გალერეა

„და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“. – მათე 28:20.

ქრისტიანობის დაფუძნების შემდგომ, ყოველა საუკუნეში  ცხოვრობდნენ ისეთი ქრისტიანები, რომლებიც „სამების“  ნაცვლად, მხოლოდ მამა ღმერთს სცემდნენ თაყვანს და რომლებიც ჭეშმარიტ ქრისტიანებს წარმოადგენდნენ?  

    „რატომ არ ჩანდნენ აქამდე! ჩვენი ეკლესია სულ ყოველთვის იყო! და სულ ყოველთვის ვჩანდით!“ მსგავს განცხადებებს, ხშირად აკეთებენ ხოლმე გაბატონებული, ნომინალური ქრისტიანული ეკლესიების  წარმომადგენლები, რითაც თავიანთი ეკლესიის წინა პლანზე წამოწევას და პირველ საუკუნეში დაფუძნებული ქრისტიანული კრების შთამომავლებად წარმოჩენას ცდილობენ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც საფუძვლიანად არ იცნობენ ბიბლიას და ქრისტიანობის ისტორიას. ამგვარი განცხადებების მოსმენის შედეგად, ხშირად სხვამენ ხოლმე  გულწრფელად დაინტერესებული ადამაიანები კითხვას: „ქრისტიანობის დაფუძნების შემდგომ, ყოველა საუკუნეში ცხოვრობდნენ ისეთი ქრისტიანები, რომლებიც  „სამების“ ნაცვლად, მხოლოდ მამა ღმერთს სცემდნენ თაყვანს და რომლებიც ჭეშმარიტ ქრისტიანებს წარმოადგენდნენ?“  

იქიდან გამომდინარე  რასაც ღვთის სიტყვა – ბიბლია ამბობს და რასაც ისტორიული ფაქტები წარმოგვიდგენენ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ არაბიბლიური ღვთაება სამების ნაცვლად, მამა ღმერთის თაყვანისმცემელი ჭეშმარიტი ქრისტიანები, ქრისტიანობის დაფუძნების შემდგომ, ყველა პერიოდში ცხოვრობდნენ.

ისევე როგორც გასულ საუკუნეებში, დღესაც ცდილობენ გაბატონებული ქრისტიანული ეკლესიების წინამძღვრები ადამიანების იმაში დარწმუნებას, თითქოსდა თანამედროვე დროში არსებული ნომინალური ქრისტიანული ეკლესიები პირველი ქრისტიანების მემკვიდრეებს წარმოადგენენ. ამგვარი მოსაზრებები, არ შეესაბამება სინამდვილეს.

ზემოთ დასმულ კითხვაზე რომ ამომწურავი პასუხი გაიცეს, სასურველი იქნებოდა მცირედით მაინც გადაგვეხედა ბიბლიური ისტორიისთვის და გაგვეხსენებინა, თუ რა ვითარება იყო დედამიწაზე, სანამ ქრისტიანობა დაარსდებოდა.

ბიბლიაში ჩაწერილი უტყუარი ცნობებიდან ნათელია, რომ ხალხებიდან და ერებიდან, ღმერთმა რჩეულ ერად ისრაელი ერი ამოირჩია. ბიბლიის თანახმად, თითოეული ისრაელი ღვთის  მოწმე უნდა ყოფილიყო. — გამოსვლა 19:5; მეორე რჯული 7:6; 26:19; ფსალმუნები 135:4; ამოსი 3:2; ესაია 43:10,21; იერემია 10:25; რომაელთა 3:1, 2.

ისრაელი ერის ერად ჩამოყალიბებისას, ფაქტიურად მთელი ერი  ღვთის მოწმად იქცა, ანუ ზუსტად ისე მოხდა, როგორც ეს თვითონ  მამა ღმერთმა   — იეჰოვამ [ებრ. יהוה, ჲჰვჰ] განაცხადა ესაიას 42:8 და 43:10-12-ში.  ამ ერმა, ღვთის მოწმედ ყოფნა, დედამიწაზე იესო ქრისტეს ცხოვრების პერიოდამდე გააგრძელა. მას შემდეგ რაც იესო ქრისტემ ისრაელი ერის წარმომადგენლები მოიმოწაფა, ისრაელი ერის შვილების გარდა, მალევე სხვა ერების წარმომადგენლებიც გახდნენ ქრისტიანობის მიმდევრები.

თავისი მიწიერი მსახურების ბოლოს, იესომ  მოციქულებს უთხრა, რომ გაეგრეძელებინათ  მის მიერ წამოწყებული რელიგიური საქმიანობა; მოემოწაფებინათ და მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მოენათლათ ისინი და ესწავლებინათ მათთვის ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაუდო თავის მოწაფეებს. როცა იესომ ეს დავალება მისცა, დაამატა:  და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“. – მათე 28:20.

მალევე, ამ დავალების მიცემის შემდეგ, იესო ზეცად ამაღლდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ იესო თავის მოციქულებთან პირდაპირი გაგებით არ იქნებოდა ანუ არ დარჩებოდა.  ნაცვლად ამისა, მისი დანაპირები ნიშნავდა იმას, რომ ზეცაში ამაღლების შემდეგ, დავალებულ საქმეს იესო ზეციდან უხელმძღვანელებდა.  ეს ასეც მოხდა.

ბიბლიის წიგნის „მოციქულთა საქმეების“ დამწერი ლუკა, იუწყება, რომ იესოს დავალებულმა საქმემ, პირველ საუკუნეშივე მიაღწია  დიდ მასშტაბებს, რასაც პავლე მოციქულის მიერ კოლასელებისთვის  მიწერილი წერილი ადასტურებს (კოლ. 1:23). ამგვარად, ახ. წ. დაახლოებით 61 წლისთვის (იესოს ზეცად ამაღლებიდან დაახლ.30 წლის შემდეგ) სამეფოს ცნობა (ანუ სახარება) დედამიწის საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე უკვე გავრცელებული იყო.

ხოლო მათეს მეცამეტე თავის 24-30, 36-40-ში ჩაწერილი  ხორბლისა და სარეველას იგავში აღწერილი თვალსაჩინო მაგალითი ცხადყოფს, რომ  მამა ღმერთს თავისი მოწმეები, [დედამიწაზე იესო ქრისტეს ცხოვრების პერიოდან  მოყოლებული] დღევანდელ დღემდე ჰყავდა. მათეს მეცამეტე თავში ჩაწერილი იგავის მეშვეობით, იესომ გარკვევით განაცხადა, რომ ორივე — ხორბალიც და სარეველაც, (ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანები და ცრუ ქრისტიანები) მკის დადგომამდე გააგრძელებდნენ ზრდას, ანუ დრომდე, როცა მათი ერთმანეთისგან გამოცალკევების ჟამი მოვიდოდა. იესოს მიერ წარმოთქმული იგავი, იმაზე მიუთითებს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ანუ პირველი საუკუნიდან დაწყებული, როცა სამეფოს „ხორბალი“  ჩაითესა, მკის დრომდე ანუ ქვეყნიერების წყობის აღსასრულამდე უნდა ეცხოვრათ ერთგულ, ჭეშმარიტ ქრისტიანებს, იმის და მიუხედავად, რომ რიცხობრივად ისინი ძალიან ცოტანი იქნებოდნენ. (მათე 7:13, 14).

ბიბლია იუწყება, რომ არც იესო და არც მისი მოციქულები არ მოელოდნენ, რომ ქრისტიანული კრება, რომელიც იესო ქრისტემ ახ.წ-ით 33 წელს დააფუძნა, უცვლელი ფორმით განაგრძობდა არსებობას. მათ იცოდნენ, რომ ფეხს მოიკიდებდა განდგომილება და ჭეშმარიტი რელიგია ფაქტიურად დაფარული იქნებოდა უმრავლესობისათვის. (დანიელი 12:4,9; მათე  13:24—30, 36—43.).

ჭეშმარიტი ქრისტიანობა დროებითდაფარული“ ანუ „ძნელად შესამჩნევი“ იყო

ხორბლისა და სარეველას შესახებ იგავში იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ჭეშმარიტი რელიგია დროებით ძნელად შესამჩნევი იქნებოდა. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ მათე  13:24—30, 36—43. იესომ მინდორში ხორბალი, „კარგი თესლი“ დათესა. „კარგი თესლით“ წარმოდგენილნი არიან მისი ერთგული მოწაფეები ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც პირველ ქრისტიანთა კრებას შეადგენდნენ. იესომ თავის მოწაფეებს გაფრთხილება მისცა, რომ დროთა განმავლობაში „მტერი“ ანუ სატანა ეშმაკი ყანაში „სარეველას“ ჩათესავდა. იგავში, სარეველათი წარმოდგენილი არიან ის ადამიანები, რომლებიც თავს იესო ქრისტეს მიმდევრებად იცხადებენ, მაგრამ სინამდვილეში უარყოფენ მის სწავლებებს და არ წარმოადგენენ მის მიმდევრებს.

მოციქულების სიკვდილიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ გამოჩნდნენ ისინი, რომლებმაც „უფლის სიტყვას“ ადამიანთა მოძღვრება არჩიეს და ამით ცხადყვეს, რომ „სარეველას“ მიეკუთვნებოდნენ (იერემია 8:8, 9; საქმეები 20:29, 30). შედეგად, თავი იჩინა სახეშეცვლილმა, ცრუ ქრისტიანობამ. მას სათავეში ედგა „სარეველა“ (უსჯულო) — სამღვდელოება, რომელიც „უსამართლობის ყველა საცდურით“ იყო სავსე (2 თესალონიკელთა 2:6—10). იესოს მიერ წარმოთქმული იგავი იმის გარანტიას წარმოადგენდა, რომ საუკუნეების განმავლობაში ქვეყნიერების წყობის აღსასრულამდე ჭეშმარიტი ქრისტიანები და ცრუ ქრისტიანები, ერთად გააგრძელებდნენ „ზრდას“, ანუ  ერთად გააგრძელებდნენ არსებობას და მათი ერთმანეთისგან გამორჩევა და ამოცნობა, ისევე რთული იქნებოდა, როგორც ხორბლის გარჩევა სარეველა ბალახისგან, რომელიც ზრდის პერიოდში ძალიან ჰგავს ხორბალს. ამ მაგალითით იესომ დაგვანახვა, რომ გარკვეული დროის მანძილზე რთული იქნებოდა ჭეშმარიტი ქრისტიანების ეგრეთ წოდებული ქრისტიანებისგან გარჩევა.

იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ამგვარი მდგომარეობა „წუთისოფლის დასასრულს“ შეიცვლებოდა! ანუ, ბოლო ჟამს უნდა მომხდარიყო „ხორბლის“, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანების, შეკრება-გამოცალკევება და, საბოლოოდ, „სარეველას“ ანუ ცრუ ქრისტიანების განადგურება.

სწორედ ეს ყალბი ქრისტიანობაა პასუხისმგებელი „საუკუნოვან უკიდურეს ბარბაროსობასა“ და სულიერ სიბნელეზე, რომელმაც ქრისტიანული სამყარო ანუ გაბატონებული „ქრისტიანული“ ეკლესიები შემდგომი საუკუნეების განმავლობაში მოიცვა. მოციქულმა პეტრემ იცოდა, რა უხამსობასა და ბოროტებას ჩაიდენდნენ ადამიანები რელიგიის სახელით. მან იწინასწარმეტყველა, რომ ‘მათ [ცრუ ქრისტიანების] გამო ჭეშმარიტების გზა დაიგმობოდა’ (2 პეტრე 2:1, 2).

მიუხედავად ნაწინასწარმეტყველები განდგომილებისა, პირველ საუკუნეშიც და მას  შემდეგაც, ყოველთვის უნდა ეცხოვრა  ნამდვილ ქრისტიანებს, რომლებიც უარყოფდნენ ცრუ რელიგიურ სწავლებებს.  ბიბლიური წინასწარმეტყველება შესრულდა. ჭეშმარიტი ქრისტიანები ყველა საუკუნეში არსებობდნენ, რომლებიც ცრუ  სწავლებას ‘სამების’ შესახებ, უარყოფდნენ, და თაყვანს მხოლოდ მამა ღმერთს სცემდნენ.  ასეთ ქრისტიანებს, ნომინალური ანუ ე.წ. „ქრისტიანული“ ეკლესიები ჩვეულებრივ „არიანელებად“ მოიხსენიებდნენ ხოლმე.  დღესაც კი, იმ ადამიანებს, რომლებიც არაბიბლიურ სწავლებას „სამების“ შესახებ უარმყოფენ და არიანელთა მსგავსად, იესო ქრისტეს ღვთის ქმნილებად აღიარებენ,  ქრისტიანული სამყაროს გაბატონებული ეკლესიის ხელმძღვანელები ზოგჯერ „არიანელებად“, ხან კი  ‘არიოზის ერესის გამგრძელებლებად’ მოიხსენიებენ ხოლმე.

ისტორია იუწყება რომ „არიანელებად“ წოდებული ქრისტიანების გარდა, აგრეთვე ცხოვრობდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც უბრალო ქრისტიანობას მისდევდნენ, და რომლებიც ცნობილნი იყვნენ „კვარტოდეციმანებად“ („თოთხმეტიანელებად“), ვინაიდან „უფლის საღამოს“ ანუ იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს, 14 ნისანს აღნიშნავდნენ. ისინი გაბატონებული „ქრისტიანული“ ეკლესიების მიერ წარმართული რელიგიებიდან გადმოღებული სწავლებებისაგან და ეკლესიური ადათ-წესებისგან შორს იჭერდნენ თავს და ამგვარ სწავლებებს ეწინააღმდეგებოდნენ კიდეც.

შემდეგ საუკუნეებში (დაახ. ახ.წ-ით მეშვიდე საუკუნიდან) ცხოვრობდნენ პავლიკიანები, რომელთა სწავლებებს სახელად „ნამდვილი სამოციქულო, ბიბლიაზე დაფუძნებული ქრისტიანობა“ დაარქვეს. ისინი განსაკუთრებულად ეყრდნობოდნენ  „ახალ აღთქმას“, ნათლავდნენ მხოლოდ სრულწლოვანებს;  ამ ქრისტიანთა რწმენის თანახმად,  ღმერთმა  სიყვარულიდან გამომდინარე, თავისი ანგელოზი გამოგზავნა დედამიწაზე რომელიც ნათლობისას ღვთის ძე გახდა. ისინი უარყოფდნენ არაბიბლიურ ტრადიციებს, არ ჰყავდათ სამღვდელოების კლასი, თაყვანისცემაში არ იყენებდნენ არც ხატებს, არც სანთლებს და სრული სიმტკიცით აცხადებდნენ უარს ჯვრის თაყვანისცემაზე;  ამის გამო, აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა პავლიკიანელი ქრისტიანების ნაწილი ქვებით ჩაქოლა, ხოლო მათი უმრავლესობა კი — ცოცხლად დაწვა.

პავლიკიანთა წამება

შემდგომში, მაგალითად მეთორმეტე საუკუნიდან, ცხოვრობდნენ ვალდენსები, რომელთა სწავლებებს ბევრი საერთო ჰქონდა თავის წინამორბედ პავლიკიანებთან, რომელთა მსგავსად, უარყოფდნენ ცრუ ტრადიციულ ეკლესიურ სწავლებებს როგორიც იყო მაგალითად განსაწმენდელი, მესა, ჩვილების მონათვლა, მღვდლის მიერ ცოდვების მიტევება და სხვა ბევრი რამ, და რომლებიც ზედმიწევნით მისდევდნენ  ბიბლიის სწავლებებს; ქალაქ ქალაქ დადიოდნენ, კარდაკარ ქადაგებდნენ და ფარულად მართავდნენ ქრისტიანულ შეხვედრებს. ისინი მხოლოდ ორ ცერემონიას აღიარებდნენ, ნათლობასა და „უფლის საღამოს“, ანუ იესო ქრისტეს სიკდვილის გახსენების საღამოს. ისინი მტკიცედ მიჰყვებოდნენ ბიბლიის მაღალ ზნეობრივ პრინციპებს და უარყოფდნენ საყოველთაოდ ცნობილ რელიგიურ დღესასწაულებს, როგორიცაა მაგალითად ბზობა და აღდგომა. ამასთან ერთად, არ აღნიშნავდნენ წმინდანთა დღესასწაულებს  და სხვა ისეთ დღესასწაულებს, როელსაც ნომინალური ქრისტიანული ეკლესიები აღნიშნავდნენ.  ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც წამებით მოკლეს ნომინალური ეკლესიის წარმომადგენლებმა, განაცხადა რომ ‘ჯვარზე კი არ უნდა ლოცულობდნენ, არამედ უნდა სძულდეთ როგორც ვინმეს მოსაკლავად გამოყენებული იარაღი’.

არიანელებად, პავლიკიანებად და ვალდენსებად ცნობილი რელიგიური ჯგუფები, მრავალი ადამიანისგან შედგებოდა რომელთა რელიგიური საქმიანობა საუკუნეების განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა და ეს იმ ადამიანთა ჯგუფებიდან რამოდენიმე  იყო, როლებიც ნომინალური ქრისტიანული ეკლესიების არაბიბლიურ სწავლებებს უარყოფდა და ბიბლიის სწავლებებს ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. გაბატონებული „ქრისტიანული“ სამყაროს ეკლესიები ამ ქრისტიანებს,  ძლიერი დევნის ქარ-ცეცხლში ატარებდა. ანადგურებდა მათ ნაწერებს, უარყოფდა მათ სწავლებებს, ანათემას გადასცემდა მათ, სასტიკად აწამებდა და კლავდა.

ვალდენსების ცეცხლში დაწვა

ამგვარად, დევნილ   ქრისტიანებს, გაბატონებული ეკლესია ერეტიკოსებად და მწვალებლებად აცხადებდა და ზოგიერთ  მათგანს სასტიკი წამებითაც კი კლავდა. მიუხედავად ამისა, როგორც ხედავთ, ისტორიამ მაინც შემოგვინახა მცირე, მაგრამ უტყუარი ცნობები ამ ქრისტიანთა არსებობის შესახებ! ამ ქრისტიანთა არსებობისა და მრწამსის შესახებ, როგორც ისტორიკოსების მიერ, ისე თეოლოგების მიერ არაერთი ნაშრომი დაწერილა* . ისტორია იუწყება, რომ არიანელებად,  პავლიკიანებად და ვალდენსებად წოდებული ქრისტიანები ბევრნი იყვნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვებზე, რომლებიც ბიბლიაზე დაფუძნებული თავიანთი რელიგიის გამო წამებით მოკლეს.  თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა და ყველანი, ანუ ყველა,  ვინც ამ ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ  და ის, რაც მთლიანობაში სწამდათ თითოეულ მათგანს, უსათუოდ წმინდა ქრისტიანული არ იყო. არც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ  იმ ადამიანს, ვინც ამ ქრისტიანულ ჯგუფებს შეადგენა,  ყველა ერთგულად მისდევდა ბიბლიის სწავლებებს და ყველას უკლებლივ იწონებდა ღმერთი და ქრისტეს ერთგულ მიმდევრად მიიჩნევდა.  ვინაიდან, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ისინი არაბიბლიური სწავლების „სამების“ უარმყოფელები იყვნენ და ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად მამა ღმერთს მიიჩნევდნენ, ავტომატურად არ ხდიდა თითოეულ მათგანს ჭეშმარიტ ქრისტიანად. მაგრამ, სარწმუნოა, რომ მათ ჯგუფებში ისეთი ადმაიანებიც შედიოდნენ, რომლებიც ქრისტეს მიერ დატოვებულ სწავლებებს მისდევდნენ და ქადაგებდნენ და ისეთებიც იყვნენ, რომლებიც ზოგიერთ არაბიბლიურ სწავლებებსაც იზიარებდნენ. ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ისაა, რომ იესოს სიტყვების თანახმად, მის ერთგულ ქრისტიანებს ‘მკის დრომდე’ უნდა ეარსებათ და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ზემოაღნიშნული ქრისტიანული ჯგუფების მიმდევართა შორის, რომლებიც ცრუ სწავლების „სამების“  უარმყოფელი იყვნენ  და მხოლოდ მამა ღმერთს  ეთაყვანებოდნენ, ისეთი ადამიანებიც იყვნენ, რომლებიც იესოს ერთგულ ქრისტიანებს წარმოადგენდნენ და ისეთებსაც, რომლებიც ნაწილობრივად მაინც იზიარებდა ნომინალური ქრისტიანების მიერ შექმნილ არაბიბლიურ სწავლებებს. განვითარებულმა მოვლენებმა და ზემოთმოხსენიებული ქრისტიანული ჯგუფების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გამოვლენილმა  ძალადობრივმა მოქმედებამ აჩვენა და დაადასტურა ყოველივე ზემოთ თქმული, რადგან ცოტას არ უთქვამს უარი მათეს 26:52-ში ჩაწერილის ბოროტად გამიყენებაზე, როცა საკუთარი თავის დასაცავად,  თითქმის ყველაფერზე მიდიოდა და ხმალამოღებულიც კი იბრძოდა გაბატონებული  ეკლესიების შემოტევისა და თავდასხმისას, როგორც ეს ჯვაროსნულ ომებშიც აისახა.

    ზემოთ აღნიშნული ფაქტები ცხადყოფენ ორ მნიშვნელოვან რამეს: (1) რომ ქრისტიანობის დაარსებიდან დღემდე, ყველა საუკუნეში, ცხოვრობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც იმდენად ახლოს მიჰყვებოდნენ ღვთის სიტყვას, რომ  ღვთის  მოწმეებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომლებმაც ღვთის თვალში  მოწონება დაიმსახურეს. (2) რომ რაოდენობრივად ისინი,  გაბატნებული „ქრისტიანული“ ეკლესიების მიმდევრებისგან განსხვავებით, ძალიან ცოტანი იყვნენ, რაც სრულიად შეესაბამება იმ წინასწარმეტყველაბას, რომელიც იესომ წარმოთქვა და ჩაწერილია მათეს 7:13,14-ში.

__________

* — თუ გსურთ ზემოთ მოხსენიებული ქრისტიანული ჯგუფების შესახებ  ან იმ ისტორიული ნაშრომებისა და წყაროების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება, რომლებშიც მათი მრწამსი და მოღვაწეობაა აღწერილი, გთხოვთ დამიკავშირდით ელექტრონულ (ელფოსტის) მისამართზე, რომელიც ამ საიტის მეორე გვერდზეა მითითებული.

Advertisements

5 responses to “„და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“. – მათე 28:20.

  1. პავლიციანელებზე და კვარტოდემაციანელებზე იქნებ მეტი ინფორმაცია იყოს სადმე, ვიკიპედია პავლიკიანელებს ადოპტიონისტებად მოიხსენიებს, იესოს მხოლოდ ადამიანობას აღიარებედნენ. ზოგან კი გნოსტიკოსობას აბრალებენ.

    • Otherguy

      „კვარტოდეციმანების“ (ანუ „თოთხმეტიანელების“), „პავლიკიანების“ და „ველდენსების“ შესახებ, ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს, რადგან არაერთ ისტორიკოსს და თეოლოგს აქვს დაწერილი მათ შესახებ თავიანთ ნაშრომებში; ვიკიპედიას სარწმუნო და სრულფასოვან წყაროდ არ მივიჩნევ და ამის უამრავი მიზეზია. ამასთან ერთად არ მიკვირს რომ გაგიჭირდა ინფორმაციის მოძიება ვიკიპედიაში.

      ინტერნეტში არ დამიძებნია ამ ინფორმაციების შესახებ აქამდე, თუმცა „პავლიკიანების“ შესახებ მცირე ინფორმაციას მაინც აწვდის მკითხველს:

      ა) კათოლიკური ენციკლოპედია;
      ბ) ენციკლოპედია ბრიტანიკა;

      გ) და დაწვრილებით ცნობებს კი ნაშრომებიხატმებრძოლე პავლიკიანთა ისტორია“, რან ვინბურნის ავტორობით;

      დ) და „აპოკალიპსის ჰორაი“ – ე.ბ. ჰელიოტის ავტორობით;

      ე) ედუარდ გიბონის ნაშრომი „რომის იმპერიის აღზევება და დაცემა“, თავი LIV.

      „კვარტოდეციმანების“ (ანუ „თოთხმეტიანელების“) შესახებ გარკვეულ ცნობებს იძლევა ნაშრომები:

      ა) „სოზომენის ეკლესიის ისტორია, ნიკეის და ნიკეის შემდგომი მამები“;

      ბ) „ქრისტიანული კრებების ისტორია“, ავტორი იოსებ ჰეფელი.

      თუ არ ვცდები, ორიგენეც საუბრობს „კვარტოდეციმანების“ შესახებ თავის ერთერთ ნაშრომში.

  2. გამოხმაურება: სიბნელიდან სინათლისაკენ! | რწმენა და თქვენი მომავალი

  3. გამოხმაურება: მართლმადიდებელი ეკლესია და ინკვიზიცია? (ნაწილი პირველი) | რწმენა და თქვენი მომავალი

  4. გამოხმაურება: მართლმდიდებლებმა დაადგენეს ბიბლიის კანონიკური წიგნები? | რწმენა და თქვენი მომავალი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s