გალერეა

ღვთის სახელი „ახალ აღთქმაში“?

ღვთის სახელი „ახალ აღთქმაში“?


1 დღეს დღეობით, ქართულ ენაზე  მთლიანი ბიბლიის  არაერთი თარგმანი არსებობს. აგრეთვე ხელმისწავდომია  ცალკე გამოცემული „ახალი აღთქმის“ ქართული თარგმანებიც. მოდით, მხოლოდ რამოდენიმე მათგანს დავასახელებ:

  • „ადიშის ოთხთავი“ (მათეს სახარება, იოანეს სახარება), „Patrologia Orientalis“, „Editions Brepols“, ტიურნჰაუტი, ბელგია, 1982-1983 (პირველი გამოცემა: პარიზი, 1933, 1950).
  • „ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია“ – ურბნისისა და პალესტინური ოთხთავები, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1979.
  •  „ახალი აღთქმა“ – გიორგი მთაწმინდელის რედაქციით.
  •  „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“ – ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 1993.
  • „ახალი აღთქმა“ – ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი.
  • „ბიბლია“ – საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, თბილისი, 1989.
  • „ბიბლია“ – ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, საქართველოს ბიბლიური საზოგადოება, თბილისი, 2001.

2 აქ ჩამოთვლილი მთლიანი ბიბლიის (რომელშიც „ახალი აღთქმაც“ შედის) ან ცალკე გამოცემული „ახალი აღთქმის“ ქართულ  თარგმანებში, ვერსად შეხვდებით  ღვთის სახელს. (ებრაულ ენაზე შესრულებული  „ძველი აღთქმის“  დედნისეულ ხელნაწერებში,  ღვთის სახელი წარმოდგენილია ოთხი ებრაული თანხმოვნით:  יהוה, ჲჰვჰ.  ეს ოთხთანხმოვნიანი სიტყვა, ჩვეულებრივ, ტეტრაგრამატონად ან ტეტრაგრამად (τετράγράμμα) არის ცნობილი, რაც ორი ბერძნული სიტყვის „τετρά[ოთხი]γράμμα[ასო]“ მნიშვნელობიდან მომდინარეობს. ღვთის სახელის აღმნიშვნელი ტეტრაგრამატონი ანუ ოთხი  ებრაული ასო  יהוה, (ჲჰვჰ) ტრადიციულად იკითხება ორი საყოველთაოდ აღიარებული ფორმით: „იეჰოვა“ და „იაჰვე“.

3 დღეს ასრებული „ახალი აღთქმის“ ქართულ თარგმანებს შორის, მხოლოდ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“  შეხვდებით ღვთის სახელს „იეჰოვას“. რადგან ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ იეჰოვას მოწმეების მიერაა გამოცემული, ზოგი ფიქრობს, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ახალი აღთქმის  იმ ერთადერთ თარგმანს წარმოადგენს, რომელიც ღვთის სახელს შეიცავს.  აქვე იბადება კითხვები:

რამდენად სწორია ასეთი თვალსაზრისი? არსებობს თუ არა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გარდა,  მთლიანი ბიბლიის ანდა „ახალი აღთქმის“ ისეთი თარგმანები, რომლებიც ღვთის სახელს შეიცავს?

4 მთლიანი ბიბლიის (რომელშიც „ახალი აღთქმაც“ შედის) და ცალკე გამოცემული „ახალი აღთქმის“ მხოლოდ რამოდენიმე თარგმანს მაინც დავასახელებ ქვემოთ, რომელშიც ღვთის სახელს არაერთხელ შეხვდება მკითხველი და რომელიც არ გახლავთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბიბლიის თარგმანები. ესენია:

  1. «Jonathan Mitchell’s New Testament Translation – 2006»-ში, ღვთის სახელს ახალი აღთქმის ასობით მუხლში შეხვდებით.
  2. «Nazarene Commentary 200021st Century Version of the Christian Scriptures»-ში, ღვთის სახელს ახალი აღთქმის ასობით მუხლში შეხვდებით. (ჯერ მარტო იოანეს გამოცხადების წიგნში ტეტრაგრამატონით „יהוה“-თი წარმოდგენილი  ღვთის სახელი 83-ჯერ შეგხვდებათ და ახალი აღთქმის ასობით სხვა მუხლშიც.)
  3. «„New Simplified Bible – 2003 Translation» -ში ღვთის სახელს „იეჰოვას“ ახალი აღთქმის ასობით მუხლში შეხვდებით.
  4. «An American English Bible—2001 Translation»-ში ღვთის სახელს „იეჰოვას“ ახალი აღთქმის ასობით მუხლში შეხვდებით.
  5. «„Sacred Scriptures“ – By James F. Meyer»;  ჯეფრი მეიერის მიერ შესრულებულ „ახალი აღთქმის“ თარგმანში ღვთის სახელს 533 მუხლში შეხვდებით.
  6. ჯეი..გრინისბიბლიისსიტყვასიტყვითთარგმანში  (A Literal Translation of the Bible-Jay P. Green) ღვთის სახელს „იეჰოვას“ (5500 ჯერ შეხვდებით). ღვთის სახელს აგრეთვე ისეთ მუხლებშიც შეხვდებით, როგორიცაა მათე 3:3; მარკოზი 12:29,30,36  და ახალი აღთქმის სხვა მუხლებშიც.)
  7. ბულინგერისბიბლიისთარგმანში  „The Companion Bible – Bullinger-ში  ღვთის სახელს „იეჰოვას“, ათასობით მუხლში შეხვდებით, თვით ახალ აღთქმის ისეთ მუხლებში, როგორიცაა  მაგალითად მათე 4:7, 21:9; ლუკა 4:18 და ახალი აღთქმის  სხვა მუხლებშიც.)
  8. 1986 წელს ბიბლიის საზოგადოების მიერ გამოცემულ „ახალი აღთქმის“ თარგმანში, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (New Testament, Bible Society“, Gerusalemme, 1986)
  9. 1981 წელს გამოცემულ ფ. დელიჩის  „ახალი აღთქმის“ თარგმანში,ღვთის სახელს არაერთხელ შეხვდებით; (New Testament“, di F. Delitzsch, Londra, ed.1981)
  10. 1979 წელს, ‘გაერთიანებული ბიბლიების საზოგადოებათა’ მიერ გამოცემულ „ახალი აღთქმაში“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (New Testament“, United Bibles Societies, Gerusalemme, 1979)
  11. 1975 წელს ჯ.ბაუჩეტის და დ.კინერეთის მიერ რომში გამოცემულ „ახალი აღთქმის“ თარგმანში, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (New Testament“,  di J. Bauchet e D. Kinnereth, Roma, 1975)
  12. 1957 წელს დოვერში გამოცემულ ბენ მეიერის „იოანეს სახარებაში“,  არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (Gospel of John, di M. I. Ben Maeir, Denver, 1957)
  13. 1946 წელს ლონდონის ეპისკოპოსის უილიამ ვანდის მიერ გამოცემულ ახალი აღთქმის წერილებში“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (The New Testament Letters, by J.W.C. Wand, Bishop of London, 1946)
  14. 1928 წელს გამოცემულ, ჯორჯ ნ. ლეფევრეს ქრისტიანების ბიბლია – ახალი აღთქმა-ში, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (The Christian’s Bible—New Testament, by George N. LeFevre, 1928)
  15. 1900 წელს გამოცემულ, უილიამ გ. რეზერფორდის „წმინდა პავლეს ეპისტოლე რომაელების მიმართ“, არაერთხელ შეიცავს ღვთის სახელს. (St. Paul’s Epistle to the Romans, by W. G. Rutherford, 1900)
  16. 1898 წელს გამოცემულ ჯორჯ ბარკერ სტივენსის პავლეს ეპისტოლეები თანამედროვე ინგლისურ ენაზე“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (The Epistles of Paul in Modern English, by George Barker Stevens, 1898)
  17. 1891 წელს გამოცემულ ი. სალკინსონის და დ. გინსბურგის „ახალ აღთქმაში“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (New Testament,  di  I. Salkinson e C. D. Ginsburg, Londra, 1891)
  18. 1866 წელს გამოცემულ კ.რეიჩარდტისა და რ. ბიზენტალის „ახალ აღთქმაში“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (New Testament, di J. C. Reichardt e J. H. R. Biesenthal, Londra, 1866)
  19. 1864 წელს გამოცემულ „ახალ აღთქმაში“, რომელსაც ბენჯამინ უილსონის „ემფატიკ დიაგლოტი“ ეწოდება, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (The Emphatic Diaglott, by Benjamin Wilson, 1864)
  20. 1863 წელს გამოცემულ ჰერმან ჰაინფეტერის თარგმანში „ახალი აღთქმის სიტყვასიტყვითი თარგმანი . . . ვატიკანის მანუსკრიპტიდან“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს.
    (A Literal Translation of the New Testament . . . From the Text of the Vatican Manuscript, by Herman Heinfetter, 1863)
  21. 1855 წელს გამოცემული „ახალი აღთქმის“ წიგნების თარგმანში „ლუკა, მოციქულთა საქმეები, რომაელთა მიმართ და ებრაელთა მიმართ“ ღვთის სახელს არაერთხელ შეხვდებით. („Luke, Acts, Romans and Hebrews“, di J. H. R. Biesenthal, Berlino, 1855)
  22. 1846 წელს გამოცემულ კ.რეიჩარდტის „ახალ აღთქმაში“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (New Testament, di J. C. Reichardt, Londra, 1846)
  23. 1838 წელს გამოცემულ ა.მაკკაულის  „ახალ აღთქმაში“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (New Testament, di A. McCaul e altri, Londra, 1838)
  24. 1831 წელს გამოცემულ ვ.გრინფილდის  „ახალ აღთქმაში“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (New Testament,  di W. Greenfield, Londra, 1831)
  25. 1817 წელს გამოცემულ ტ.ფრაის  „ახალ აღთქმაში“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (New Testament,  di T. Fry, Londra, 1817)
  26. 1879-1805 წლებში გამოცემულ რ.კადიკის  „ახალ აღთქმაში“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (New Testament,    di R. Caddick, Londra, 1798-1805)
  27. 1796 წელს, ვენა-პრაღის გამოცემის „ახალ აღთქმაში“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (New Testament, di Dominik von Brentano, Vienna e Praga, 1796)
  28. 1668 წელს რომში გამოცემულ გ.ბ.ჯონას თარგმანში „სახარებები“,არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (Gospels, di G. B. Jona, Roma, 1668)
  29. 1661 წელს გამოცემულ ვ.რობერტსონის  „ახალ აღთქმაში“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (New Testament,  di W. Robertson, Londra, 1661)
  30. 1599 წელს გამოცემულ ე.ჰუტერის  „ახალ აღთქმაში“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (New Testament, di E. Hutter, Norimberga, 1599)
  31. 1576 წელს გამოცემულ ჯ.კლაუსის თარგმანში „სახარებები“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (Gospels, di J. Claius, Lipsia, 1576)
  32. 1572 წელს, პოლონელ-ბელორუსელმა ბიბლიის მთარგმნელმა სიმონ ბუდნიმ (პოლონურად Szymon Budny) გამოსცა ბიბლიის თარგმანი პოლონურ ენაზე, სადაც “ახალ აღთქმაში” ბევრ  ადგილას შეხვდებით ღვთის სახელს.
  33. 1555 წელს გამოცემულ ჯ.ტილეტის თარგმანში „მათეს სახარება“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (Gospel of Matthew, a cura di J. du Tillet, Parigi, 1555)
  34. 1537 წელს გამოცემულ, ფ.პეტრის თარგმანში „სახარებები“„სახარებები“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (Gospels, di F. Petri, Wittemberg, 1537)
  35. 1533 წელს გამოცემულ ა.მარგარიტას თარგმანში „ფსალუნები და მათეს სახარება“, არაერთხელ შეხვდებით ღვთის სახელს. (Psalms and Matthew, di A. Margaritha, Lipsia, 1533)
Advertisements

4 responses to “ღვთის სახელი „ახალ აღთქმაში“?

  1. გამოხმაურება: ეწერა ღვთის სახელი „ახალი აღთქმის“ ორიგინალში? (ნაწილი მეორე) | რწმენა და თქვენი მომავალი

  2. მებადება კითხვები:
    1) “მამაო ჩვენოში”, რომელიც ქრისტიანებისთვის სანიმუშო ლოცვაა, რატომ არ მოიხსენია უფალმა “იეჰოვა”?
    2) მოციქულები რატომ არ იყენებდნენ ღვთის სახელს, როცა არ ციტირებდნენ? ხოლო ციტირებისას რა წყაროს ეყრდნობით, რომ მათ მაინცდამაინც ტეტრაგრამატონი გამოიყენეს და არა უფალი?
    2) თუ იესოს დროს ღვთის სახელის არგამოთქმა არასწორი ებრაული ტრადიცია იყო და მხოლოდ ამ სახელს ჰქონდა ხსნის ძალა, რატომ ერთხელ მაინც არ აქცია უფალმა ეს საკითხი განსჯის საგნად?
    3) საქმეების 4:12-ში პეტრე მოციქული აცხადებს: “კაცთათვის არ არის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებითო” და ამ სახელში იესო ქრისტეს მოიაზრებს. როგორღა ამბობთ, რომ გადასარჩენად იეჰოვას უნდა მოვუხმოთო?
    4) რომელი სახელით იყვნენ ღვთის მსახურები (ქრისტიანები) ცნობილნი პირველ საუკუნეში? მეორე საუკუნეში? მესამე საუკუნეში? და შემდგომ საუკუნეებში ვიდრე დღემდე? რა, მოძველდა “ქრისტიანი” და აუცილებელი გახდა, რომ “იეჰოვას მოწმე” გერქვას, როცა უფალმა იესომ თავად განაცხადა: იქნებით ჩემი მოწმეები იუდეაში, სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდეო?
    5) ღვთის სახელს ისე ახსენებთ, თითქოს ვიღაც ელგუჯაზე ან გიორგიზე საუბრობდეთ.

  3. ბატონო Zaza

    როგორც ჩანს ამ საკითხში გარკვევა გსურთ. ამიტომ, თქვენს კითხვებს, კონკრეტულ პასუხებს გავცემ, რომელსაც როგორც თქვენ, ისე მე დავნომრავ რომ ადვილი და სასიამოვნო საწაკითხი იყოს.

    1) იესო ქრისტემ, თავის მოწაფეებს არაერთხელ შეახსენა ღვთის სახელი იეჰოვა. იხილეთ მარკ. 12:28-30; მათე 4:7-10. ამგვარად, წმინდა წერილი ადასტურებს, რომ მოწაფეებისთვის უცხო არ იყო ღვთის სახელი, რადგან იესო ღვთის სახელს ყველას უცხადებდა. იოანე 17:6,26. ამ ფაქტიდან გამომდინარე, არ იყო იმის აუცილებლობა, რომ იესოს ან მის მიმდევრებს, ღვთის სახელი ყოველ იმ წინადადებაში გამოეყენებინათ რომელშიც ღმერთზე საუბრობდნენ. თანამედროვე დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მორწმუნეებიც ანალოგიურად იქცევიან, როცა ღვთის ხსენებისას ყველა წინადადებაში არ წარმოთქვამენ ამ სახელს. ეს ისევეა, როცა ღვთის ძეზე ვსაუბრობთ ადამიანები, მაგრამ ყოველ ფრაზაში არ ვცდილობთ მისი სახელის ჩართვას. ახლა კი ცოტა ხნით წარმოიდგინეთ ის ვითარება, როცა იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: “ასე ილოცეთ:’ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი‘”. მოწაფეებისთვის ნათელი იყო, თუ რომელი სახელის განწმანდაზე უნდა ელოცათ მათ. ეს რომ ასე იყო, მოციქულების ჩანაწერებიდან ნათლად ჩანს; იმ ჩანაწერებიდან, რომელიც ახალ აღთქმაში შევიდა. მაგ. საქმ. 2:34.

    2) მოციქულები მაშინაც იყენებდნენ ღვთის სახელს როცა ციტირებდნენ ებრაული წერილებიდან (ანუ ე.წ. “ძვ. აღთქმიდან”) და მაშინაც, როცა არ ციტირებდნენ წერილებიდან. სწორედ ამაზე მოწმობს მთელი ახალი აღთქმა. ხოლო ის რომ მათ მაინცდამაინც ტეტრაგრამატონი გამოიყენეს ღვთის სახელის აღმნიშვნელოად, პირველი საუკუნეში არსებული წმინდა წერილის გადაწერის ტრადიცია მოწმობს. იხილეთ მეზობელი თემა სათაურით: “ეწერა ღვთის სახელი „ახალი აღთქმის“ ორიგინალში?” (იხილეთ ორივე ნატილი, ნაწილი პირველი და ნაწილი მეორე).

    ის რომ ღვთის სახელის წარმოთქმა მნიშვნელოვანი იყო იესოსთვისაც და მისი მიმდევრებისთვისას, იესომ მრავალჯერ ცხადყო. მაგალითად, სინაგოგაში წმინდა წერილის წაკითხვისას, ხმამაღლა წაიკითხა (წარმოთქვა) ღვთის სახელი (ლუკა 4:17-22), რამაც ბუნებრივია დიდი გაკვირვება გამოიწვია მსმენელებში, რადგან იმ დროს იუდეველი მწიგნობრები და ფარისეველები, თავიანთი არაბიბლიური ტრადიციის გამო აღარ წარმოთქვამდნენ მას. იესოს ისინი ვერ შეეკამათნენ ამ საკითხში, რადგან წერილისეული საფუძველი არ ჰქონდათ მათ. იესო კი მათ არაბიბლიურ ქმედებას, განსჯის საგნად აქცევდა და განსჯიდა მათ და ეუბნებოდა: “თქვენ თქვენივე ადათ-წესებით ძალა დაუკარგეთ ღვთის სიტყვას”-ო. ამასთან ერთად, უნდა გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ იესოს სწავლებები სხვა მხრივადაც განაცვიფრებდა ხალს, “რადგან ასწავლიდა როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მწიგნობრები”! – მარკოზი 1:22.

    3) მოციქულთა საქმის 4-ე თავს თუ ყურადღებით წაიკითხავთ, განსაკუთრებით შესავალს, ნახავთ რომ “როცა მოციქული პეტრე და იოანე ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავზე დაადგნენ უფროსი მღვდლები, ტაძრის მცველთა უფროსი და სადუკეველები, რომლებიც გაღიზიანებულები იყვნენ იმის გამო, რომ ისინი ხალხს ასწავლიდნენ და აუწყებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას”. ნუ დაგავიწყდებათ რომ უფროსი მღვდლები ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც პილატეს წინაშე შეკრებული ბრბო მხსნელი და მესია იესოს მოკვლის მოთხოვნაში წააქეზეს! მოციული პეტრე მესიის განზრახ უარმყოფელი რელიგიური ბელადების წინაშე იდგა და მათ მოკლედ და კონკრეტულად აუხსნა რომ მხსნელი იესოა და რომ მხოლოდ “ის არის ქვა, რომელიც თქვენ, მშენებლებმა არაფრად ჩააგდეთ, მაგრამ კუთხის თავად იქცა”. პეტრე შეეცადა უფროსი მღვდლებისთვის და სადუკეველებისთვის დაენახვებინა რომ “სხვა არავისში [სხვა ადამიანში] არ არის ხსნა, რადგან არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით”-ო. ამგვარად მოციქულმა პეტრემ ღვთის განზრახვაში მესიის მნიშვნელოვანი როლი აუხსნა მესიის განზრახ უარმყოფელ მღვდლებს რაც აუცილებლად ყურად უნდა ეღოთ მათ, მაგრამ გულები გაიმაგრეს და მესია მაინც უარყვეს. ხოლო პეტრე მოციქულისთვის ღვთის სახელის – იეჰოვას – ხსენება მნიშვნელოვანი რომ იყო, მისი საჯაროდ წარმოთქმული სიტყვებიდან ნათლად დასტურდება, რომელი სიტყვებიც უამრავი იუდეველების წინაშე იოელის წინასწარმეტყველური წიგნიდან დააციტირებით წარმოსთქვა:
    ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“. – საქმ. 2:21.

    4) მოციქულების სიცოცხლეშივე სახელი „ქრისტიანი“ კონკრეტული იყო და ქრისტიანებს სხვებისგან გამოარჩევდა. ვინც თავს ქრისტიანად აცხადებდა, მაგრამ თავისი მრწამსით ან საქციელით საპირისპიროს აჩვენებდა, ის ქრისტიანული საზოგადოებიდან იკვეთებოდა. მაგრამ იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, მოციქულების სიკვდილის შემდეგ სატანამ სარეველა დათესა, რამაც ხელი შეუწყო ეგრეთ წოდებული ქრისტიანების “აღმოცენებას”. ისინიც აცხადებდნენ, რომ ქრისტიანები იყვნენ (მათ. 13:24, 25, 37—39). როდესაც განდგომილმა ქრისტიანობამ ძალადობით დაიწყო ხალხის თავის მრწამსზე მოქცევა (რაც მომდევნო საუკუნეებშიც გრძელდებოდა), ზოგმა თავი ქრისტიანად გამოაცხადა, რომ დევნისთვის თავი აერიდებინა. დროთა განმავლობაში ყველა ევროპელი, რომლებიც თავს არ თვლიდნენ არც ებრაელებად, არც მუსლიმანებად და არც ათეისტებად, ხშირად, თავიანთი რწმენისა და ქცევის მიუხედავად, ქრისტიანებად ითვლებოდნენ.
    დროთა განმავლობაში ცხადი გახდა, რომ საკმარისი არ იყო, იეჰოვას მსახურებს მხოლოდ ქრისტიანები რქმეოდათ. საჭირო გახდა განმასხვავებელი სახელი. სიტყვა “ქრისტიანმა” დაკარგა პირვანდელი მნიშვნელობა, რადგან ვინც თავს ქრისტიანად აცხადებდა, ხშირად წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვინ იყო იესო ქრისტე, რას ასწავლიდა და რა მოეთხოვებოდათ მის ჭეშმარიტ მიმდევრებს. რაც უფრო უკეთ იგებდნენ ჩვენი თანაქრისტიანი ძმები ღვთის სიტყვას, მით უფრო ნათლად ხედავდნენ იმის აუცილებლობას, რომ გამოცალკევებულნი და გამორჩეულნი ყოფილიყვნენ იმ რელიგიებისგან, რომლებიც ქრისტიანობას იბრალებდნენ. ღვთის წმინდა სულის დახმარებით, ჩვენ მივიღეთ მართლაც ყველასგან განსხვავებული ბიბლიური სახელი — იეჰოვას მოწმეები. ესაია 43:10-12.

    5) ღვთის ერთგული მსახურები ხშირად ახსენებდნენ ღვთის სახელს და ამაში გასაკვირი ან მიუღებელი არაფერია. გავიხსენოთ ღვთის მეგობრად წოდებული ბიბლიური წიგნის ფსალმუნების დამწერი დავითი. მაგალითად, ფალმუნის 6-ე თავი 10 წინადადებისგან (მუხლისგან) შედგება და მასში ღვთის სახელი 8-ჯერ გვხვდება. ხოლო მთელ ბიბლიაში დაახლოებით 7000-მდე! ასე რომ თქვენს მიერ ღვთის სახელის ხსენების დაკავშირება “ელგუჯასთან” და “გიორგისთან”, სრულიად უადგილო იყო.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s