გალერეა

„სიტყვა [ლოგოსი] იყო ღმერთთან“ —(ნაწილი პირველი)

„სიტყვა [ლოგოსი] იყო ღმერთთან“

1დასაწყისში იყო სიტყვა [ლოგოსი], სიტყვა [ლოგოსი] იყო ღმერთთან და სიტყვა [ლოგოსი] იყო ღმერთი. 2ის დასაწყისში ღმერთთან იყო. 3ყველაფერი მისი მონაწილეობით გაჩნდა, მის გარეშე არაფერი გაჩენილა.

მოციქულ იოანეს დაწერილი ეს სიტყვები სწორად რომ გავიგოთ, პირველ რიგში საჭიროა [ჩვენში] უკვე ჩამოყალიბებული თვალსაზრისი მოვიშოროთ რათა არ მოვექცეთ საკუთარი თვალსაზრისის ზეგავლენის ქვეშ, არამედ სრულიად ობიექტურად გამოვიკვლიოთ ზემოაღნიშნული მუხლები. ამასთან ერთად, აუცილებელია იოანეს სიტყვების განმარტება  ბიბლიაში ჩაწერილთან სრულ თანხმობაში იყოს, რადგან შეუძლებელია სწორი განმარტება ბიბლიაში ჩაწერილთან წინააღმდეგობაში მოდიოდეს. ნებისმიერი ახსნა-განმარტება თუ მოსაზრება, რაც არ  იქნება ბიბლიაში ჩაწერილთან სრულ თანხმობაში, მცდარი განმარტება იქნება და უნდა უარვყოთ თუკი გვსრურს სწორად გავიგოთ ბიბლიის სიტყვები და შესაბამისად,  ის თვალსაზრისი მივიღოთ, რაც ჰარმონიაში იქნება ბიბლიასთან.

იოანეს 1:1-ში ვკითხულობთ: „დასაწყისში იყო სიტყვა [ლოგოსი], სიტყვა [ლოგოსი] იყო ღმერთთან და სიტყვა [ლოგოსი] იყო ღმერთი“. პირველ რიგში ვიმსჯელოთ პირველზე, რადგან მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა იგულისხმა მოციქულმა სიტყვაში „დასაწყისში“.  რის ‘დასაწყისზე’ საუბრობს მოციქული? რაიმე თეორიის, დასაწყისზე? რაიმე მოვლენის დასაწყისზე?   რაიმე საქმის დასაწყისზე? თუ რაზე?

იოანეს სახარების პროლოგის კონტექსტით, ანუ იოანეს 1:1,2 და განსაკუთრებით 1:3-ში ჩაწერილით  („ყველაფერი მისი [ლოგოსის] მონაწილეობით გაჩნდა, მის გარეშე არაფერი გაჩენილა“) დასტურდება, რომ მოციქული  სიტყვა  „დასაწყისში“ შემოქმედების დასაწყისზე საუბრობს, ანუ ყველაფრის დასაწყისზე რაც ლოგოსის მონაწილეობით შეიქმნა. (იოანე 1:3).

იოანეს მიერ გადმოცემულ ცნობებს ლოგოსის შესახებ, მოციქული პავლე იგივენაირად აღწერს: „მისი მონაწილეობით შეიქმნა სხვა ყველაფერი ზეცაში და დედამიწაზე, ხილული და უხილავი… ყველაფერი მისი მონაწილეობით და მისთვის შეიქმნა. ის არის ყველაფერზე უწინ, მისი მონაწილეობით გაჩნდა ყველაფერი“.— კოლოსელები 1:16,17;  ამრიგად, მოციქულები ერთ აზრს გადმოსცემენ: ლოგოსი ღმერთთან იყო შემნოქმედების დასაწყისში და მისი მონაწილეობით (მეშვეობით) შეიქმნა ყველაფერი. იგავნი 8:22-ში ლოგოსის შესახებ ნათქვამია, რომ ის ღვთის შექმნილია და შემოქმედების გზის დასაწყისია.

ახლა მოდით ყურადღება გავამახვილოთ შემდეგზე, რაც მოციქულმა 1:1-ში ჩაწერა: „დასაწყისში იყო სიტყვა“. მოციქული გვამცნობს, რომ „სიტყვა“ [ანუ ‘ლოგისი’] შემოქმედების დასაწყისში უკვე „იყო“ (ანუ უკვე არსებობდა) . აქვე საყურადღებოა ფაქტი, რომ მოციქული არ აკონკრეტებს დროის რა პერიოდიდან იყო ანუ დროის რა პერიოდიდან არსებობდა „სიტყვა“ [ანუ ‘ლოგოსი’] გლობალური შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყისამდე.

მხედველობაში თუ არ მივიღებთ ბიბლიის  სხვა მონაკვეთებში ჩაწერილს, მაშინ რთული იქნება შემდეგი რამის გამორკვევა:  დროის გარკვეული მონაკვეთიდან არსებობდა „სიტყვად“  [‘ლოგოსად’] წოდებული არსება დასაწყისში,  თუ   ყოველთვის არსებობდა.

ბიბლიაში ჩაწერილ ცნობებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში და იოანეს 1:1-ში გამოყენებულ „იყო“-ს გაგებას შევეცდებით, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ „იყო“ მხოლოდ ორნაირად  შეიძლება გაიგებოდეს:

  ა)  დროის გარკვეული მომენტიდან არსებობდა, ანუ მის არსებობას საწყისი ჰქონდა;

 ან

ბ)  სულ მუდამ იყო, ანუ ყოველთვის არსებობდა და მის არსებობას არ ჰქონდა დასაწყისი.

იმისათვის რომ გავარკვიოთ  რას გულისხმობდა მოციქული,  როცა ‘სიტყვად’ წოდებულ არსებაზე დაწერა ‘დასაწყისში იყო’-ო,  (დროის გარკვეული მომენტიდან მის არსებობას გულისმხობდა თუ სულ მუდამ არსებობას),  დაგვეხმარება იმის გაგება, თუ რა ან ვინ იგულისხმება სიტყვა“-ში ანუ ‘ლოგოსში’.

იოანეს სახარების პირველი თავის კონტექსტში, მოციქულის მიერ დაწერილი სიტყვებიდან ვიგებთ, რომ ინ. 1:1-ში ‘სიტყვად’ [ანუ ‘ლოგოსად’] მოხსენიებული არსება განკაცებამდელი იესო ქრისტეა, რადგან ინ. 1:14-ში მოციქული გვამცნობს: „სიტყვა [ანუ ‘ლოგოსი’] ხორცი გახდა და ჩვენ შორის დამკვიდრდა. ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, მამისგან მხოლოდშობილი ძის დიდება“ და იმავე თავის 18-ე მუხლში მოციქული განავრცობს: ღმერთი არავის არასოდეს უხილავს. მამის მკერდთან მყოფმა მხოლოდშობილმა ღმერთმა მოგვითხრო მასზე“. ამგვარად, მოციქულის სიტყვებიდან ნათელი ხდება, რომ ‘სიტყვად’ წოდებულ არსებაში განკაცებამდელი ‘იესო ქრისტე’ ანუ ღვთის ‘მხოლოდშობილი ძე’ [ინ1:14], ‘მხოლოდშობილი ღმერთი’ [ინ. 1:18] იგულისხმება.

უნდა აღინიშნოს, რომ იოანეს  სახარების პროლოგიდან არ ჩანს, აქვს თუ არა დასაწყისი „სიტყვად“ წოდებულ ‘მხოლოდშობილ ძეს’ [ინ. 1:14], ანუ ‘მხოლოდშობილ ღმერთს’, რომელზეც მოციქულმა თქვა, რომ ‘მამის მკერდთან იმყოფებოდა’ [ინ. 1:18] მანამ სანამ ‘ხორცი გახდებოდა’ და ‘ადამიანებს შორის დამკვიდრდებოდა’ [ინ. 1:14]. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ იოანეს სახარების საფუძველზე ვერ ვიტყვით, აქვს თუ არა დასაწყისი „სიტყვად“ წოდებულ განკაცებამდელ იესო ქრისტეს.

იმის გასარკვევად, ჰქონდა თუ არა განკაცებამდელ იესო ქრისტეს არსებობას საწყისი, აუცილებელია ბიბლიის სხვა მონაკვეთების გამოკვლევა და მხედველობაში მიღება, რათა სწორი დასკვნის გაკეთება შევძლოთ.

მას შემდეგ როდესაც მხედველობაში მივიღებთ ბიბლიაში ჩაწერილის სრულ სურათს იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა განკაცებამდელი იესოს სიცოცხლის არსებობას დასაწყისი, ისიც ნათელი გახდება, თუ რა იგულისხმა მოციქულმა სიტყვებში: დასაწყისში იყო სიტყვა [ანუ ‘ლოგოსი’]“ —   ა) ლოგოსის არსებობას დროის გარკვეული მომენტიდან და მას შემდგომ, შემოქმედების დასაწყისში მამის გვერდით იყო, თუ ბ) ყოველთვის იყო.

მეორე ნაწილში წარმოდგენილი იქნება ბიბლიური თვალსაზრისი იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა მხოლოდშობილ ღმერთს (ძეს, ლოგოსს) დასაწყისი, რომლის შესახებაც მოციქულმა თავის სახარებაში დაწერა, რომ  ‘ის დასაწყისში ღმერთთან იყო’.

Advertisements

2 responses to “„სიტყვა [ლოგოსი] იყო ღმერთთან“ —(ნაწილი პირველი)

  1. საინტერესოა :) იმედია მეორე ნაწილიც მალე დაიდება და მერე შეიძლება ამ თემაზე მსჯელობა

  2. Pingback: „სიტყვა [ლოგოსი] იყო ღმერთთან“— (ნაწილი მესამე) | რწმენა და თქვენი მომავალი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s