გალერეა

„ზღვის სიმღერა“ ხელნაწერი, რომელიც ორ ისტორიულ პერიოდს აკავშირებს

ზღვის სიმღერახელნაწერი, რომელიც ორ ისტორიულ პერიოდს აკავშირებს

Vodpod videos no longer available.დაახლოებით სამოცი წლის წინათ ბედუინი მწყემსის მიერ გამოქვაბულში ქვის შესროლას მოჰყვა ის, რასაც ზოგმა მეოცე საუკუნის უდიდესი არქეოლოგიური აღმოჩენა უწოდა. ახალგაზრდა ბედუინმა გაიგონა, რომ ქვამ თიხის ჭურჭელი გატეხა. ძიების შედეგად მან იპოვა პირველი ნაწილი იმისა, რაც მოგვიანებით მკვდარი ზღვის გრაგნილების (ხელნაწერების) სახელწოდებით გახდა ცნობილი.

იერუსალიმში, ისრაელის მუზეუმში, 2007 წლის 22 მაისს გამოჩნდა ებრაული წერილების ფრაგმენტი, რომელიც ახ. წ. დაახლოებით VII-VIII საუკუნით თარიღდება. ამ ხელნაწერში მოცემულია ბიბლიის ერთ-ერთი მონაკვეთი, კერძოდ გამოსვლის 13:19—16:1. ეს მონაკვეთი შეიცავს „ზღვის სიმღერას“, იგივე გამარჯვების სიმღერას, რომელიც ისრაელებმა მას შემდეგ იმღერეს, რაც ღმერთმა წითელი ზღვა სასწაულებრივად გაყო და გადაარჩინა ისინი. რით არის ეს ფრაგმენტი განსაკუთრებული?

ამ კითხვაზე პასუხი დაკავშირებულია ხელნაწერის შექმნის თარიღთან. როგორც ცნობილია, მკვდარი ზღვის ხელნაწერები იწერებოდა ძვ. წ. III საუკუნიდან ახ. წ. I საუკუნემდე. ამ ხელნაწერების აღმოჩენამდე, ანუ დაახლოებით 60 წლის წინ, უძველეს ებრაულ ხელნაწერად ითვლებოდა ალეპოს კოდექსი, რომელიც ახ. წ. 930 წლით თარიღდება. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ფრაგმენტს, არც ერთი ებრაული ხელნაწერი არ არის დათარიღებული დროის ამ შუალედით.

ისრაელის მუზეუმის დირექტორი, ჯეიმს ს. სნაიდერი აღნიშნავს: ზღვის სიმღერა ერთმანეთთან აკავშირებს ორ ისტორიულ პერიოდს, კერძოდ მკვდარი ზღვის ხელნაწერების . . . და ალეპოს კოდექსის შექმნის პერიოდებს. მისი თქმით, როგორც ბიბლიის სხვა უძველეს ხელნაწერებში, დედნის ტექსტი ამ ხელნაწერშიც უცვლელი სახითაა შენარჩუნებული.

როგორც ამბობენ, ეს ფრაგმენტი აღმოჩენილ იქნა სხვა ხელნაწერებთან ერთად მე-19 საუკუნის მიწურულს ეგვიპტეში, კერძოდ კაიროს სინაგოგაში. ეს ხელნაწერი ხელში ჩაუვარდა ებრაული ხელნაწერების ერთ-ერთ კოლექციონერს, რომელმაც არ იცოდა, რომ ეს განსაკუთრებული ფრაგმენტი იყო, ვიდრე 70-იანი წლების მიწურულს ამის შესახებ სპეციალისტისგან არ შეიტყო. ნახშირბადით დათარიღების მეთოდით დადგინდა ამ ფრაგმენტის შექმნის თარიღი და ინახებოდა მანამ, სანამ ისრაელის მუზეუმში გამოჩნდებოდა.

აღნიშნული ფრაგმენტის მნიშვნელობის შესახებ ისრაელის მუზეუმის თანამშრომელი, მკვდარი ზღვის ხელნაწერების საცავის გამგე, ადოლფო როიტმენი აღნიშნავს: «„ზღვის სიმღერისხელნაწერი უდიდესი სიზუსტითაა შესრულებული, რაც დამახასიათებელია ბიბლიის მასორეტული ხელნაწერებისთვის, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა. საოცარია, რომ VII-VIII საუკუნით დათარიღებულზღვის სიმღერასსახეცვლილება არ განუცდია და მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული სტილი დღემდე შენარჩუნებულია».

ბიბლია ღვთისგან შთაგონებული სიტყვაა. მან იზრუნა იმაზე, რომ ბიბლიას ჩვენამდე უცვლელი სახით მოეღწია.*

გარდა ამისა, გადამწერებიც ცდილობდნენ, რომ ბიბლია დიდი სიზუსტით გადაეწერათ. აქედან გამომდინარე, ბიბლიის ტექსტი, რომლითაც დღეს ვსარგებლობთ, სრულიად სანდოა.

მკვდარი ზღვის ხელნაწერების დათარიღება

მკვდარი ზღვის ხელნაწერები, რომლებშიც ბიბლიური წიგნი „ესაიაა“ მოცემული, 1947 წელს იპოვეს; ის ტყავზე იყო დაწერილი; დამწერლობის სტილი — პრემასორეტული ებრაული. მკვდარი ზღვის ხელნაწერები ძვ. წ. II საუკუნის მიწურულით თარიღდება. რის საფუძველზე დაათარიღეს პალეოგრაფებმა ის? ისინი ხელნაწერებს სხვა ებრაულ ტექსტებსა და წარწერებს ადარებდნენ, რის საფუძველზეც ეს ხელნაწერები ძვ. წ. 125—100 წლებით დაათარიღეს. დათარიღებისთვის დამატებით საფუძველს იძლევა C14 ნახშირბადის იზოტოპის გამოყენებით ჩატარებული გამოკვლევაც.
საოცარია, რომ მკვდარი ზღვის ხელნაწერების მასორეტულ ტექსტებთან (მასორეტებად წოდებული გადამწერების მიერ დაწერილ ხელნაწერებთან) შედარება ცხადყოფს, რომ სწავლების საკითხში განსხვავებები არ შეინიშნება. მრავალი სხვაობა შეინიშნება მხოლოდ ორთოგრაფიასა და პუნქტუაციაში. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ტეტრაგრამატონი — ღვთის სახელის, იეჰოვას, აღმნიშვნელი ოთხი ებრაული ასო יהוה , ანუ ჲჰვჰ — თანამიმდევრულად გვხვდება ამ ხელნაწერებში:

Vodpod videos no longer available.

* — მთლიანობაში, ჩვენამდე მოაღწია ებრაული წერილების, იგივე ძველი აღთქმის 6 000-მდე ხელნაწერმა და ბერძნული წერილების, იგივე ახალი აღთქმის 5 000-მდე ხელნაწერმა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s