გალერეა

როგორ წარმოითქმის ღვთის სახელი?

როგორ წარმოითქმის ღვთის სახელი?

יהוה [ჲჰვჰ] יְהֹוָה

„ტეტრაგრამატონისგან“, ანუ ოთხი თანხმოვნისგანშედგენილი ღვთის სახელის יהוה [ჲჰვჰ] წაკითხვის „გასაღები“

1 საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბიბლია ძველ ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენებზე დაიწერა. ებრაული ენა ის ენაა, რომელზეც ბიბლიის პირველი 39 წიგნი დაიწერა. ძველ ებრაულ დამწერლობაში არ გამოიყენებოდა ხმოვანი ასოები (ა, ე, ო..), რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც წერილობითი ფორმით იყო გადმოცემული, მხოლოდ და მხოლოდ თანხმოვნებით იწერებოდა. ასეთ ტექსტებს, კონსონანტურ (ანუ თანხმოვნებისგან შემდგარ) ტექსტებს უწოდებენ. ებრაული ანბანი მხოლოდ 22 თანხმოვნისგან შედგება. იგი იწერება და იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ. ვინაიდან ებრაულ ენაში ხმოვნები არ იწერებოდა, მკითხველი თანხმოვნებით დაწერილ სიტყვებს წაკითხვის დროს, თვითონ ამატებდა ხმოვნებს. მაგალითად, მკითხველი თუ თანხმოვნებს „რ შ ლ მ“ (םילשורי) შეხვდებოდა, იცოდა რომ ეს თანხმოვნები უნდა წარმოეთქვა შემდეგნაირად: „“. ანუ მას დაზეპირებული ჰქონდა ზუსტად ის ხმოვნები, რომელიც ამ კონკრეტული სიტყვის წაკითხვისას წარმოითქმებოდა. ამ საკითხში ჩასაწვდომად განვიხილოთ მაგალითად სიტყვა „ცისარტყელა“. დავუშვათ, რომ სიტყვა „ცისარტყელა“ ყოველთვის ხმოვნების გარეშე იწერებოდა. წერა-კითხვისას კი გასწავლეს, რომ თუ ტექსტში თანხმოვნებისგან შემდგარი სიტყვა „ცსრტყლ“ შეგხვდებოდათ, უნდა წაგვეკითხათ როგორც „ცისარტყელა“. სწორედ ამგვარად იქცეოდნენ წარსულში ის ადამიანები, რომლებიც ებრაულ ენას ფლობდნენ. მათ ზუსტად იცოდნენ თუ რომელი ხმოვნები უნდა გამოეყენებინათ თანხმოვნებით დაწერილი ამა თუ იმ სიტყვის წაკითხვისას.

2 საინტერესოა რომ დროთა განმავლობაში, ებრაელებმა შეიმუშავეს ხმოვნების აღმნიშვნელი ნიშნები, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელი გახადეს  ხმოვნების დაზეპირების გარეშე წაეკითხათ დაწერილი თანხმოვნები. ებრაელმა მასორეტებმა (დაახლ. ახ. წ. 500—1000 წლებში ცხოვრობდნენ) რომლებიც თანხმოვნებით დაწერილი ბიბლიის გულმოდგინე გადამწერები იყვნენ, ხმოვნების წერტილებით აღნიშვნისა და მახვილის დასმის სისტემა შეიმუშავეს. თუ ადრე მკითხველი ზეპირგადმოცემით სწავლობდა რომელი ხმოვნები უნდა წარმოეთქვა თანხმოვნებისგან შემდგარი სიტყვების წაკითხვისას, ახლა მას მასორეტების მიერ შემუშავებული (წერტილოვანი) ნიშნები ეხმარებოდა შესაბამისი ხმოვნების წარმოთქმაში. ამ აბზაცის ქვემოთ მოცემულია ებრაული სიტყვა „ღმერთის“ (ელოჰიმ)-ის ორი მაგალითი, ერთი მასორეტების მიერ შემუშავებული (წერტილოვანი) ხმოვნებით (მარცხნივ), ხოლო მარჯვნივ კი (ხმოვნების გარეშე) ანუ მხოლოდ თანხმოვნებით:

ხმოვნებიანად =אלהים |אֱלֹהִים= მხოლოდ თანხმოვნებით

სწორედ ამ სახით, ბიბლიის 39 წიგნი, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ თანხმოვნებით იყო დაწერილი, ებრაელმა მასოროტებმა წერტილების, ტირეებისდა მახვილის დასმის სისტემის გამოყენებით გაახმოვანეს, რომლის ფოტოასლი აქვეა წარმოდგენილი

3 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სავარაუდოდ 2000 წლის წინ, იუდეველებში ცრურწმენამ დაიწყო გავრცელება, თითქოს ღვთის სახელის წარმოთქმა არასწორი იყო. ასეთი ცრურწმენის მქონე მკითხველი, როცა წმინდა წერილებში ღვთის სახელი ხვდებოდა, ის ამ სახელის ნაცვლად „უფალს“ (ებრ. „אֲדֹנָי“ [„ადონაი“-ს]) ამბობდა. ამგვარად, იესო ქრისტეს მოსვლის შემდეგ,  საუკუნეებს უნდა გაევლო, რომ ხალხის უმრავლესობას  დავიწყებოდა, თუ როგორ წარმოითქმებოდა ღვთის სახელი ბიბლიურ დროში. ამგვარად, ყოველგვარი ბიბლიური საფუძველის გარეშე, ცრურწმენიდან გამომდინარე იუდეველებმა მანამდე შეწყვიტეს ღმერთის სახელის יהוה-ს (ჲჰვჰ-ს) არქაული წარმოთქმა, სანამ მასორეტები ხმოვნების აღმნიშვნელი ნიშნების სისტემას შემოიღებდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ებრაელი მასორეტებისთვის (რომლებმაც თანხმოვნებით დაწერილი ბიბლია ახ. წ-ით პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში გაახმოვანეს) როგორც ჩანს უცნობი უნდა ყოფილიყო, ძველ დროში მცხოვრები თანამემამულენი წაკითხვისას ზუსტად რომელ ხმოვნებს ამატებდნენ ოთხ თანხმოვანს יהוה-ს, რომლითაც ღვთის სახელი ბიბლიის ათასობით მუხლშია წარმოდგენილი. იბადება კითხვა:

შესაძლებელია თუ არა დადგინდეს, წარმოთქმისას რომელ ხმოვნებს ამატებდნენ ღვთის სახელს יהוה-ს ღვთის მორწმუნე ებრაელები ძველ დროში?

4 ბიბლიაში ჩაწერილია არაერთი სახელი, რომელთა ზუსტი წარმოთქმა დღემდეა შემორჩენილი. მაგალითისთვის მხოლოდ რამდენიმეს ჩამოვწერ. ესენია: «იეჰო-ადა, იეჰო-აკიმი, იეჰო-აში, იეჰო-ახაზი, იეჰო-ნადაბი, იეჰო-ნათანი, იეჰო-შაფატი, იეჰო-შუა» და სხვები… ამ სახელების წარმოთქმა, არასოდეს შეუწყვეტია ებრაელ ერს! უხსოვარი დროიდან მოყოლებული, ებრაელები თავისუფლად წამრმოთქვამდნენ ამ სახელებს ყოველგვარი აკრძალვის გარეშე. მაგრამ ალბათ იკითხავთ:

რა კავშირი აქვს ამ სახელების ზუსტად წარმოთქმის ცოდნას ღვთის სახელის ზუსტად წარმოთქმასთან?

5 ზემოთ ჩამოთვლილი ბიბლიური პერსონაჟების საკუთარი სახელები, ღვთის სახელის יהוה-ს შემოკლებულ ფორმას „יה“-ს შეიცავენ. მაგალითად სახელში „ჲეჰო-ნათან“-ი [ებრ: „נָתָן-יְהוֹ] (რომლის სწორად წარმოთქმა არასოდეს დაკარგულა), შეიცავს ღვთის სახელის პირველ ორ თანხმოვანს: „יה“-ს და მასთან თანმხლებ მხოვნებს და ყოველთვის წარმოითქმებოდა როგორც „יְהוֹ“ ანუ „იეჰო“ და არა რაიმე სხვა ფორმით.

6 ამგვარად, დღეისთვის ზუსტადაა ცნობილი რომელ ხმოვნებს ამატებდნენ ბიბლიურ დროში მცხოვრები ადამიანები, ღვთის სახელის პირველ ორ თანხმოვანს „יה“-ს; ზუსტადაა ცნობილი, რომ ღვთის სახელის პირველ ორ თანხმოვანს წარმოთქვამდნენ როგორც יְהוֹ [ჲეჰო] და ამ ფაქტიდან გამომდინარე ცნობილია რომ ღვთის სახელის წარმოთქმა იწყებოდა გამოთქმით יְהוֹ [ჲეჰო] და არა „იაჰვე“ ანდა სხვა რომელიმე ფორმით.

ამ უდაო ფაქტზე დაყრდნობით, არაერთი მეცნიერიეთანხმება იმ აზრს, რომ ოთხი თანხმოვნით წარმოდგენილი ღვთის სახელის יהוה-ს სწორ წარმოთქმას გამოთქმა „იეჰოვა“ წარმოადგენს.

7 მაგალითად, ებრაული ენის ცნობილმა სპეციალისტმა, ჰეინრიხგეზენიუსმა ნაშრომში „Hebrew and Chaldee Lexicon to the Old Testament Scriptures, 337-ე გვერდზე განაცხადა: „ვინც ფიქრობს, რომ [ღვთის სახელი] გამოითქმებოდა როგორც יְהֹוָה [ჲე-ჰო-ვაჰ], უსაფუძვლოდ არ იცავს თავის მოსაზრებას“. გეზენიუსმა განმარტა, რომ ‘სახელის ამგვარი წარმოთქმა უფრო გასაგებს ხდის შემოკლების: יְהוֹ [ჲეჰო] წარმოთქმას, რომლებითაც ბიბლიის პერსონაჟთა მრავალი საკუთარი სახელი იწყება’. იგივე თვალსაზრისი აქვს, უესლის (ვაშინგტონი) სასულიერო სემინარიის თანამშრომლს, პროფესორ ჯორჯ ბიუკენენს და მეცნიერთა სხვა გარკვეულ ნაწილსაც…

8 მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიური პერსონაჟების სახელები, რომლებიც ღვთის სახელის შემოკლებულ ფორმას [ჲეჰო]-ს შეიცავენ, მაგალითად (იეჰო-ნათანი, იეჰო-შაფატი, იეჰო-შუა და სხვები) და მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის ზუსტადაა ცნობილი რომელ ხმოვნებს ამატებდნენ ბიბლიურ პერსონაჟთა სახელებში გამოყენებულ ღვთის სახელის პირველ ორ თანხმოვანს, ალბათ მაინც არასწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ ზუსტად ვიცით რომელ ხმოვნებს ამატებდნენ ღვთის სახელს יהוה-ს ბიბლიურ დროში მცხოვრები ადამიანები, როცა ეს თანხმოვნები ცალკე იწერებოდა და ბიბლიური პერსონაჟების სახელებში არ იყო გამოყენებული . ამიტომ იბადება კითხვა:

უნდა გამოვიყენოთ ღვთის სახელი ანდა ბიბლიურ პერსონაჟთა სახელები, თუკი ზუსტადისე არ წარმოვთქვამთ მათ, როგორც ბიბლიურ დროში წარმოითქმებოდა?

9 დიახ! ადამიანებისთვის ღმერთს არასოდეს აუკრძალია თავისი სახელის (ან ბიბლიურ პერსონაჟთა სახელების) პატივისცემით წარმოთქმა. არც ის უთქვამს, არ ახსენოთ ჩემი სახელი, თუკი მას ზუსტად ისე არ გამოვთქვამთ როგორც ბიბლიურ დროში წარმოთქვამდნენ ებრაელებიო. მსგავსი რამ ღმერთს არასოდეს დაუდგენია ადამიანებისთვის!

10 ზოგი სასულიერო პირი ქადაგებს, რომ ღვთის სახელი საერთოდ არ უნდა წარმოვთქვათ რადგან დანამდვილებით არ ვიცით ებრაულად როგორ წარმოთქვამდნენ 3000 წლისწინ მცხოვრები ებრაელებიო. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამას ღმერთი კი არა, თვითონ ის ადამიანები ამბობენ, რომლებიც თავიანთი სუბიექტური მოსაზრებებიდან გამომდინარე ცდილობენ დაივიწყონ და სხვებსაც დაავიწყონ ღვთის სახელი. (იერემია 23:27). ამგვარი მოსაზრებების ქადაგება არ გამომდინარეობს არც ბიბლიიდან და არც ღვთის მცნებებიდან.

11 აქვე საყურადღებოდა ისიც, რომ ასეთი თვალსაზრისის მქონე ადამიანები, არ იყენებენ ამავე პრინციპს (სახელების ძველებრაულად წარმოთქმას), როცა ბიბლიაში ჩაწერილ სხვა სახელებს გამოთქვამენ, რაშიც მათი მიკეძოებულობა და არაობიექტურობა ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ზუსტადაა ცნობილი, როგორ წარმოითქმებოდა ეს სახელები ბიბლიურ დროში, ისინი არ ცდილობენ ბიბლიურ პერსონაჟთა სახელების ზუსტად ისე წარმოთქმას, როგორც მათ ძველებრაულ ენაზე წარმოთქვამდა აბრაამი, მოსე, დავითი და სხვები. აქედან გამომდინარე, ის ადამიანები რომლებიც ღვთის სახელის გამოყენების წინააღმდეგები არიან და მიზეზად იმას ასახელებენ რაშიც თავადაც არ არიან დარწმუნებულები და ამბობენ, შესაძლოა ღვთის სახელს ზუსტად ისე არ წარამოვთქვამთ, როგორც ბიბლიურ დროში წარმოთქვამდნენო და ამიტომ საერთოდ არ უნდა გამოვიყენოთო. თუ ასეა, მაშინ თავიანთი თავი ვალდებულებად უნდა ჩათვალონ, რომ ყველა ბიბლიურ პერსონაჟთა სახელები, ზუსტად ისე წარმოთქვან, როგორც 3000 წლის წინ წარმოთქვამდნენ ძველებრაულ ენაზე ებრაელები. თუკი ასეთ ადამიანებს მივუთითებთ თავიანთ მიკერძოებულ და არაობიექტურ დამოკიდებულებაზე და ვკითხავთ: „ხომ იყენებთ ბიბლიაში მოხსენიებულ პიროვნებათა სახელებს, (მაგალითად იეჰოშუა, იეშუა, იეჰონათანი, იერმიაჰუ, ეშაიაჰუ, მოშე) თუმცა არანაირად არ ცდილობთ ამ სახელების ზუსტად ისე წარმოთქმას, როგორც ისინი ბიბლიურ დროში წარმოითქმებოდა, (მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ზუსტად იცით როგორ წარმოითქმებოდა ეს სახელები წარსულში), მაშინ რაღატომ ებრძვით ღთის სახელის იმ სახით წაკითხვასა და წარმოთქმას, რომელსაც თვითონ ბიბლიური სახელები (იეჰონათანი, იეჰოშუა და სხვები) გვთავაზობენ და რომელიც საუკუნეების მანძილზეა დამკვიდრებული და გავრცელებული მთელ მსოფლიოში?“ მათ ლოგიკური და ბიბლიაზე დაფუძნებული პასუხი არ აქვთ.

შეუძლია კი ვინმეს დაასაბუთოს, რომ ღმერთი ადამიანებისგან ბიბლიური სახელების ძველებრაულ ენაზე წარმოთქმას მოითხოვს და თანაც ზუსტად ისე წარმოთქმას, როგორც ბიბლიურ დროში წარმოთქვამდნენ მათ ებრაელები?

12 ძველ ებრაულ ენაზე დაწერილ ბიბლიაში მოხსენიებული სახელების უმეტესობა, სხვა ენებზე გადათარგნილ ბიბლიებში სრულიად განსხვავებული ფორმითაა მოცემული და განსხვავებული სახითაც წარმოითქმის. მაგალითად, სახელი „იესო“ (ინგლისურად წაროითქმის როგორც „Jesus“,[ჯიზეს], რუსულ ენაზე: „Иисус“[იისუს]; ფრანგულ ენაზე: „Jésus“ [ჟეზუ] ესპანურ ენაზე „Jesús“ [ხესუს] ხოლო) ებრაულად წარმოითქმის როგორც „ჲეჰო-შუა“ (יְהוֹשֻׁעַ), შემოკლებით კი „ჲეშუა“ ( יֵשׁוּעַ ) და ყველა ვაღიარებთ უდაო ფაქტს, რომ ზუსტად ისე არ წარმოვთქვამთ ღვთის ძის სახელს, როგორც ბიბლიურ დროში წარმოთქვამდნენ ებრაელები. მაგრამ, ამის გამო არავის შეგვიწყვიტია სახელი „იესოს“ ხსენება. ღმერთს რომ სდომოდა მისი საკუთარი სახელი, მისი ძის სახელი ან ბიბლიური პერსონაჟების სახელები დღეს ადამიანებს ზუსტად ისე წარმოეთქვათ, როგორც არქაულ დროში ძველებრაულ ენაზე წარმოთქვამდნენ ებრაელები, თავად იზრუნებდა ამისთვის. მნიშვნელოვანი ის კი არაა ზუსტად ძველებრაული გამოთქმით წარმოთქვან ადამიანებმა ბიბლიური სახელები, არამედ ის რომ წარმოთქვან იმის შესაბამისად, როგორც ისინი დამკვიდრდნენ იმ ენაზე, რომელზეც დღეს საუბრობენ ამა თუ იმ ეროვნების ადამიანები. შესაბამისად, ფაქტია, რომ არავინ ცდილობს ბიბლიურ პერსონაჟთა სახელების ზუსტად ისე წარმოთქმას, როგორც ისინი არქაულ დროში წარმოითქმებოდა ადამის, ნოეს, აბრაამის, მოსეს, დავითის ან სხვა ბიბლიური პერსონაჟის მიერ. ამიტომ არამართებულია ღვთის სახელის ბიბლიაში გამოყენებისა თუ წარმოთქმის უარსაყოფად, იმის დაჩემება, რომ გინდა თუ არა, მაინც და მაინც ზუსტად ისე თუ არ წარმოვთქვით ის, როგორც მოსე წარმოთქვამდაო, თუ არადა არ უნდა წარმოვთქვათო. ამგვარი ულტიმატუმი არასოდეს წაუყენებია ღმერთს ადამიანისთვის; მსგავსი რამ არც არასოდეს მოუთხოვია ადმაიანებისგან! აქვე იბადება სხვა მნიშვნელოვანი კითხვაც: შეუძლია კი ვინმემ დაასაბუთოს, რომ ღმერთი ადამიანებისგან ბიბლიური სახელების ძველებრაულ ენაზე წარმოთქმას მოითხოვს და თანაც ზუსტად ისე წარმოთქმას, როგორც ბიბლიურ დროში წარმოთქვამდნენ მათ ებრაელები? ცხადია არა!

13 ამიტომ, საკითხისადმი ამგვარი მიდგომა უსაფუძვლო ამოჩემებაა და ამასთან ერთად ღვთის სახელის წარმოთქმის ჯიუტად და განზრახ უარყოფის მცდელობაც. იმის გამო, რომ დავუშვათ და ზუსტად ისე, ანუ ძველ, არქაულ ებრაულ ენაზე არ წარმოვთქვამთ ბიბლიური პერსონაჟების სახელებს, ღვთის ძის სახელს ან ღვთის სახელს, საერთოდ უარი გვეთქვა ბიბლიური სახელების წარმოთქმაზე და უფრო მეტიც, თვითნებურად ამოგვეღო ისინი ბიბლიის ქართული ან უცხოენოვანი თარგმანებიდან, არასწორი იქნებოდა.

14 თეოლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ ბიბლიაში ჩაწერილი სახელების გამოყენება მიშვნელოვანი და აუცილებელია. ბიბლიის თანახმადაც ასეა და განსაკუთრებით ღვთის სახელის გამოყენება; მისი მოხმობა სასიცოცხლოდ მიშვნელოვანია [საქმეები 2:21; იოელი 2:32] იმისდა მიუხედავად, თუ რა ენაზე და რა ფორმით გამოვთქვამთ მათ.

15 ღვთის სახელის და ბიბლიური სახელების წარმოთქმა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფორმით დამკვიდრდა ის იმ ენაზე, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ; ღმერთს რომ სდომოდა მისი საკუთარი სახელი, მისი ძის სახელი ან ბიბლიური პერსონაჟების სახელები დღეს ადამიანებს ზუსტად ისე წარმოეთქვათ, როგორც ძველებრაულ ენაზე წარმოთქვამდნენ ებრაელები, თავად იზრუნებდა ამისთვის. მნიშვნელოვანი ის კი არაა ზუსტად ძველებრაული გამოთქმით წარმოვთქვათ ბიბლიური სახელები, არამედ მნიშვნელოვანი ისაა, რომ სახელი წარმოითქვას იმის შესაბამისად, როგორც ის დამკვიდრდა იმ ენაზე, რომელზეც დღეს საუბრობს ამა თუ იმ ეროვნების ადამიანი.

16 თანამედროვე ქართულ ენაზე ღვთის სახელი წარმოითქმის როგორც „იეჰოვა“, (ინგლისურ ენაზე „Jehovah“ [ჯეჰოვა], ფრანგულ ენაზე „Jéhovah“ [ჟეოვა], რუსულ ენაზე „Иегова[იეგოვა], ესპანურ ენზე „Jehová“ [ხეოვა], ბერძნულ ენაზე „ιεχωβά“ [იეხობა]) ანუ იმ ფორმით, რომელიც მიღებულია, დამკვიდრებულია და გავრცელებულია ჩვენს მშობლიურ ენაზე.

17 „იეჰოვა“, ღვთის სახელის יהוה-ს ქართული ეკვივალენტია. სახელი „იეჰოვა“ გამოიყენებოდა მრავალი საუკუნის მანძილზე და უფრო ცნობილიც არის მთელ მსოფლიოში. სხვათაშორის, ქართულ მწერლობაშიც ძირითადად ამ ფორმით გვხვდება ღვთის სახელი. საკმარისია მხოლოდ რამდენიმე მაგალითი: ი. ჭავჭავაძე (ბაირონის „კაენი“), აკაკი გელოვანი, „სიბრძნის სიმფონია“, გვ. 421; კ. გამსახურდია („დავით აღმაშენებელი“, „აპოლოგია რუსთაველისა“, „ლეონარდო და ვინჩი“), მ. ჯავახიშვილი („ჯაყოს ხიზნები“), ტ. ტაბიძე („ებრაული მელოდია“, „უკვდავი არის ამაოება!..“); მურმან ლებანიძე („კრებული“, 1986 წ., გვ. 153-155) და სხვები და სხვები…

18 ამგვარად, ბიბლიაში ოთხი ებრაული თანხმოვნით יהוה (ჲჰვჰ)-თი წარმოდგენილი ღვთის სახელის წაკითხვის ყველაზე გავრცელებული, სწორი და აღიარებული ფორმაა — „იეჰოვა“. იგი საუკუნეების მანძილზე ყველაზე ფართოდ გავრცელებული და მიღებული ფორმაა როგორც უცხოენოვან ლიტერატურაში, ისე ქართულ ლიტერატურაში.

Advertisements

3 responses to “როგორ წარმოითქმის ღვთის სახელი?

  1. ძალიან ღრმა და საფუძვლიანი ანალიზია მეგობარო.
    ამის წამკითხავს თუ კიდევ ეჭვი ექნება ღვთის სახელთან დაკავშირებით აშკარად თვალხილული ბრმა უნდა იყოს…..

  2. ადამიანი რომელიც ლოგიკურად აზროვნებს ეჭვი არ უნდა შეეპაროს იმაში რომ ღმერთს სახელი აქვს, რადგან ყოველივეს შემქმნელმა რომელმაც დასაბამიდან ყველას და ყველაფერს უწოდა სახელი, მითუმეტეს საკუთარ თავს არ დატოვებდა უსახელოდ, ის ხომ მილიარდობით ვარსკვლავსაც სახელით უხმობს, და რაც მთავარია ბიბლია ამბობს რომ სატანა არის ამ წუთისოფლის ღმერთი და თუ ღმერთს არ უხმობ, ხომ შეიძლება რომ სატანა ისმენდეს ჩვენს ხმას და ამით ისარგებლოს? ღვთის სახელი ისევე მნიშვნელოვანია ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად, როგორც ნოესთვის იყო კიდობანი, ბიბლია ამბობს:”ყოველი ვინც იეჰოვას სახელს უხმობს გადარჩება.”(რომაელების 10:13).

  3. კი მართალია როცა ჩვენ სახელს იეჰოვას ვამბობთ ტეტრაგრამატონს ვგულისხმობთ მაგრამ მხოლოდ სამ თანხმოვანს ვიყენებთ ი_თანხმოვანს ჰ_თანხმოვანს და ვ_თანხმოვანს ტეტრაგრამატონის სამ ებრაულ თანხმოვანს ”იჰვ”-ს ქართულათ ასე წარმოითქმის, მაგრამ იჰვჰ-ს თუ ბოლომდე წარმოვთქვამთ ასე წარმოითქმის იეჰოვაჰ ან ზოგი მეცნიერის აზრით ასე (იაჰვეჰ) კარგია რომ თქვენს საიტზე ღვთის სახელის წარმოთქმის ძველ ქართულ ტრადიციას არ კარგავთ რადგან 19 საუკუნეში მცხოვრები ქართველი მწერლები მაგალითად აკაკი წერეთელის მიმართ მიწერილ წერილში რომელიც დათარიღებულია 1899 წლის 26 მარტით გარკვევით წერია სახელი (იეჰოვა) რომელსაც დავით ბაქრაძე წერს აკაკი წერეთელს ქუთაისიდან. მაგალითად პირველ საუკუნეში ქრისტეს სახელს თანხმოვნებით მხოლოდ ხუთი თანხმოვნისგან ასე წერდნენ იჰვშუ(ა) יהושע მაგრამ წაკითხვისას თუ ჩვენ ქართველები ამ თანხმოვნებს ხმოვნების ჩართვით წავიკითხავთ სრულად ასე გამოვა (იეჰოვა ოშუა) სახელი ოშუა კი მხსნელს ნიშნავს. ფაქტიურად იესოს დედამიწაზე მოვლინებით და იესოს ქმედებებით იეჰოვამ გვიხსნა ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან იესო თვითონვე ამბობს იოანეს 14:31_ში {იმისათვის, რომ ქვეყნიერებამ იცოდეს, რომ მამა მიყვარს, რაც მამამ დამიდო მცნებად, იმას ვაკეთებ. ადექით, წავიდეთ აქედან“}. იეჰოვამ იესოს შუამავლობით დაგვიახლოვა შეგვირიგა გვიხსნა და მომავლის უტყუარი იმედი მოგვცა. მადლობთ რომ ამ საიტის მეშვეობით ხალხს ბიბლიური სიტყვების გაგებაში ეხმარებით და თქვენს პირად შეხედულებებს დებთ, რაც ბიბლიაზე და უძველეს სანდო ისტორიებზეა დაფუძნებული.იოან 17:12 ” יהושע ” იესო ლოცვაში יהו-ს (იეჰოვა-ს) ეუბნება (როცა მათთან ვიყავი, ვიცავდი მათ შენი სახელის გულისთვის, რომელიც მომეცი (ეს იესოს יהו שע სიტყვებია)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s