გალერეა

ეწერა ღვთის სახელი „ახალი აღთქმის“ ორიგინალში? (ნაწილი პირველი)

ეწერა ღვთის სახელი თავდაპირველი „ახალი აღთქმის“ ხელნაწერებში? (ნაწილი პირველი)

1 საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ებრაულ წერილებში ანუ „ძველ აღთქმაში“  ღვთის სახელი ათასობით მუხლშია ჩაწერილი და ამას მოწმობს არაერთი უძველესი ხელნაწერი  და არაერთი თანამედროვე ბიბლიის თარგმანი.

2 მიუხედავად იმისა, რომ  იუდეველებმა ღვთის მოთხოვნა ― სამარადჟამოდ ეხსენებინათ მისი სახელი ― მოგვიანებით უარყვეს, და თავიანთივე შექმნილი აკრძალვების გამო ახ. წ-ით პირველი საუკუნისთვის ღვთის სახელს საერთოდ აღარ ახსენებდნენ, უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიაში ჩაწერილ სახელებს შორის,  ყველაზე ბევრჯერ ― დაახლოებით 7000-ჯერ ― ღვთის სახელია მოხსენიებული.

3 ბიბლიის გულმოდგინე მკვლევართათვის, კარგადაა ცნობილი რომ ღვთის სახელი პირველად ებრაულ ენაზე დაწერილ ბიბლიის ხელნაწერებში გვხვდება ოთხი ებრაული თანხმოვნის  יהוה-ს სახით.

4 უნდა აღინიშნოს რომ ბიბლიის ათასობით მუხლში ჩაწერილი ღვთის ეს სახელი „יהוה(ჲჰვჰ), რომელიც ქართულად წარმოითქმის როგორც „იეჰოვა“,  შემოკლებული ფორმით მრავალ ბიბლიურ სახელშიც გვხვდება. მაგალითად   სოფონი-იაჰ, ელი-იაჰ, ადონი-იაჰ და სხვები… საინტერესოა რომ ღვთის ეს სახელი „იეჰოვა“ (יהוה), შემოკლებული ფორმით „იაჰ“ (יה), პოეტურ გამოთქმაში „ალილუიაშიც“ გვხვდება. გამოთქმა ალილუია, რომელიც ალბათ ბევრ ჩვენგანს წაუკითხავს ფსალმუნმომღერალ დავითის საგალობლებში ან სხვა პოეტულ ნაწარმოებებში, მომდინარეობს ებრაული გამოთქმიდან „ჰალლელუ-იაჰ(הַלְלוּ-יָהּ). ეს გამოთქმა სიტყვასიტყვით ნიშნავს „ადიდეთ იაჰი!“ იაჰი ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმაა.

5 ებრაული გამოთქმა „ჰალლელუ-იაჰ“, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ ღვთის სახელი „იეჰოვას“ შემოკლებულ ფორმას „იაჰ“-ს შეიცავს, ერბაულ წერილებში ანუ „ძველ აღთქმაში“ არაერთხელ გვხვდება. მაგალითის სახით შეგიძლიათ იხილოთ მართლმადიდებლურ ან კათოლიკურ ბიბლიებში  ფსალმუნის ბოლო, 150-ე თავი, სადაც ღვთის სახელის შემოკლებული ფორმა „იაჰ“  გამოთქმა „ალილუია“-ში გვხვდება . ისევე როგორც ფსალმუნების ბოლო თავში, „ახალი აღთქმის“ ბოლო წიგნში — გამოცხადებაშიც გვხვდება ღვთის სახელი გამოთქმაში „ალილუია“. იხილეთ  გამოცხადება 19:1, 3, 4, 6 მუხლები.  ამ მუხლების გარდა, დღემდე აღმოჩენილი „ახალი აღთქმის“ ასლებიდან არცერთ ასლში არ მოიპოვება ღვთის სახელი. ამიტომ იბადება კითხვა: რადგან დღემდე აღმოჩენილი „ახალი აღთქმის“ ასლები  არ შეიცავენ ღვთის სახელს, უნდა დავასკვნათ, რომ „ახალი აღთქმის“ ორიგინალშიც არ ეწერა ღვთის სახელი?

6 ქრისტიანული წერილები ანუ „ახალი აღთქმა“ წარმოგვიდგენს ფაქტებს, რომ  იესოც და მისი მოციქულებიც, ღვთის სახელის პატივისცემით ხსენებას მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ. (წაიკითხეთ იოანე 17:6,26; მათე 6:9; საქმეები 2:14-21; 15:12-18). როცა „ახალ აღთქმაში“ ჩაწერილი ფაქტებიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ იესოც და მისი მოციქულებიც მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ ღვთის სახელის ხსენებას, გასაკვირი და ალოგიკურია „ახალი აღთქმის“ ასლებში ღვთის სახელის გაუჩინარების უცნაური ფაქტი. რა მოხდა?  რატომ ქრება ღვთის სახელი „ახალ აღთქმაში“ მაშინ, როცა „ძველ აღთქმაში“ ათასობით მუხლშია გამოყენებული?  რატომ უჩინარდება „ახალი აღთქმის“ ასლებში ღვთის სახელი, მაშინ როცა იესო ქრისტე ამცნობდა ღვთის სახელს ადამიანებს და ასწავლიდა რომ ღვთის სახელის განსაწმენდად ელოცათ?

7 თითოეულ ჩვენგანს უნდა გვახსოვდეს, ორი მნიშვნელოვანი რომ:

ა) ქრისტიანულ ბერძნული წერილების ანუ „ახალი აღთქმის“ მანუსკრიპტები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, არ წარმოადგენენ ორიგინალებს.

ბ) „ახალი აღთქმის“ მწერელები, რომლებიც როგორც ცნობილია, ციტირებისას   უმთავესად ებრაული „ძველი აღთქმის“ ბერძნულ თარგმანს LXX, ანუ „სეპტუაგინტას იყენებდნენ, და თუ თავიანთ წერილებში ებრაული ხელნაწერების ნაცვლად, ციტირებას LXX-დან ანუ „ძველი აღთქმის“ ბერძნული თარგმანიდან მოახდენდნენ, აუცილებლად მოუწევდათ ღვთის სახელის გადმოტანა თავიანთ სახარებასა თუ წერილებში, რადგან „ახალი აღთქმის“ დაწერამდე, დაწერის დროს და მას შემდეგ, ფართოდ გამოიყენებოდა ებრაული „ძველი აღთქმის“ ბერძნული თარგმანი LXX, რომელიც ღვთის სახელს ისევე შეიცავდა, როგორც „ძველი აღთქმის“ ებრაული ხელნაწერები და „ახალი აღთქმის“ არცერთი მწერალი, არ იყო წმინდა წერილში ჩაწერილი სიტყვების გადაკეთებით უფლებამოსილი [მეორე რჯ. 4:2; 12:32; გამოცხადება 22:18,19.

8 მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებები და აგრეთვე „ახალ აღთქმაში“ შემავალი სხვა წერილები რომლებიც პირველ საუკუნეში დაიწერა, ფართო გამოყენება ჰქონდა.

მას ყოველდღიურად კითხუობდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები. ისინი ორიგინალ ხელნაწერებს — როგორიც იყო მაგალითად გრაგნილები და პერგამენტები — ხელიდან ხელში გადასცემდნენ და ასე აკითხებდნენ ერთმანეთს მათ. (2 ტიმ. 4:13). ორიგინალი ხელნაწერების დაწერიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მანამ სანამ ორიგინალი ხელნაწერები გამოყენების გამო გაცვდებოდა, გამოსაყენებლად უვარგისი გახდებოდა და საბოლოოდ განადგურდებოდა, მისი ასლები შეიქმნა. ორიგინალი ხელნაწერების მსგავსად, ასლებიც წასაკითხად კეთდებოდა და არა თაროზე დასადებად და შესანახად. რადგან ასლებიც წასაკითხად გამოიყენებოდა, დროთა განმავლობაში ასლებიც ძველდებოდა და ცვდებოდა; შესაბამისად საჭირო ხდებოდა ასლებიდან კიდევ სხვა ასლების გაკეთება. ახლად შექმნილი ასლებიდან კიდევ სხვა ასლები მომზადდა და ასე გაგრძელდა  ასლებიდან ასლების შექმნა. ფაქტიურად ხდებოდა ის, რაც ბუნებრივად უნდა მომხდარიყო. ასლები რომ არ დამზადებულიყო, ორიგინალი ხელნაწერები ხმარებისა და სიძველის გამო, საბოლოოდ განადგურდებოდა და დღეისათვის ბიბლიის არცერთი ეგზემლიარი არ იარსებებდა. თავდაპირველი „ახალი აღთქმის“ დაწერიდან საუკუნეების შემდეგ, მდგომარეობა ამგვარი იყო: ვინაიდან „ახალი აღთქმის“ ორიგინალი ხელნაწერები უკვე დიდი ხანია აღარ არსებობდა, ასლების გაკეთების ერთადერთ გზას, ისევ ასლების საფუძველზე შექმნილი ასლების გამოყენება წარმოადგენდა.

9 დღემდე, „ახალი აღთქმის“ ათასობით ასლმა მოაღწია, მაგრამ  ამ სალების უმრავლესობა გაკეთდა ახალი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნეში, ან მეოთხე საუკუნის შემდეგ. აქედან გამომდინარე, იბადება ლოგიკური კითხვა:  რა მოხდა ისეთი  მეოთხე საუკუნემდე, რასაც „ახალი აღთქმის“ ასლებიდან ღვთის სახელის ამოღება განეპირობებინა? არსებობს იმის საფუძლიანი  მტკიცება, რომ ასლები ერთმანეთისგან განსხვავდება? ამ კითხვებს პასუხები, ამ სტატიის  მეორე ნაწილში გაეცემა.

მასში ეწერა ღვთის სახელი

10 დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოციქულმა მათემ ღვთის სახელი ჩაწერა თავის სახარებაში. საიდან ვიცით ეს? ისტორიული ჩანაწერები ადასტურებენ, რომ მათემ თავისი სახარება დაწერა ებრაულ ენაზე. მაგალითად, მეოთხე საუკუნის ცნობილმა ლინგვისტმა და ქრისტიანმა მოღვაწემ იერონიმემ, რომელმაც ვულგატას სახელით ცნობილი ბიბლიის ლათინური თარგმანი მოამზადა, თავის ერთ-ერთ ნაშრომში დაწერა, რომ „მათემ ანუ ლევიმ, რომელიც მოციქულობამდე მებაჟე იყო, იუდეაში პირველად ებრაულ ენაზე დაწერა ქრისტეს სახარება… ბერძნულ ენაზე ამ სახარების მთარგმნელის ვინაობა ზუსტად ცნობილი არ არის. ეს ებრაული ტექსტი დღემდე ინახება კესარიის ბიბლიოთეკაში“. როგორც ისტორიული ჩანაწერები ადასტურებენ, მათემ თავისი სახარება ებრაულ ენაზე დაწერა. ვინაიდან სახარება ებრაულ ენაზე დაწერა, მას არ შეეძლო ღვთის სახელის გამოყენებისთის გვერდი აევლო, განსაკუთრებით იმ მონაკვეთებში, სადაც ებრაული „ძველი აღთქმის“ ისეთ მუხლებს ციტირებდა, რომლებშიც ღვთის სახელი ეწერა.

11 ცნობილია, რომ მათეს სახარება „ძველ აღთქმაში“ ჩაწერილი ცნობების ასზე მეტ ციტირებას შეიცავს  და აქედან 40, მუხლების პირდაპირი ციტირებაა. დღემდე ვერავინ შეძლო იმის დამტკიცება, რომ თითქოს მოციქული მათე თავის სახარებაში თვითნებურად ცვლიდა „ძველი აღთქმიდან“ დაციტირებულ სიტყვებს. ასე რომ მოქცეულიყო, მაშინ მათეს უნდა წაეკითხა ერთი და „დაეციტირებინა“  სრულიად სხვა რამ. ამგვარი მოქმედება კი მოციქულს მატყუარად და ქრისტეს მოღალატედ აქცევდა. სინამდვილეში კი, მათე სიცოცხლის ბოლომდე ღვთის ერთგული მორწმუნე იყო, რომელსაც სახარების დაწერა თვითონ ღმერთმა მიანდო! ფაქტები და ლოგიკა, სრულფასოვნად ადასტურებენ, რომ მათეს სახარების ორიგინალ ხელნაწერში, ნამდვილად ეწერა ღვთის სახელი!

12 მაგრამ რა შეიძლება ითქვას მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებაზე, ანდა „ახალი აღთქმის“ დანარჩენ ნაწილებზე, ისინი ხომ ებრაულ ენაზე არ დაწერილა? ცნობილია რომ ბიბლიის მეორე ნაწილი ანუ „ახალი აღთქმა“, მათეს სახარების გარდა, ყველა დაიწერა ბერძნულ ენაზე და ისინი მათესგან განსხვავებით „ძველი აღთქმის“ სიტყვებს ებრაული ორიგინალიდან კი არა, ბერძნული LXX-დან, ანუ  სეპტუაგინტიდან ციტირებდნენ. მიუხედავად იმისა რომ მათეს სახარება თავდაპირველად ებრაულ ენაზე დაიწერა, მოგვიანებით ისიც კი ბერძნულად გადაითარგმნა, რათა ბიბლიის მთელი მეორე ნაწილი ანუ მთელი „ახალი აღთქმა“, საერთაშორისო ბერძნულ ენაზე მოსაუბრე მაშინდელი საზოგადოებისთვის გასაგები და ხელმისავწდომი ყოფილიყო; აგრეთვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ იმ დროისთვის ორიგინალი ებრაული „ძველი აღთქმის“ ბერძნული თარგმანი უკვე არსებობდა და ფართოდაც  გამოიყენებოდა ადრინდელ ქრისტიანებში. ვინაიდან „ახალი აღთქმის“ დამწერები, უმთავესად ებრაული „ძველი აღთქმის“ ბერძნულ თარგმანს LXX, ანუ „სეპტუაგინტას“ იყენებდნენ და შესაბამისად ლოგიკურია რომ LXX-დან  ციტირებდნენ, იბადება მნიშვნელოვანი კითხვა: შეიცავდა თუ არა ღვთის სახელს LXX? ეს მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან თუ LXX ანუ „სეპტუაგინტა“ არ შეიცავდა ღვთის სახელს „יהוה“-ს, მაშინ მცირე საფუძველი მაინც ექნებოდა ადამიანს იმის საფიქრებლად, რომ  „ახალ აღთქმაში“ ვერ ეწერებოდა ის, რადგან იფიქრებდა, რომ ისინი ციტირებებს LXX აკეთებდნენ და არა ებრაულ ენაზე დაწერილი „ძველი აღთქმიდანო“. თანამედროვე დროის ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება და მათი მრევლი ზოგჯერ ამბობენ ხოლმე, რომ LXX-ში ანუ „სეპტუაგინტაში“ თავიდანვე ჩანაცვლებული იყო ღვთის სახელი წოდებით „კირიოს“, რაც ბერძნულად ნიშნავს „უფალს“.

13 ეკლესიის წარმომადგენელთა მოსაზრებებისგან სრულიად განსხვავებულ  მოსაზრებას ვხვდებით სამეცნიერო ნაშრომებში. მაგალითად, 1978 წლის, „ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვა“-ში  (Biblical Archaeology Review), მარტის გამოცემაში, 14-ე გვერდზე აშშ-ში არსებული, ჯორჯიის უნივერსიტეტის პროფესორის ჯორჯ ჰაუარდის სიტყვები იყო მოყვანილი: «ვინაიდან „სეპტუაგინტაში“, რომელსაც ახალი აღთქმის ეკლესია იყენებდა და ციტირებდა, ღვთის სახელის ებრაული ფორმა ეწერა, უდავოა, რომ ახალი აღთქმის დამწერებს ციტატების მოყვანისას ტეტრაგრამატონიც გადმოჰქონდათ».

14 რის საფუძველზე ამბობდა პროფესორი ჰარვარდი რომ «„სეპტუაგინტაში“, რომელსაც ახალი აღთქმის ეკლესია იყენებდა და ციტირებდა, ღვთის სახელის ებრაული ფორმა ეწერა»? რას წარმოგვიდგენენ ფაქტები? მართლა შეიცავდა LXX, ანუ „სეპტუაგინტა“  ღვთის სახელს? დიახ!

15 პროფესორი ჯორჯ ჰაუარდი წერდა: «ჩვენ გვაქვს ბერძნული „სეპტუაგინტის“ ქრისტიანობამდელი პერიოდის სამი სხვადასხვა ხელნაწერი, რომლებშიც ტეტრაგრამატონი დედნისეული სახით გვხვდება და ერთხელაც კი არ არის შეცვლილი „კირიოსით“. შეგვიძლია იმის თქმა, რომ ახალი აღთქმის მოვლენებამდე და მის შემდეგ, ჩვეულებრივ, იუდეველები წერდნენ ღვთის სახელს . . . წმინდა წერილების ბერძნულ ტექსტებში»

16 ქვემოთ წარმოდგენილია ბერძნული „სეპტუაგინტა“ , რომელიც დათარიღებულია პირველი საუკუნით. მასში ნათლად ჩანს იეჰოვას სახელი, რომელიც ბერძნულ ტექსტში გადმოტანილია ოთხი ებრაული ასოთი יהוה (ჲჰვჰ) ანუ ტეტრაგრამატონით:

Advertisements

5 responses to “ეწერა ღვთის სახელი „ახალი აღთქმის“ ორიგინალში? (ნაწილი პირველი)

  1. გამოხმაურება: ეწერა ღვთის სახელი „ახალი აღთქმის“ ორიგინალში? (ნაწილი მეორე) | რწმენა და თქვენი მომავალი

  2. სასიხარულოა რომ ასეთ საინტერესო თემებზეა საუბარი მოცემულ საიტზე, მე ხშირად ვკითხულობ აქ განთავსებულ ინფორმაციას, ერთი თხოვნა მაქვს ადმინთან, თუ არის შესაძლებელი რომ შრიფტი ოდნავ გაამუქო ან გაასქელო თორე იმდენად უფერულია თვალები მეტკინა კითხვით

    • dato

      პირველი შეთხვევაა, როცა მკითხველი მსგავს პრობლემაზე მიანიშნებს. ვფიქრობ, თქვენს კომპიუტერზე შრიფტია გასასწორებელი, ან ეკრანის პარამეტრებია შესაცვლელი.

  3. da tu martla gmertis saxelia iehova,ratom ar agiareben amas martlmadideblebi?

    • ძვირფასო მაია,

      მართლმადიდებელი ეკლესია დიდი ხანია სცნობს ღვთის სახელს “იეჰოვას”. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტერატურაში არაერთხელ გამოიყენება სახელი იეჰოვა.
      ქართველი მართლმადიდებლების დამოკიდებულება ღვთის სახელისადმი იმით განსხვავდება სხვა ეროვნების მართლმადიდებლებისგან რომ ქართული ბიბლიებიდან ღვთის სახელი წაშლილი აქვთ ქართველ მართლმადიდებლებს. შეგიძლიათ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მიერ გამოცემული ბიბლია გადაამოწმოთ, მათში არაერთხელ ამოიკითხავთ ღვთის სახელს “იეჰოვას”. მაგალითად, ბიბლიის მეორე წიგნის “გამოსვლის” 3 თავის 14 მუხლში, რუსული სინოდის მიერ გამოცემულ ბიბლიაში ამოიკითხავთ შემდეგს: “Бог сказал Моисею: Я есмь Сущий. И сказал: так скажи сынам Израилевым: Сущий [Иегова] послал меня к вам”. http://www.vehi.net/bible/ish.html

      სხვა მაგალითი გახლავთ გამოსვლის 15:3 სადაც წერია: “Господь муж брани, Иегова имя Ему“. ასეთი არაერთი მუხლია რუსულ მართლმადიდებლურ ბიბლიაში.

      მადლობა კომენტარისთვის

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s