუსტს ასლს? შეიცავენ თუ არა ახალი აღთქმის ასლები ცვლილებებს?

რატომ არ შეიცავენ ასლები ღვთის სახელს?

5 არაერთი ადამიანი დაუფიქრებია იმ ფაქტს, რომ ღვთის სახელი „ახალი აღთქმის“ ასლებიდან ასე უეცრად და ალოგიკურად ქრება. რატომ უეცრად და ალოგიკურად, ალბათ იკითხავს მკითხველი. იმიტომ, რომ I და II საუკუნით დათარიღებული ბიბლიური ხელნაწერები, მრავალგზის შეიცავენ ღვთის სახელს „יהוה“-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიბლიის დაწერიდან ახ.წ. I საუკუნის ჩათვლით, ღვთის სახელი გამოიყენებოდა როგორც ებრაულ, ისე  ბერძნულ ხელნაწერებში.  ამგვარად, ვითარება ასეთია: ორიგინალ „ახალ აღთქმას“ არ მოუღწევია ჩვენამდე; არც ორიგინალი „ახალი აღთქმის“ ისეთი ასლები მოიპოვება, რომელიც ახ.წ-ით I ან II საუკუნით იქნებოდა დათარიღებული და ორიგინალი „ახალი აღთქმის“ სრული ტექსტი იქნებოდა. მაშ რა სახის ასლები მოგვეპოვება დღეისთვის? მართალია სახეზე ნამდვილად გვაქვს ასლები, რომლებიც „ახალი აღთქმის“ სრულ ტექსტს შეიცავენ, მაგრამ ისინი ახ.წ-ით მეოთე საუკუნით ან უფრო გვიანდელი თარიღითაა დათარიღებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახ. წ. I—IV-ე საუკუნის მონაკვეთი, სრული „ახალი აღთქმის“ ტექსტის სერიოზულ დეფიციტს განიცდის, თუ არ ჩავთვლით იმ ასლების  მცირე ფრაგმენტებს, რომელიც სრულად ვერ წარმოგვიდგენს  ახ.წ. I—IV-ე საუკუნის დროინდელი ხელნაწერების სრულფასოვან სურათს. რეალურად ასეთ სურათს წარმოგვიდგენენ ფაქტები: ბიბლიის დაწერიდან მოყოლებული ახ.წ. პირველი საკუნით დათარიღებული ებრაული და ბერძნული „ძველი აღთქმის“ ხელნაწერები ღვთის სახელს შეიცავენ, ხოლო ახ.წ. მეოთხე საუკუნეში ან მას შემდეგ შესრულებული ასლები კი არა. რატომ? რატომ ქრება ღვთის სახელი როგორც „ახალი აღთქმის“ ასლებში, ისე „ძველი აღთქმის“ ასლების უმრავლესობაში. რა მოხდა ასეთი?

წარმოადგენს კი დღემდე მოღწეულიახალი აღთქმისათასობით ასლი ერთმანეთის ზუსტს ასლს? შეიცავენ თუ არა ახალი აღთქმის ასლები ცვლილებებს?

6 ცნობილია, რომ ახალი აღთქმის მანუსკრიპთა ასლების  უმრავლესობა გაკეთდა დევნასა და მრავალ  ხელისშემშლელ პირობებში, რასაც კიდევ უფრო ართულებდა „ქრისტიანებს“ შორის არსებული დაძაბულობა და განსხვავებული თეოლოგიური შეხედულებები, განხეთქილებები და დაყოფები. ქრისტიანული სამყაროს ისტორია იუწყება, რომ  რელიგიურ განხეთქილებას, პაექრობას და მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებების ერთმანეთთან შეხლა-შემოხლას დიდი ადგილი ეკავა ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში. დღეისათვის არაერთი ისტორიული ნაშრომია ხელმისაწვდომი, რომელშიც ქრონოლოგიურადაა წარმოდგენილი ისტორიული ფაქტები თუ როგორ მიმდინარეობდა საუკუნეების მანძილზე განსხვავებული ქრისტიანული შეხედულებების მქონდე ადამიანებს შორის რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი მწვავე უთანხმოებების დაუსრულებელი პროცესები, რის გამოც გაბატონებული „ქრისტიანული“  ეკლესიის  წარმომადგენლებს, მსოფლიო კრებების მოწყობაც კი უწევდათ, რათა განსხვავებული რელიგიური შეხედულებები „აღმოეფხვრათ“ და თავიანთი რელიგიური იდეები „სწორ“ იდეებად გამოეცხადებინათ. ფაქტები ადასტურებენ, რომ გადამწერებმა, რომლებიც ასლებზე მიშაობდნენ, ვერ შეძლეს თავიანთი საქმის სრულყოფილად და წუნდაუდებლად შესრულება. ასლები შესრულდა ჩვეულებრივი ადამიანების მიერ, ჩვენნაირი ადამიანების მიერ, რომლებიც ისევე არასრულყოფილები იყვნენ, როგორც თითოეული ჩვენგანი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინიც ისევე იყვნენ შეცდომებისკან მიდრეკილნი, როგორც ყველა (1 იოანე 1:8,10). უფრო მეტიც, როგორც ამ აბზაცში აღინიშნა, ისინი ცხოვრობდნენ ეპოქაში, სადაც ღრმად ჰქონდა ფესვი გადგმული რელიგიურ უთანხოებებსსა და დაპირისპირებებს. ალბათ დამეთანხმებით, რომ დროულია დაისვას შემდეგი კითხვები: იქონია თუ არა რაიმე ზეგავლენა განსხვავებულმა რელიგიურმა შეხედულებებმა და იმ რელიგიურმა გარემოებამ, რომელშიც გადამწერები იმყოფებოდნენ? მისცემდნენ თუ არა გადამწერები საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ  ასლების შესრულებისას (გადაწერისას) თვითნებურად შეეტანათ ცვლილებები ტექსტში, რომელსაც წერდნენ? მაგალითად ტექსტიდან ღვთის სახელი ან რაიმე სიტყვა ანდა ფრაზა ამოგდოთ? თანამედროვე კვლევები ამ კითხვას დადებითად პასუხობენ.  მაგალითად, ბ. ერჰმანი, „ახალი აღთქმის“ სწავლული და პროფესორი, თავის წიგნში „The Orthodox Corruption of Scripture“ არაერთ კონკრეტულ ფაქტზე მიუთითებს მკითხველს, რომლებიც ნათელყოფს, რომ გადამწერები მიდრეკილები იყვნენ ასლებიდან ფრაზებისა თუ სიტყვების გამოტოვებისკენაც  (ამოგდებისკენაც) და დამატებისკენაც. პროფესორი ბ.ერჰმანი თავის წიგნში მკითხველს მიუთითებს:

P45-თი შეიცავს ტექსტის 28 დამატებას და 63 გამოტოვებას.
P46-სი შეიცავს 55 დამატებას და 167 გამოტოვებას.
P47-დი შეიცავს 5 დამატებას და 18 გამოტოვებას.
P66-სი შეიცავს 14 დამატებას და 19 გამოტოვებას.
P72-ტი შეიცავს 16 დამატებას და 29 გამოტოვებას.
P75-ტი შეიცავს 12 დამატებას და 41 გამოტოვებას.

 

7 აშკარაა, რომ ასლების საფუძველზე იმის დამტკიცება, რომ თითქოსდა „ახალი აღთქმის“ თავდაპირველ ხელნაწერებში ღვთის სახელი არ ეწერა — შეუძლებელია! „ახალი აღთქმის“ ასლები თვითონვე მოწმობენ თავიანთ თავზე, რომ  წინამორბედი ტექსტების სრულყოფილ გადმონაწერს არ წარმოადგენენ, რადგან ასლები ერთი და იგივე ტექსტს არ შეიცავენ. ანუ,  დღემდე მოღწეული ათასობით ასლი ორიგინალი „ახალი აღთქმის“ სრულყოფილი  გადმონაწერები რომ ყოფილიყვნენ, ყველა ასლი ზუსტად ერთნაირი ტექსტის შემცველი იქნებოდა. ამ მიზეზის გამო, მეცნიერ-ტექსტოლოგები, ბიბლეისტები და თეოლოგები, უყურადღებოდ არ ტოვებენ ასლებში ასახულ ვითარებას. მაგალითის სახით მხოლოდ რამოდენიმე სამეცნიერო ნაშრომიდან დავაციტირებ:

8 ფილიპ ვესლის ნაშრომში “ადრეული მანუსკრიპტები და ახალი აღთქმის თანამედროვე თარგმანები”, 6-ე გვერდზე ნათქვამია: “[მანუსკრიპტ] P 66-ის შემსრულებელს, 500-მადე შესწორება აქვს შეტანილი თავის მანუსკრიპტში… ადრეული ქრისტიანები, ა[ხალი] ა[ღთქმის] ტექსტს, მაინც და მაინც დიდი მოწიწებით არ ეპყრობოდნენ, ანუ  შესწორებები შეჰქონდათ მასში, და  მოგვიანებით კი აკანონებდნენ როგორც წმინდად. ამისგან განსხვავებით, იუდეველები ძველი აღთქმის ტექსტს მოკრძალებით ეკიდებოდნენ და ამგვარად  ტექსტის ასლებს გაცილებით ზუსტად ასრულებდნენ”. ― „Early Manuscripts and Modern Translations of the New Testament“, გვ. 6.

9 საყურადღებოა გ.ზუნტზის კომენტარი P46-თან დაკავშირებით. ის მიუთითებს  გადამწერის მიერ მასში დაშვებულ უხეშ შეცდომებზე, გამოტოვებსა და ჩამატებებზე,  რომლებსაც უხვად შეიცავს ეს მანუსკრიპტი. ის აღნიშნავს რომ გადამწერები, რომლებიც ტექსტის ასლებს ასრულებდნენ, იმეორებდნენ დაშვებულ შეცდომებს, გამოტოვებულ, ამოგდებულ თუ დამატებულ სიტყვებს. იხილეთ ნაშრომი „The Text of the Epistles“, გვ. 212-13.

10 დ-რი ბრუს მ. მეცგერის წიგნში „A Textual Commentary on the Greek New Testament- second edition“-ში  მითითებულია უამრავი კონკრეტული ფაქტი, როცა „ახალი აღთქმის“ ასლებში  წოდებები სახელებითაა ჩანაცვლებული ან პირიქით. წიგნი აგრეთვე ისეთ ფაქტებზეც მიუთიტებს, სადაც ზოგი ასლი სახელს „იესოს“ წერს იმ მუხლში, რომელშიც სხვა ასლი სახელის ნაცვლად წოდებას „უფალს“ იყენებს; ზოგ ასლში „ქრისტე“ წერია, როცა იმავე მუხლში სხვა ასლში წერია „იესოს“ და ა.შ. უფრო მეტიც, ზოგ ასლში ქრისტეს ნაცვლად ღმერთი წერია და ღმერთის ნაცვლად ქრისტე. იხილეთ მეცგერის წიგნის 619—621 გვერდები.

11 ბიბლიის ხელნაწერების აღიარებული ექსპერტი, პროფესორი ერნესტ კადმან კოლველი  ამატებს: «ახალი აღთქმის მანუსკრიპტთა ტრადიციის ისტორია არის განვითარებადი ისტორია, რომელიც იწყება შედარებით უმართავი ტრადიციით და  მიდის მკაცრად მაკონტროლებად ტრადიციამდე … ძველი დროის ტექსტი თავისი ბუნებით, ხასიათდება როგორც ‘ველური’, ‘უმართავი’ და ‘გადაუმუშავებელი’». — „Colwell, Hort Redivivus: A Plea and a Program“, გვ. 195.

12 “საქმე იმაშია, რომ ფაქტები მიუთითებენ — ქრისტიან გადამწერებს, მსგავსი მძიმე შრომა როგორიც იუდეველებმა გასწიეს წმინდა წერილის ასლების გაკეთებისას –  არ გაუწევიათ. ეს არამარტო იმით დასტურდება თუ როგორ ეპყრობოდნენ ქრისტიანები თავიანთ ახალ აღთქმას, არამედ იმითაც, თუ როგორ ეპყრობოდნენ სეპტუაგინტას LXX”. — ნათქვამია ნაშრომში „D.A. Carson, The King James Only Controversy“, გვ.116.

13 დ-რი ბრუს მ. მეცგერი, თავის წიგნში “ტექსტუალური კომენტარები ბერძნულ ახალ აღთქმაზე”, კონკრეტულად მიუთითებს ასლებში არსებულ ვარიაციებზე (განსხვავებებზე), რომელშიც ზოგჯერ ამოგდებულია პიროვნებათა სეხელები და წოდებები ან სრულიად გადაადგილებულია ისინი. მასში მითითებულია ფაქტები, რომ მაგალითად, ახალი აღთქმის ერთერთ ასლში სადაც “იესო” წერია, სხვა ასლში სახელი ამოგდებულია და წოდება “უფალია” ჩაწერილი; ხოლო იქ სადაც „ქრისტე“ წერია, სხვა ასლში „იესო“ წერია და მეცგერი აღნიშნავს, რომ ასეთი მაგალითები „ახალი აღთქმის“  ასლებში მრავლად მოიპოვება. უფრო მეტიც, მეცგერი ასლების ისეთ ვარიაციებზეც მიანიშნებს, რომლებშიც “ქრისტეს”  ნაცვლად სიტყვა “ღმერთია” ჩასმული. მეცგერი თავისი წიგნის 621-თე გვერდზე 1პეტრეს 3:15-ტე მუხლთან დაკავშირებით ამბობს: «სიტყვის “ქრისტონ” (ქრისტე) ნაცვლად, ტექსტუს რეცეპტუსი ცლვის და ამ ადგილას წერს სიტყვას “თეონ” (ღმერთი)».

14 როგორც ხედავთ, ფაქტები აშკარად ადასტურებენ, რომ ასლებში გადამწერებს თვითნებურად შეჰქონდათ ცვლილებები. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი შრომა იყო გასაწევი რათა სანდო სამეცნიერო ტექსტი მიღებულიყო, რომლიდანაც ბერძნული „ახალი აღთქმის“ ტექსტი სხვადასხვა ენებზე გადაითარგმნა და მკითხველამდე სანდო სამეცნიერო ტექსტის თარგმანი მივიდა და არა მაგალითად რომელიმე ცალკეული ასლის თარგმანი, რომელიც მრავალჯერად ცვლილებებს, ჩამატებებსა თუ ამოკლებებს შეიცავს. ამგვარად, მრავალწლიანი შრომის შედეგად, მეცნიერ ტექსტოლოგებმა „ახალი აღთქმის“ სამეცნიერო კრიტიკული ნაშრომები გამოსცეს. მათ განსხვავებული ტექსტების შემცველი ათასობით ასლების ერთმანეთთან შეადარება-შეჯერების საფუძველზე, საბოლოოდ ისეთი ტექსტი მიიღეს, რომელიც მაქსიმალურადაა მიახლოებული თავდაპირველი „ახალი აღთქმის“ ტექსტთან. „ახალი აღთქმის“ ასეთ სამეცნიერო გამოცემებს შორისაა, მაგალითად  უესტკოტისა და ჰორტის“ ტექსტი, რომელიც 1881 წელს გამოსცეს კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორებმა ბრუკ უესტკოტმა და ფენტონ ჰორტმა და ნესტლე–ალანდის სახელით ცნობილი ბერძნული ტექსტი (მე–18 გამოცემა, 1948 წელი); აგრეთვე იეზუიტი მეცნიერების, ხოსე ბოვერისა (1943 წ.) და ავგუსტინ მერკის (1948 წ.) ტექსტები; გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებებისა (1975 წ.) და ნესტლე–ალანდის (1979 წ.) ტექსტები.

ორიგინალიახალი აღთქმისდაწერიდან (I საუკუნიდან) IV-საუკუნემდე, რა შეიძლება მომხდარიყო ან რა მოხდა ისეთი რამაცახალი აღთქმის“ ასლებიდან ღვთის სახელის მოღება განაპირობა?

15 როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ახ.წ. პირველ საუკუნემდე და პირველი საუკუნით დათარიღებული ბიბლიის ხელნაწერები ღვთის სახელს მრალად შეიცავდა. მაგალითად, პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო ახ.წ. დათარიღებული „ძველი აღთქმის“ ბერძნული თარგმანი „სეპტუაგინტა“ (LXXP. Fouad Inv. 266), რომელიც მრავლად შეიცავდა ღვთის სახელს ებრაული ასოებით წარმოდგენილი ტეტრაგრამატონის სახით „יהוה. უფრო მეტიც, ჩვენი წ-ით მეორე საუკუნის პირველ ნახევარში, იუდეველმა პროზელიტმა აკვილამ, ებრაულ ენაზე არსებული „ძველი აღთქმის“ ხელნაწერის ახალი ბერძნული თარგმანი მოამზადა. საინტერესოა, რომ ებრაული „ძვ. აღთქმის“ ხელნაწერების მსგავსად, აკვილას მიერ შესრულებული LXX-ის ეს ბერძნული თარგმანი არაერთხელ შეიცავს ღვთის სახელს ტეტრაგრამატონის სახით რომელიც ძველი ებრაული ასოებითაა წარმოდგენილი. 

16 უფრო მეტიც, დღეისათვის მეცნიერებს სახეზე აქვთ ბერძნული  LXX (სეპტუაგინტას) ხელნაწერთა სულ ცოტა ათამდე სხვადასხვა მანუსკრიპტი, ანუ ნივთმტკიცება, რომელთა უმრავლესობა ძვ.წ. I―ახ.წ.  II საუკუნითაა  დათარიღებული და რომლებიც ღვთის სახელს შეიცავენ ებრაული ასოებით წარმოდგენილი ტეტრაგრამატონის სახით „יהוה“. ხელთარსებული LXX-ის ანუ სეპტუაგინტას ათი მანუსკრიპტი იმის უდაო ფაქტსა და ნივთმტკიცებას წარმოადგენს, რომ ბერძნულ ენაზე ებრაული ტექსტის მთარგმნელები ღვთის სახელს სვამდნენ იმ ადგილებში, სადაც ის ებრაულ ტექსტში ხვდებოდათ. ეს აგრეთვე იმის უდაო ფაქტს წარმოადგენს, რომ იმ დროს (პირველ საუკუნეში) როცა „ახალი აღთქმის“ მწერალი „ძვ. აღთქმიდან“ ციტირებდა,  ებრაულენოვანი „ძვ. აღთქმის“ ხელნაწერს  იყენებდა თუ მის ბერძნულ თარგმანს „სეპტუაგინტას“, ორივეგან მრავლად ხვდებოდათ ღვთის სახელს!  ფაქტია, რომ მოციქულები, რომლებმაც  „ახალი აღთქმის“ წიგნები დაწერეს, ბრწყინვალედ იყვნენ გაცნობილნი თავიანთი დროის ებრაულ და ბერძნულ ხელნაწერებს, რომელშიც მრავლად ეწერა ღვთის სახელი ებრაული ასოებით „יהוה“.  მაგრამ იკითხავთ, საიდან ვიცით რომ ასე იყო? რა ფაქტს ეუძნება ამგვარი განაცხადი?

17 ებრაული „ძველი აღთქმის“ ბერძნულ თარგმანებში ღვთის სახელი დიდხანს შემორჩა. ახ.წ. მეორე საუკუნეში ორიგენე წერდა: „ყველაზე ზუსტ ხელნაწერებში სახელი ებრაული ასოებით წერია, მაგრამ არა თანამედროვე ებრაული ასოებით, არამედ ძველით“.  IV-ე საუკუნეში, საეკლესიო მოღვაწე იერონიმეც კი აღნიშნავდა თავისი გადათარგმნილი ბიბლიის წიგნების „მეფეთა“ შესავალში: „დღესაც კი ვხვდებით ზოგიერთ ბერძნულ წიგნში ღვთის სახელს ტეტრაგრამატონის [יהוה] სახით, რომელიც ძველი, არქაული  ებრაული ასოებითაა დაწერილი“.

18 იესოსა და მისი მოციქულების მიერ ნაწინასწარმეტყველებმა განდგომილებამ [იხილეთ მათე 13:24-30; საქმეები 20:29,30], ბოლო მოციქულის სიკვდილის შემდეგ, ფურმულირება დაიწყო და მეოთხე საუკუნისთვის, მყარად მოიკიდა ფეხი. მიუხედავად იმისა, რომ ახ.წ. I—II-ე საუკუნეებში, ბიბლიის  ხელნაწერები (ებრაულიც და ბერძნულიც) ღვთის სახელს შეიცავდა (რასაც დღეს ხელთარსებული მანუსკრიპტები ადასტურებენ), დროთა განმავლობაში ღვთის სახელი უფრო და უფრო მცირე რაოდენობითღა ჩნდებოდა გადამწერთა მიერ გაკეთებულ ასლებში, რასაც მეოთხე საუკუნის და მას შემდგომ შესრულებული მანუსკრიპტები ადასტურებენ.

19 ამგვარად, ბიბლიის მრავალი მკითხველი, ბოლოს უკვე ვეღარც კი სცნობდა თუ რა იყო יהוה, რომლითაც ბერძნულ ენაზე გადათარგმნილი ბიბლიის წიგნები შეიცავდნენ. ზემოთ ხსენებული მეოთხე საუკუნის საეკლესიო მოღვაწე იერონიმე, რომელიც გახლდათ  ლინგვისტი, თეოლოგი, ისტორიკოსი და ბიბლიის პატივდებული მთარგმნელი, ღვთის სახელისადმი  თავისი თანამედროვეების დამოკიდბეულეზე წერდა: „გაუცნობიერებულები, როცა მას [ტეტრაგრამატონს] ბერძნულ წიგნებში ხვდებოდნენ, განსხვავებული ასოების გამო კითხულობდნენ ხოლმე როგორც ΠΙΠΙ“.

20 მაგრამ, ალბათ იკითხავთ, რატომ ამოიღებდნენ გადამწერები „ახალი აღთქმის“ ასლებიდან ღვთის სახელს? მიზეზი ისაა, რომ ასლებზე, უმთავრესად ძალაუფლების მქონე ქრისტიანული სამყაროს გაბატონებული ეკლესიები და მათი წარმომადგენლები იყვნენ დაპატრონებულნი; და როგორც სწავლულები თვლიან, ახალი ასლების გამკეთებლებიც ეკლესიის წარმომადგენლები იყვნენ. გადამწერები ანუ ასლების გამკეთებლები არაქრისტიანული რელიგიების წარმომადგენლები კი არ იყვნენ, არამედ  „ქრისტიანული“  სამყაროს  ეკლესიათა წარმომადგენლები იყვნენ და „ეკლესიის მამების“ სწავლებათა ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. მაგრამ ალბათ იკითხავთ, რა კავშირშია ღვთის სახელი ეკლესიის მამების სწავლებებთან და ამ სწავლებების ზეგავლენაში მყოფ ადამიანებთან.

21 საუკუნეების მანძილზე „ეკლესიის მამები“ თავიანთი ნაშრომების საშუალებით ისეთ შეხედულებებს ავრცელებდნენ, რომელიც ღვთის სახელის გამოყენებას არ უჭერდა მხარს. უფრო მეტიც, ღვთის სახელის გამოყენებას მრავალი „ეკლესიის მამა“ ბოდვადაც კი   მიიჩნევდა და ღმერთს უსახელო ღვთაება „სამებად“ აღწერდნენ. (იხილეთ ჩარჩო: «ღვთის სახელის უარყოფა „ქრისტიანული“ ეკლესიების მიერ»).  ქრისტიანული სამყაროს  ეკლესიათა მიმდევარი საზოგადოება „ეკლესიის მამების“ თვითნებურ სწავლებებს ავტორიტეტულად მიიჩნედა და იზიარებდა. ხოლო ისინი, რომლებიც „ეკლესიის მამების“ არაბიბლიურ პოზიციას არ იზიარებდნენ და ამას სიტყვითა და საქმით გამოხატავდნენ, ეკლესია სასტიკად დევნიდა, ავიწროებდა და „მწვალებლებად“ აცხადებდა; ხშირად მათი პირადი  ნივთების კონფისკაციას ახდენდა. ზოგიერთ მათგანს სამუდამო გადასახლებით სჯიდნენ ანდა სასტიკი სიკვდილით, კოცონზე ცოცხლად წვავდნენ; ზოგს თავის ბიბლიიანად ძელზე გაკრულს წვავდნენ, რითაც  დანარჩენებისთვის „ჭკუის სწავლებას“ ცდილობდნენ. იმპერატორებთან და მეფეებთან მოხერხებული პოლიტიკური ურთიერთ-გარიგებები კი გაბატონებულ ეკლესიას იმის ძალაუფლებას აძლევდა, რომ თავისი თავი ბიბლიის მეპატრონედ და ქრისტიანობის კანოიერ მემკვიდრად გამოეცხადებინა. მოკლედ რომ ვთქვათ, ეკლესია სრულად აკონკროლებდა ბიბლიასთან დაკავშირებული თითქმის ყველა სფეროს: მის წაკითხვას, გადათარგმნას, გადაწერას თუ გავრცელება-გაყიდვას. სამღვდელოება უბრალო ხალხს ბიბლიას უმალავდა, მკაცრად უკრძალავდა ბიბლიის ქონასაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ მის გადაწერაზე, გავრცელებაზე თუ ქადაგებაზე. ეკლესიის მიერ განხორციელებულ „კონტროლში“ შედიოდა ისიც, თუ რა და როგორი სახის წიგნი (ბიბლია) და განმარტება უნდა  ყოფილიყო ადამიანებისთვის „კანონიერი“, მისაღები და, რა უნდა უარყოფილიყო. ეკლესია იმასაც კი ცდილობდა, რომ ღვთის სიტყვაში თვითნებური ცვლილებები შეეტანა;  თუმცა ყველა ამგვარი მცდელობა მოგვიანებით მენციერთა და ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარების დიდი შრომის შედეგად გამოვლინდა და ღვთის სიტყვამ თავისი ნამდვილი სახე დაიბრუნა!

22 ისევე როგორც გასულ საუკუნეებში, დღეისათვისაც ძალიან ბევრი ბიბლიის თარგმანია ხელმისაწვდომი, რომელშიც მთარგმნელებმა ღვთის სახელი „იეჰოვა“ აღადგინეს თავიანთ ბიბლიებში. მას დაუბრუნეს  თავისი კანონიერი ადგილი როგორც „ძველ აღთქმაში“ ისე „ახალ აღთქმაში“ და ასე იმიტომ მოიგცნენ რომ ბიბლიის თარგმანები ბიბლიაში ჩაწერილ ფაქტებთან და ბიბლიის (ხელნაწერებთან) ყოფილიყო შესაბამისობაში. ფაქტები კი ადასტურებენ რომ ღვთის სახელს ყოველთვის ჰქონდა და აქვს კანონიერი უფლება ბიბლიაში ეწეროს.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ბიბლიის ხელნაწერების რამოდენიმე რეპროდუქციულ ფოტოასლს, რომელიც ხელმისაწვდომი იყო პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანებისთვის, რომლებიც  კითხვისას, ღვთის  სახელს ძალიან ხშირად ხვდებოდნენ:

(გადიდებისთვის დააწკაპუნეთ სურათზე)

ა) „პაპირუსი ნაში“ დათარიღებულია ძვ.წ. II-I საუკუნით; იგი გახლავთ „ძვ. აღთქმის“ ებრაული ხელნაწერი;  მასში არაერთ ადგილასაა ღვთის სახელი წარმოდგენილი ოთხი ებრაული თანხმოვნით יהוה.

ბ)  პაპირუსთა კოლექცია LXXP. Fouad Inv. 266 დათარიღებულია I საუკუნით და არის „ძვ. აღთქმის“ ბერძნული თარგმანი „სეპტუაგინტა“; ხელნაწერში ღვთის სახელი არაერთ ადგილას პირდაპირაა გადატანილი  ოთხი ებრაული თანხმოვნით יהוה.

გ) „The Minor Prophet Scroll“-ის სახელით ცნობილი მკვდარი ზღვის ეს გრაგნილები შესრულებულია იმ ბერძნულ ენაზე, რომელზეც დედამიწაზე იესოს ცხოვრების დროს საუბრობდნენ. ხელნაწერი დათარიღებულია ძვ.წ. 50—ახ.წ. 50 წლებით. იგი გახლავთ „ძველი აღთქმის“ ბერძნული სეპტუაგინტას (LXX-ის) თარგმანი. მასში ღვთის სახელი პირდაპირაა გადატანილი ოთხი ებრაული თანხმოვნით יהוה.

დ) ეს გახლავთ Oxyrhynchus 3522, „ძველი აღთქმის“ ბერძნული სეპტუაგინტას (LXX-ის) თარგმანი. იგი დათარიღებულია ახ.წ. I საუკუნით; მასში ღვთის სახელი პირდაპირაა გადატანილი ოთხი ებრაული თანხმოვნით יהוה.

ე) ეს გახლავთ ახ.წ. III—IV-ე საუკუნით დათარიღებული  Symmachus სახელით ცნობილი „ძველი აღთქმის“ ბერძნული სეპტუაგინტას (LXX-ის) თარგმანი; მასში ღვთის სახელი პირდაპირაა გადატანილი ოთხი არქაული ებრაული თანხმოვნით יהוה.

ვ) ეს გახლავთ ახ. წ. II საუკუნის პირველ ნახევარში, იუდეველი პროზელიტის აკვილას მიერ „ძველი აღთქმის“  ბერძნული სეპტუაგინტას (LXX-ის) თარგმანი. ეფრემ ასურის კოდექსის პალიმფსესტის მსგავსად, აკვილას სახელით ცნობილი ეს ხელნაწერიც, პალიმფსესტია. აღსანიშნავია, რომ ებრაული „ძვ. აღთქმის“ ხელნაწერების მსგავსად, აკვილას მიერ შესრულებული ბერძნული სეპტუაგინტას (LXX-ის) ეს თარგმანი, მრავალჯერ შეიცავს ღვთის სახელს ტეტრაგრამატონის  יהוה სახით, რომელიც ძველი ებრაული ასოებითაა წარმოდგენილი ხელნაწერში. აკვილას სეპტუაგინტას ეს ბერძნული თარგმანი, მესამე საუკუნის თეოლოგმა ორიგენემ თავის ცნობილ ნაშრომში გამოიყენა — „ჰექსაფლაში“, რომელშიც 6 მწკრივად, ერთმანეთის გვერდიგვერდ განათავსა „ძვ. აღთქმის“ სხვადასხვა ენოვანი თარგმანები და მათ შორის იყო აკვილას ეს უძვირფასესი თარგმანი, რომელშიც ღვთის სახელი მრავლად გვხვდება და რომელიც ადრეული ქრისტიანების მიერ, ორიგენეს დღეებამდეც კი  გამოიყენებოდა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s