გალერეა

რომელია „ახალი აღთქმის“ საუკეთესო თარგმანი მეცნიერ კოლველის მეთოდის თანახმად?

რომელია „ახალი აღთქმის“ საუკეთესო თარგმანი მეცნიერ ერნესტ კოლველის მეთოდის თანახმად?

1 პროფესორმა ერნესტ კადმან კოლველმა, ძველბერძნული ენის სპეციალისტმა, ბიბლიის ხელნაწერების აღიარებულმა ექსპერტმა, დაწერა წიგნი: „რომელია ყველაზე საუკეთესო ახალი აღთქმა?“ („What Is the Best New Testament?“) მისი ეს  ნაშრომში პირველად დაიბეჭდა 1952 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ  (Chicago University Press).  1947 წელს პროფესორ კოლველმა ბიბლიის თარგმანებზე ჩაატარა საგულდაგულო გამოკვლევა.

2 მან იოანეს სახარებიდან 64 მუხლი ამოარჩია იმის დასადგენად, თუ რამდენად ზუსტად იყო ისინი გადათარგმნილი ბიბლიის სხვადასხვა თარგმანებში. კოლველმა ბერძნულ ენაზე არსებული „ახალი აღთქმის“ ტექსტებს შორის, უპირატესობა მიანიჭა ‘უესკოტისა და ჰორტის ბერძნული ტექსტის’ სამეცნიერო კრიტიკულ გამოცემას. „ახალი აღთქმის“ ამ ბერძნულმა სამეცნიერო ტექსტმა, რომელიც 1881 წელს გამოიცა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორების, ბრუკ უესტკოტისა და ფენტონ ჰორტის მიერ, ფართო აღიარება მოიპოვა. ამავე წელს უესტკოტისა და ჰორტის ბერძნული ტექსტი გამოიყენა „ახალი აღთქმის“ ინგლისური თარგმანის გადამუშავებული გამოცემის პასუხისმგებელმა კომიტეტმა, რომელშიც უესტკოტი და ჰორტიც შედიოდნენ. ეს ტექსტი აგრეთვე საფუძვლად დაედო ქართულ ენაზე გამოცემულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“. უესტკოტისა და ჰორტის ტექსტი ასევე საფუძვლად უდევს შემდეგ ინგლისურ თარგმანებს: „The Emphasised Bible“, „American Standard Version“, „An American Translation“ (სმიტი–გუდსპიდი) და „Revised Standard Version“.

3 ბერძნული ენის სპეციალისტი, პროფესორი ერნესტ კადმან კოლველი, ბიბლიის იმ თარგმანებს რომლებიც „უესტკოტისა და ჰორტის“ ამ სამეცნიერო კრიტიკულ ტექსტს ეფუძნება, მაღალ ქულას ანიჭებს. ხოლო  ბიბლიის იმ თარგმანებს, რომლებიც მომზადდა  (Textus Receptus)  „ტექსტუს რეცეპტუს“-ის ან სხვა ტექსტის საფუძველზე, დაბალ ქულას ანიჭებს.

ბიბლიის თარგმანების შეფასება პროფესორ კოლველის მეთოდით

4 ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში, მუქი შრიფტით მოცემულია ბიბლიის ის თარგმანები, რომლებიც კოლველმა დაბეჭდა თავის წიგნში. ხოლო დანარჩენი  თარგმანები, რომლებიც არაა მოცემული მუქი შრიფტით, კოლველის წიგნში არაა განთავსებული, მაგრამ კოლველის მეთოდითაა შეფასებული:

(გადიდებისთვის დააწკაპუნეთ სურათზე)

Advertisements

14 responses to “რომელია „ახალი აღთქმის“ საუკეთესო თარგმანი მეცნიერ კოლველის მეთოდის თანახმად?

  1. ლაშა კაკაურიძე

    თქვენ წერთ, რომ პროფესორ ერნესტ კადმან კოლველმა ამ ქულების მინიჭებისას გამოიყენა უესტკოტისა და ჰორტის მიერ გამოცემული კრიტიკულად დადგენილი ბერძნული „ახალი აღთქმის“ ტექსტი.

    საინტერესო იქნება თუ გვეტყვით, რას მიანიჭა პროფესორმა უფრო დიდი უპირატესობა?

    1) ბიბლიის ზუსტ შინაარსს;
    2) სიტყვების ზუსტ თარგმანს;
    3) ყველაფერი გაითვალისწინა

    • ბატონო ლაშა

      პროფესორი კოლველი ორივეს გულისხმობდა:

      1) ბიბლიის ზუსტ შინაარსს;
      2) სიტყვების ზუსტ თარგმანს;

      როგორც სტატიის დასაწყისში დავწერე, პროფესორმა „იოანეს სახარებიდან 64 მუხლი ამოარჩია იმის დასადგენად, თუ რამდენად ზუსტად იყო ისინი გადათარგმნილი ბიბლიის სხვადასხვა თარგმანებში“. კოლველის აზრით, თარგმანი, რომელიც ზუსტად არ თარგმნის ბერძნულ „ახალ აღთქმაში“ ჩაწერილ სიტყვებს, შესაბამისად შინაარსსაც ვერ გადმოსცემს ზუსტად.

      მაგალითად, კოლველის მიერ იოანეს სახარებიდან ამორჩეული 64 მუხლიდან ერთ-ერთი იყო იოანეს სახარების 21:15-ე მუხლი. „უესტკოტისა და ჰორტის“ მიერ გამოცემულ ბერძნულ ახალ აღთქმაში წერია: „Ὅτε οὖν ἠρίστησαν λέγει τῷ Σίμωνι Πέτρω ὁ Ἰησοῦς· Σίμων Ἰωάννου ἀγαπᾷς με πλέον τούτων“, რომლის ქართული თარგმნაია: „საუზმის შემდეგ იესომ სიმონ-პეტრეს ჰკითხა: სიმონ, იოანეს ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ?“.

      ამ მუხლის თანახმად იესომ სიმონ-პეტრე „იოანეს“ (Ἰωάννου) ძედ მოიხსენია და არა „იონას“ (Ἰωνᾶς) ძედ. როდესაც ბიბლიის რომელიმე (მაგალითად გ.მთაწმინდელის) თარგმანი ამ მუხლში „იოანეს“ ნაცვლად „იონას“ წერს, არაზუსტად გადმოსცემს ბერძნულ ტექსტში ჩაწერილს და შესაბამისად მასში ჩადებულ შინაარსსაც. გიორგი მთაწმინდელის თარგმანიც და ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანიც, სიმონ პეტრეს იონას ძედ წარმოგვიდგენს, მაშინ როცა „უესტკოტისა და ჰორტის“ მიერ გამოცემული ბერძნული ახალი აღთქმის თანახმად, ამ მუხლში სიმონ-პეტრე იოანეს ძედაა წარმოდგენილი და არა იონას ძედ. ეს ფაქტი გახლავს იმის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ მიენიჭა გიორგი მთაწმინდელის და ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანს დაბალი ქულები.

  2. ლაშა კაკაურიძე

    თუ შეგიძლიათ იოანეს სახერიბის 64-ვე მუხლი დადოთ?

    • ლაშა კაკაურიძე

      ასევე მაინტერესებს რამდენად მიზანშეწონილი იმის თქმა რომ კოლველის მიერ იოანეს სახარებიდან ამორჩეული 64 მუხლიდან დამტკიცდეს ბიბლიის სწორი და ზუსტი თარგმანი?

      • ლაშა კაკაურიძე

        როგორც ჩანს, თქვენ გაინტერესებთ, რამდენად მიზანეწონილია 64 მუხლის საფუძველზე ახალი აღთქმის სწორი და ზუსტი ტარგმანის დადგენა. მოგახსენებთ რომ პროფესორ კოლველის აზრით, ახალი აღთქმის ის თარგმანი, რომელიც მხოლოდ ერთი სახარებიდან 64 მუხლს ზუსტად ვერ/არ გადათარგმნის, სრულიად მიზანშეწინილია დაბალი ქულების მინიჭება. პროფესორ კოლველის თვალსაზრისს, ბევრი მეცნიერი ეთანხმება.

        თქვენ აგრეთვე გაინტერესებდათ, რომელი 64 მუხლი ამოირჩია პროფესორ ერნესტ კადმან კოლველმა. ეს გახლავთ პროფესორ კოლველის მიერ ამორჩეული 64 მუხლი იოანეს სახარებიდან, რომლის საფუძველზე ახალი აღთქმის თარგმანები შეაფასა: იოანე 1:15,18,27,28,39,49,51; 3:15,25; 4:15,35-36,42,43;5:2,3,5:3-4,12,16,30; 6:11,17,22,39,40,47,51,58,63,69; 7:20,26,39,40,7:53-8:11,59; 9:4,11; 10:4,26,29; 11:30,41;12:4,22,41,47; 13:18; 14:4,28;16:4,16,27; 17:11,21; 18:20,40;19:3,29,39; 20:16,29; 21:3,15.

  3. გამოხმაურება: ანონიმური

  4. გამოხმაურება: რომელი სამეცნიერო გამოცემა წარმოადგენს „ახალი აღთქმის“ ორიგინალთან ყველაზე მიახლოებულს: „ტე

  5. გამოხმაურება: რომელი სამეცნიერო გამოცემა წარმოადგენს „ახალი აღთქმის“ ორიგინალთან ყველაზე მიახლოებულს: „ტე

  6. გამოხმაურება: რომელი სამეცნიერო გამოცემა წარმოადგენს „ახალი აღთქმის“ ორიგინალთან ყველაზე მიახლოებულს: „ტე

  7. გამოხმაურება: რომელი სამეცნიერო გამოცემაა „ახალი აღთქმის“ ორიგინალთან ყველაზე მიახლოებული: „ტექსტუს რეცეპ

  8. გამოხმაურება: რომელი სამეცნიერო გამოცემაა „ახალი აღთქმის“ ორიგინალთან ყველაზე მიახლოებული: „ტექსტუს რეცეპ

  9. გამოხმაურება: რომელი სამეცნიერო გამოცემაა „ახალი აღთქმის“ ორიგინალთან ყველაზე მიახლოებული: „ტექსტუს რეცეპ

  10. გამოხმაურება: რომელი სამეცნიერო გამოცემაა „ახალი აღთქმის“ ორიგინალთან უფრო მეტად მიახლოებული: „ტექსტუს რეც

  11. გამოხმაურება: იყო იესო ღვთის თანასწორი? რას ამბობს სინამდვილეში ფილიპელების 2:6? | რწმენა და თქვენი მომავალი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s