გალერეა

მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესიის „წმინდა მამების“ აზრით, ღმერთი უსახელოა. ბიბლია კი ამბობს, რომ ღმერთს აქვს სახელი.

მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესიის „წმინდა მამების“ აზრით, ღმერთი უსახელოა. ბიბლია კი ამბობს, რომ ღმერთს აქვს სახელი. თქვენ რომელ თვალსაზრისს იზიარებთ, „ეკლესიის მამების“ თვალსაზრისს თუ ბიბლიის თვალსაზრისს?

1 თუმცა არჩევანს თითოული ადამიანი თავად აკათებს, ურიგოდ არ მივიჩნიე ზემოთ აღნიშნული ურთიერთ გამომრიცხავი თვალსაზრისის შემცველი ფაქტების კონსტატაცია მომეხდინა, რაც  დაგვანახვებდა თუ რაზეა დაფუძნებული თითოეული ჩვენგანის თვალსაზრისი ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

2 ალბათ ხშირად გსმენიათ იეჰოვას მოწმეებისგან, რომ ღვთის სახელია „იეჰოვა“. ამის შესახებ  მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს თუ ვკითხავდით, გვეტყოდნენ, რომ ღმერთი უსახელოა; თუმცა, ზოგიერთი სასულიერო პირის აზრით, ღმერთი უსახელო კი არა, მრავალი სახელის მქონეა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სასულიერო პირებს,  ერთმანეთისგან  მკვეთრად განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

ალბათ თქვენც გაქვთ თქვენი პირადი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით. მოდით ერთად გადავხედოთ ფაქტებს, რათა ვიცოდეთ რომელ შეხედულებას ვიზიარებთ: „ეკლესიის მამების შეხედულებებს თუ იმას, რასაც ბიბლია ასწავლის?

ქვემოთ განთავსებულ ცხრილში, მარცხენა სვეტში მოცემულია ღვთის სახელის შესახებ მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესიის „წმინდა მამებისა“ და წარსულში მცხოვრები „ქრისტიანი“ მწერლების შეხედულებები, ხოლო მარჯვენა ცხრილში კი მოცემულია ის, რასაც უშუალოდ ბიბლია ამბობს, რომელშიც ღვთის სიტყვებია ჩაწერილი:

ღვთის სახელის უარყოფა „ქრისტიანული“ ეკლესიების მიერ   (გადიდებისთვის დააწკაპუნეთ სურათზე)

3 ფაქტები ნათელყოფენ, რომ „ეკლესიის მამების“ შეხედულებები   არ შეესაბამება ბიბლიაში ჩაწერილს. მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელ ყველა „ეკლესიის მამას“, ამგვარი, ბიბლიასთან შეუსაბამო შეხედულებები ჰქონდა — შეხედულებები, რომლებიც ზემოთ მოცემული ცხრილის მარცხენა სვეტშია დაციტირებული, რომლებიც ფიქრობდნენ რომ თითქოსდა ღმერთს საკუთარი სახელი არ აქვს.  ვერცერთი, ვერც მართლმადიდებელი და ვერც კათოლიკე ღვთისმეტყველი ვერ ასახელებს თუნდაც ერთ „ეკლესიის მამას“ და „მოძღვარს“, რომელიც ცხრილის მარჯვნივ, ბიბლიიდან დაციტირებულ, ღვთის შთაგონებით დაწერილ სიტყვებს აღიარებდა, იცავდა და მის შესახებ სხვებსაც ასწავლიდა.

4 როგორც ხედავთ, „ეკლესიის მამები“ და „მოძღვრები“, ღვთის მიერ ბიბლიაში მრავალჯერ გაცხადებულ სახელს  „იეჰოვას“ პირდაპირი გაგებით — უარყოფდნენ.  რატომ? პასუხი მარტივია: მათ ყურად არ იღეს ბიბლიაში გაცხადებული ღვთის სიტყვები და უპირატესობა საკუთარ სუბიექტურ მოსაზრებებს მიანიჭეს.

5 მათ თავიანთი სუბიექტური, არაბიბლიური შეხედულებების უფრო სწამდათ ვიდრე ღვთის სიტყვის ბიბლიის და საუკუნეების განმავლობაში სხვებსაც ანალოგიურ შეხედულებებს და რწმენას უნერგავდნენ; მათ არც ის გასჭირვებიათ, ბიბლიის ქართულ ენაზე თარგმნისას ღვთის სახელი საზოგადო წოდებით, „უფლით“ შეეცვალათ. ამგვარი თვითნებური, გააზრებული ქმედება ძირითადად განპირობებული იყო არაბიბლიურ სუბიექტურ შეხედულებების გამო, რომელიც „ეკლესიის მამებს“  საუკუნეების მანძილზე ძვალრბლში ჰქონდათ გამჯდარი. სინამდვილეში მათ ერთი წამითაც კი არ აღელვებდათ ღვთის სახელის მივიწყება. თავიანთი სუბიექტური რელიგიური შეხედულებების ზეგავლენის ქვეშ მყოფ „ეკლესიის მამებს“ და ბიბლიის ქართველ მთარგმნელებს, დანაშაულადაც კი აღარ მიაჩნდათ ბიბლიის ქართულ ენაზე თარგმნისას, ღვთის სახელის „უფლით“ შეცვლა, იმდენად მაღლა აყენებდნენ საკუთარ სუბიექტურ მოსაზრებებს. ამიტომ გასაკვირი არაა, თუ რატომ არ ხვდება ღვთის სახელი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ძველ ქართულ თუ თანამედროვე ქართულ ენაზე გამოცემულ  ბიბლიებში. როცა ქართველმა ხალხმა ქრისტიანობა მიიღო და შესაბამისად ბიბლიასაც კითხულობდა, ღვთის სახელი არსად ხვდებოდა ქართულ ბიბლიაში და მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვართაგან მომდინარე შეხედულებებს რომ თითქოსდა ღმერთს არ აქვს სახელი — სრულად იზიარებდა. ამგვარად, საუკუნეების მანძილზე ქართველ მართლმადიდებელთა უმრავლესობისთვის, ღვთის სახელი უცნობი იყო.

6 ისე გადიოდა საუკუნეები რომ ეკლესიის გამოჩენილი სასულიერო პირები, ბერები თუ მონაზვნები, ისევე როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის იმრავლესობა, არ ახსენებდა ღვთის სახელს. ეკლესიის მიერ მივიწყებული ღვთის სახელი, ფაქტიურად ერმა არ იცოდა.

7 სამწუხაროდ, თანამედროვე დროში მცხოვრებმა ბიბლიის ქართველმა მთარგმნელებმაც, ღვთის სახელის მივიწყების ის გზა აირჩიეს, რა გზაც  წინა საუკუნეებში მცხოვრებმა „ეკლესიის მამებმა“ და მათი შეხედულებების გამზიარებელმა, ძველ დროში მცხოვრებმა ბიბლიის ქართველმა მთარგმნელებმა. თანამედროვე დროში მცხოვრებმა ბიბლიის ქართველმა მთარგმნელებმა, თანამედროვე ქართულ ენაზე გამოცემულ ბიბლიებში არ აღადგინეს „ეკლესიის მამების“ მიერ მივიწყებული ღვთის სახელი. უცხო ენებზე გადათარგმნილი ბიბლიები კი სრულიად სხვა სურათს წარმოგვიდგენენ. უცხო ენაზე გადათარგმნილი ბიბლიები, ქართულ ენაზე გადათარგმნილი ბიბლიებისგან ყველაზე მეტად იმით განსხვავდება, რომ მათში არაა ღვთის სახელი საზოგადო წოდება „უფლით“ ჩანაცვლებული.

8 ქვემოთ ჩამოვწერ უცხო ენებზე გადათარგმნილი ბიბლიების მხოლოდ რამოდენიმე გამოცემას, რომლებშიც ღვთის სახელი ამა თუ იმ ფორმით, მრავალჯერაა ჩაწერილი:

• დერბის ბიბლიის თარგმანში  (The Darby Translation) ღვთის სახელს „იეჰოვას“ (6823 ჯერ შეხვდებით)

ახალ ინგლისურ ბიბლიაში (The New English Bible)  და  მეფე ჯეიმზის თარგმანში (King James Version) ღვთის სახელს „იეჰოვას“ არაერთხელ შეხვდებით

იანგის ბიბლიის სიტყვა-სიტყვით თარგმანში  (Youngs Literal Translation) ღვთის სახელს „იეჰოვას“ (6823 ჯერ შეხვდებით)

ბიბლიის ამერიკულ სტანდარტულ თარგმანში (American Standard Version) ღვთის სახელს „იეჰოვას“ (6823 ჯერ შეხვდებით)

იერუსალიმის ბიბლიაში  (The Jerusalem Bible) ღვთის სახელს „იაჰვეს“ (6823 ჯერ შეხვდებით)

ახალი იერუსალიმის ბიბლიის თარგმანში  (New Jerusalem Bible) ღვთის სახელს „იაჰვეს“ (6823 ჯერ შეხვდებით)

როდერემის ბიბლიის თარგმანში  (Rotherham Bible) ღვთის სახელს „იაჰვეს“ (6823 ჯერ შეხვდებით)

შარპის ბიბლიის თარგმანში (Sharpe’s Translation) ღვთის სახელს „იეჰოვას“ (6823 ჯერ შეხვდებით)

ბუუტროიდის ბიბლიის თარგმანში  (Boothroyd’s Translation) ღვთის სახელს „იეჰოვას“ (6823 ჯერ შეხვდებით)

ამერიკულ სტანდარტულ თარგმანში  (American Standard Version) ღვთის სახელს „იეჰოვას“ ათასობით მუხლში შეხვდებით

ბაინგტონის ცოცხალ ინგლისურ ენაზე შესრულებულ თარგმანში  (The Bible in Living English) ღვთის სახელს „იეჰოვას“ (6823 ჯერ შეხვდებით)

ჯეი.პ.გრინის ბიბლიის სიტყვა-სიტყვით თარგმანში  (A Literal Translation of the Bible-Jay P. Green) ღვთის სახელს „იეჰოვას“ (5500 ჯერ შეხვდებით) ღვთის სახელს „იეჰოვას“ (ათასობით მუხლში შეხვდებით, თვით ახალ აღთქმაშიც კი, მაგ. მათე 4:7, 21:9; ლუკა 4:18 და სხვა.. )

ბულინგერის ბიბლიის თარგმანში  (The Companion Bible – Bullinger) ღვთის სახელს „იეჰოვას“ (ათასობით მუხლში შეხვდებით, თვით ახალ აღთქმაშიც კი, მაგალითად მათე 4:7, 21:9; ლუკა 4:18 და სხვა…)

 ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“  (The New World Translation) ღვთის სახელს „იეჰოვას“, როგორც ძველ აღთქმაში, ისე ახალ აღთქმაში შეხვდებით, მთლიანობაში მასში ღვთის სახელს 7 210-ჯერ შეხვდებით.

მართლმადიდებელი რქიმანდრიტის, მაკარის ბიბლიის რუსულ თარგმანში  (Перевод Aрхимандрита Макария) რომელიც აგრეთვე ცნობილია როგორც „БИБЛИЯ МАКАРИЯ“, ღვთის სახელს „იეჰოვას“  3 500-ზე მეტჯერ შეხვდებით.

ბიბლიის  „სინოდალურ თარგმანში“,  (Синодальный перевод)  რომელიც რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ თარგმანს წარმოადგენს, ღვთის სახელს „იეჰოვას“  ბიბლიის ცხრა მუხლში მაინც შეხვდებით (დაბ. 22:14; გამ. 6:3 [სქოლიოში]; 15:3; 17:15; 33:19; 34:5; მსაჯ. 6:24; ოს. 12:5).

× ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემულ ბიბლიებში კი, ღვთის სახელს, ვერსად  შეხვდებით. სწორედ ამიტომ, ღვთის სახელი უცნობი იყო ქართველ  მართლმადიდებელთა უმრავლესობისთვის.

9 ფაქტები ნათელყოფს, რომ იმ დროს როცა საუკუნეების მანძილზე ქართული მართლმადიდებელი ეკლესია უმალავდა ერსა და მრევლს ღვთის წმინდა სახელის — „იეჰოვას“,  ქართველმა იეჰოვას მოწმეებმა ძალღონე არ დაიშურეს თანამემამულეებისთვის ღვთის სახელი ეცნობებინათ.

10 მიუხედავად იმისა, რომ „ეკლესიის მამებმა“ მეოთხე საუკუნეში ჩამოყალიბებულ „სამების“ დოგმატში გაცვალეს ღვთის სახელი და თვითონაც დაივიწყეს და ერსაც დაავიწყეს ის, დღეს ისე როგორც არასდროს, ესაიას ხელით ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის ნათქვამი სიტყვები საქართველოშიც სრულდება:

თავი მოვაძებნინე მათ,  ვისაც არ ვუკითხივარ.  თავი ვაპოვნინე მათ, ვისაც არ ვუძებნივარ. ხალხს,  რომელიც ჩემს სახელს არ უხმობდა,  ვუთხარი:  აქა ვარ,  აქა ვარმეთქი!”ესაია 65:1.

Advertisements

6 responses to “მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესიის „წმინდა მამების“ აზრით, ღმერთი უსახელოა. ბიბლია კი ამბობს, რომ ღმერთს აქვს სახელი.

  1. და იეჰოვა რას ნიშნავს? ხომ აქვს მნიშვნელობა ამ სიტყვას

  2. გამარჯობა სტუმარო

    რა თქმა უნდა, ღვთის სახელსაც აქვს მნიშვნელობა ისევე, როგორც თითქმის ყველა სხვა სახელს.

    ბიბლიის დედნისეულ ხელნაწერებში, (საიდანაც ბიბლიის მთარგმნელები თავიანთ მშობლიურ ენებზე თარგმნიან ბიბლიას,) ოთხი ებრაული თანხმოვნით יהוה, (ქართულად “ჲჰვჰ“), წარმოდგენილია ღვთის სახელი “იეჰოვა”, რომლის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობაა: “აქცევინებს” და არა “მე ვარ რომელიც ვარ” ან “მე ვარ მყოფი”.

    ბიბლიის მრავალ თარგმანში, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაშიც, ღვთის სახელის მნიშვნელობა (რომელიც ღმერთმა მოსეს განუცხადა და ჩაწერილია ბიბლიის წიგნ “გამოსვლაში”), არაზუსტადაა გადათარგმნილი ამ სიტყვებით: “მე ვარ, რომელიც ვარ”, ან ზოგ თარგმანში: “მე ვარ მყოფი”, მაგრამ გამოსვლის 3:14-ში ჩაწერილ ამ სიტყვებს ზუსტად თარგმნის ბიბლიის “ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომელიც გვიჩვენებს, რომ ღმერთი უბრალოდ კი არ ადასტურებდა თავის არსებობას, არამედ უხსნიდა მოსეს — რაც ყოველი ჩვენგანისთვისაც საყურადღებოა — რა იგულისხმებოდა ამ სახელში. მოსეს აუხსნა ღმერთმა რომ ის “იქცეოდა” იმად, რადაც საჭირო იქნებოდა, რომ შეესრულებინა თავისი დაპირებები.

    მაგალითად, ერთერთ ინგლისურენოვან ბიბლიის თარგმანში, კერძოდ კი ჯოზეფ როდერემის თარგმანში (Rotherham Translation), კარგად ჩანს გამოსვლის 3:14-ში ჩაწერილი ღვთის სახელის მნიშვნელობა: “ვიქცევი იმად, რადაც მსურს“. ბიბლიის ძველებრაული ენის ერთი სპეციალისტი ასე განმარტავს ამ გამოთქმას: «როგორიც უნდა იყოს მდგომარეობა, ანდა საჭიროება რისამე… ღმერთი “იქცევა” ამ საჭიროების დამაკმაყოფილებლად».

  3. გამოხმაურება: ეწერა ღვთის სახელი „ახალი აღთქმის“ ორიგინალში? | რწმენა და თქვენი მომავალი

  4. გამოხმაურება: ეწერა ღვთის სახელი „ახალი აღთქმის“ ორიგინალში? (ნაწილი პირველი) | რწმენა და თქვენი მომავალი

  5. გამოხმაურება: ეწერა ღვთის სახელი „ახალი აღთქმის“ ორიგინალში? (ნაწილი მეორე) | რწმენა და თქვენი მომავალი

  6. აი რა დაწერა ერთმა იეჰოვას მოწმემ ამ საკითხზე : «…ფაქტია, რომ ქრისტიანული სამყარო იეჰოვას სახელს ისე მოექცა , როგორც უნდა მოქცეოდა უცხო ღმერთების სახელებს. იეჰოვამ ძველ დროში ასეთი რამ უთხრა თავის ხალხს: “არ ახსენოთ სხვა ღმერთების სახელი, არ დასცდეს ის თქვენს ბაგეებს”. (გამოსვლა 23:13). იმ დროში ვინმეს სახელით მოხსენიება პატივიცემის მაჩვენებელი იყო, შესაბამისად, სახელის არ ხსენება, განსაკუთრებით თუ ეს დემონსტრაციულად ხდებოდა – ხაზს უსვამდა ამ სახელის მატარებლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებას. ებრაელებს სრულად უნდა შეეწყვიტათ ცრუ ღმერთების სახელების ხსენება(არ დასცდეს ის თქვენს ბაგეებს), რაც იმას ნიშნავდა რომ ისინი ზურგს აქცევდნენ ამ ცრუ ღმერთებს და სამუდამოდ ივიწყებდნენ მათ. ის, რაც უნდა გაეკეთებინათ ღვთის მსახურებს ცრუ ღმერთების სახელების მიმართ, ქრისტიანულმა კონფესიებმა (და მანამდე კი ებრაელებმა) – გაუკეთეს თვითონ ჭეშმარიტი ღმერთის სახელს. გ ა მ ა ო გ ნ ე ბ ე ლ ი ა !!!»

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s