გალერეა

ხუთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არაა სანდო და ზუსტი, «გიორგი მთაწმინდელის „ახალი აღთქმის“ ძველქართული თარგმანი»

ხუთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არაა სანდო და ზუსტი, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემული «გიორგი მთაწმინდელის „ახალი აღთქმის“ ძველქართული თარგმანი»

ვიდრე მიზეზებს დავასახელებდე, მინდა მცირე ექსკურსი გავაკეთო „ახალ აღთქმაში“ შემავალი 27 წიგნის შესახებ, თუ რა სახით მოაღწია მან თანამედროვე დრომდე.

„ახალი აღთქმის“ 27 კანონიკური წიგნის  — „მათეს სახარებიდან“ „გამოცხადების“ ჩათვლით — დღეისათვის მრავალი ბერძნული ხელნაწერია აღმოჩენილი, რომლებიც შესრულდა „ახალი აღთქმის“ გადამწერების მიერ ძველბერძნულ ენაზე. ეს ძველბერძნული ენა (რომელსაც „კოინე“ ენა ეწოდება) საერთო ენა იყო, ცოცხალი და  გასაგები, როგორც პირველი ქრისტიანებისთვის, ისე პირველ საუკუნეში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობისთვის. როგორც ცნობილია, ძველბერძნულ ენაზე შესრულებული „ახალი აღთქმის“ 27 წიგნის  თავდაპირველი (ორიგინალი) ხელნაწერი დღემდე არ არის შემორჩენილი, ანუ „ახალი აღთქმის“ ორიგინალი ხელნაწერი დღეისათვის არ მოიპოვება; თუმცა, დღემდე მოაღწია მრავალმა ხელნაწერმა, რომელთა შორისაც არის ორიგინალის ასლები და ამ ასლებიდან გაკეთებული სხვა ასლები. ასლები ძირითადად შესრულებულია პაპირუსებზე და პერგამენტებზე.

ამ ხელნაწერებიდან (ასლებიდან) ზოგი „ახალი აღთქმის“ დიდ ნაწილს მოიცავს, ზოგში კი მხოლოდ პატარა ფრაგმენტებია. გამოთვლის თანახმად, „ახალი აღთქმის“ ბერძნული ასლების 5 000–ზე მეტი ხელნაწერი არსებობს. გარდა ამისა, არსებობს სხვა ენებზე შესრულებული 8 000–ზე მეტი ხელნაწერი. „ახალი აღთქმის“ ყველა ხელნაწერის საერთო ჯამი 13 000–ს აჭარბებს. ყველა ეს ხელნაწერი, რომლებიც II—XVI საუკუნეებითაა დათარიღებული, მეცნიერებს ეხმარება უტყუარი დედნის ტექსტის განსაზღვრაში. ამგვარად, მეცნიერთა განკარგულებაში უამრავი უძვირფასესი ხელნაწერია, რომელთაც „ახალი აღთქმის“ თავდაპირველ (ორიგინალ) ტექსტამდე მივყავართ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე აღმოჩენილი „ახალი აღთქმის“ 5000-ზე მეტი ბერძნული ხელნაწერი, რომლებზეც ხელი მიუწვდებათ თანამედროვე დროში მცხოვრებ მეცნიერებს, წარსულში არ იყო ხელმისაწვდომი. ძველი დროის ბიბლიის მთარგმნელებს მხოლოდ თითო ოროლა ან ძალიან მცირე რაოდენიბის ასლი გააჩნდათ. ეს იმას ნიშნავს, რომ წარსულში მცხოვრები ადამიანი, რომელიც ბერძნული „ახალი აღთქმის“ ასლს თავის მშობლიურ ენაზე თარგმნიდა, არ ჰქონდა იმის პრაქტიკული შესაძლებლობა მის ხელთ არსებული ასლი, სხვა ათასობით ასლებისთვის შეედარებინა, რათა მის ხელთ არსებული ასლის სანდოობასა და უტყუარობაში დარწმუნებულიყო. ხოლო თანამედროვე დროში მცხოვრებ მეცნიერეთა განკარგულებაში ათასობით  ხელნაწერია. ეს ნიშნავს იმას, რომ დღესდღეობით, მეცნიერ ტექსტოლოგებს იმის პრაქტიკული შესაძლებლობა მიეცათ, „ახალი აღთქმის“თითოეული ასლი საგულდაგულოდ გამოეკვლიათ და ერთი მეორესთვის შეედარებინათ; ასლებში არსებული მიზანმიმართულად თუ ინებლიედ გაპარული შეცდომები გამოეშკარავებინათ;  ერთმანეთთან შეეჯერებინათ ათასობით ასლი და ამ სახით უტყუარი, დახვეწილი და სანდო ტექსტი გამოეცათ. „ახალი აღთქმის“ ხელნაწერთა შემოწმებისა და დახვეწის ეპოქა, მეთექვსმეტე საუკუნეში დაიწყო. მას შემდეგ, როცა ასაწყობ შრიფტიანი საბეჭდი დაზგა გამოიგონეს, ცნობილმა ჰოლანდიელმა მეცნიერმა, ერაზმ როტერდამელმა, გამოაქვეყნა „ახალი აღთქმის“ ბერძნული ტექსტის პირველი გამოცემა. ამ ტექსტის მომზადებისას ერაზმ როტერდამელმა გულდასმით შეადარა ერთმანეთს რამდენიმე ხელნაწერი (ასლი) და მათში არსებული განსხვავებების შესახებ თავის კომენტარებში აღნიშნავდა. სამწუხაროდ, „ახალი აღთქმის“ ტექსტის შესადარებლად და მოსამზადებლად ერაზმ როტერდამელს იმ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე გვიანდელი მინუსკულური ხელნაწერი ჰქონდა. ამიტომ დრო და დრო, მას მოჰყვა დამატებითი, შედარებით დახვეწილი და გადამოწმებული გამოცემები 1519, 1522, 1527 და 1535 წლებში. საქმე ცხადია ამით არ დასრულებულა, რადგან 16-ე საუკუნის შემდეგ ბერძნული „ახალი აღთქმის“ უამრავი ასლი იქნა აღმოჩენილი. ამიტომ ტექსტის დახვეწის საქმე, ჯერ კიდევ წინ იყო.

მე–16 საუკუნეში პარიზში გამოჩნდა ცნობილი მოღვაწე და გამომცემელი რობერტ ეტიენი, იგივე სტეფანოსი. სტეფანოსმა ბერძნული „ახალი აღთქმის“ რამდენიმე ვარიანტი გამოსცა. ისინი ძირითადად დაფუძნებული იყო ერაზმ როტერდამელის ტექსტზე და გასწორებული იყო ადრეული საუკუნეებით დათარიღებული 15 მინუსკულური ხელნაწერის მიხედვით. სტეფანოსის მესამე გამოცემა (1550 წელი) იქცა საყოველთაოდ აღიარებულ ბერძნულ ტექსტად, რომელსაც ლათინურად „ტექსტუს რეცეპტუსს“ (Textus Receptus) უწოდება. სტეფანოსის ეს მესამე გამოცემა, 1611 წელს გამოცემული „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ საფუძვლად გამოიყენეს. არც ამით დასრულებულა „ახალი აღთქმის“ ასლების გაუმჯობესებული ტექსტების გამოცემა.

მოგვიანებით ბერძნული ენის მცოდნე მეცნიერებმა მოამზადეს „ახალი აღთქმის“ უფრო და უფრო ზუსტი ბერძნული ტექსტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია იოჰან გრისბახის ნაშრომი. გრისბახს ჰქონდა (უკვე) ასობით ბერძნული ხელნაწერი, რომლებიც მხოლოდ მე–18 საუკუნის ბოლოსთვის გახდა ხელმისაწვდომი. გრისბახის სრული ბერძნული ტექსტის საუკეთესო გამოცემა გამოქვეყნდა 1796—1806 წლებში. ის საფუძვლად „ახალი აღთქმის“ არაერთ თარგმანს დაედო.  სხვა გაუმჯობესებული ტექსტები მოამზადეს კონსტანტინე ფონ ტიშენდორფმა (1872 წ.) და ჰერმან ფონ ზოდენმა (1910 წ.). თუმცა, არც ამით დასრულებულა საქმე. მეცნიერები კვლავ მუშაობდნენ საბოლოო ტექსტის გამოსაცემად.

1881 წელს გკემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორებმა, ბრუკ უესტკოტმა და ფენტონ ჰორტმა გამოსცეს „ახალი აღთქმის“ ბერძნულმა ტექსტ, რომელმაც ფართო აღიარება მოიპოვა, რადგან ის დიდი რაოდენობის ასლების საგულდაგულო კვლევის საფუძველზე  მომზადდა.  უესტკოტისა და ჰორტის ტექსტი  საფუძვლად უდევს ისეთ ცნობილ ინგლისურ თარგმანებს, როგორიცაა: „The Emphasised Bible“, „American Standard Version“, „An American Translation“ და სხვები…

ხოლო უკვე მეოცე საუკუნეში, „ახალი აღთქმის“ არაერთი სამეცნიერო გამოცემა დაიბეჭდა. ესენია: ნესტლეს ბერძნული ტექსტი (1948 წელი), ხოსე ბოვერის (1943 წ.) ავგუსტინ მერკის (1948 წ.) და ბოლოს ნესტლე–ალანდის ტექსტები (1979 წ.).

„ახალი აღთქმის“ სამეცნიერო გაუმჯობესებული გამოცემებიდან ყველაზე ავტორიტეტულ და აღიარებულ ტექსტად, „უესტკოტისა და ჰორტის“ და „ნესტლე-ალანდის“  ტექსტები მიიჩნევა. ეს ორი სამეცნიერო ნაშრომი, ბევრი რამით არის ფასდაუდებელი. პირველი იმით, რომ „უესტკოტი-ჰორტის“ და „ნესტლე-ალანდის“ეს ბოლო გამოცემები, მომზადდა ათასობით ასლის ერთმანეთთან სიტყვა-სიტყვითი შესწავლის, შემოწმების, შეჯერების  საფუძველზე, რამაც საშუალება მისცა ადამიანებს, ბერძნული „ახალი აღთმის“ თითო ოროლა ასლებიდან შესრულებული ძველი თარგმანები გადაამოწმონ და მათი სანდოობა დაადგინონ.

თარგმანის შეფასება

„ახალი აღთქმის“ თარგმანების შესაფასებლად დღეს ხელთ გვაქვს მეცნიერ ტექსტოლოგთა მიერ გამოცემული, ათასობით ხელნაწერზე დაფუძნებული  ბერძნული „ახალი აღთქმა“, რომელიც გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აღმოჩენილ უძველეს ხელნაწერებზეა მომზადებული და არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი (ან თითებზე ჩამოსათვლელი) რომელიმე ასლით, როგორც ეს ძველ დროში შესრულებული თარგმანების შემთხვევაში იყო. იმ ათასობით ასლიდან, რომელიც მეცნიერებმა შეისწავლეს, ყველაზე ძველი თარიღდება ახ. წ. დაახლოებით 125 წლით, რომელსაც სულ რაღაც ორი ათწლეული აშორებს ახ. წ. დაახლოებით 100 წელს მოციქულ იოანეს სიკვდილთან. ეს ხელნაწერი და დღეს ხელმისაწვდომი სხვა 5000-მდე ხელნაწერი, იმის უტყუარი  არგუმენტია, რომ ჩვენ გვაქვს სანდო და მაქსიმალურად ზუსტი ბერძნული ტექსტი სამეცნიერო კრიტიკული გამოცემების სახით, რომელიცაა: „უესტკოტი-ჰორტის“ და „ნესტლე-ალანდის“ ტექსტების სახით. სწორედ ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიტანეთის მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა ფრედერიკ კენიონმა განაცხადა:

„ახალი აღთქმის წიგნების სანდოობისა და, მთლიანობაში, სიზუსტის საკითხი შეიძლება დახურულად გამოცხადდეს.“

იმის დასადგენად, სანდოა თუ არა „ახალი აღთქმის“ ესა თუ ის თარგმანი, ფართოდ აღიარებულ საუკეთესო სამეცნიერო გამოცემებთან, „უესტკოტი-ჰორტის“ და „ნესტლე-ალანდის“ ბერძნულ „ახალ აღთქმასთან“ გადამოწმებაა მხოლოდ საჭირო.

ქვემოთ ჩამოთვლილია ხუთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არაა სანდო და ზუსტი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემული გიორგი მთაწმინდელის „ახალი აღთქმის“ ძველქართული თარგმანი:

  1. გიორგი მთაწმინდელის მიერ შესრულებული „ახალი აღთქმის“ ძველქართული თარგმანი, არ შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებული ბერძნული „ახალი აღთქმის“ სამეცნიერო ტექსტებს. არც ა) „უესკოტისა და ჰორტის ბერძნულ ტექსტს“ და არც ბ) „ნესტლე-ალანდის“ ტექსტს.
  2.  გიორგი მთაწმინდელის თარგმანში ჩამატებულია ისეთი სიტყვები და ფრაზები, რომელიც საერთოდ არ გვხვდება არათუ თანამედროვე სამეცნიერო „ახალი აღთქმის“ ტექსტებში, არამედ ყველაზე უძველეს და სანდო ხელნაწერებშიც კი.
  3. გიორგი მთაწმინდელის თარგმანი, „ახალი აღთქმის“ საეჭვო ასლ[ებ]ზეა დაფუძნებული.
  4. გიორგი მთაწმინდელის თარგმანი, ძველქართულ ენაზეა შესრულებული, რომელი ენაც დღეისთვის გაუგებარია თანამედროვე ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანებისთვის.
  5. გიორგი მთაწმინდელის თარგმანი,  წინააღმდეგობაში მოდის თვით მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემული „ახალი აღთქმის“ სხვა თარგმანებთან.
Advertisements

10 responses to “ხუთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არაა სანდო და ზუსტი, «გიორგი მთაწმინდელის „ახალი აღთქმის“ ძველქართული თარგმანი»

  1. გამოხმაურება: რომელი სამეცნიერო გამოცემა წარმოადგენს „ახალი აღთქმის“ ორიგინალთან ყველაზე მიახლოებულს: „ტე

  2. გამოხმაურება: რომელი სამეცნიერო გამოცემა წარმოადგენს „ახალი აღთქმის“ ორიგინალთან ყველაზე მიახლოებულს: „ტე

  3. გამოხმაურება: რომელი სამეცნიერო გამოცემა წარმოადგენს „ახალი აღთქმის“ ორიგინალთან ყველაზე მიახლოებულს: „ტე

  4. გამოხმაურება: რომელი სამეცნიერო გამოცემაა „ახალი აღთქმის“ ორიგინალთან ყველაზე მიახლოებული: „ტექსტუს რეცეპ

  5. გამოხმაურება: რომელი სამეცნიერო გამოცემაა „ახალი აღთქმის“ ორიგინალთან ყველაზე მიახლოებული: „ტექსტუს რეცეპ

  6. გამოხმაურება: რომელი სამეცნიერო გამოცემაა „ახალი აღთქმის“ ორიგინალთან ყველაზე მიახლოებული: „ტექსტუს რეცეპ

  7. გამოხმაურება: რომელი სამეცნიერო გამოცემაა „ახალი აღთქმის“ ორიგინალთან ყველაზე მიახლოებული: „ტექსტუს რეცეპ

  8. გამოხმაურება: რომელი სამეცნიერო გამოცემაა „ახალი აღთქმის“ ორიგინალთან უფრო მეტად მიახლოებული: „ტექსტუს რეც

  9. დამაინტერესა ამ ნაშრომმა. გთხოვ მიუთითე მე2 და მე5 პუნქტების დამადასტურებლად რამე კონკრეტული მაგალითი. მადლობა წინასწარ.

  10. პასუხი bakuri-ს

    სიამოვნებით. პირველ რიგში მინდა იმის მაგალითი წარმოვადგინო, როცა გიორგი მთაწმინდელი თვითნებურად შესრულებული თავისი თარგმანიდან სიტყვების ამოკლებას ახდენს.
    მაგალითად: იუდას 25-ე მუხლიდან, აუჩინარებს სიტყვებს “იესო ქრისტე”, მაშინ როცა ბიბლიის დედნისეულ, ყველაზე უძველეს და სანდო ბერძნულ ხელნაწერებში, სიტყვები “იესო ქრისტე” ყველა მანუსკრიპტში წერია. სწორედ ამიტომაა, რომ იგივე მართლმადიდებლების მიერ შესრულებული სხვა თარგმანები, შეიცავენ სიტყვებს “იესო ქრისტე”. მაგალითისთვის იხილეთ თუნდაც ბაჩანა ბრეგვაძის ახალი აღთქმა: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/iuda.htm ხოლო გიორგი მთაწმინდელის “ახალ აღთქმაში” ეს სიტყვები გაუჩინარებულია: http://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsmindeli/1iuda.htm

    ახლა კი მაგალითის სახით წარმოგიდგენთ ისეთ მუხლს, რომელშიც გიორგი მთაწმინდელმა თვითნებურად ჩაამატა თავის თარგმანში სიტვა “ქრისტე” ისეთ მუხლში, სადაც სიტყვა “ღმერთი” ეწერა. ამგვარი მოქმედებით, იგი შეეცადა “სამების” არაბიბლიური სწავლების ახალ აღთქმაში ჩადებას. ამგვარად, რომაელთა მიმართ წერილის 14:10-ში სიტყვა ‘ღმერთი’ შეცვლილი აქვს სიტყვით ‘ქრსიტეთი’. სამწუხაროდ, ამგვარი თვითნებური ცვლილებები გიორგი მთაწმინდელის “ახალი აღთქმის” თარგმანში, ასობითაა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s