გალერეა

წარმოთქვამდა იესო ქრისტე ღვთის სახელს?

წარმოთქვამდა იესო ქრისტე ღვთის სახელს?

1ამ კითხვის მოკლე პასუხია, დიახ.  თუმცა მოკლე პასუხი არაა საკმარისი მათთვის, ვისაც დაწვრილებითი და დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება სურს. ამ საკითხში საფუძვლიანად გასარკვევად, გულწრფელი ადამიანები სულ ცოდა, გაცნობილი უნდა იყვნენ იმას, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ ღვთის ერთგულ ადამიანებს ღვთის სახელის წარმოთქმასთან დაკავშირებით დროის ორ მონაკვეთში:

1. სანამ იესო ქრისტე დაიბადებოდა;

2. იესო ქრისტეს დაბადებისას და მისი მსახურების პერიოდში.

ღვთის სახელი და ძველ დროში მცხოვრები ადამიანები

2ბიბლიაში ჩაწერილ ცნობებზე დაკვირვება მკითხველს ეხმარება იმ ფაქტის გაცნობაში, რომ ღმერთმა თვითონვე განუცხადა თავისი საკუთარი სახელი ადამიანებს, ჯერ კიდევ კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში. მაგალითად, როცა პირველი ადამიანი, კაენი მოევლინა ქვეყანას, ევამ ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ვაჟი გავაჩინე იეჰოვას შეწევნით“. (დაბადება 4:1).  ბიბლიური ცნობები, იმასაც იუწყება, რომ პირველი წყვილის, ადამი და ევას შთამომავლებიც ახსენებდნენ ღვთის სახელს. ეს ფაქტი ნათლადაა გადმოცემული კაენისა და აბელის შემდეგ დაბადებული ადამიანების (ადამი და ევას დანარჩენი შვილების) შესახებ ჩაწერილ ბიბლიურ ნცობაში: „კვლავ დაწვა ადამი თავის ცოლთან, ევასთან, და მას ვაჟი შეეძინა. შეთი დაარქვა, თქვა, ღმერთმა სხვა შთამომავალი მომცა აბელის ნაცვლად, რადგან კაენმა მოკლაო იგი. შეთსაც შეეძინა ვაჟი და მას ენოში დაარქვა. იმ დროს დაიწყეს იეჰოვას სახელის ხსენება“. (დაბადება 4:25,26). ბიბლიაში ჩაწერილი ცნობები აგრეთვე ადასტურებენ, რომ ერთგული მორწმუნეები ღვთის სახელს ყველა თაობაში თავისუფლად ახსენებდნენ. გავიხსენოთ მსაჯულთა დღეები, რომლის დროსაც ებრაელები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, თავისუფლად და პატივისცემით ახსენებდნენ ღვთის სახელს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად ბოაზი, ღვთის ერთგული მსახური, თავის მუშებს მინდორში ყოველთვის შემდეგი სიტყვებით ესალმებოდა: «მოვიდა ბოაზი ბეთლემიდან და მომკელებს უთხრა: „იეჰოვა შეგეწიოთ“.» აცბუნებდა მუშებს ასეთი მისალმება? არა, რადგან ბიბლია იტყობინება, თუ როგორ უპასუხეს მუშებმა ბოაზს: «მათ მიუგეს: „გაკურთხოს იეჰოვამ.“». (რუთი 2:4). ისინი თავიანთი ყოველდღიური საქმიანობისას ღვთისთვის დიდებისა და პატივის მიგებად  მიიჩნევდნენ ღვთის სახელის პატივისცემით წარმოთქმას.

3ბიბლიაში აღწერილი ებრაელთა ისტორია ადასტურებს, რომ ღვთის ერთგული ებრაელი მორწმუნეები ისევე იყენებდნენ ღვთის სახელს ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც ზემოთ მოხსენიებული ბოაზი და მისი მუშები. ებრაელები ღვთის სახელს მაშინაც კი წარმოთქვამდნენ, როცა (ძვ. წ. VI საუკუნეში) ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნდნენ.  გავიხსენოთ ფსალმუნების დამწერი, მეფე დავითი. სანამ დავითი გამეფდებოდა, ღმერთმა ასეთი რამ თქვა მასზე: „ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც მე მსურს“. (საქმეები 13:22; პირველი სამუელი 13:13,14). საინტერესოა, ღვთის სასურველი და ღვთის მიერ ამორჩეული და მეფედ ცხებული დავითი, რომელიც  ღვთის წმინდა სულით წერდა ფსალმუნებს, ერიდებოდა თუ არა ღვთის სახელის ხსენებას? ღმერთმა თქვა, რომ დავითი მისი გულის სასურველი კაცი იყო და ყველაფერს ისე გააკეთებდა, როგორც ღმერთს სურდა.  რას წარმოგვიდგენენ ფაქტები? რას გვიჩვენებენ ღვთის შთაგონებით დაწერილი დავითის ფსალუმები? ღვთის მიერ მეფედ დანიშნული დავითი, ის ადამიანი იყო, რომელიც მისი წინაპრების მსგავსად, ძალიან ხშირად იყენებდა ღვთის სახელს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რასაც მისივე დაწერილი ფსალმუნები ადასტურებენ. (მაგალითის სახით, წაიკითხეთ ფსალმუნის 7-ე თავი).

4ებრაულ წერილებში, რომელსაც ხშირად „ძველ აღთქმას“ უწოდებენ, ღვთის სახელი ათასობით მუხლში გვხვდება יהוה-ს (იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ) სახით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოთხი ებრაული ასოთი ოდ, ე, ავ და წარმოდგენილ ღვთის სახელს, ჩვეულებრივ, ტრანსლიტერაციას უკეთებდნენ და ჲჰვჰ-დ გადმოჰქონდათ ებრაელებს სეპტუაგინტად (LXX) წოდებულ  ბერძნულ თარგმანში. ამგვარად, „ძველი აღთქმა“, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა ებრაელების მიერ, დაახლოებით 7000-ჯერ შეიცავს ღვთის სახელს.

5მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ერთგული ებრაელი მორწმუნეები არასოდეს გაურბოდნენ ღვთის სახელის პატივისცემით წარმოთქმას, მოგვიანებით  ისრაელში ისეთი სულიერი კრიზისი შექმნა, რომ ბევრი ადამიანი აღარც ღმერთს მიაგებდა სათანადო პატივს და აღარც მის წმინდა სახელს. მათმა სავალალო სულიერმა მდგომარეობამ ისინი იმ მდგომარეობამდეც კი მიიყვანა, რომ ღვთის მიერ გამოგზავნილი მესია — იესო ქრისტე — უარყვეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს. ამასთან ერთად, დაახლოებით ახ. წ. I ან II საუკუნეებში, ღვთის სახელის წარმოთქმასთან დაკავშირებით იუდეველებში ნელნელა დაიწყო გავრცელება ისეთმა ცრურწმენამ და შეხედულებებმა, რომლის გამოც, ადამიანებმა თანდათან შეწყვიტეს ღვთის სახელის გამოყენება ყოველდღიური ცხოვრებაში და კითხვის დროსაც კი, ამ სახელს ებრაული სიტყვით „[უზენაესი] უფლით“ ცვლიდნენ. საყურადღებოა, რომ მოციქულების სიკვდილიდან მცირე ხანში, განდგომილმა ქრისტიანებმაც იუდეველების მსგავსად, შეწყვიტეს ღვთის პირადი სახელის გამოყენება.

6ღვთის სახელის [ხმამაღლა] წარმოუთქმელობის ადამიანურ ტენდენციას — რომელიც ქრისტიანობის გავრცელების შემდგეგ საგრძნობლად იკიდებს ფეხს და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ცრურწმენის გამო ჩამოუყალიბდათ იუდეველებს  — არაფერი ჰქონდა საერთო ღვთის სიტყვასთან ბიბლიასთან და მასში გაცხადებულ ღვთის ნებასთან. ღვთის სახელის [ხმამაღლა] წარმოუთქმელობის ცრურწმენაზე აგებულმა შეხედულებებმა თანდათანობით ისეთ ფართო მასშტაბებს მიაღწია და ისე მჭიდროდ დამკვიდრდა იუდაიზმის მიმდევრებს შორის, რომ დღისთვის ის,  იუდეველთა ტრადიციადაა ქცეული.

7არადა, „თორაში  [„ძველი აღთქმის“ პირველ 5 წიგნში] არსადაა აკრძალული ღვთის სახელის წარმოთქმა. საღვთო წერილიდან აშკარად ჩანს, რომ ღვთის სახელის ხსენება ჩვეულებრივი რამ იყო“, — განმარტავს ებრაელი მკვლევარი ტრეისი რიჩი. http://www.jewfaq.org/name.htm

8ფაქტები ადასტურებენ, რომ ბიბლიურ დროში ღვთის ერთგული თაყვანისმცემლები თავისუფლად წარმოთქვამდნენ ღვთის სახელს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

იესო ქრისტე და ღვთის სახელი

9მაგრამ იბადება კითხვები: რა დამოკიდებულება ჰქონდა იესო ქრისტეს არაბიბლიური  ტრადიციებისადმი, რომლებიც დღითიდღე იკიდებდა ფეხს და რომელიც ღვთის სიტყვაზე კი არა, ადამიანთა ცრურწმენაზე იყო დაფუძნებული? რა უფრო მნიშვნელოვანი იყო იესოსთვის, ღვთის ნების შესრულება თუ ორგული და ცრუმორწმუნე იუდეველების არაბიბლიური ტრადიციების დაცვა? მოდით პასუხი ბიბლიაში მოვიძიოთ.

10არაბიბლიური ტრადიციების დაცვის გამო, იესომ  მკაცრად გააკრიტიკა რელიგიური წინამძღოლები. თავისი დამოკიდებულება იუდეველთა არაბიბლიური ტრადიციების დაცვის შესახებ იესომ ასეთი სიტყვებით გამოხატა: „თქვენივე ადათ-წესებით ძალა დაუკარგეთ ღვთის სიტყვას“. (მათე 15:6; მარკოზი 7:13). მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი იუდეველი იესოს მსახურების პერიოდში, ცრურწმენის გამო  უკვე იკავებდა თავს ღვთის სახელის ხსენებისგან, იესოსთვის იუდეველთა ცრურწმენა და არაბიბლიური ადათ-წესები მიუღებელი იყო. იესო არ მისდევდა თავისი თანამედროვე იუდეველების არაბიბლიურ ტრადიციებს. ნაცვლად იმისა იუდეველთა ცრურწმენით ეცხოვრა, იესო თავისი გამომგზავნელის, ღვთის ნებას ასრულებდა, რაც შემდეგი სიტყვებით დასტურდება: „აი, მოვედი შენი ნების შესასრულებლად“. (ებრაელთა 10:9; წაიკითხეთ იოანე 6:38; 5:30). იესო არ უშინდებოდა იუდეველთა მხილებას და მათ ავტორიტეტულ წინამძღოლებსაც კი კიცხავდა:  «თქვენ მოხერხებულად უვლით გვერდს ღვთის მცნებას, რათა თქვენივე ადათ-წესები დაიცვათ.» იესო არ ერიდებოდა უფრო მძაფრი სიტყვების გამოყენებასაც კი, როცა ღვთისგან გაუცხოებულ ებრაელებს ამხელდა: „ბრმა მეგზურებო, ქინქლის მწურავებო და აქლემის მყლაპავებო! ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! სასმისსა და ჯამს გარედან წმენდთ, შიგნით კი ნაძარცვითა და ზედმეტობით არის სავსე. ბრმა ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც გასუფთავდეს.  ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! შეთეთრებულ სამარხებს ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზად ჩანან, შიგნით კი მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით არიან სავსე. გარეგნულად თქვენც მართლები ჩანხართ ადამიანთა თვალში, შიგნით კი თვალთმაქცობითა და უკანონობით ხართ სავსე“. (მათე 23-ე თავი). ბიბლია ნათლად ადასტურებს, რომ  იესო არაბიბლიურ ტრადიციებს არათუ უარყოფდა, არამედ მათი დამცველების უშიშარი მამხილებელი იყო, რადგან მისთვის ღვთის მცნებების დაცვა ყველაფერზე ძვრიფასი და  მნიშვნელოვანი იყო. იესოს ბრწყინვალედ ესმოდა ღვთის მოთხოვნა სახელის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც ღმერთმა მოსეს განუცხადა: «უთხრა ღმერთმა მოსეს: „ასე უთხარი ისრაელის ძეებს: იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა გამომგზავნა-თქო თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი მარადიულად და ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობაში“». (გამოსვლა 3:15; ესაია 42:8).

11მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა მოსეს განუცხადა  თავისი სურვილი, სახელით მოეხსენებინათ ებრაელებს თავიანთი ღმერთი თაობიდან თაობაში, დაახლოებით, ახ. წ. I საუკუნისთვის ღვთის სახელის წარმოთქმასთან დაკავშირებულმა ცრურწმენამ, თითქმის მთელ ერს დაავიწყა ღვთის სახელი, ანუ ღვთის სახელი, ისე ფართოდ აღარ გამოიყენებოდა ხალხში, როგორც წარსულში. ფაქტიურად, სახელი, რომელიც ერთ დროს არათუ ისრაელ ერში, არამედ თვით წარმართი ერებისთვისაც კი კაგად იყო ცნობილი [იესო ნავეს ძე 2:9; გამოსვლა 5:1,2], მესიის მოსვლის პერიოდისთვის, ხალხის უმრავლესობისთვის თითქმის უკვე უცნობი იყო ღვთის სახელი —თუმცა ცნობილია, რომ მღვდელმთავარი გამოსყიდვის დღეს  [იომ ქიფურის დღესასწაულზე (წელიწადში ერთხელ), წმინდათაწმინდაში წარმოთქვამდა ღვთის სახელს.  მაგრამ როდის შეწყვიტეს იუდეველებმა ღვთის სახელის საჯაროდ წარმოთქმა? რთულია იმის თქმა, ზუსტად როდიდან დამკვდირდა ღვთის სახელის არხსენების არაბიბლიური ტრადიცია იუდეველებში. აქვე იბადება მნიშვნელოვანი კითხვები: როგორ მოიქცეოდა იესო ღვთის სახელის გაცხადებასთან დაკავშირებით? ამცნობდა  იესო ფართო მასებს ღვთის სახელს, თუ ღვთის ნების წინააღმდეგ წავიდოდა და გამოსვლა 3:15-ში  ჩაწერილი ღვთის მითითების დამრღვევი ფარისეველების არაბიბლიურ ტრადიციის დამცველად გამოვიდოდა? გამოუცხადებდა კი მესია ადამიანებს ღვთის წმინდა სახელს, რომელსაც უკვე კარგა ხანია აღარ იხსენებდნენ ფართო მასები? შეაშინებდა კი ქრისტეს ფარისეველთა და ზოგადად იუდეველთა არაბიბლიური ტრადიციების უგულებელყოფა და მათი თვალსაზრისის  გაუთვალისწინებლობა? (წაიკითხეთ მარკოზი 12:14). იოანეს სახარების 17-ე თავში ვკითხულობთ: „ამის თქმის შემდეგ იესომ თვალები ცისკენ აღაპყრო და თქვა: „მამა….. შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს“, და იმავე თავის 26-ე მუხლში ვკითხულობთ: „ვამცნე მათ შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ“.

12მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში მცხოვრებ ფართო მასებს ღვთის სახელი თითქმის დავიწყებული ჰქონდათ, იესოს მიმდევრებმა უკვე იცოდნენ ღვთის სახელი და იყენებდნენ მას. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ ისინი სინაგოგებში არსებულ ბიბლიის ებრაულ ხელნაწერებში კითხულობდნენ ღვთის სახელს. გარდა ამისა, ღვთის სახელს ხედავდნენ და კითხულობდნენ სეპტუაგინტაშიც (ებრაული წერილების ბერძნული თარგმანი), რომელსაც სწავლებისას და ხელნაწერების გაკეთების დროს იყენებდნენ. (პირველი საუკუნით დათარიღებული ბიბლიის მანუსკრიპტები, რომლებიც ღვთის სახელს შეიცავენ, დღემდეა მოღწეული). მაშ, იბადება კითხვა, რა გაგებით გამოუცხადა იესომ მათ ღვთის სახელი? იესომ ღვთის სახელი ამცნო ხალხს არა იმ გაგებით, რომ უბრალოდ გამოიყენა ის, არამედ ხალხს გააცნო ამ სახელის უკან მდგომი პიროვნება — მისი განზრახვები, საქმეები და თვისებები. „მამის მკერდთან მყოფ“ იესოზე უკეთ არავის შეეძლო ხალხისთვის ღვთის გაცნობა (იოან. 1:18). უფრო მეტიც, ღვთის ძე სრულყოფილად ჰბაძავდა მამას, ამიტომ მის მოწაფეებს შეეძლოთ, იესოში ზეციერი მამა დაენახათ (იოან. 14:9). სიტყვითა და საქმით იესომ ღვთის სახელის შესახებ დაამოწმა.

13აშკარაა რომ  იუდეველების ცრურწმენას, არ წარმოეთქვათ ღვთის სახელი, იესო გულგრილად არ უყურებდა და ღვთის სახელის გამოუყენებლობის ცრურწმენას არ დართო იმის ნება, რომ სრულად დაევიწყევინა ერს ღვთის სახელი, რადგან იესოსთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა გამოსვლის 3:15-ში ჩაწერილი ღვთის სიტყვები: «უთხრა ღმერთმა მოსეს: „ასე უთხარი ისრაელის ძეებს: იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა . . . გამომგზავნა-თქო თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი მარადიულად და ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობაში“». (გამოსვლა 3:15).

14ბიბლიაში არაერთი მოვლენაა აღწერილი, რაც იმის უდაო მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ იესო არაბიბლიურ აკრძალვებსა და ტრადიციებს არ მისდევდა! მაგალითად, იესომ იცოდა რომ შაბათ დღეს ადამიანის განკურნება იუდეველთა ტრადიციის მიხედვით აკრძალული იყო ისევე, როგორც ღვთის სახელის წარმოთქმა. ვინაიდან იესო არ იყო ადამიანების შექმნილი  მცნებების,  ტრადიციებისა თუ აკრძალვების დამცველი, იგი ღვთის სახელს ისევე თავისუფლად წარმოთქვამდა, როგორც ადამიანებს კურნავდა შაბათს. მაგალითისთვის წაიკითხეთ მათე 12:9-14; და იოანე 5:1-16.

15ბიბლია ნათლად წარმოგვიდგენს იესოს ისეთ პიროვნებად, რომელიც ცრურწმენაზე დაფუძნებულ აკრძალვებს  ეწინააღმდეგებოდა. მისი ამგვარი დამოკიდებულება იმის უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ იესო იუდეველებში გამჯდარ არაბიბლიურ ტრადიციებს, ღვთისთვის მიუღებელ ტრადიციებად მიიჩნევდა. იესო არ წარმოადგენდა ისეთ პიროვნებას, რომელიც იმას გააკეთებდა, რაშიც სხვებს ამხელდა. (ლუკა 6:42; მათე 7:1-5.)

16არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ  ცრურწმენაზე დაფუძნებულ იუდეველთა არაბიბლიურ ტრადიციას — არ წარმოეთქვათ ღვთის სახელი, ოდესმე მიჰყოლოდა იესო. საინტერესოა, რომ იესოს ებრაული სახელის „იეჰო’შუა“-ს მნიშვნელობა არის: „იეჰოვაა ხსნა“.

17ბიბლია აღგვიწერს კიდევ სხვა მნიშვნელოვან მოვლენას, რაც იმის უდაო ფაქტს წარმოადგენს, რომ იესო ღვთის სახელს თავისუფლად წარმოთქვამდა საჯაროდ და არ მისდევდა  იუდეველთა არაბიბლიურ ტრადიციებს.

18ახლა კი გავიხსენოთ ლუკას სახარებაში აღწერილი მნიშვნელოვანი მოვლენა. ერთხელ იესო ჩვეულებისამებრ, ადგილობრივ სინაგოგაში მიდის, სინაგოგაში რომელიც ნაზარეთში, თავის მშობლიურ მხარეში მდებარეობდა.

19მსახურების მიმდინარეობის დროს ის დგება წმინდა წერილის წასაკითხად და მას ესაია წინასწარმეტყველის გრაგნილს აძლევენ. ის პოულობს ადგილს, რომელიც დღევანდელ ბიბლიებში მოცემულია ესაიას 61-ე თავის  შესავალში. ბიბლიის ამ მონაკვეთს  იესო ხმამაღლა კითხულობს — მონაკვეთს, რომელშიც ღვთის სახელი არაერთხელ წერია. წაიკითხეთ ესაია 61:1-3; ლუკა 4:14-22.

სხვა შემთხვევა, როცა იესო ღვთის  სახელს წარმოთქვამდა

20ახლა გავიხსენოთ ბიბლიაში ჩაწერილი არაერთი შემთხვევიდან კიდევ ერთი შემთხვევა, როცა იესო  ღვთის სახელს წარმოთქვამდა. ერთხელ, როცა ფარისევლებმა დაინახეს, რომ იესომ გააჩუმა  მასთან მოკამათე სადუკევლები, ჯგუფურად მიდიან მასთან სიტყვაში გამოსაჭერად. მათ შორის მყოფი ერთ-ერთი მწიგნობარიც, და  ეკითხება მას: „მოძღვარო, რომელი მცნებაა დიდი რჯულში?“ იესო ძველი აღთქმიდან ახდენს სიტყვების ციტირებას და ხმამაღლა პასუხობს: «პირველია: „ისმინე, ისრაელო, იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, ერთია იეჰოვა, გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“. მეორე კი: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“. ამ მცნებებზე დიდი მცნება არ არსებობს». — მარკოზი 12:29–31; მათე 22:15–40; ლუკა 20:20–40.

21წმინდა წერილები თვითონვეა იმის უდავო „მოწმე“, რომ  იესო საჯაროდ წამროთქვამდა ღვთის სახელს და განსაკუთრებით  მაშინ, როცა ციტირებდა „ძველი აღთქმიდან“, კითხულობდა მას და ასწავლიდა მის შესახებ. ამგვარად, არსებობს იმის საფუძვლიანი ბიბლიური მტკიცება, დარწმუნებული ვიყოთ, რომ იესო ქრისტე თავისი წინაპრების მსგავსად თავისუფლად წარმოთქვამდა ღვთის სახელს და არ მისდევდა იუდეველების ცრუწრმენას და არაბიბლიურ ტრადიციებს. (მეორე რჯული [კანონი] 6:13, 16; 8:3; ფსალმუნი 110:1; ესაია 61:1, 2; მათე 4:4, 7, 10; 22:44; ლუკა 4:16—21; იოანე 17:6, 11, 12, 26; 5:43; 10:25; გამოცხადება 3:12.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s