ამ ბლოგის შესახებ

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს პირად ბლოგზე!

ბლოგის მეპატრონე ამჟამად გახლავართ მე, გურამ ხიზნაიშვილი. GKეს  ბლოგი  კერძოა და არ მიეკუთვნება არცერთი რელიგიური მიმდინარეობის საკუთრებას. ის არაა  რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის ვებ-საიტი ან მისი ალტერნატიული ვარიანტი. ბლოგი აგრეთვე არ წარმოადგენს რელიგიური კამათებისთვის განკუთვნილ ფორუმსა თუ ელექტრონულ სივრცეს. ის გახლავთ პირადი გვერდი, რომელზეც, როგორც კერძო პირი, ჩემს შეხედულებებს ვწერ რელიგიურ თემებზე. ამის საშუალებით, მკითხველს ვუზიარებ პირად კვლევებს და იმას, რისიც მწამს. ვფიქრობ, რომ ბლოგის ფორმატი, ამ მიზნისთვის შესაფერის საშუალებას წამროადგენს. აქვე მსურს მკითხველს ვაცნობო, რომ ბლოგზე განთავსებული ყველა სტატია არ მეკუთვნის მე.

ბლოგზე განთავსებული სტატიების ავტორებთან დასაკავშირებლად, გთხოვთ გამოიყენოთ ელექტრონული ფოსტა: sakontaktod@gmail.com და თუ გსურთ პასუხი მიიღოთ თქვენს ელექტრონულ გზავნილზე ან გსურთ, რომ თქვენი კომენტარი გამოქვეყნდეს ბლოგზე, გთხოვთ, თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი მიუთითოთ.

გახსოვდეთ, რომ ამ ბლოგზე განთავსებული თემები თუ სტატიების უმეტესობა, უმთავრესად გახლავთ ცალკეული ინდივიდის თვალით დანახული და აღქმული ფაქტები. შესაბამისად, ბლოგზე განთავსებული სტატიები, არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს რომელიმე რელიგიის თუ რელიგიური ორგანიზაცი[ებ]ის ოფიციალურ პოზიციას და შესაბამისად არცერთი რელიგია თუ რელიგიური ორგანიზაცია არაა პასუხისმგებელი აქ განთავსებულ ინფორმაციაზე. თუმცა  წარსულში მართლმადიდებელი ვიყავი, დღეს უკვე იეჰოვას ქრისტიანი მოწმე გახლავართ (საქმეები 15:14; ესაია 43:10).  მიუხედავად ამისა,  მკითხველს ვთხოვ გაითვალისწინოს, რომ ეს ბლოგი არ წარმოადგენს იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის საკუთრებას.

თუ ვინმეს გსურთ იეჰოვას მოწმეების შესახებ ინფორმაციის მიღება, შეგიძლიათ მათ ოფიციალურ ვებ-საიტს ესტუმროთ: იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებ-გვერდი.

ამ ბლოგზე განთავსებული თემების ქვეშ, მკითხველს საშუალება აქვს საკუთარი კომენტარი გააკეთოს, თუმცა კომენტარებში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი პრინციპები: არ დაიშვება არცერთი პირის, რელიგიის თუ რელიგიური მიმდინარეობის შეურაცხყოფა ან რაიმე სახით კამათში გამოწვევა.

აგრეთვე არ დაიშვება ნომინალური ქრისტიანული ეკლესიების მოძღვრებათა ანდა დოგმატური სწავლებების პირდაპირი ან ირიბი სახით ქადაგება/გავრცელება. საიტზე მოქმედებს მოდერაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი კომენტარი, რომელშიც არაა გათვალისწინებული ზემოხსენებული პრინციპები, არ გამოქვეყნდება.

აქ განთავსებული (სტატიების) გადაწერის, გამოყენების თუ  გავრცელების უფლება, ნებისმიერ კერძო პირს (თუ ორგანიზაციას) აქვს, განურჩევლად რწმენისა, ასაკისა,  სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ბლოგი მხარს არ უჭერს ისეთ არაბიბლიურ სწავლებებს, როგორიცაა: დოგმატი „სამპიროვნული ღვთაების“ შესახებ (სამებები, ტრიადები), ღმერთ-კაცისა თუ ღმერთ-ქალის თაყვანისცემის თეორიებს, ბედ-იღბლის კონცეფციას, „წმინდანების“ თაყვანისცემის საეკლესიო ტრადიციას, [ნა]ხატებისა თუ რელიგიური საგნების თაყვანისცემის აქტს და ა.შ.

პატივისცემით: გურამ ხიზანიშვილი

Advertisements

2 responses to “ამ ბლოგის შესახებ

  1. კარგია რომ განაახლეთ ინფირნაცია ბლოგის და თქვენს შესახებ.

  2. რადგანაც სტატიების მომზადებისას იყენებთ სხვადასხვა წყაროებს ვფიქრობ ეს ვებსაიტი სასარგებლო იქნება. http://defendingjehovahswitnesses.blogspot.com/?m=0 საიტის ბოლოში სხვადასზვა ბმულებია დამატებით

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s