გალერეა

„სიტყვა [ლოგოსი] იყო ღმერთთან“ —(ნაწილი მეორე)

„სიტყვა [ლოგოსი] იყო ღმერთთან“

ბიბლია იუწყება, რომ იესო დედამიწაზე მოსვლამდე ზეცაში ცხოვრობდა. ბიბლიურმა წინასწარმეტყველმა მიქამ იწინასწარმეტყველა, რომ მესია დაიბადებოდა ბეთლემში, მაგრამ ისიც თქვა, რომ „ძველითგან“ იყო „მისი წარმოშობა“ — მიქა 5:1, (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა.)  თვითონ იესომაც არაერთხელ აღნიშნა, რომ ადამიანად დაბადებამდე ზეცაში ცხოვრობდა (იოანე 3:13; 6:38, 62; 17:4, 5). იესოს რჩეულმა მოციქულმა პავლემ, ღვთის ძეს „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“ უწოდა, რითაც დაგვანახვა რომ იესო ღვთის პირველი ქმნილებაა (კოლოსელები 1:15). იესოს უსაყვარლესმა მოწაფემ იოანემ კი, რომელმაც წიგნი „გამოცხადება“ დაწერა, იესოს „ღვთის შემოქმედების დასაწყისი“ უწოდა (გამოცხ. 3:14). ბიბლიის ცნობების საფუძველზე, აშკარაა, რომ ღვთის ძეს ჰქონდა დასაწყისი, მამა ღმერთს კი არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული (ფსალმუნები 89:2).

როგორც ამ თემის პირველი ნაწილიდან დავინახეთ, მოციქული იოანე განკაცებამდელ იესოს ‘ლოგოსს’ ანუ ‘სიტყვას’ უწოდებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ლოგოსად წოდებული ზეციერი არსება, ღვთის სიტყვებსა და მითითებებს გადასცემდა თავისი მამის სხვა ძეებს, სულიერ ქმნილებებს თუ ადამიანებს. მანამ სანამ მოციქული იოანე თავისი სახარების პროლოგში ღვთის ძეს „ლოგოსს“ (ანუ „სიტყვას“) უწოდებდა, წმინდა წერილებიდან უკვე კარგად იცოდა, რომ „სიტყვად“ წოდებული არსების წარმოშობა „ძველითგან“, ანუ უფრო ზუსტად „უხსოვარი დროიდან“ იყო. (მიქა 5:1.) ბიბლია აგრეთვე იუწყება, რომ ზეცაში ღმერთს მრავალი ძე ჰყავს. ის იმასაც იუწყება, რომ ზეცაში მცხოვრები ყველა ანგელოზი ხარობდა, როცა ღმერთი ‘დედამიწას აფუძნებდა’. ბიბლიის წიგნ იობში, 38:4, 7-ში ვკითხულობთ: „სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგების უნარი… როცა ერთად ჟრიამულობდნენ დილის ვარსკვლავები და ღვთის ძეები [LXX „ანგელოზები“] ყიჟინებდნენ?“ („LXX არის ებრაულ ენაზე დაწერილი წმინდა წერილის ძველ-ბერძნული თარგმანის სახელწოდება, სხვა სიტყვებით „სეპტუაგინტა“.) იობის წიგნში ჩაწერილიდან ირკვევა, რომ სანამ ღმერთი მატერიალურ სამყაროს შექმნიდა, თავისი უხილავი ზეციერი ქმნილებები – ანგელოზები – შექმნა.  ამ ანგელოზებისგან შემდგარ სულიერ ქმნილებათა ოჯახს ღვთის ზეციერი ლაშქარი ეწოდება ბიბლიაში. (ლუკა 2:13). მოციქული პავლეს დაწერილიდან დასტურდება, რომ განკაცებამდელი იესო ‘პირმშოა ყველა ქმნილებას შორის’ (კოლოსელები 1:15).

ბიბლიის ამ ცნობების მხედველობაში მიღებით, ნათელია თუ რა ჰქონდა მოციქულ იოანეს გონებაში, როცა დაწერა სიტყვები: „დასაწყისში იყო სიტყვა [‘ლოგოსი’]“, ანუ იოანე თავის სახარებაში განკაცებამდელ იესოზე მიანიშნებდა, რომელიც ღვთის ყველა ქმნილებათა შორის პირმშო იყო, ანუ ღვთის პირველი ქმნილება; ბუნებრივია, ის ვინც ღვთის ყველა ქმნილებას შორის პირველი შეიქმნა, შემოქმედების დასაწყისშივე ღმერთთან იყო! – იოანე 1:1.

ამ თემის მესამე ნაწილში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: რატომ ეწოდება ღვთის ძეს, იესო ქრისტეს  1) „ძე“, „ღვთის ძე“, 2) „სიტყვა“ (ბერძ. „ლოგოს“-ი), 3) „ღმერთი“, 4) „მხოლოდშობილი ღმერთი“; „მხოლოდშობილი ძე“; „შობილი“ („შობა“),  5) „პირმშო“, 6) „უფალი“ და 7) „ამინი“, რომელსაც ფონად დაერთვება ნომინალური ქრისტიანული ეკლესიის და მათი „მამების“ შესახებ მცირე ისტორიული ექსკურსი თუ საიდან წარმოიშვა მათი რელიგიური იდეები და სწავლებები.

Advertisements

2 responses to “„სიტყვა [ლოგოსი] იყო ღმერთთან“ —(ნაწილი მეორე)

  1. გამოხმაურება: „სიტყვა [ლოგოსი] იყო ღმერთთან“— (ნაწილი მესამე) | რწმენა და თქვენი მომავალი

  2. გამოხმაურება: „სიტყვა [ლოგოსი] იყო ღმერთთან“— (ნაწილი მესამე) | რწმენა და თქვენი მომავალი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s